რას ამბობთ, რამე ძვირფასი წიგნი რომ ვიპოვო, ვთქვათ, მე-10 საუკუნის სახარება, ან ხატი, მაგას მიწაში რა დამამარხინებს
სადაა ხომლი?
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
სადაა ხომლი?
ლეონტი
რას ამბობთ, რამე ძვირფასი წიგნი რომ ვიპოვო, ვთქვათ, მე-10 საუკუნის სახარება, ან ხატი, მაგას მიწაში რა დამამარხინებს
მაინცდამაინც ოქროს ზოდები ხომ არ იგულისხმება განძში? 
რას ამბობთ, რამე ძვირფასი წიგნი რომ ვიპოვო, ვთქვათ, მე-10 საუკუნის სახარება, ან ხატი, მაგას მიწაში რა დამამარხინებს
სადაა ხომლი?
ისე, სულ მინდა ამ თემის სათაურს ვუპასუხო და სულ ვიკავებ თავს...
ჰოდა ეხლა მომივიდა აზრად, რომ ვუპასუხო ოფტოპიკი არ იქნება, თემის სათაურია და...
ხომლი არის კუროს თანავარსკვავედში, ეგრეთ წოდებული პლეადები

Who is John Galt?
სადაა ხომლი?
GOGONA
არაო.
Mariam
ეგ განძი არ მიგულისხმია, ეგ ეკლესიის სახმარი ნივთები / სიწმინდეები მიწაში უმალ ნადგურდება და ამიტომ მაგას ვერ იპოვნით, თუ რა თქმა უნდა სადმე ბაყბაყ დევის მშრალ გამოქვაბულს არ მიაგენით კარგი ვენტილაციით.

სწორია მანდ ხვამლი უნდა ეწეროს სათაურში.GOGONA wrote: ხომლი არის კუროს თანავარსკვავედში, ეგრეთ წოდებული პლეადები![]()
![]()
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
სადაა ხომლი?
აჰაა
დაიწყო საინტერესო დეტალები...
პლეადები კი არის მწყემსის ფარა
კუროს თანავარსკვლავედი - იგივე ხარის კულტია ზეცაზე გამოსახული ...
მწყემსი კი იყო დუმუზი - ინანას მეუღლე..
იგივე ორიონი...
ინანა (იგივე ნენანა იგივე ცისკრის ვარსკვლავი) შუმერულ მითოლოგიაში კი უტუს და/
უტუ კი მზე იყო...

ხვამლი
შუა ლეჩხუმში, რიონისა და ცხენისწყალის ხეობათა შორის, აღმართულია კლდოვანი მთა ხვამლი. იგი ისე დიდია და მაღალი, რომ შავი ზღვის სანაპიროდანაც მოჩანს.
ქართველ მეფეებს შიშისა და მძიმე განსაცდელის ჟამს სახელმწიფო განძის ერთ-ერთ საიმედო საცავად ხვამლი ჰქონდათ.
ხვამლის მიდამოებში ექვსი სხვადასხვა გამოქვაბულია. მთავარი ბუნებრივი გამოქვაბული, სადაც განძეულს ინახავდნენ, შუა კლდეში, ძირიდან ასი მეტრის მანძილზეა გადაჭიმული. კლდეს სულ250 მეტრი სიმაღლე აქვს. კლდის თავი გადმოწეულია წინ. გამოქვაბული შეღრმავებაშია და მიუვალია. გამოქვაბულში ხელოვნური ნაგებობანი არსებობს, ნაკადულიც გამოდის.
მთავარ- ციხე გამოქვაბულში მაღლიდან ხვრელით ჩასვლა არ შეიძლებოდა. ერთადერთი მისადგომი გზა გვერდით, წინა მხარეს იყო. მშენებლები და მეცხოვნეები შიგ კლდებილიკით შედიოდნენ. სავალი მათ თოკ-ჯაჭვებით ჰქონიათ მოწყობილი. ახლა ამ კლდე ბილიკის კვალი აღარ ჩანს.
მწვერვალზე ფართო დავაკებაა, ზოგან ნაპრალებია და თოვლს ზაფხულშიც არ აიღებს.
ხვამლში ვებერთელა წყარო გადმოქუხს. იგი დროდადრო უერთდება რიონს ტვიშის კლდეკართან და ვერძისთავა ჰქვია, ხან ოყურეშისაკენ ცხენისწყლის მარცხენა შენაკადად გადავარდება (რაჩხა ეწოდება).
წინათ ამბობდნენ, რომ ხვამლის კლდეში გველეშაპი ცხოვრობსო. იგი უკვადავია. კლდის ნაჟურს ლოკავს. ხან ერთ გვერდზე წელს და ხან მეორეზეო.
როცა აღმოსავლეთისაკენ გადაბრუნდება, ვერძისთავა დაიკეთება, თუ დასავლეთისაკენ მიიბრუნებს პირს, რაჩხა დაშრებაო.
ამირანი თურმე ხვამლის კლდეზე მიუჯაჭვამთ.
მაღლა სპონდიოს ქვით ნაშენი საყდარი დგას. ოყურეშელ კალატოზებს დავით მუშკუდიანსა და ალექსანდრე არჯევანიძეს 50 წლის წინათ, როცა ბალავერს თხრიდნენ და ეკლესიას აშებნებდნენ, კლდეში ადამიანის ძვლები და იარაღები უპოვნიათ.
20 ივლისს, ყოველწლიურად ხვამლობას დღესასწაულობენ.
1918 წლის ზაფხულში ხვამლზე, გორმაღალსა და ჯვარდამწვარზე აჯანყებული ხალხი გმირულ ბრძოლებს აწარმოებდა. პარტიზანები მენშევიკების ჯარს ლეჩხუმში არ უშვებდნენ.

