ნოსტე 26 მაისს...
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ნოსტე 26 მაისს...
გათენდა 26 მაისი, გახდა დილის ათი საათი, თორმეტი, პირველი, სამი და როგორც იქნა გამოჩნდნენ
მაკენა
გამარჯობა საქართველო
ნაია
ნინუკალა
იეტი ვარდანაული
თუთა
გვალდა.
მე მცხეთაში შეუერთდი და გავწიეთ კასპისაკენ. თავიდან მხოლოდ კასპის გამოქვაბულებისა(აკლდამებსაც ეძახიან) და გიორგი სააკაძის კოშკისა და ნასახლარის ნახვა გვინდოდა, მაგრამ გზაში ამის გარდა სამი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სანახაობაც ვნახეთ. მინდა ავღნიშნო, რომ ამ გასვლაზე პროფესიონალ ფოტოაპარატთა "ცვენა" აღინიშნებოდა და იმედია სუართებსაც მალე შემოგვთავაზებენ. აღსანიშნავია, რომ ნოსტეში ყველანი პირველად ვიყავით, რომელიც თბილისიდან დაახლოვებით 1 საათის სავალზეა თბილისი იგოეთის გზიდან. ხოლო უკანა გზაზე წამოვედით "შიდა გზით", რომელიც ნოსტედან ახალქალაქის გავლითაა და ზემონიჩბისზე გადმოდის და დაახლოვებით 40- 50 წუთში მცხეთაში ვიყავით. იმას მოგახსენებდით, რომ გზათ გარდა ნოსტესა და კასპის გამოქვაბულებისა ძალიან საინტერესო ეკლესიები ვნახეთ. პირველი ეკლესია თავისი საბრძოლო(თავდაცვითი) კოშკით კასპისა და მეტეხის შუაშია, გზის მარცხნივ. მეტეხის შესასვლელთან მატარებლების ხიდია და სანამ იმ ხიდში "გაძვრებით" მარცხნივაა გადასახვევი და დაახლოვებით 300 მეტრში დგას. შემდეგ გეზი ავიღეთ ნოსტესკენ. სოფელში შესვლამდე სოფლის თავში (მეფრინველეობის ფერმებთან)ღვთისმშობლის ეკლესიაა და ის ეკლესიაც მოვინახულეთ. მინდა ვთქვა, რომ ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ დანგრეულია საკმაოდ მდიდრულადაა ნაგები. სამ ნავიანი ბაზილიკაა და მთავარი ტაძარი დგას რვა სვეტზე. როგორც ჩანს ტაძარი მოხატულიც უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ იყო გიორგი სააკაძის კოშკი და ნასახლარი სადაც ცოტა წავიხემსეთ და იქვე სასაფლაოზე მდგარი ბაზილიკაც ვნახეთ, რომელიც ასევე საინტერესო იყო თავისი ფორმით. ეკლესია ერთ დროს საკმაოდ მდიდრულად მოხატული ყოფილა. ამჟამად ფრესკის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ამის მერე როგორც უკვე მოგახსენეთ შიდა გზით დავბრუნდით, ახალქალაქი--კავთისხევი--ზემო ნიჩბისი---მცხეთა. სანამ მცხეთაში მივიდოდით კავთისხევში გავჩერდით და მოვინახულეთ გიორგი შატბერაშვილის ძეგლი და ცნობილი საჯილდაო ქვა. გიორგი შატბერაშვილი (ბებიაჩემისა არ იყოს) კავთისხევიდან იყო. იგი შესანიშნავი მწერალი იყო. სწორედ მას აქვს დაწერილი "მკვდრის მზე" ანუ მოთხრობა საჯილდაო ქვაზე, სადაც აღწერილი ამ უზარმაზარ ქვასთან ხალხის ჭიდილი. მისივე სიტყვებია: "საჯილდაო ქვას მხოლოდ ღვთის ნათლული თუ უზავს ძვრასაო". ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ ეს მოთხრობა. ვისაც აინტერესებს შემიძლია მე ვათხოვო. კინაღამ მთავარი დამავიწყდა: ეს გასვლა ნაიასათვის იყო პირველი გასვლა თავისი ახალი ჯიპით და ლაშქრობა სწორედ მას ეძღვნებოდა. მინდა ვთქვა რომ ნაიამ მისი ჯიპით საკმაოდ "ხოშიანად" იარა. დასასრულს(ათის ნახევარზე) ყველანი წავედით მცხეთის სახინკლეში სადაც კარველმა ჯენტლმენებმა და ვაჟკაცებმა ნაიას ხინკალი ვაკისრებინეთ თავისი პიველი გასვლის წარმატებით დაგვირგვინებისათვის მოკლედ ეხლა ახალციხეში ვარ და რომ ჩამოვალ ჩემს სურათებსაც შემოგთავაზებთ, მანამდე კი ველოდებით მაკენას, გოგას, ნინუკალას და იეტ ვარდანაულს. სურათებს თუთაც იღებდა, მაგრამ ბოლოს ესე თქვა, რომ სანამ გოგა და მაკენა ჩემს ორ ლარს არ მომცემენ მანამდე სურათებს არ დავდებო....
გამარჯობა საქართველო და მაკენა უნდა მიგეცათ ის ორი ლარი

