კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 08 ივნ 2008, 15:55

შენზე ფიქრებში, ლამაზო,
ცეცხლივით ავინთებიო,
წამაუბერავს ქარი და
ფერფლივით ვიფანტებიო.
დარდსა ვსომ, წყაროდ ქცეულსა,
ო, რა ძალიან ვთვრებიო!
ხან სალ კლდედ გადავიქცევი,
ხან მიწად გავმტვერდებიო.
თვალო, ქცეულო ღრუბლადა,
რა მალ-მალ მიწვიმდებიო!
გულო, ქცეულო ღამედა,
ელვებით მინათდებიო,
ჩანჩქერით ამომკვნესარევ
ქუხილით აჰგმინდებიო.
ცხოვრებამ გამიუფსკრულა
შენსკენ სავალი გზებიო.
როგორ მიყვარხარ მაშინა,
ცოტას რომ გამიწყრებიო,
ცასავით მაიღრუბლები,
სატირლად ემზადებიო,
ცრემლების მძივით სახეზე
ლამაზად მაირთვებიო.

ხალხური
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by guruli » 08 ივნ 2008, 16:46

Mta Mkvarebia, აღვშფრთოვანდი კი არადა აღვფრთოვანდი იმ წერილით. :lol: :lol:

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 10 ივნ 2008, 14:46

ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი -
რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.
არრა მაბადია გარდა ლექსების და
გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.

ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით -
ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები...
შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა",
გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება!

მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი
განცდა მეუფლება: მტრული გაციებით,
ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად
იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით.

და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს,
დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად...
ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი,
როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური.

აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა -
წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია,
კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ,
ლექსში გავუცვალო ივან და მარია.

ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს,
მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი!
ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და
შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე.

მგონი ეს უკვე იყო, საჯაიაა...
:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 10 ივნ 2008, 17:07

ქისტური ჩახრით აცეკვდა ცეცხლი,
კუნაპეტს კორტნის ფიცის პატრუქი,
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 10 ივნ 2008, 20:04

-იქ, მთაწმინდაზე, ერთი მზეწვია
ყოველ გაზაფხულს ვაჟას ჩასძახის,
-ადექი ლუკა, მწვანე გეწვია,
მთაშიც ხასხასებს მწვანედ ბალახი!
არაგვმა უკვე ლახტი აიღო,
თეთრ მთასაც თოვლი ახუნდებაო,
და დამიძახეს, -კაცო რა იყო,
ამდენ ხანს ბარში დაყუდებაო....


aiii!~
და კიდე, ისა...
ჰოოო :

იქნება ის ქვეყანა სჯობს,
ამ ქვეყანასა, წყეულსა,
თორომ ერთს მაინც ვნახავდი,
იქიდან გამოქცეულსა.............

ჰა? :roll:
:D
ხოდა, tama სად დაიკარგა ნეტავ :roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 10 ივნ 2008, 22:46

მთებში გახიზნულან ამაყი ლომები,
იციან ლომებმა ლომური ბრძოლები
სისხლს ანთხევინებენ მტერს ათიათასად
სისხლით იწერება ჩეჩნეთის მარაბდა
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 10 ივნ 2008, 22:47

შეაფრინდება განთიადს მოლა,
მინარეთიდან გაკვესავს ღამეს,
თოვლიან ხევში ზამთარი ბოლავს,
ჩათლილი ვერცხლი უპყრიათ ჯამებს.
ქისტების ფიცზე წამოხტა ცეცხლი,
და ქისტის გოგოც პშავის სტუმარი,
მტევნების ბუდეს ერთ ღილზე
შეხსნის,
დაავიწყდება თავსასთუმალი.
ქისტური ჩახრით აცეკვდა ცეცხლი,
კუნაპეტს კორტნის ფიცის პატრუქი,

გველივით გასხლტა სარტყელი
ვერცხლის
და დაიხარა წყალზე ჭაბუკი.
ცხვრის სუნით მაძღარ მწყემსის
ბინაში
კუთხეში გდია ჯამის ნამტვრევი,
მართალნი ღვთის და კაცის წინაშე
სხედან ქისტები ღამენათევი.
მერე ხირიმით შენდობას კლავენ
თოვლის ზეწარზე ადათი წვეთავს,
დაეფინება ძარღვიან მკლავებს
თეთრ ყორანივით ასული ძეთა.
წვიმა და ტენი წაშლის ნაკვალევს,
ახალ სიყვარულს ელის ტაფობი,
ჩავლილი ნავლი. . . ცივი საკვამლე. . .
და გაჟღენთილი შეშის ნაპობი.
მთაში ნათქვამი და ნაამბობი. . .
ana_maria
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 11 ივნ 2008, 11:23

ღამით, როცა ძუ მგელი
ლეკვებს ყრიდა კლდეში,
ჩვენც მაშინ დავიბადენით,
მგლის ძალაა ჩვენში,
მგლის ძარღვებით შეგვკერეს,
მგლის გული სცემს მკერდში.