Last edited by ლეონტი on 14 ივნ 2008, 23:48, edited 1 time in total.
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
სადაა ხომლი?
პლეადები შვიდი ვარსკვლავია
მაგ მთაზე შვიდი ამაღლება ხომ არაა?
ნეტა რატომ ჰქვია ხვამლი?

მაგ მთაზე შვიდი ამაღლება ხომ არაა?
ნეტა რატომ ჰქვია ხვამლი?
სადაა ხომლი?
შვიდზე მეტია, უბრალოდ შვიდი კარგად ჩანს, მაგითი მხედველობას ამოწმებენ, უცნაური იყო, როცა აღმოაჩინეს რომ იაკუტიელები 11-ს ხედავენ, (რა მხედველობა აქვთ) მე 9 მაქვს გარჩეული, როცა ცის გამჭვირვალობა ძალიან მაღალი იყოTamari-ch. wrote:პლეადები შვიდი ვარსკვლავია
მაგ მთაზე შვიდი ამაღლება ხომ არაა?
ნეტა რატომ ჰქვია ხვამლი?
აი ეს უკვე ოფია, უკაცრავად
Who is John Galt?
-
deida kama
- მაწანწალა
- Posts: 313
- Joined: 31 მარ 2008, 15:08
- Location: samxretis miyruebuli kunchuli
სადაა ხომლი?
ლეჩხუმში,რიონის დასავლეთით არის ხვამლის მთა იგივე ხომლის მთა,რომლის შესახებაც "ქართლის ცხოვრება" ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი საინტერესო ცნობებს გვაწვდიან"
რიონის დასავლეთით,მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი,მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით,ხომლის ვარსკვლავის სწორებით,ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი,მტერთაგან შეუვალი,მეფეთა საგანძურთ სადები"
"გარნა ლეჩხუმსა და რაჭას განჰყოფს:გუელის თავის მცირე მთა აღმოსავლიდამ
ლეჩხუმიც ამ მთის გამო ხომლის ლეჩხომი ეწოდა"ოდეს მთას გაუჩირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს"
მეფეთა განძსაცავის მოძიების მცდელობა პირველად 1943 წელს ჩატარდა.ექსპედიცია მკაცრად გასაიდუმლოებული იყო 11 კაცისგან შედგებოდა და მას სსრკ უშიშროების წარმომადგენლები კურირებდნენ.ექსპედიციაში მონაცილეობდა მთასვლელი ალიოშა ჯაფარიძე.ამ კვლევის შედეგები უცნობია... მაგრამ დაფიქსირდა აღმოჩენები
1. მღვიმეში 7(ზოგი 8 ამბობს) ოთახის არსებობა წითელი საგებავებით შესრულებული ფიგურები
ასევე ჩვ.წ.აღ VII საუკუნის უნიკალური სამარხი რომელიც იდენტურია"ღების"ცნობილი მასალების.
ასევე აგმოჩენილი იქნა იურიული პერიოდის 100-70 მილიონი წლის წინანდელი მცირე ზომის დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი.
ხვამლი იგივე ხომლი მიიჩნევა ბერძნული მითოლოგიის არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად.მთა რომელზედაც მიაჯაჭვეს ზევსის ბრძანებით პრომეთე და შემდგომში რომელიც ჰერაკლემ დაიხსნა.
ფილოსოფოსი არიანე რომელმაც II საუკუნეში იმოგზაურა
დას.საქ-ში და შემდეგ კეისარ ადრიანეს მოხსენება წარუდგინა მოგვითხრობს :კავკასიონზე ერთი მთა გვიჩვენეს,რომელზედაც თქმულებისამებრ პრომეთე იყო მიჯაჭვული,ხოლო უფრო ადრე სტრაბონი აღწერდა პრომეთესა და კოლხიმერთა გმირების შესახებ,რომელიც ერთი და იგივე უნდა იყოსო.ხვამლს სულხან საბაც განმარტავს როგორს ვარსკვლავთკრებულს
მე-19 საუკუნეში ხვამლს ეწვია იტალიელი მოგზაური დანიელა პიზაგალი ,რომელიც არგონავტების,პრომეთეს მიჯაჭვის ადგილს ეძებდა
ხომლის მთა ასევე ისტორულ წყაროებზე დაყრდნობით აღწერილი აქვს ფრანგ მწერალს ჟიულ-ვერნს სათავგადასავლო რომანში"შეუპოვარი კერაბანი"
ასევე ხომლს,როგორც არგონავტების მოგზაურობის ადგილს აღცერს აპოლონ როდოსელიც.
ასევე 1944 წელს გერმანელებიც იყვნენ...
13 საუკუნეში ჯალალ-ედ-დინის შემოსევით ძალაგატეხილი საქართველო ახალ მსოფლიო დამპყრობელს შეეჯახა და დამარცხდა.ჟამთააღმწერელი,ქართლის ცხოვრება
"მაშინ არღარა იყო ღონე,დაამტკიცეს რათა გაყონ სამეფო და საჭურჭლე ორად ტფილისი ორად ქუთათისი ორად და თავადნი და ერისთავნი ურთიერთ შეასწორეს ნიკოფსიით დარუბანდამდე. არამედ ხომლის ქვაბსა შინა რაიცა იყო,მცირედი განყვეს და სხვა დაუტევეს მუნვე.ხოლო ჯაჭვ სალამაზო და თვალი იგი პატიოსანი და მარგალიტი უსასყიდლოდ დაშთა რუსუდანის ძესა დავით ნარინს"
მე მაქვს ნანახი ერთ-ერთი მცდელობა ხვამლის ციხე ქვაბულის დასალაშქრად (დოკუმენტური ფილმი)
1როდესაც მათ სხავადასხვა რაღაცეებთან ერთად სამაჯური აღმოაჩინეს....ასევე მონეტა
2 როგორ ავიდნენ ალპინისტები
ხვამლობას ჩვენთან,ლეჩხუმში, აღდგომიდან მეშვიდე კვირის შაბათს აღნიშნავენ სულთმოფენობის წინა დღეს(წელს 14ში უწევდა)...
წელს მივდიოდი(და შემდეგ მინდოდა რომ ხვამლის შესახებ დამეწერა თქვენთვის), მაგრამ წვიმის ბრალია რომ ვერ ავედი(1 კვირა მაინც კარგი ამინდები უნდა იყოს რომ ახვიდეთო): (((((((((( აგვისტოში ვაპირებ ასვლას აუცილებლად...იმედია მაშინ მაინც იქნება კარგი ამინდები
აი ეს იყო ხვამლის შესახებ რაც ვიცოდი და თქვენც გაგიზიარეთ....

აუ, რა კარგი რამეები დაგიწერიათ შენ და ლეონტის, ვერ მოვწყდი კითხვას
ვინმეს ხომ არ შეგიძლიათ ლეონტის დადებულ ფოტოზე წითელი წერტილი დასვათ, სად არის დაახლოებით ციხე-გამოქვაბული
deida kama ლეჩხუმელი თუ ხარ ძალიან გამეხარდა, ბევრი რამეა მანდ სანახავი და მოგვიყევი რაა. წითელი წიგნის ბუნებრივ ძეგლთა სიაში ბევრი რამეა ლეჩხუმიდან როგორც მახვსოვს, ერთი მათგანია თეკენთერის ჭა, რომელზეც რამდენიმე წლის წინ ბევრს ვმსჯელობდით. თუ რამე იცით სხვა თემაში გვითხარით რა, აქ ცუდად შემოვიჭერი ეხლა მე

GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სადაა ხომლი?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
deida kama
- მაწანწალა
- Posts: 313
- Joined: 31 მარ 2008, 15:08
- Location: samxretis miyruebuli kunchuli
სადაა ხომლი?
gvalva
კი ლეჩხუმელი ვარ.... სურათს ვერ ვტვირთავ თორემ დავდებდი( არ ვიცი დადება: ((((((
)
კიდევ დავამატებ, რომ, როდესაც ბერძნები კოლხეთში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად მოვიდნენ,რომელიც არესის ჭალაში ინახებოდა ამბობდნენ, რომ მას უზარმაზარი გველეშაპი დარაჯობდა. მართლაც, მას გაწელილი გველეშაპის ფორმა აქვს.
ღამე თურმე თითქოს ვარსკვლავები ამ მთის უკან გადადიანო ამბობენ....