აი მოკლე შინაარსი
ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ "სხვადასხვას" განვითარებაზე, (მე თუ კიდე რამის იმედს ვამყარებ)
ხოდა მინდა რომ გავასუფთავოთ და მარტო ის თემები იხსნებოდეს რა ღია ცის ქვეშ სხვადასხვა აქტივობას ეხება
ვაღიარებ რომ მის არეულობაში ლომის წვლილი მეც მაქვს, იმიტომ რომ გაუგებრად ქვია და სხვადასხვა და ზოგადი ერთმანეთში გვეშლება ხოლმე
დიქტატორულად ვაპირებ დავარქვა "სპორტის სხვა სახეობები"
ილია ამბობდა "აქტივობების სხვა სახეობებიო" მაგრამ ამ აქტივობებმა არ იმუშავა, ვფიქრობ რომ კინოში წასვლა, და ინტიმური მზერები გადავიტანოთ ზოგადში და სხვადასხვა დავტოვოთ პარაპლანი, დელტაპლანი, რაფტინგი და ასეტი კარგი რამე-რუმეებისთვის
და თან მაგ კარგ რამე-რუმეებსაც მივხედოთ და შემოვიტანოთ კარავში
მაგალითად ფორუმ ჯეზე 100 გვერდსს გადასცდენია პარაშუტით ხტომის თემა, როგორ ვერავინ ნახეთ რომ აქ შემოგეტანათ?
რა გიყოთ, როგორ წაგახალისოთ რომ ასეთი თემებიც იხსნებოდეს ხანდახან

მოკლედ, ვარქმევ "სხვადასხვა სპორტის სახეობას", ცოტა მკაცრია, მარა შეჩვეულები რასაც ვართ, გადავეჩვიოთ