სომხეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობის და წინ და უკან სიარულის შემდეგ, როგორც იქნა მივაგენით ფარავნის ტბას. მაგრამ ახლა დედათა მონასტერი ან მეტეოსადგური უნდა მოგვეძებნა, სადაც სავარაუდოდ კოტეჯები იყო, რომ ღამე გაგვეთია. მეტეოსადგურის გზა მოგვასწავლეს (როგორც მეორე დილით აღმოჩნდა ჩვენს მიერ ძებნილი მონასტრის დედებმა, რადგან უკან დაბრუნებისას ვიცანით ის ადგილი, სამწუხაროდ, წინა ღამით სიბნელეში ეკლესია ვერ შევნიშნეთ და ვერ მივხვდით, სად ვიყავით). შალიკო, მეტეოსადგურის მეთვალყურე, ლოგინიდან წამოვახტუნეთ. მართლაც გულისხმიერი კაცი აღმოჩნდა (თუ გოგას მიერ ახალციხის პროკურორის მოადგილის - მამუკას სახელის ხსენებამ იმოქმედა?

ეჰ, ლამა რა ვიცოდით თქვენი ძმაკაცობის ამბავი, თორემ მამუკას მოხსენიება რაში დაგვჭირდებოდა?

). მოკლედ დაგვაბინავა შალიკომ საეჭვო სისუფთავისა და კომფორტის კოტეჯებში. მაგრამ მაგას ვინ ჩიოდა, მთავარი იყო, რომ ისე არ ციოდა, როგორც გარეთ. რამდენიმე ოთახში გავნაწილდით და დავიძინეთ...
მაღვიძარა 7 საათისთვის მქონდა დაყენებული, რომ თუ ამინდი გაუმჯობესდებოდა მზის ამოსვლა არ გამომპარვოდა. ოპტიმიზმის საფუძველს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა გვაძლევდა. უზარმაზარი ვარსკვლავები ჩირაღდნებივით ეკიდა ცაზე... თუმცა მაღვიძარამ დარეკა თუ არა, ფანჯრიდან გავიხედე და წვიმდა

ამიტომ ძილი გავაგრძელე...
არ მახსოვს, რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ მახსოვს რამ გამაღვიძა. უცებ გაიღო კარები და შემოცვივდა ფოტოაპარატებით შეიარაღებული 15 გადარეული, "რა ლამაზი დღეა"-ს ღრიალით, ერთი კი დავინახე ხელში სანთელანთებული შოკოლადის ტორტი ეჭირათ, და შემდეგი ფრაზაც ჩამესმა "..დღეს მთაშენკას დაბადების დღეა". მივხვდი, რაც ხდებოდა და მივხვდი რომ გაწეწილს და თვალებდასიებულს სურათების გადაღება არ ამცდებოდა, საძილე და საბნისპირი თავზე გადავიფარე, მაგრამ ვინ გაცალა, ძალით ჩამაქრობინეს ტორტზე სანთელი ცრუ იუბილარს. ბედს რომ შევურიგდი და სურათები რომ გადამიღეს, სიურპრიზით გამოწვეული სიხარული მერე მოვიდა

ახლა გიხდით, ხალხნო, მადლობას. მიყვარხართ, ძალიან სასიამოვნო სურპრიზი იყო

. წინა გვერდებზე რომ ვწერდი, "გუდვილში" კიდევ რაღაც იყიდესთქო, შოკოლადის ტორტი უყიდიათ და მძღოლისთვის ჩაუბარებიათ, რომ არ გაგვესრისა უკან. ერთ მომენტში მახსოვს გოგას რაღაც გადმოაწოდეს დიდი სიფრთხილით. ვიკითხე: "რა არისთქო" გოგამ ჩუმად "გამანდო" სამწვადეა, ბიჭებს სიურპრიზს ვუკეთებთო. კი გამიკვირდა, შამფურებს ფოკაში რისგან გააკეთებენმეთქი, მაგრამ არაფერი მითქვამს. მერე რამდენიმე საათში, როცა მინიბუსში მარტო ვიყავით, ნაიამ დამიძახა და ჩუმად მაჩვენა ტორტი, :"ნახე, რა ვნახეო" მე კიდევ გოგოებს ჩუმად ვაპარებდი, რომ რაღაც სურპრიზი ჰქონდა გოგას ჩაფიქრებული, მაგრამ არ ვეუბნებოდი, რა. მაგრამ თურმე ჩემთვის ყოფილა ის სურპრიზი განკუთვნილი

... ჰოოო, სურათები შეგიძლიათ დადოთ, იმაზე გაბურძგნული არა მგონია, ვიყო, როგორც ილიას მიერ უკვე დადებულ სურათზე

.
ჰოოო, მაპატიეთ ამოდენა მონოლოგისთვის 