გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by saskva » 17 ივნ 2008, 13:07

1. გამარჯობა საქართველო
2. მთა მყვარებია
3. სერგი ? +1
4. ნაია
5. პოპინს
6. saskva ???

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 13:19

guruli wrote:და მანქანებით ვერ ხერხდება?
მანქანებით როგორ არ ხრხდება, მაგრამ გვინდა, ბევრნი წავიდეთ და ამისთვის მინიბუსი გამოვიყენოთ.
შემოგვი1დი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by guruli » 17 ივნ 2008, 13:41

GAMARJOBA SAKARTVELO
მანქანებით როგორ არ ხრხდება, მაგრამ გვინდა, ბევრნი წავიდეთ და ამისთვის მინიბუსი გამოვიყენოთ.
შემოგვი1დი
ვითომ 2 მანქანის ხალხზე მეტი მოვგროვდებით?
და შემოერთება 2 მიზეზზეა დამოკიდებული - თუ მეცლება და ეგ გასვლა "მეორე განყოფილებით" ბოლოვდება თუ თბილისში დაბრუნებით? საწყენად არ ვამბობ - ვისაც როგორ გინდათ, ისე მოიქეცით, მაგრამ რესტორნული გასვლების იდეა დიდად არ მომწონს. რესტორანში მწვადაობას ბენუბაში მირჩევნია და არა მხოლოდ მწვადაობა. თუ ბუნებაში მიღებული სიამოვნება ბოლოს რესტორნის ჩახუთულ, სიგარეტით მოწამლულ ჰაერში და ხმაურში უნდა გავცვალო, მაგას მირჩევნია, საერთოდ არ წავიდე ბუნებაში და ბოლოს გულიც არ დამწყდეს. კიდევ ვიმეორებ - მე არაფრის შეცვლას არ გთხოვთ (მით უფრო, ჯერ წამოსვლაც არაა გადაწყვეტილი). უბრალოდ, ჩემი პოზიცია გამოვხატე.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 13:51

guruli wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მანქანებით როგორ არ ხრხდება, მაგრამ გვინდა, ბევრნი წავიდეთ და ამისთვის მინიბუსი გამოვიყენოთ.
შემოგვი1დი
ვითომ 2 მანქანის ხალხზე მეტი მოვგროვდებით?
და შემოერთება 2 მიზეზზეა დამოკიდებული - თუ მეცლება და ეგ გასვლა "მეორე განყოფილებით" ბოლოვდება თუ თბილისში დაბრუნებით? საწყენად არ ვამბობ - ვისაც როგორ გინდათ, ისე მოიქეცით, მაგრამ რესტორნული გასვლების იდეა დიდად არ მომწონს. რესტორანში მწვადაობას ბენუბაში მირჩევნია
2 მანქანის ხალხიც შევგროვდებით და მეტიც.
მშვენიერი აზრია ბუნებაში მწვადის შეწვა.
თუ დარი იქნება, ნეკრესში ვიმწვადაოთ.
იქ შესაბამისი გარემოა.
თუ წვიმა იქნება, მომკალი და გარეთ წახემსების სურვილი არაფრით მექნება.
სიარული კი, რა თქმა უნდა, წვიმაშიც მიყვარს, დარშიც
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by Naia » 17 ივნ 2008, 14:04

guruli
რესტორნებში და საჩილიმეში ძალით არავინ მიგვყავს :)

თუ დრო გექნა, წამოდი ირაკლი, ძალიან გაგვახარებ

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by Katy » 17 ივნ 2008, 15:06

1. გამარჯობა საქართველო
2. მთა მყვარებია
3. სერგი ? +1
4. ნაია
5. პოპინს
6. saskva ???
7. Katy

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by გვალდა » 17 ივნ 2008, 15:45

ძალიან მიყვარს გრემი და ნეკრესი.

მაგრამ კვირა ერთადერთი თავისუფალი დღე მაქვს და შუამთაში რომ არ მოვხვდე ამჯერად მაინც - ოჯახიდან ამომწერენ :oops:
სვანეთოლოგი

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by guruli » 17 ივნ 2008, 15:54

Naia
guruli
რესტორნებში და საჩილიმეში ძალით არავინ მიგვყავს

თუ დრო გექნა, წამოდი ირაკლი, ძალიან გაგვახარებ
ეგეცაა. :D :D მაშინ შევთანხმდეთ (და არა მხოლოდ ამ გასვლაზე), რომ თუ წამოვედი, მე ლაშქრობის მერე ვბრუნდები სახლში და არ დამიწყოთ, წამო, წამოო... :D :D

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by popins » 17 ივნ 2008, 15:55

guruli
არც მე დავდივარ საჩილიმეში..ასე რომ ამფსონი გეყოლები :lol:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by Naia » 17 ივნ 2008, 15:56

guruli wrote:Naia
guruli
რესტორნებში და საჩილიმეში ძალით არავინ მიგვყავს

თუ დრო გექნა, წამოდი ირაკლი, ძალიან გაგვახარებ
ეგეცაა. :D :D მაშინ შევთანხმდეთ (და არა მხოლოდ ამ გასვლაზე), რომ თუ წამოვედი, მე ლაშქრობის მერე ვბრუნდები სახლში და არ დამიწყოთ, წამო, წამოო... :D :D
წამო, წამო...

