ეხლა მოკლედ აგიხსნით რა ხდება ამ თემაში...
21-ე საუკუნეში სტატისტიკურად მასის 90 % უყურებს საკმაოდ უინტერესო და უგემოვნებო ფილმებს...ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქ ერთმანეთს გავუზიაროთ საინტერესო ფილმები, სასურველია ფოტოებით, ინფორმაციითა და პატარა ანოტაციით და ვისაც დააინტერესებს აუცილებლად უყურებენ ამ ფილმებს... ასევე სურვილი მაქვს რომ თემატურად დატვირთული ფილმების გარჩევა მოხდეს ამ თემაში, საინტერესოა ერთმანეთის აზრი კონკრეტულ ფილმებზე

ხოდა დავიწყე, რადგან კარავში ვხსნი ამ თემას ფორუმისათვის საინტერესო ფილმით მინდა დავიწყო თემა
"ბარაკა" - ჩემი საყვარელი ფილმი!
ულამაზესი სანახაობა, სხვათაშორის ამ ფილმში ჰამლეტ გონაშვილის 2 სიმღერა არის...
რეჟისორი: რონ ფრიიკი
ჟანრი - დოკუმენტური
ამ ფილმს 5 წლის განმავლობაში იღებდნენ, მსოფლიო მასშტაბით და ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული...
ფილმის ხანგრძლივობა 96 წუთი
96 წუთის განმავლობაში ისეთ საოცარ ადგილებს ნახავთ რომ მე პირადად დაშოკილი ვიყავი!
და რაც ყველაზე მთავარია, ფილმში არ არის ტექსტი

მთელი ფილმი წყნარ მუსიკაზე არის აგებული, ძალიან საინტერესო გადასვლებით
ანოტაცია:
საკულტო ფილმი. სამყარო სიტყვებს მიღმა... მომხიბვლელი ვიზუალური რამ, საოცარი ხმოვანი გაფორმებით... ეს არის დოკუმენტური ფილმი ბუნებაზე, დედამიწაზე და ჩვენზე. შესანიშნავი კადრები დედამიწის ულამაზესი ადგილებიდან, სხვადასხვა ტომების უჩვეულო რიტუალური წესები, ქალაქის ცხოვრება და მრავალი სხვა... გადაღებები მსოფლიოს 24 ქვეყანაში, რამოდენიმე წელი მიმდინარეობდა...
თვალსაჩინოებისათვის რამდენიმე ფოტო...





წარმოდგენა რომ გქონდეთ მე დავლინკავ Dead can dance-ს ერთერთ ცნობილი სიმღერის (Yulunga იგივე Spirit dance) -ს კლიპს, რომელიც ამ ფილმის კადრებით არის აწყობილი (ეს სიმღერაც ამ ფილმის Soundtrack-ია)
http://youtube.com/watch?v=NQvu0XiwZk4