Last edited by qvevri on 29 მაი 2008, 20:27, edited 1 time in total.
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნოსტე 26 მაისს...
პრინციპში, მცირე ჯიპ-ტური გამოვიდა - ნაიას ჯიპი გამოვცადეთ ოღრო-ჩოღრო გზებზე, მაკენა
მთავარი გამომცდელი იყო და "ნივით" წამოვიდა.
გამოცდა ბრწყინვალედ ჩაბარდა. მანქანაც კგია, მძღოლიც.
ჯიპს ზურმუხტა დაერქვა (ფერიდან გამომდინარე).
ფოტოებიც იქნება.
არა, რა, უნდა მიგვეცა და რა ის 2 ლარი

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
ნოსტე 26 მაისს...
qvevri
მართლაც საინტერესო გასვლა გამოგვივიდა ჯერ იყო და გავედით ისეთ დროს როცა უკვე უკან უნდა დავბრუნებულიყავით გზად ბევრი დაუგეგმავი სანახაობაც გველოდა, განსაკუთრებულად აღმაფრთოვანა კასპის ქვაბულებმა და სამნავიანმა ბაზილიკამ.
ზურმუხტამ კი საკმაოდ წარმატებულად ჩააბარა საჯიპტურე გამოცდა და ყველას გული მოიგო. ნაი ნაი კიდევ ერთხელ გილოცავ!!!
ფოტოებს დავდებ აუცილებლად ცოტა დროს რომ გამოვნახავ და იმ ორ ლარს კიდევ იმდენი პროცენტი დაერიცხა უკვე, გირჩევნიათ დროზე გადაიხადოთ

მართლაც რომ გამოცდა შესანიშნავად ჩააბარეს ზურმუხტამ და ნაიამ. უნდა ავღნიშნო რომ ზურმუხტაში ვიჯექით ნაია თავისთავად, გამარჯობა საქართველო, გვალდა და მე, არაჩვეულებრივად ვიმგზავრეთ, ნაია შესანიშნავი მძღოლია
გვალდა
გოგა
ნაია და მე სარკეში...
გვალდა
გოგა
ნაია და მე სარკეში...
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
ნოსტე 26 მაისს...
ჩვენ არ გავჩერდით მანდ... , არადა გიორგი შატბერაშვილი და ჩემი დიდი ბებია ალალი ბიძაშვილები იყვნენ, ე.ი. ჩემი დიდი ბებიაც კავთისხევიდან ყოფილა (რაც არ ვიცოდი )qvevri wrote:მოვინახულეთ გიორგი შატბერაშვილის ძეგლი და ცნობილი საჯილდაო ქვა. გიორგი შატბერაშვილი (ბებიაჩემისა არ იყოს) კავთისხევიდან იყო.
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
ნოსტე 26 მაისს...
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
ნოსტე 26 მაისს...
ძალიან საინტერესო გასვლა გამოგვივიდა
მიუხედავად იმისა, რომ 3 საათზე გავედით მაინც ბევრი რამის მონახულება მოვახერხეთ. საღამოს კი მანქანა 'დავასველეთ' (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ჯერ კონიაკით, არყითა და ლუდით, შემდეგ წვიმით და ბოლოს კი სახინკლეში
სანამ გავიქცეოდე რამდენიმე ფოტოს შემოგთავაზებთ:
კასპის აკლდამები
ყაყაჩოები კასპის აკლდამებთან
ხედები კასპის აკლდამებიდან

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნოსტე 26 მაისს...
როგორ მინდოდა ზურმუხტას დასველება და მაგ ლამაზ-ლამაზი ადგილების მონახულება, თქვენ ხომ არ იცით?!, მაგრამ სხვა დროს იყოს
კოჭებში ეტყობა პროფესია
TuTa wrote:....და იმ ორ ლარს კიდევ იმდენი პროცენტი დაერიცხა უკვე, გირჩევნიათ დროზე გადაიხადოთ
კოჭებში ეტყობა პროფესია
ნინუკალა გადავირიე, ასეთი ლამაზი ცემენტის ქარხნის ფოტო ცხოვრებაში არ მინახავს. რა აპარატით გადაიღე, რა ფერებია! შენს ციფრულს არ გავს, ფირისას კი ასე მალე არ დაასკანერებდი ...
Last edited by Mta Mkvarebia on 28 მაი 2008, 17:10, edited 1 time in total.
ნოსტე 26 მაისს...
ქვევრთან, გოგონასთან, გოგონას პლიუსთან და მაკენასთან ერთად მეც ვიყავი მანდ ოქტომბერში
ქვევრი მაშინაც ხტებოდა ქვაბულებიდან
ყველაფერი ყვითელი იყო.
რა ლამაზია მწვანეში
კასპზე კიდევ იშლებოდა ლამაზი პეიზაჟი ქარხნის კვამლით?
Naia
მინი უჩისარია რაა
ქვევრი მაშინაც ხტებოდა ქვაბულებიდან
ყველაფერი ყვითელი იყო.
რა ლამაზია მწვანეში
კასპზე კიდევ იშლებოდა ლამაზი პეიზაჟი ქარხნის კვამლით?
Naia
მინი უჩისარია რაა
ნოსტე 26 მაისს...
მთაშენკა ჩემი ციფრულია
და მაინც რომ აძვერი ერთ ერთ ქვაბულში მე იქ ძლივს ავედი მაკენას დახმარებითNaia wrote:მეც მინდოდა აქ ასვლა. მაგრამ იმ დღეს ძალიან არა-კარვულად მოვიქეცი. მოკლე ქვედაბოლოთი წავედი ლაშქრობაში
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული