ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ივნ 2008, 12:27

მკდ, კარაველების დიდმა ნაწილმა მაკენას გეგმა ავიტაცეთ და 31 მაისს ალვანში ზეზვაობ-ალვანობა-ფარდაგობაზე წავედით.
ნაწილმა ავტობუსით, ნაწილი მანქანებით ვიმგზავრეთ და 1ლისთვის თავი ეპიცენტრში მოვიყარეთ.

ყველაფერი შესანიშნავად იყო. კარაველებმა განსაკუთრებით გაგვახარა ლამას მიერ
მშვილდოსნობაში მიღწეულმა წარმატებამ, სადაც მან მიზანში ზუსტი სროლით 1 კგ მატყლი მოიგო.

ნაია, ილია, ნინელი (კოკო 255), ანანო, ილია, ნინუკალა და მე ალვანისკენ დილაადრიანად ზურმუხტათი გავემგზავრეთ.

ბარჯისხევში ერთი უცნაური სიმღერების კასეტა ვიყიდეთ და მაშ შემდეგ ამბავი ავტეხეთ, ვინმე თუ
გვხედავდა, მგონი, ამბობდა, ესენი ვერ არიან თავიანთ ძრავზეო.

ალვანამდე გურჯანიის ყველაწმინდა და მის სიახლოვეს მდებარე 2 ძველი ტაძარი (ალბათ, უფრო, ნატაძრალი) ვნახეთ.
უკანა გზაზე გომბორით დავბრუნდით დედაქალაქში და ახალი შუა მთის დედათა მონასტერი ვნახეთ.

ყველაგნ ჩვენი შატილიონკა და რა თქმა უნდა, გიო-გიორგი მოვიხსენიეთ. 1ად ვლოცულობდით
და მათი გამოჯანმრთელების იმედით ვივსებოდით.

ჰო, სულ დამავიწყდა, შუალედში, მართალია, ბევრი საინტერესო რამ მოხდა. უნდა აღვნიშნო იეტი ვარდანაულის
თუში მეგობრის მიერ ჩვენი გამასპინძლება. მერე ვარდნაული, ერი-ერი-თიკო ერი და მეორე მონადირის
ძმა - ჯაბა პანკისში წავიდნენ და მათ ამბავსაც, იმედია, უახლოეს მომავალში გავიგებთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ივნ 2008, 12:30

ყველას თავისი თავგადასავლი გადახდა.
აბა, მოჰყევით და გაგვიზიარდით.
მეც, ნელ-ნელა დავიწყებ ჩვენი ჯგუფის ამბების მოყოლასა და ფოტოების დადებას.
უნდა ვთქვა, რმ უზარმაზარი
სიამოვნება მივიღე ცხენით სეირნობით. მცირედით გავაჯირითე, მაგრამ ქისტმა პატრონმა, უნდა ვიდოღო, მალე
დამიბრუნეო და ამიტომაც, გაცხენებით დიდად გული ვერ ვიჯერე.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by qvevri » 01 ივნ 2008, 13:57

ჩემი როლი ზეზვაობაში:
როგორც იცითამ სახალხო დღესასწაულის მოთავე ჯეოსელი იყო, მაგრამა გარდა ამ კომკანიისა დღესასწაულში სხვადასხვანაირად მონაწილეობას იღებდნენ ასევე სხვა არასამთავრობოებიც და მათ შორის "ელკანაც". სწორედ ელკანას წარმოვადგენდი ამ დღეს და რაღა თქმა უნდა ჩემს ჩვეულ ამპლუაში ვიყავი. ზეზვაობაზე ელკანას წარმოდგენილი ჰქონდა თუშური ყველი და ორი სახის საფერავი, რისი დაგემოვნების საშუალებაც სწორედ ჩვენს სტენდთან იყო შესაძლებელი. ჩვენ სტენდთან, ჩვეულებისამებრ საკმაოდ ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი და მათ შორის კარველებმაც:
მაკენა
ერი-ერი
იეტი ვარდანაული
ჯორჯიან რაბბიტი
გურული
ვარვარა
ლინდა
მირანდა
ჭუნა
თამუსია
ლამა(რომელმაც ადგილზე ბოთლნახევარი საფერავი დალია)
პირველი მერცხლები
Image
მეორე მერცხალი
Image
"დალაობა", მთლად კარგად ვერ გავიგე რას ნიშნავს, მაგრამ მიცვალებიულთა სულების მოხსენიებას ეხებაო...
Image
ტრადიციული თუშური დღესასწაული "რობინგუდობა". :D ლამა ემზადება მიზანში სასროლად. სამიზნეს წარმოადგენდა: მატყლი, "ჩითები" ანუ ნაქსოვი ჩუსტების მსგავსი ნაკეთობა და ხელით ნაქსოვი ხელთათმანები. ლამამ ერთი კილო მატყლი და ერთი"პაჩკა" მარილი მოიგო, ასევე სუვენირული ხანჯალიც. უნდა გენახათ რა ბედნიერი იყო.
Image
მოვიგეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე დაიქუხა ლამამ და ერთი კაი დამსეტყვე ცაოც მოაყოლა ზედ
Image
ზევიდან გოგაა
Image
გოგას ცხენიImage
Last edited by qvevri on 02 ივნ 2008, 13:20, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by guruli » 01 ივნ 2008, 14:14

