კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 24 მაი 2008, 22:14
tiko_r wrote:ნისლია და ცრისო
ამიტომ ერთმანეთის მხოლოდ ხმა გვესმის.. ვერ გადავადგილდებით რომ ერთმანეთთან მივიდეთო. ღამე როგორ უნდა გაათენონ არ ვიცი
ჯნოსიმ კარავი დაკარგაო... სადღაც ჩაუვარდაო
იმედია გვეხუმრებიან

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 24 მაი 2008, 22:18
ახლა დავურეკე - ლამას და ნონიკოს ველაპარაკე. ორივე სერიოზულადაა შეშფოთებული. სამ ჯგუფად ყოფილან დაქსაქსულები, მაგრამ ახლა რომელიღაცა ჯგუფი უერთდებოდა მაგათ. ჩვენ ციცაბო ფერდობზე ვართ, არც ზევით წასვლის შანის და არც - ქვევითო. უფრო სწორად, დაბლა დაშვებას კი ფიქრობენ, მაგრამ უკვე ბნელა და ძაან მაგარ ციცაბოზე ვართო. აქამდეც ფორტხვით და მცენარეთა ტოტებზე მოჭიდებით ამოვედითო.
ლამამ, ეგებ სამაშველო სამსახურებს მიაწვდინოთ ხმაო და თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი მაშველებზე, აფრინეთ მდევარი კი არადა, მაშველი.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 24 მაი 2008, 22:19
Mta Mkvarebia
იმედია გვეხუმრებიან
არა, არა, მთაშენკა. თავიდან ლამას მეც არ დავუჯერე, მაგრამ ნონიკოც ძალიან შფოტავდა. მეც მესმოდა ტელეფონში, მეორე ჯგუფს რომ ეხმიანებოდნენ, თუ მოდიხართო.
-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 24 მაი 2008, 22:26
მაშველებმა როგორ უნდა იპოვონ ამ სიბნელეში? თან თვითონაც არ იციან სად არიან
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 24 მაი 2008, 22:27
ახლა ისევ დავურეკე. მოკლედ, იმ ფერდობზე ლამა და კიდევ ორი გოგოა. ნ67-იც მათთან ყოფილა, მაგრამ ის დაბლა დაეშვაო მეორე ჯგუფთან. ახლა ისინი დაბლიდან ერთად მოდიან ამათ ჩასაყვანად.
-
tiko_r
- იეტი
- Posts: 3498
- Joined: 04 სექ 2007, 21:35
- Location: სოფ. ძუყნური
Post
by tiko_r » 24 მაი 2008, 22:27
guruli
სამაშველო სამსახურზე სერიოზულად თქვეს? ასე უჭირთ უკვე?

რა ვქნათ?
-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 24 მაი 2008, 22:30
კი მაგრამ დაწერილ- დაუწერელი კანონი არ იციან რომ დაბნელებამდე უნდა დასცენ ბანაკი?
მანერვიულებენ რა ....უხ..ნამცეცუნა მეცოდება:(
ეხლა ვნახე სია თამუსია და ტრულალაც იქ ყოფილან..ამ კაცებს მოკლედ სახრე უნდა ურტყა რა..
ვაკის პარკში ხომ არ სეირნობენ არაა?

Last edited by
popins on 24 მაი 2008, 22:41, edited 1 time in total.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 24 მაი 2008, 22:36
tiko_r
guruli
სამაშველო სამსახურზე სერიოზულად თქვეს? ასე უჭირთ უკვე?
კი, მართლა სერიოზულად ეშინიათ.
კავკასიკას ტელეფონი გამორთული აქვს და თუ ვინმეს გყავთ სკაიპში, მიაწვდინეთ რა ხმა - იმედია მაინც, ეგებ რაიმეთი დაეხმაროს.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 24 მაი 2008, 22:44
ეხლა ველაპარაკე არჩილს
ტრულალა, ვუდუ, ვუდუ+ ჩაი და ხაო მაგასთან არიან
ხმას აწვდენენ ლამა, ნ67, ნონიკოს ტეო 001-ს
ციცაბოზე ვართ, კარავს ვერ გავშლითო.
-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 24 მაი 2008, 22:48
გადამრევენ რა ციცაბომდე მდელო არსად იყო?

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 24 მაი 2008, 22:51
Gvalva
ხმას აწვდენენ ლამა, ნ67, ნონიკოს ტეო 001-ს
მე როგორც შევატყვე, ეგ ჯგუფია ყველაზე დიდ გასაჭირში.

ნონიკოს ველაპარაკე და ძალიან ეშინია,გარშემო რაღაცის ხმები ისმისო და ალბათ, დათვებიაო. მე დავამშვიდე, დათვი ასე ახლოს არ მოვა-მეთქი და მართლაც - არანაირი ნადირი ადამიანს ახლოს არ მიეკარება. არც მგელი, რომლებიც უკვე ხროვებად არ ცხოვრობენ.
-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 24 მაი 2008, 22:57
ცივა ხო ალბათ იქ?
რადგან კარავს ვერ შლიან შეშაც არ ექნებათ მოგროვებული და შესაბამისად ვერც ცეცხლს დაანთებენ..

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 24 მაი 2008, 22:58
თანდათან იკვეთება სურათი. მოკლედ, არჩილას ჯგუფი - ტრულალა, ვუდუ და მისი +, ხაო - სულ ზევით ყოფილან, ლამას ჯგუფი შუაშია გაჩხერილი და სულ დაბლა - ჯნოსია 7-8 კაცითო. ლამასთან ახლა ზევიდან მინდია და ნოდარი ჩამოსულან (ამათი კარავული ნიკები არ ვიცი) და ცოტა მხიარულად იყვნენ, ლამას რომ ველაპარაკე. ის მინდია ალპინისტია და მეც იმედი მომეცა... ლამამ, არჩილას ჯგუფი ჩვენზე ციცაბო აღმართზეა გაჩერებულიო.

დაბლა, ჯნოსისთან კავკასიკა მისულა უკვე - ეგეც იმედია.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 24 მაი 2008, 22:59
popins
ცივა ხო ალბათ იქ?
ნისლია და ცოტას ჟინჟღლავსო.

-
tiko_r
- იეტი
- Posts: 3498
- Joined: 04 სექ 2007, 21:35
- Location: სოფ. ძუყნური
Post
by tiko_r » 24 მაი 2008, 23:02
კავკასიკა უკვე იქ არის?
აი ტრულალა რას შვრება ნეტავი თავისი მტკივანი ფეხით, რომელიც ამინდის ცვალებადობასთან ერთად თავს ახსენებს?
