დავიცვათ ქართული ენა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
დავიცვათ ქართული ენა
გთავაზობთ ნინო შარაშელიძის, ლინგვისტი, თსუ, ძველი ქართული ენის კათედრის პროფესორის ინტერვიუს:
ჟარგონი - ენის ისტორიის მაჩვენებელი
მარი ლაზარიაშვილი
დღეს ჟარგონების თემა ძალზე აქტუალურია. ჩვენს თაობაში ძალზე ცოტაა ახალგაზრდა, რომელიც საუბრისას ჟარგონს არ იყენებდეს. ჟარგონების გამოყენებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ეს მოდაა და ახალგაზრდები მოდას მიყვებინ. ზოგი თვლის, რომ ჟარგონი საფრთხეს უქმნის ქართული ენის სისუფთავეს. ზოგიც პრობლემას, საერთოდ ვერ ხედავს და მათი არსებობა ნორმალურ, ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია. სწორედ ასე თვლის ლინგვისტი ნინო შარაშელიძეც.
ჟარგონი - რაიმე საზოგადოებრივი ჯგუფისადმი დამახასიათებელი მეტყველებაა. ის წარმოადგენს საერთო სახალხო ენის განშტოებას. მისგან სპეციპიკური სიტყვებით და გამოთქმებით განსხვავდება, რომელიც მოცემული ჯგუფის მოთხოვნებსა და გემოვნებას ასახავს. ტერიტორიული დიალექტისაგან განსხვავებით, არ გააჩნია საკუთარი გრამატიკული წყობა და ძირითადი ლექსიკური ფონდი. ჟარგონს მოსახლეობის დიდი ნაწილი იყენებს. გამოიყოფა ჟარგონების ორი გვარი: ლინგო-პროფესიული ჟარგონი, არმცოდნეთათვის ნალებად გასაგები მეტყველება და არგო-თავდაპირველად ე.წ. `ქურდული სამყაროს” ენა, შემდგომ განსაზღვრული საზოგადოებრივი ჯგუფის დიალექტი, რომელიც იქმნება ენობრივი განკერძოვების მიზნით. არგო ჟარგონების ის სახეა, რომელსაც დღევანდელი ახალგაზრდები საუბრისას იყენებენ.
ნინო შარაშელიძე, ლინგვისტი, თსუ, ძველი ქართული ენის კათედრის პროფესორი: ჟარგონი ენის განვითარების თანმდევი მოვლენაა, ერთგვარი სოციალური დიალექტი. ესაა ყველაზე ცვალებადი სფერო ენაში, საკმარისია 5-10 წელი და ჟარგონები იცვლება, შემოდის სრულიად ახალი, ძველისგან განსხვავებული ტერმინები.
- ჟარგონი რამდენად უქმნის საფრთხეს ენის სისუფთავეს?
- ენის სისუფთავეს ჟარგონები არანაირად უშლის ხელს. ეს მისი თანმდევი, მუდმივი მოვლენაა, ენის ისტორიის მაჩვენებელი. მის წინააღმდეგ ბრძოლა უაზრობაა და უსარგებლო. ის ყველა დროისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. ის უხსოვარი დროიდან არსებობდა ენაში და დროთა განმავლობაში იცვლებოდა.
- თქვენი აზრით, დღეს საუბრისას ჟარგონების აქტიური გამოყენება პრობლემაა?
- არანარად. ჟარგონული საუბარი პრობლემა მხოლოდ მაშინაა, როდესაც არასწორ დროს იყენებენ. მაგალითად, არ შეიძლება ჟურნალისტი ტელეეკრანიდან ჟარგონებით გვესაუბრებოდეს. როგორც აღვნიშნე, მათი არსებობა ენაში ბუნებრივი მოვლენაა.
