დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ივნ 2008, 03:21

შაბათს, 2008ის 14 ივნისს, ნაშუადღევს შევიკრიბეთ 4ნი - მთაშენკა, ნაია, ნინუცა და მე და გავემართეთ
კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, ამილახვრებმა ციხე-კოშკისა და ეკლესიის მიმდებარე
ტერიტორიის დასასუფთავებლად.
გასვლის წინ სოფლის გამგებელ დავურეკე, მოვდივართ და როგორც შეგვპირდი, ადგილობრივები დაგვახვედრე დასახმარებლად-მეთქი.
აი, რა მითხრა:
რამოდენიმე დღით ადრე ციხეს ჟურნალისტი გიორგი კალანდია გადასაღებად ჯგუფთან 1ად ესტუმრა და
იქაურობა თავად დაასუფთავესო.
ჯგუფის წევრებს ვუთხარი, ძნც კგ, ჩავიდეთ, ვნახოთ როგორ მიალაგეს და თუ ჩვენი ჩარევა საჭირო აღარ არის,
სოფელ მეტეხის ტაძარში გადავინაცვლოთ-მეთქი.
შევთანმხდით და გზა განვაგრძეთ.
50 წუთში ადგილზე ვიყავით. კოშკების ბანებზე ავხტით, იქაურობა შევამოწმეთ და სისუფთავით
სასიამოვნოდ გაკვირვებულნი დავრჩით
Image

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ივნ 2008, 03:23

გადამღები ჯგუფის მიერ დასუფთავებული ტერიტორიაზე აქა-იქმოგვიანებით დაყრილი ნაგავი წამოვკრიფეთ.
Image

ბევრი არაფერიც იყო.
შემდეგ მე3, აღმოსავლეთის კოშკზე გადავინაცვლეთ.
აი, აქ კი ხვავ-ბარაქიანი ნაგავი დაგვხვდა.
დაუზარებლად შევუდექით საქმეს.

Image

Image
მეც ვმუშაობდი, ხელთათმანი ხელიდან არ მომიძვრია და ამიტომ, უფრო "ჭუჭყიანი" ფოტოები არ არის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ივნ 2008, 03:32

მე3 კოშკზე სოფლის მაცხოვრებლებს საქეიფო ჰქონდათ მოწყობილი, რაც დაბინძურების მთავარი წყარო იყო.
სიამოვნებით მოვშალე ეს ბუდე.
დიდი ქვები ციხის გარეთ გადავყარე. ზოგი1 ქვა ადგილობრივმა პატარა ბავშვებმა გაიტანეს.
ძნც კგ, ისტორიული ციხე-სიმაგრეა და არა საპურმარილო თუ საყომარ-ბაზო.
გოგები ბანებს გვიდნენ. ისეთო მტვერი იდგა, დასასუფთავებლად მთაშენკამ და მე ციხის გარეთ გადავინაცვლეთ.
ნაია და ნინუცა დაგვა-დასუფთავების დიდოსტაები აღმოჩნდენ.
იქაურ ნაგავს მსწრაფლ გამოუტანეს განაჩენი:

Image

12 თუ 13 ტომარა ნაგავი შევაგროვეთ და ციხიდან 5 მეტრში ჟურნალისტების მიერ წინათ შეგროვილ ნაგავს მივუმატეთ.

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ივნ 2008, 04:03

დასუფთავებას მზის ჩასვლისას მოვრჩით
Image

მეტეხში წასვლას ვეღარ ვასწრებდით.
ნაგავი საქონელს რომ არ გაეფანტა, დაწვა გადავწყვიტეთ.
Image

Image

ორმოს ამოთხრის საშუალება და დრო ნამდვილად არ გვქონია.
ამიტომ, ნაგვის დაწვა ამ შემთხვევაში ყველაზე კგ გამოსავლი იყო.
თუმც, თბილისში ჩამოტანასაც ვფიქრობდით, მაგრამ ზურმუხტაში ნაგავი ვერც ჩაეტეოდა
და თანაც, ამოტენა სიმყრალეს ისეთი პარაზიტები ეხვივნენ, რომ მანქანას დიდ ზიანს მიაყენებდნე
Image

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ივნ 2008, 04:04

კგ ცეცხლი გაღვივდა.
Image

ნაგავი დაახლოებით ნახევარ სთში დაიწვა.
ცეცხლი მინელდა და წასახემსებლად მცხეთის გზას შევუდექით.
ეზოში მოთამაშე ბავშვებს ვთხოვეთ, იქაურობისთვის ყურადღება მიექციათ და პრობლემის შემთხვევაში,
მშობლებისთვის ეცნობებინათ. აი, ეს ბავშვებიც:
Image

იქურობა მზის ჩასვლის შემდეგ დავტოვეთ
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ივნ 2008, 04:07

მცხეთაში შესვლამდე ქვევრს დავურეკეთ და შემო1თება ვთხოვეთ. სვეტიცხოველთან შეგვხვდა.
შეუდარებელი საფერავი წამოიღო და ვიპურმარილეთ.
Image

როდესაც შინ მივაცილეთ, მარანში შეგვიპატიჟა და თავკვერათი სამშობლო დაგვალოცვინა.
ყველა ჰომ ღვინოთი დაგვასაჩუქრა და მე2 დღეს, ანუ კვირას გელათში წამსვლელებს ტაძრისთვის შესაწირიც გამოგვატანა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ივნ 2008, 04:10

ასე დასრულდა დასუფთავების კიდევ ერთი აქცია.
ვიცი, რომ ბევრი მორალურად ჩვენს გვერდით იყავით და ამისთვის გმადლობთ.
ამ მხრივ მაინც ერი-ერი თიკო-ერსა და კიკის გამოვყოფდი.
მომავალი აქცია, ალბათ, ივლისში გვექნება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by qvevri » 16 ივნ 2008, 10:10

