ლოცვაში ხომ წერია, ორივე ერთად.
სხვა გვერდზე გადმოვიდა, დავაკოპირებ:
Mta Mkvarebia wrote:GAMARJOBA SAKARTVELO wrote: დღეს (ანუ 23 მაისს) და ხვალ ფორუმი "კარავი" გასვლების გამო, ნახევრად დაიცლება.
ჰოდა, წასვლამდე, დღის 14:00ზე, ვინ სადაც და როგორც ვართ, 1დროულად წავიკითხოთ ლოცვები
თამარისა და გიორგის სახელზე.
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: აი, ლოცვა:
ქრისტე აღდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!
3-ჯერ.
შენ მხოლო ხარ ქრისტე, მსწრაფლ შემწე,
მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მხევალსა შენსა თამარსა და მონასა შენსა გიორგისა ზედა და იხსენ სნეულებათაგან,
ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან;
და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ,
მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, მხოლოო კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
სალმობასა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკუდინოითა წყლულებითა მოწყლულსა,
ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და
განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული,
ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას, თამარს და გიორგის მოხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო
ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღმხმელი,
და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
ხალხნო, გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ 14:00 საათზე თამარის და გიორგის სახელზე ლოცვის წაკითხვა, ხომ იცით ერთდროულ ლოცვას რა ძალა აქვს.