გვერდით კუპიდან მოქეიფე მამაკაცების სადღეგრძელოები ისმოდა სამშობლოს სიყვარულზე, გოგამ ისევ ლექციობანა დაიწყო, ოღონდ ამჯერად ხმამღლაწარმოთქმული ფსევდოსადღეგრძელოს სახით (ფსევდო იმიტომ რომ ბოთლებიც კი არ გვქონდა ჯერ გახსნილი). "ამ ჭიქით იმას გაუმარჯოს როცა ლაპარაკზე მეტს საქმით აკეთებ, შენს სამშობლოს პატივს სცემ, არ ანაგვიანებ...", იქიდან წამოვიდა შეძახილები: "გაიხარე, ძმაო, მართალი ხარ, ჩვენ არასოდეს ვანაგვიანებთ, სპორტსმენები ვართ..." რასაც ღვინის ბოთლის სასწრაფოდ გახსნა და ასეთი "ვახტანგურები" მოჰყვა (როგორც მერე აღმოჩნდა ძიუდოში, თუ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები ქეიფობდნენ, ახალგაზრდა და ძველი თაობა. ლევან თედიაშვილის რაღაც იუბილე ყოფილა):
მერე გიო შინ მივაცილეთ. შეგვიპატიჟა მარანში, ჩვენც ბევრი არ ვახვეწნინეთ
ერთერთ თემაში ქვევრმა თქვა, მიყვარს საჩუქრებს რომ მჩუქნიანო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის უფრო უყვარს, როცა თავად ჩუქნის საჩუქრებს ახლობელ ადამიანებს:) სათითაოდ ყველას საფერავი დაგვირიგა, გელათში შესაწირი ზედაშე გამოგვატანა და ნაიას ქოთნით ყვავილიც აჩუქა. გაიხარე, გიო, ყველაფრისთვის დიდი მადლობა