- თქვენი აზრით, რატომ იყენებენ დღევანდელი ახალგაზრდები საუბრისას ჟარგონებს? ეს მოდაა, მიბაძვის საშუალება...
- დღეს მართლაც დიდი მითქმა-მოთქმაა ახალგაზრდების შესახებ, რომ გახშირდა, მომრავლდა მათ საუბარში ჟარგონები. ვთვლი, რომ ესაა საშუალება ნათლად, ეფექტურად და ადვილად გამოხატონ საკუთარი აზრი. ჟარგონი კომუნიკაციის დამყარების უკეთესი საშუალებაა. მართალია, მე ლინგვისტი ვარ და მკაცრად ვაკონტროლებ ჩემს მეტყველებას, მაგრამ მეც ვიყენებ საუბრისას ჟარგონს. `ვგიჟდები” – ეს ჟარგონია, რომელსაც ასე ხშირად ვიყენებ...
- რას გვეტყვით პროფესიულ ჟარგონზე?
-ჟარგონით არა მარტო ახალგაზრდები საუბრობენ. ყველა პროფესიას თავისი სპეციფიკური ტერმინები გააჩნია. არსებობს პროფესიული ჟარგონებიც ე.წ ლინგო. რომელიც რიგითი ადამიანებისთვის ანუ მათთვის, ვისაც კავშირი არ აქვთ ამ პროფესიასთან, გაუგებარია. თვით ექიმებიც კი ჟარგონების ენაზე საუბრობენ - ესაა პროფესიული დიალექტი. მას გამოყენების თავისი, საკუთარი სფერო აქვს.
- როგორ ფიქრობთ, საზღვარგარეთაც ასე აქტუალურია ეს საკითხი, როგორც ჩვენთან?
- ჟარგონი ენის ისტორიისთვის ძალზე საინტერესო მოვლენაა. მთელს მსოფლიოში ასევე აქტუალურად დგას ეს საკითხი, როგორც საქართველოში. განსხვავება ისაა, რომ სხვა ქვეყნებში უფრო კულტურულად უდგებიან ამ საკითხს: იკვლევენ, ამუსავებენ. ყველა ერი ისე უდგება ამ საკითხს, როგორიც აქვს მეცნიერებისა და კულტურის დონე...
ჩემი აზრით, ქართული ენა თავისი ისტორიითა და უნიკალურობით, რომელიც ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, ნამდვილად ვერ გუობს ბარბარიზმსა თუ ჟარგონს, ამიტომაც ჩემი თაობა და მთლიანად საზოგადოება, განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და მოწიწებით უნდა ვექცეოდეთ მშობლიურ ენას. ბოლო წლებში ქართულ ენაში უამრავი უცხოური და არატრადიციული ტერმინები შემოვიდა და დამკვიდრდა. სამწუხრაოა, რომ დღესდღეობით ქვეყანაში გაუქმებულია ენის ნორმების მარეგულირებელი სამსახური და არ არსებობს ინსტანცია, რომლის პრეროგატივაც იქნებოდა ქართული ენის სიწმინდის დაცვა-გაფრთხილება. ჩვენს სინამდვილეში, მშობლიური ენის დაცვის საკითხი ნამდვილად საყურადღებოა და სახელმწიფომ ყველანაირი პრევენცია უნდა განახორციელოს მისი დაცვისათვის. სახელმწიფოსთან ერთად, ამ საქმეში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოდის საზოგადოებასა და იმ ასაკზე, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ახალი ტენდენციების ჩამოყალიბებასა დამ ის `მოდურობას” სალაპარაკო ენაში, ეს კი ნამდვილად დაუშვებელია.