რაღაცა სურათები მეცოტავება, განსაკუთრებით "ეპილოგის". მთაშენკა ისევ შენ უნდა იმარჯვო :P

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by Mta Mkvarebia » 16 ივნ 2008, 12:30

qvevri wrote:რაღაცა სურათები მეცოტავება, განსაკუთრებით "ეპილოგის". მთაშენკა ისევ შენ უნდა იმარჯვო :P
იქნება, გიო, სურათები, ცოტა მოგიანებით, როცა მოვიცლი. თუმცა ბევრი მეც არ გადამიღია, რადგან მუშაობას უფრო მეტ დროს ვუთმობდი, თან ხელთათთმანის ხშირად მოძრობაც მიჭირდა იმ სიცხეში...

გული მწყდებოდა, რომ საქმეების გამო ვერ ვახერხებდი აქციაში მონაწილეობას, მაგრამ მერე გაჩნდა იდეა, საღამოს წავსულიყავით. 4 საათზე გამომიარეს ნაიამ, გოგამ და ნინუცამ და გავუდექით გზას. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ დღით :) .
Image

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by Mrs. Robinson » 16 ივნ 2008, 12:41

გოგა, ნაია, ნინუცა, მთაშენკა

სიტყვებს ვერ ვპოულობ თქვენს საქებრად!

დიდებული ხალხი ხართ, გაიხარეთ!

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by Katy » 16 ივნ 2008, 14:14

zalian kargebi xart!

gogas sitkvebis ar ikos, moralurad martla tqventan vikavi!

nai, shens axal manqanas hqvia zurmuxta? ;)

zalian kochagebi xart!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by ნინი_85 » 16 ივნ 2008, 16:16

აუ, როგორ დაუსუფთავებიათ :shock: გავოცდი...

ყოჩაღები ხართ!!! ვამაყობ თქვენით!!!

იმედია შემდეგ აქციაზე შემოგიერთდებით :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by Mta Mkvarebia » 16 ივნ 2008, 16:42

აი დაპირებული სურათებიც.

თავიდან ვიფიქრეთ კოშკები დასუფთავებულია და დიდი ხნის საქმე არ გვექნებათქო, მაგრამ არც ისე იყო საქმე, როგორც თავიდან ჩანდა. ციხისა და ეკლესიის მთელი ეზო საშინლად იყო დაბინძურებული, არც მესამე კოშკი გამოიყურებოდა სუფთად. ადგილობრივებს ცოცხები და აქანდაზი გამოვართვით და კოშკი და ეზოში მდებარე მემორიალის მოედანი დავგავეთ.
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:...ვიცი, რომ ბევრი მორალურად ჩვენს გვერდით იყავით და ამისთვის გმადლობთ.
ამ მხრივ მაინც ერი-ერი თიკო-ერსა და კიკის გამოვყოფდი...
თიკო-რ-ც უნდა წამოსულიყო ჩვენთან ერთად, მაგრამ სამსახურიდან ადრე ვერ გამოვიდა :( . კიკი-ს რაც შეეხება მართლა ჩვენთან ერთად იყო :wink:

Image

ყველას ამ ფირმის რეზინის ხელთათმანები აღმოგვაჩნდა და მაგრად ვიცინეთ კიდეც :wink:

იქაურობას ვზვერავთ, გოგა კოშკების ბანებზე აძვრა, რომ ენახა დანაგვიანებული იყო თუ არა:

Image

Image

Image

ნინუცა
Image

ნაია
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by Mta Mkvarebia » 16 ივნ 2008, 16:58

ამილახვრების ციხეზე პირველად ვიყავი. მომეწონა.
ხედები ციხეზე

Image

Image

ფრესკის კვალი ეკლესიაში

Image

თუმცა ღირშესანიშნაობების თვალიერებისთვის დიდი დრო არ გვქონდა, კვლავ მუშაობას განვაგრძობდით:

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეზე

Post by Mta Mkvarebia » 16 ივნ 2008, 17:26

ერთ-ერთ კოშკში ადგილობრივებს საქეიფო ადგილი ჰქონდათ მოწყობილი და ნაგავს იქვე ტოვებდნენ. გოგამ ეს ადგილი მოუშალა და ქვის ლოდები გარეთ გამოუყარა.

Image

Image

იქაური ბავშვებიც ჩააბა საქმეში და მცირე ლექცია ჩაუტარა სამშობლოს სიყვარულზე და მისი კეთილდღეობისათვის ზრუნვის თემაზე :wink:

Image

აი შემდეგი ლექციის ტექსტი: "თქვენ სახლში რომ სადილობთ, ნაგავს იატაკზე ხომ არ ყრით, ასევე უნდა გაუფრთხილდეთ გარემოს..."
Image

საერთოდ ასეთი ლექცია რამდენიმე ჩაატარა, ქუჩაში იყო დადარაჯებული და გამვვლელ-გამომვლელს აჩერებდა. ზოგი თავს უქნევდა, ეთანხმებოდა (მაგალითად ხნიერი ხალხი) მაგრამ პასუხობდა: "რა ვქნათ, ნასვამ ხალხს ვერ შევეწინააღ$მდეგებითო" ერთ-ერთმა ახალგაზრდა გოგონამ კი თურმე ასეთი რამ უთხრა: "მე თბილსში ვსწავლობ, აქ მხოლოდ არდადეგებზე ჩამოვდივარო..." კომენტარი ზედმეტია :( .
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]