ღამით ჯიქის ღრიალში
იჩქერიად გვიხმეს,
მთები-ჩვენი მშობლები,
შემოგვერტყნენ ციხედ.
კლდეზე ჯიხვის გაფრენა
მამებისგან ვიცით,
ხოლო დედებისაგან
ერთგულების ფიცი.

არ დავუთმობთ, ეს მიწა
რომ გადგვექცეს დენთად,
მთები ჩვენთან არიან,
უფალია ჩვენთან,
სიმღერებით კურნავენ
ჩვენს ჭრილობებს დები,
ხოლო სატრფოს თვალებით
დაგვყურებენ მთები.

ღამით, როცა ძუ მგელი
ლეკვებს ყრიდა კლდეში
ჩვენც მაშინ დავიბადენით
მგლის ძალაა ჩვენში.


p.s

ჩეჩნეთის ჰიმნია
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 11 ივნ 2008, 11:49

ჩეჩნურ ენაზე

Буьйсанна борз ехкаш дуьненчу девлла тхо,
1уьйранна лом уг1уш тхан ц1ераш техкина.
Лаилаха иллАллах.
Аьрзонийн баннашкахь наноша дакхийна,
Тархаш т1ехь дой хьийзо дайша 1амийна.
Лаилаха иллАллах.
Аьрзонийн баннашкахь наноша дакхийна,
Тархаш т1ехь дой хьийзо дайша 1амийна.
Лаилаха иллАллах.
Халкъана, махкана наноша кхоьллина,
Цаьршинна эшначохь, майра д1ах1иттина.
Лаилаха иллАллах.
Ламанан лечарчий маршонехь кхиийна,
Халонех, бохамех курра чекхдийлина.
Лаилаха иллАллах.
Ламанан лечарчий маршонехь кхиийна,
Халонех, бохамех курра чекхдийлина.
Лаилаха иллАллах.
Мокхаза ламанаш даш хилла лаларах,
Дахарехь, къийсамехь яхь оха д1алур яц!
Лаилаха иллАллах.
Бос 1аьржа ва латта молханах лелхарах,
Тхешан сий доьхкина, тхо лаьтта доьрзур дац.
Лаилаха иллАллах.
Бос 1аьржа ва латта молханах лелхарах,
Тхешан сий доьхкина, тхо лаьтта доьрзур дац.
Лаилаха иллАллах.
Тхо цкъа а цхьанненна къарделла совцур дац,
1ожалла, я маршо — шиннех цхьаъ йоккхур ю?
Лаилаха иллАллах.
Йижараша тхан чевнаш эшаршца ерзайо,
Хьомсарчу б1аьргаша хьнаршна г1иттадо.
Лаилаха иллАллах.
Йижараша тхан чевнаш эшаршца ерзайо,
Хьомсарчу б1аьргаша хьнаршна г1иттадо.
Лаилаха иллАллах.
Мацалло хьовзадахь, орамаш дуур ду,
Хьогалло тхаш б1арздахь, бецан тхин мийра ду!
Лаилаха иллАллах.
Буьйсанна борз ехкаш дуьненчу девлла ду,
Халкъана, махкана, Далла а муьт1ахь ду.
Лаилаха иллАллах.
Буьйсанна борз ехкаш дуьненчу девлла ду,
Халкъана, махкана, Далла а муьт1ахь ду.
Лаилаха иллАллах
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 11 ივნ 2008, 11:50

" ...შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა...
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი..."


ხო...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 11 ივნ 2008, 12:01

namcecuna


egeba icode, ert leqs vedzeb

"chechnetis miwaze sikvdili mobrdzanda"

es sityvebia shig
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 11 ივნ 2008, 12:49

meore monadire

აუჰ, არ ვიცი :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 12 ივნ 2008, 14:12

წვიმდა, წვიმდა, არ წვიმს.
წვიმდა, უცებ შეწყდა.
მოვალ, მოვალ აწი,
ისევ მოვალ შენთან.

მოვალ, მოვალ აწი,
ისევ მოვალ შენთან.
წვიმდა, წვიმდა, არ წვიმს,
წვიმდა, უცებ შეწყდა.