ესე იგი, ლამამ რომ ისროლა და გაარტყა, მაგ დროს იქაურ მეგობრებთან ერთად ზევით ვიდექი, ჩვენებისგან მოშორებით. ჩემს გვერდით თუშებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეტყობა, ინგლისელია, რობინ ჰუდს ჰგავსო. :lol: :lol: მე ვუთხარი, რობინ ჰუდი კი არა, გასვანებული მთიულია-მეთქი. :D
მოკლედ, მე მაინც კმაყოფილი ვარ ცოტა არაორგანიზებულობის მიუხედავად. მაგალითად, ვერ დავესწარი დალაობას - დროში დამწყალობნებას, რადგან არც ვიცოდით, სად ტარდებოდა. მერე კი გავარკვიე, მაგრამ დალოცვა სოფლის დასაწყისში მდებარე ეკლესიაში იყო, დოღი - სოფლის ბოლოში ეწყობოდა. ასევე ვერ გავიგეთ, სად იყო ქორბეღელა და ტახტისგორზე მხოლოდ იმან მოჰკრა თვალი, ვინც შემთხვევით შეესწრო. სამაგიეროდ, მართლა გული ვიჯერე კოტრებით და იქაური სახატე სასმელით - ალუდით, რომელიც კარაველებსაც ძალიან მოეწონათ. ზეზვაობამ მშვენივრად ჩაიარა და კარაველებს საამაყოც კი დაგვიტოვა ჩვენი რობი ჰუდის წარმატებით, :D მაგრამ თუშებს დაუტოვა უმწარესი მოგონება - დოღი ქისტებმა მოიგეს და სულ "ალლახა კბარის" ძახილით დატოვეს ტახტიგორა. თუშებს რაღა დარჩენოდათ - როგორც ერთი ჩემი ნაცნობი კახელი ეხუმრებოდა, წუხელ მთელ ვარამს სასმელში ჩაახრჩობდნენ. :lol:
Last edited by guruli on 01 ივნ 2008, 14:25, edited 1 time in total.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ივნ 2008, 14:19

qvevri wrote:ზეზვაობაზე ელკანას წარმოდგენილი ჰქონდა თუშური ყველი და ორი სახის საფერავი, რისი დაგემოვნების საშუალებაც სწორედ ჩვენს სტენდთან იყო შესაძლებელი.
ეტყობა, გემრიელი ყველი იყო. თიკო-ერის საქებარი სიტყვები არ დაუკლია და ერთი ნაჭერი ხელსაწმენდშიც კი ჰქონდა შეხვეული.

ჩვენ მაგ გემრიელობას ვეღარ მოვუსწარით. პირდაპირ დალაობას მივადექით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by tiko_r » 01 ივნ 2008, 15:49

აჰა! დავბრუნდი მეგობრებო :D


ალვანობისგან მე უფრო მეტს მოველოდი მართალი გითხრათ... ალბათ ყველა იქ მყოფიც.
თუმცა მაინც საინტერესო იყო. მითუმეტეს რომ ალვანში პირველად ვიყავი გუშინ.... (და პანკისშიც)

ყველი რომ გავსინჯე არ მომეწონა, მერე აღმოვაჩინე რომ ცხვრის გამისინჯავს... თურმე საქონლის უნდა გამესინჯა... ჰოდა ზუსტად ის 1 ნაჭერი გავიყოლე თან.

GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა დღეს რომ პანკისიდან ვბრუნდებოდით მძღოლმა გზაზე გააჩერა წყაროსთან და მაღაზიებთან.. აბა გამოიცანი რა მუსიკა ჟღერდა!!! სწორედ მიხვდი!



მგზავრობითაც კარგად ვიმგზავრეთ, ელკანას მიერ დაქირავებულ ავტობუსებში, კონდიციონერით, და წყლით...... ოღონდ წყლის გარდა ჩამოტარებით არაფერი ქონიათ.. ხაჭაპური მაგალითად..


ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ ლამას ბეჩოდან დაურეკეს...

თუმცა გრძელი საუბრის შემდეგ ხაზის ბოლოს ავტობუსის მძღოლი შეხვდა და უმალ დაკიდა ყურმილი.


Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by guruli » 01 ივნ 2008, 16:10

ვა, tiko_r - დაგვიბრუნდი პანკისიდან? :D :D სიმართლე გითხრა, არ მეგონა, თუ გამოგიშვებდნენ. :D :D
რაო, არ გამოუთქვიათ დატოვების სურვილი? მცდელობაც არ ყოფილა? :lol: :lol:

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by tiko_r » 01 ივნ 2008, 16:29

guruli
მართალი გითხრა სულთანას და მისი ოჯახის წევრების მეტი არავინ მინახავს.... (ნუ რამოდენიმე ბავშვი დარბოდა ალაზნის პირას...) ი ვსიო :lol:

თუმცა იქაურობის ცოტა არ იყოს და მაინც ცოოოოტა შემეშინდა... :oops:

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by ilia » 01 ივნ 2008, 21:24

http://files.ge/file/263892/DSCN1888-MOV.html

ჩვენი ტინგიც-მაიმუნობა, ოღონდ ქვიქტაიმი უკრავს
_________________
Image

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by Linda » 01 ივნ 2008, 21:38

ilia

რა კარგად გიტინგიციათ :D

ძალიან კარგი დღე გამოვიდა, მაგრამ მემგონი ცოტა არაორგანიზებული იყო, თავიდან პროგრამასრაც რომ გადავხედე, ვიფიქრე ამდენი რამე ერთ დღეში როგორ უნდა მოესწროს თქო :D საბოლოოდ კი დროზე ადრე დამთავრდა :D

ალბათ მოგვიანებით მირანდაც დადებს მის გადაღუბულ ფოტოებს

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by legenda » 02 ივნ 2008, 09:40

ბრავო Lama!

გამიხარდა შენი ნახვა TV-ში.

ეგ ერთი და სხვა მრავალი!

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by Truli » 02 ივნ 2008, 09:50

ყოჩაღ თქვენ!!
ლამას რუსთავი 2-ის ეთერში გამოჩენამ ძალიან გამახარა!
მი მალატ შვან

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by ZVIOSULI » 02 ივნ 2008, 10:53

ლოთებო........ ჩემზე მეტს მაინც ვერ დალევდით :D
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by Ninukala » 02 ივნ 2008, 11:04

როგორც გოგამ უკვე აღნიშნა, რაღაც ნაწილი წავედით ზურმუხტრათი და ჩვენი კარველების დანარჩენი ნაწილისაგან განსხვავებით უფრო მეტი საინტერესო ადგილი მოვინახულეთ ;)

პირველი საოცრება :shock: ნაიას აქ რა უნდა..... საჭესთან ვინ ზის??? :shock:

Image

ილია ყოფილა....

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ზეზვაობა, ალვანობა, ფარდაგობა 2008

Post by Naia » 02 ივნ 2008, 11:07

Ninukala
ჰეჰეეე

ჩემი მანქანა ილიამაც დატესტა

და ფრიად კმაყოფილი დარჩა

პს. გამოტყდით რომელმა დაასხა 'კაპოტზე' ალკოჰოლური სასმელი? (როგორ მეზარება ახლა სამრეცხაოში წასვლა:) )

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]