ლაშქრობას ვგულისხმობ ;)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by guruli » 17 ივნ 2008, 16:11

popins
guruli
არც მე დავდივარ საჩილიმეში..ასე რომ ამფსონი გეყოლები
კარგია. :) :)
Naia
წამო, წამო...

ლაშქრობას ვგულისხმობ
კიდევ კარგი, დაამატე. :D :D
ხუმრობა იქით იყოს და გრემი ძალიან მაინტერესებს.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by Naia » 17 ივნ 2008, 16:44

guruli
ხუმრობა იქით იყოს და გრემი ძალიან მაინტერესებს.
გრემი ძალიან ლამაზია

ეკლესიის გვერდით მეფის სამყოფელი კოშკია, სადაც მაია წყნეთელის ერთი ეპიზოდია გადაღებული. კოშკის 1-ელ სართულზე მუზეუმია მოწყობილი.

გალავნის ეზოში გვირაბსაც მოვკარი თვალი, მაგრამ ვერ ჩავძვერი.

პს. ყვარელში რახან ვიქნებით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიც ხომ არ გვენახა? არ ვარ ნამყოფი და მაინტერესებს...

deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by deida kama » 17 ივნ 2008, 16:52

ძალიან ლამაზია... მე რომ ვიყავი ნეკრესში, გაზაფხულზე და უფ კაი იყო მაშინ დავრჩით იქ თან... გადახურული რაგაც არის იქ, სადაც შეგიძლიათ საჭმელებიც მიირთვათ: P
ზემოთ ძალიან ლამაზია. კომპლექსი IV საუკუნის სამლოცველოს,სამეკლესიან ბაზილიკას(VI-VII), გუმბათიან ეკლესიას(VIII-IX),
საეპისკოპოსო სასახლეს(IX),კოშკს(XVII), მარანს,რამოდენიმე სამეურნეო შენობის ნაშთს,სატრაპეზოს ბერთა სენაკებს, შეიცავს.

ისტორიკოსთა ცნობით,ნეკრესი როგორც ქალაქი დააარსა მეფე ფარნაჯომ (112-93)
"იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა,რომელ არს ნეკრესი"

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by Naia » 17 ივნ 2008, 16:55

როგორც მახსოვს ნეკრესში ვირტუალური კეშიცაა

რომელიღაც კედელზე, თუ არ ვცდები, ივანე ჯავახიშვილის ავტოგრაფია დატოვებული

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გრემი-ნეკრესი 2008 წლის 22 ივნისს

Post by Kakha » 17 ივნ 2008, 17:05

არა მარტო ივანე ჯავახიშვილის, არამედ ექვთიმე თაყაიშვილისაცაა.

აღწერა, რომელიც დადეთ ეკუთვნის ნეკრესის მონასტერს. რაც შეეხება ნაქალაქარ ნეკრესს, როგორც ჩანს მის ძირში, ველზე იყო. ასვლას რომ დაიწყებთ ერთ ძალზე უცნაურ ნაგებობის ნაშთს დაინახავთ ველზე, ეს წინარექრისტიანული ხანის ნაგებობაა. რაა ძნელი სათქმელია. ლევან ჭილაშვილს ზოროასტრულ ტაძრად მიაჩნდა, რაც არაა გამორიცხული.

გადრა ამისა, ამ ათიოდე წლის წინ ნეკრესთან, ისევ ველზე, მონასტრიდან დასავლეთით მეტნაკლებად, ტყეში დაიწყო გათხრები, რომლის დროსაც საკმაოდ დიდი ტაძარი აღმოჩნდა. ოთხკუთხა აფსიდით. თმუცა პასტოფორიუმები აქვს და ამიტომ VI-VII საუკუნეზე ქვემოთ ვერ ჩავა ალბათ. გირჩევთ ისიც მოინახულოთ. შთამბეჭდავი სანახაობაა. მონასტერში რომ მიხვალთ და ქვემოთ მანქანას გააჩერებთ გზა იქ იკითხეთ.

იქვე ახლოს შეგიძლიათ ყვარელში შეხვიდეთ. ყვარელში ილიას სახლიცა და კოტე მარჯანიშვილის სახლიც აღადგინეს და ღია უნდა იყოს დამთვალიერებლებისათვის.

მე რაღაცა გეგმები მაქვს ამ შაბათ-კვირისთვის. თუ ჩამეშალა თქვენთან ვარ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]