ასე მარტივად და ტკბილად.
ტერენტი გრანელისგან და ჩემგანაც...
:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 12 ივნ 2008, 15:07

kidev ertxel: sisxlit nacrtobi sityvebi uxorcsavit ushishari eri himnshi...


Гимн Ичкерии на грузинском языке
ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ჰიმნი

ჩვენ როცა ვიშვით , იმ ღამეს მგელმა ლეკვნი დაბადა ,
სახელს გვარქმევდნენ - განთიადისას ლომი ბრდღვინავდა ,
არწივთ ბუდეში გამზრდელი დედა გვანანავებდა ,
ღრუბლებზე მერნის ხედვნა გვასწავლეს ჩვენმა მამებმა !

არა არს ღმერთი - გარდა ღმერთისა !

დედას გავუჩნდით ერისა და მამულისათვის ,
როცა გვიხმობენ მზად ვართ საგმიროდ ,
მთის შევარდნებთან გაზრდილნი ლაღად
თავისუფლებისათვის ვიტანთ გასაჭირს .

არა არს ღმერთი - გარდა ღმერთისა !

კაჟი კლდეები ტყვიასავით დადნება
მანამ სანამ ურიცხვი მტერი ფეხქვეშ გაგვთელავს ;
მიწა - მშობელი ნაცრად იქცევა მანამ ,
სანამ სიკვდილი მხდლურად მოგვცელავს .

არა არს ღმერთი - გარდა ღმერთისა !

ჩვენ არასოდეს არვის ვმორჩილებთ ,
ორში ერთს - სიკვდილს ან თავისუფლებას ნაღდად მივიღებთ !
ჩვენი დების სიმღერით ჭრილობებსაც მოვირჩენთ ,
სატრფოთა თვალთა საცქერად საგმირო საქმეს ჩავიდენთ !

არა არს ღმერთი - გარდა ღმერთისა !

თუ შიმშილი შეგვიტევს - ხის ფესვი დაგვაპურებს ,
თუ წყურვილი შეგვიპყრობს - ცისნამი დაგვარწყულებს !
როცა ჩვენ ვიშვით - მგელმა ლეკვნი შემატა ღამეს,
ვართ მსახურები მხოლოდ ღმერთის,ერის,მამულის.

არა არს ღმერთი - გარდა ღმერთისა !
არა არს ღმერთი - გარდა ღმერთისა !
არა არს ღმერთი - გარდა ღმერთისა !




Буьйсанна борз ехкаш дуьненчу девлла тхо,
1уьйранна лом уг1уш тхан ц1ераш техкина.
Аьрзонийн баннашкахь наноша дакхийна,
Тархаш т1ехь дой хьийзо дайша 1амийна.

Лаилаха иллАллах.

Аьрзонийн баннашкахь наноша дакхийна,
Тархаш т1ехь дой хьийзо дайша 1амийна.
Халкъана, махкана наноша кхоьллина,
Цаьршинна эшначохь, майра д1ах1иттина.

Лаилаха иллАллах.

Ламанан лечарчий маршонехь кхиийна,
Халонех, бохамех курра чекхдийлина.
Ламанан лечарчий маршонехь кхиийна,
Халонех, бохамех курра чекхдийлина.

Лаилаха иллАллах.

Мокхаза ламанаш даш хилла лаларах,
Дахарехь, къийсамехь яхь оха д1алур яц!
Бос 1аьржа ва латта молханах лелхарах,
Тхешан сий доьхкина, тхо лаьтта доьрзур дац.

Лаилаха иллАллах.

Бос 1аьржа ва латта молханах лелхарах,
Тхешан сий доьхкина, тхо лаьтта доьрзур дац.
Тхо цкъа а цхьанненна къарделла совцур дац,
1ожалла, я маршо — шиннех цхьаъ йоккхур ю?

Лаилаха иллАллах.

Йижараша тхан чевнаш эшаршца ерзайо,
Хьомсарчу б1аьргаша хьнаршна г1иттадо.
Йижараша тхан чевнаш эшаршца ерзайо,
Хьомсарчу б1аьргаша хьнаршна г1иттадо.

Лаилаха иллАллах.

Мацалло хьовзадахь, орамаш дуур ду,
Хьогалло тхаш б1арздахь, бецан тхин мийра ду!
Буьйсанна борз ехкаш дуьненчу девлла ду,
Халкъана, махкана, Далла а муьт1ахь ду.

Лаилаха иллАллах.

Буьйсанна борз ехкаш дуьненчу девлла ду,
Халкъана, махкана, Далла а муьт1ахь ду.

Лаилаха иллАллах.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Jnosy » 12 ივნ 2008, 15:13

ააა ძმაუ ლექსი
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 779#126779
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]