შენი მიწა-წყალი სხვანაირი დარდია
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
ნათია
გმადლობ ამ საინტერესო ინტერვიუს მოწოდებისთვის.
პატივცემული პროფესორის აზრი საინტერესოა, თუმცა, უფლებას ვიტოვებ, არ დავეთანხმო.
მით უფრო, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, თვითონვე წინააღმდეგობაში მოდის.
თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ქალბატონი პროფესორი ჟარგონის საკითხზე საუბრობს, ბარბარიზმზე კი,
რომელიც ენის სერიოზული მტერია, ხმას არ იღებს.
და დიდი იმედი მაქვს, რომ ბარბარიზმების მიმართ მაინც იმას არ ფიქრობს, რასაც ჟარგონზე.
ბარბარიზმები ნამდვილად ენის შავი ლაქებია

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
GAMARJOBA SAKARTVELO
გაგეცინება, მაგრამ შაბათის მერე ჩემი თავი რამდენჯერმე დავიჭირე ფაქტზე რომ შენსავით... იტყოდა ადამიანი "სპასიბა" და მე ვამბობდი: მადლობა ხო? არაფრის!

"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
აი, ყოჩაღ. ასე უფრო დელიკატურად უმახვილებ ყურადღებას ბარბარიზმებზე.anano wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გაგეცინება, მაგრამ შაბათის მერე ჩემი თავი რამდენჯერმე დავიჭირე ფაქტზე რომ შენსავით... იტყოდა ადამიანი "სპასიბა" და მე ვამბობდი: მადლობა ხო? არაფრის!
ჩემი აზრით, ხალხს ჩვევაში აქვს გადასული ამ სიტყვების თქმა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
ისე,ჟარგონი ენას ნამდვილად ამდიდრებს ,განსხვავებით ბარბარიზმისგან.ჟარგონი,გარკვეულ წილად,ახალ სასიციცხლო იმპულსებს შეიცავს ენისათვის.მაგრამ,ისეთმა ბარბარიზმმა როგორიცაა მაგალითად,”დააფიქსირა”,ჩაანაცვლა ორასამდე ქართული ზმნა-ეს კი სრული კატასტროფაა.და რამდენია ასეთი.
დავიცვათ ქართული ენა
nino khukhuni
200-mde?
10-ze ,eti ver movifiqre
(nu, ar mifiqria da arc is 10 mipovnia, magram... 200?)
aba, ramdenime dainc.... ise, TvalsaCinoebisaTvis

სხვადასხვა კონტექსტში ნამდვილად ენაცვლება-თავის დროზე მეც ეჭვით შევხედე ამ სტატისტიკას.დავინტერესდი და გაბერილი არ აღმოჩნდა ეს რიცხვი..ასე ზეპირად მოძიება ალბათ გაგვიჭირდება.ეს ჩატარებული კვლევის შედეგია.თუ მივაგენი,აუცილებლად დავდებ.
დავიცვათ ქართული ენა
300 წლის მერე ქართული ისეთი სხვანაირი იქნება ვიდრე დრეს და ისედაც სხვანაირი და რას იცავთ ?
დავიცვათ ქართული ენა
ნამეტანი გადასხვანაირებისგან
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
ენა იზრდება, იხვეწება და იცვლება.ZVIOSULI wrote:300 წლის მერე ქართული ისეთი სხვანაირი იქნება ვიდრე დრეს და ისედაც სხვანაირი და რას იცავთ ?
ზრდა-დახვეწა-ცვლა კი სწორად უნდა მიმდინარეობდეს.
აბა, ბავშვი არასწორად ჩააწვინე ხოლმე ლოგინში, როგორი გაიზრდება.
სულ მცირე, ხერხემლის სიმრუდე არ ასცდება.
ეს კი, მგონი, იცი, რასაც ნიშნავს.
ენაც ცოცხალი 2განიზმია.
თუ ენა სწორ გზას ააცილე, "ხერხემლის გამრუდებას" ვერ ასცდება.
ენას ბარბარიზმები აზიანებს.
ჰოდა, მას ამ დაზიანებისგან უნდა ვიცავდეთ.
300 წლის შემდეგ რომ ქართული ენა სხვანაირი იქნება, არ ვეჭვობ, მაგრამ, მოდი, რა წელგამართული ენა დაუტოვე
მემკვიდრეებს, თან, შენი ეროვნულობის იდენტურობის სარკეა, თორემ მალე ისე იქნება, რომ მშობლიური
სიტყვების წარმოთქმაც კი შეგვრცხვება.
აბა, ვინმესგან თუღა გესმის სიტყვა შორენკეცი (კაფელი), სატუცავი (კალოში), ვარცლი (ტაშტი),
ტალანი (დერეფანი) და ა.შ?
შენ და შენნაირმა წესიერმა ქართველებმა უნდა იზრუნოთ ენის შესანახად, თორემ, ჰა, ყველამ ვიძახოთ
პახოდი, პალატკა, სპალნიკი, ტუფლი, მენეჯერი, კასინკა, პლასკა, ცეხი, სემიჩკა, შოუ, სოჩიკი და ასე შემდეგ.
მე ამ სიტყვების წარმოთქმა მრცხვენია და ვისაც არ რცხვენია, ილალაპარაკოს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
GAMARJOBA SAKARTVELO
დასაკარგი დაიკარგება
შესაცვლელი შეიცვლება
გასარუსულებელი გარუსდება
გადასარჩენი გადარცება
ნება 1-ისა შეუვალია!

დასაკარგი დაიკარგება
შესაცვლელი შეიცვლება
გასარუსულებელი გარუსდება
გადასარჩენი გადარცება
ნება 1-ისა შეუვალია!

