კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
CHAKRULO
- ბოდიალა
- Posts: 273
- Joined: 20 იან 2006, 19:23
-
Contact:
Post
by CHAKRULO » 15 თებ 2006, 15:47
lama
ara maqvs karavi

SPALNIMESHOKEBI kide maqvs erti ori magram e amodona karavi sad vishovno kaco???

კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 15 თებ 2006, 21:30
CHAKRULO
ძმებო და დებო, დღეს საღამოთი მიდის სტამბოლში ჩვენი ერთი უსაყვარლესი თანაფესვი ბაიარ გუნდარიძე რომელსაც, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ მიანიჭეს ორმაგი მოქალაქეობა, ასევე მიიღეს ”ჩოხოსნების” საზოგადოებაში!!!
მადლობა ღმერთს, ეგ თუ გააკეთეს. ორივე ხელით მივესალმები მაგას.
კონცერტმა როგორ ჩაიარა?
Gvalva
მე და გურულმა ცოტა სხვა რამეზე ვილაპარაკეთ და გეტყვის მერე ალბათ
მე ვფიქრობ, მაგ თემაზე - როგორ დავეხმაროთ ქართულ ემიგრაციას - ცალკე თემის გახსნა ღირს.
ემიგრაცია ცოტა ფართო მცნებაა, მე კი ფერეიდანში, ჰერეთში და ტაო-კლარჯეთში მცხოვრები ქართველები ვიგულისხმე. მომკალი და მაგათ გვერდით ვერაფრით დავაყენებ იმათ, მართალია, გაჭირვების გამო, მაგრამ საზღვარგარეთ მაინც თავისი ნებით რომ წავიდნენ.
lama
თუნდაც სვანეთის ჩემი სოფლის "ბეჩოსი"
კაი შე კაცო, საქართველო მხოლოდ ბეჩო ხომ არაა?!
ბეჩოშიც წავიდეთ, წინააღმდეგი როდი ვარ, მაგრამ წლეულს ფერეიდანიდან გიორგი თავაძე ან სხვა მოგვარე თუ ჩამომივიდა, გურიაში უნდა წავიყვანო. ისე, კარავი არც მე მაქვსმ მაგრამ არა ვარ კარაველი?!

-
CHAKRULO
- ბოდიალა
- Posts: 273
- Joined: 20 იან 2006, 19:23
-
Contact:
Post
by CHAKRULO » 16 თებ 2006, 00:46
guruli
ძმის გულო!!!
გიორგი შეილება ვერ ჩამოვიდეს მაგრამ იქაურების ჯგუფს ამ ზაფხულადაც ველოდებიტ!!!
შევხვდეთ, კარავში მოვიპატიჟოთ

კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 17 თებ 2006, 15:01
CHAKRULO
არ ჩამოვა და მე ჩავალ.
ხუმრობის გარეშე, კარაველებს თბილისში მცხოვრებ ფერეიდნელებთან გვინდა შეხვედრა და დაგვეხმარე ორგანიზებაში, მაგათ ჩვენგან მხოლოდ შენ იცნობ.
ისე, ფერეიდანში წასვლა გაზაფხულისთვის ხომ არ დავგეგმოთ? როგორც ვიცი, ზაფხულში იქ დიდი სიცხეებია და მაგ დროისთვის არ მირჩევენ წასვლას. ვფიქრობ, გაზაფხულზე შვებულების დროსაც უფრო იოლად მოვძებნით - დასვენება ყველას ზაფხულში უნდა და დროის გამონახვა ცოტა ჭირს.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 17 თებ 2006, 15:07
b]CHAKRULO[/b]
არ ჩამოვა და მე ჩავალ.
ხუმრობის გარეშე, კარაველებს თბილისში მცხოვრებ ფერეიდნელებთან გვინდა შეხვედრა და დაგვეხმარე ორგანიზებაში, მაგათ ჩვენგან მხოლოდ შენ იცნობ.
ისე, ფერეიდანში წასვლა გაზაფხულისთვის ხომ არ დავგეგმოთ? როგორც ვიცი, ზაფხულში იქ დიდი სიცხეებია და მაგ დროისთვის არ მირჩევენ წასვლას. ვფიქრობ, გაზაფხულზე შვებულების დროსაც უფრო იოლად მოვძებნით - დასვენება ყველას ზაფხულში უნდა და დროის გამონახვა ცოტა ჭირს.
საერთოდ, მგონი, ამ თემაში ცოტა მეტად უნდა ვაქტიურობდეთ. იმედია, ხალხის მოუცლელობის მიზეზი მხოლოდ ხვალინდელი ყინულზე ცოცვა და მისთვის თადარიგის დაჭერაა.
Last edited by
guruli on 20 თებ 2006, 11:47, edited 1 time in total.
-
CHAKRULO
- ბოდიალა
- Posts: 273
- Joined: 20 იან 2006, 19:23
-
Contact:
Post
by CHAKRULO » 17 თებ 2006, 16:39
guruli
კი ბატონო, მაშინ იქით კვირაში დავუკავშირდები და ვთხოვ რა დროს ეცლებათ რომ შევხვდეთ!!! და როგორ ჩაივლის შეხვდრა და ანალოგიური შეხვდერა ჩავატაროთ ტაოელებთანაც!!!
ბექა

კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 17 თებ 2006, 18:17
ბექა, იმ დღეს მე და გვალვა ვსაუბრობდით მაგაზე. მხოლოდ ჭირისუფლის როლში ანუ მხოლოდ იმის სათქმელად მისვლა, რომ დედა, როგორ გვებრალებით, ვიცით, ქართველები რომ ხართ და ასეთები, არ გვინდა. გვსურს, უფრო აზრიანად მივიდეთ. თუმცა, ამ ეტაპზე მთავარი მაინც იმის დადგენაა, გავიგოთ, რითი შეგვიძლია მათი დახმარება. მე ადრეც ვფიქრობდი, შენთვის მეთხოვა მათთან შეხვედრა, მაგრამ მგონი, აჯობებს, კარაველები ერთად მივიდეთ. ამიტომ გვინდა, ისინი ყველანი დაგვხვდნენ სახლში.
-
CHAKRULO
- ბოდიალა
- Posts: 273
- Joined: 20 იან 2006, 19:23
-
Contact:
Post
by CHAKRULO » 17 თებ 2006, 21:33
guruli
კი კარავალები მივიდეთ ჯობია, და მოდით ყველამ ერთად მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ და რითი მივიდეთ იმ ხალხთან!!!
ამიტომ მოვიფიქროთ თუ რითი დავეხმაროთ ამ ხალხს!!! მაგალითად, მე ერთი ის ვიცი რომ ამ ხალხს წიგნები ესაჭიროება.... კიდევ უამრავი რამ, ხოდა დავიაზრიანოთ

კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 18 თებ 2006, 12:29
CHAKRULO
მეც ვიცი, რომ წიგნები სჭირდებათ, მაგრამ იქნებ სხვა რამის გაკეთებაც შეგვიძლია.ამიტომაა საჭირო იმათთან მისვლა და მათი გასაჭირის გაგება, აქეთ კი ჩვენი მსჯელობა. ძალიან კარგი იდეა წამოაყენა გვალვამ *პახოდებში* მათი ჩართვის შესახებ.იქნებ სხვამ სხვა რამე მოიფიქროს. ამიტომაა საჭირო მსჯელობა. იმედია, დღევანდელი ღონისძიების მერე ეს თემა გააქტიურდება.
ისე, მგონია, ამ ეტაპზე იმ ხალხთან უბრალოდ, მისვლაც კაი საქმე იქნება, რაც გიორგი კალანდიამაც დამიდასტურა.
და კიდევ ერთი - მგონი, ჩვენს პახოდებში კალანდიასაც თუ ჩავრთავთ, არ წავაგებთ.
-
CHAKRULO
- ბოდიალა
- Posts: 273
- Joined: 20 იან 2006, 19:23
-
Contact:
Post
by CHAKRULO » 20 თებ 2006, 12:25
guruli
მაშინ აქ მოვგეგმოთ ყველაფერი... მერე დავრეკავ და შევუთანხმდები სად და როგორ შევხვდეთ!!!
ჩემი აზრით წიგნები კაია... პახოდებიც კაია... მივამატებ ამას ქართული ხალხური სიმღერების ნოტებს!
კიდევ ხალხნოო!!!

კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 20 თებ 2006, 13:02
სვანეთი !!!!! სვანეთი!!!!!! სვანეთი!!!!!!!
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 20 თებ 2006, 13:10
CHAKRULO
მაშინ აქ მოვგეგმოთ ყველაფერი... მერე დავრეკავ და შევუთანხმდები სად და როგორ შევხვდეთ!!!
ჩემი აზრით წიგნები კაია... პახოდებიც კაია... მივამატებ ამას ქართული ხალხური სიმღერების ნოტებს!
კიდევ ხალხნოო!!!
ჰოდა, სწორედ მაგიტომ მინდა მაგ თემაზე სერიოზული სჯა-ბაასი. ეგ აქაც შეიძლება, მაგრამ მგონია, ცალკე თემა თუ გაიხსნება თვალსაც უფრო მოხვდება და მეტი მომხმარებელიც ეყოლება. სამწუხაროდ, მე არ ვიცი ახალი თემის გახსნა და ვინც იცით, გახსენით. აი, სამი კაცის ნაწილ-ნაწილ მსჯელობაში რამდენიმე იდეა გაჩნდა - წიგნებით დახმარება, ლაშქრობებში წაყვანა, ხალხური სიმღერების ნოტები. მჯერა, რაც უფრო მეტი ჩაერთვება, მით მეტი იდეა გაჩნდება.
Last edited by
guruli on 20 თებ 2006, 13:26, edited 1 time in total.
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 20 თებ 2006, 13:22
CHAKRULO
კაია ძმაო აბა სენ და ჩვენ ვიცით ამ საქმეს მაგრად უნდა მოვეკიდოთ

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 20 თებ 2006, 14:07
ხალხნო, ფერეიდნელებზე იქმნება ახალი საიტი - Fereidani.narod.ru. ოღონდ ჯერ შექმნის პროცესშია და დაახლოებით ხუთშაბათს მზად იქნებაო. ადრე რომ დავწერე, ფერეიდანში ნამყოფი კაცი გავიცანი-მეთქი, ის აკეთებს.
კიდევ, გერმანიაში მცხოვრები ქართველი აკეთებს საიტს -
http://emigracia.narod.ru/. შეგიძლიათ, ესეც ნახოთ.