დავიცვათ ქართული ენა
გოგა,გეთანხმები.ენა ცოცხალი ორგანიზმია და ყოველდღიური სამეტყველო ენის შესაბამისად,ხშირად გრამატიკული წესებიც განიცდის ცვლილებებს.ამას წინ ვერ აღუდგები-ბუნებრივი პროცესია.მაგალითად სწორი ფორმაა:გინახავხარ,მაგრამ დღეს იმდენად დამკვიდრდა გინახივარ ფორმა,რომ შეცდომად აღარ მიიჩნევა.მაგრამ,არც ენის თავის ნებაზე მიშვებაა კარგი საქმე.მაშინ ამდენი კალკის და ბარბარიზმის გადამკიდე,ქართული ენა არათუ შეიცვლება საერთოდაც შეიძლება გაქრეს-რამდენი ადამიანი მეტყველებს დღეს ქართულად და რამდენი მკვდარი ენა ვიცით?
დავიცვათ ქართული ენა
რა ენა წარხდეს ერიც დაეცეს-ო ნათქვამია
დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე მიუხედავად აუარება არაწმინდა და არაკეთილმოსურნე იმ ჭიაღუისა ჩვენს ლამაზ ენას თავს რომ ახვევიან.
აბა მე ვის რა უნდა ვურჩიო, მაგრამ ნურავის ეგონება რომ "ქებაი და დიდებაი..." უბრალო ლექსის თვალთა წყობაა და მეტი არაფერი...
ჩემო კარგებო ჩვენ იქამდე გვერქმევა ქართველები სანამ თუნდაც ერთ მიყრუებულ სოფლის განაპირას მდგარ დანგრეულ ქოხში, თუნდაც ერთი ყველასგან დავიწყებული და მიტოვებული მოხუცი ბერიკაცი, თუნდაც თავისთვის, გულში წაიღიღინებს თავანკარა ქართულით სიმღერას...
გვახსოვდეს, რომ წმინდა ქართულით მეტყველება უკვე ლოცვას უტოლდება და ამ ლოცვის შემრყვნელი და ეგრეთწოდებული "ენის გამაახალგაზრდავებელი" სხვა არაფერია თუ არა უგუნური
იმ ერებმა თუ ენებმა იკითხონ ვისაც გინებისა და სიმყრალის მეტი არაფერი უთქვავთ თავისი ისტორიის მანძილზე, თორემ აბა გავიხსენოთ: "რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა". როგორ გგონიათ როგორ "ამით ენითაზეა" საუბარი? ჭეშმარიტ, თავანკარა ქართულზე თუ გაშარჟებულ, გაჟარგონებულ, გარემიქსებულ ვითომ ქართულზე? ალბათ სიმბოლურია, რომ საწორედ ხვალ დილით მივდივარ ერთი კარგი წიგნის შესაძენად, გიორგი შატბერაშვილის "თვალადური ქართულის ჭაშნიკი" წაიკითხეთ ეს წიგნი და ნახავთ როგორი ვაზის ჩუქურთმასავით ლამაზი ენა გვაქვს. ღმერთმა მოგვიტევოს ის რასაც ჩვენ დღეს ჩვენივე ენითა და გონებით, ჩვენივე უგუნურებით ვაკეთებთ. ჩვენს ენასა ვკლავთ ჩვენივე ნებით...

აბა მე ვის რა უნდა ვურჩიო, მაგრამ ნურავის ეგონება რომ "ქებაი და დიდებაი..." უბრალო ლექსის თვალთა წყობაა და მეტი არაფერი...
ჩემო კარგებო ჩვენ იქამდე გვერქმევა ქართველები სანამ თუნდაც ერთ მიყრუებულ სოფლის განაპირას მდგარ დანგრეულ ქოხში, თუნდაც ერთი ყველასგან დავიწყებული და მიტოვებული მოხუცი ბერიკაცი, თუნდაც თავისთვის, გულში წაიღიღინებს თავანკარა ქართულით სიმღერას...
გვახსოვდეს, რომ წმინდა ქართულით მეტყველება უკვე ლოცვას უტოლდება და ამ ლოცვის შემრყვნელი და ეგრეთწოდებული "ენის გამაახალგაზრდავებელი" სხვა არაფერია თუ არა უგუნური

დავიცვათ ქართული ენა
განვაგრძოთ ბრძოვა შეცდომებთან!
მაგალითები:
სვავს--------სვამს
უთქვავს---- უთქვამს
მარცხნივ მოყვანილი სიტყვები არასწორია
მაგალითები:
სვავს--------სვამს
უთქვავს---- უთქვამს
მარცხნივ მოყვანილი სიტყვები არასწორია
დავიცვათ ქართული ენა
შუაში მოყვანილი სიტყვა არასწორია~nimfa~ wrote:განვაგრძოთ ბრძოვა შეცდომებთან