ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by გვალდა » 03 აპრ 2008, 23:02

Mta Mkvarebia wrote:
გვალდა wrote: ...სვანეთში დაბრუნებული შალიანი მძარცველებს მოუკლავთ, ხატი გაუტაციათ და მისი დასაბინავებლად სწორედ ეს ეკლესია აუგიათ...
ძალიან საინტერესო ისტორიაა, მაკა,სურათებიც ულამაზესი. მაგრამ ვერ გავიგე ეკლესია ვინ ააგო, მძარცველებმა?. თუ არა, მაშინ როგორ დაიხსნეს სვანებმა ხატი?
როგორც თქმულება ამბობს, მძარცველები სწორედ იმ სოფლის მაცხოვრებლები ყოფილან. კალაში დახვდნენო შალიანს კალელები. :oops:
ხატი სვანეთიდან ძალიან ბევრჯერ გაიტაცეს მერეც. მაგრამ ყოველთვის ახერხებდნენო მის დაბრუნებას.

ერთიც, ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშია და წარმოადგენს სანაწილე ხატს, სადაც მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ძელის ნაწილები ყოფილა ჩაბრძანებული. მომინანქრებული, ჭედური და ძვირფასი თვლებით მორთული. მასზე გამოსახულია ჯვარცმის კომპოზიცია.
სვანეთოლოგი

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by Mta Mkvarebia » 03 აპრ 2008, 23:04

გვალდა wrote:
როგორც თქმულება ამბობს, მძარცველები სწორედ იმ სოფლის მაცხოვრებლები ყოფილან. კალაში დახვდნენო შალიანს კალელები. :oops:
კი ვიფიქრე, მაგრამ ხომ იცი, ცუდის დაჯერება არ გინდა ხოლმე :( .
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by lama » 03 აპრ 2008, 23:20

გვალდა wrote: შეაბეს უღელში მოძვრები და გაუშვეს. ეკლესია უნდა აეგოთ იქ, სადაც მოზვრები გაჩერდებოდნენ, და ამბობენ, რომ სწორედ იმ ადგილას შეჩერდნენო მოზვრები, სადაც ეხლა კვირიკეს ეკლესიაა. ააგეს ეკლესია, დააბრძანეს განძი და მას შალიანი ხატი უწოდეს[/i]

:roll:
დაახლოებით ასეთივე ისტორია აქვს ლომისის წმინდა გიორგის სალოცავს მლეთაში :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by kotetbeli » 11 აპრ 2008, 23:27

გვალდა
გაიხარე! :) ესეც კიდევ ერთი ისტორია და ერთი კონკრეტული თარიღი- 28 ივლისი! :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by Mta Mkvarebia » 18 აპრ 2008, 13:59

შაბათს, 20:30-ზე გაბუნიას ჟურნალისტის დღიურებში თემად "მთის კანონია" საუბარი იქნება მთის ადათ-წესებზე, სისხლის აღების წესზე სვანეთში, ძმადნაფიცობაზე ხევსურეთში და ხევისბერად კურთხევის წესზე.

ვაიმე რომელ არხზეა რომ აღარ მახსოვს? ეს ჟურნალისტები ისე ხშირად იცვლიან არხებს რომ :roll: ... მაგრამ იმედია მიხვდებით და იპოვნით :D
Image

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by Linda » 20 აპრ 2008, 15:59

შუამთობა, იმართება მთიან აჭარაში, ბეშუმში, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას, დაწვრილებით მოგვიანებით დავწერ :)

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by meore monadire » 21 აპრ 2008, 11:40

Linda


დამახასიათებელი იქნება :)

მაინტერესებს შენთვის როგორი მნიშვნელობა აქვს ამ დღესასწაულს :)


ისე, ახლა გამახსენდა, მეზობელ ფორუმზე დადეს ერთი ძალიან ლამაზი დღესასწაულის აღწერა გადმოვაკოპირებ :
tamarela(juta) wrote:
ყველაზე მაგარი მაინც ღალანგურობაააა :) ანდა შეიძლება ყველაზე დასამახსოვრებელი იყოოო
მოკლედ შარშანწინ,ზაფულს ივლისში ავედით ჩემს ჯუთას და მეორე დღეს ღალანგურობაზე გავეშურეთ ხევსურები..ეს დღესასწაული ორ წელიწადში ერთხელ იმართება..არმახსოვს რამდენი ვიარეთ თან სულ მაღლა მაღლა მარა მაგარი იყო.. ღამე იქ გავათენეთ სიმღერებში და ცეკვაში...ბევრი მოხევე იყო ამოსული და ამიტომ ხევსურები ცალკე ვისხედით კარვებში :) ისეთი ნისლი იყო გვერდზე რომ გადავივლიდით უკან ვეღარ ვბრუნდებოდით... კავკასიონი მასჩანდა ქვევით იმ სიმაღლეზე ვიყვენისთ :) ღამე მატლებივით ვიწექით კარვებში და ბევრს მოხევეებმა ფეხსაცმელები მოპარეს :D დილით ზარი დარეკა უხუცესმა და დაიწყო საკლავების კვლა.. მაღალი გორიდან აგორებდნენ და ვიკინგებივით ესეოდნენ საქონელს :D მერე დოღიც გაიმართა..ბეჟანი იყო ერთი და იმან მოიგოო...მერე გუდამაყრელი კაცი გავიცანით,ხევსურების დაწუნებული სიძე ყოფილა :) უმაგრესი იყო.. .
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by chuna » 22 აპრ 2008, 01:39

ლეონტი!
მაგარი იქნება! მე სკანერი არ მაქვს! იმაზეც მადლობელი ვიქნები, ვინმემ დამიქსეროქსოთ, რომ ადვილად გათხოვოთ ყველა მსურველს! მე ერთი ეგზემპლარი გელა დაიაურს დავუქსეროქსე და ვაჩუქე! ორიგინალსაც დავპირდი!
ეხლა ეს ჩემი წიგნი თიკო მოსიაშვილს აქვს და გამოვართმევ!
ვის გადავცე დასასკანერებლად?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by Mta Mkvarebia » 19 მაი 2008, 16:47

ერთ-ერთ საიტზე თუშეთში გავრცელებულ ადათ-წესებზე აი რა ვიპოვე:

მთიდან ბარში ჩამოსახლების შემდეგ, საუკუნეების მანძილზე თუშეთის სხვადასხვა ხეობებში არსებული ტრადიციები შეერწყა ერთმანეთს და უფრო დაუახლოვდა ქრისტიანულ რელიგიას. მიუხედავად ამისა თუშბის ძირითადი დღსასწაულები და ადათ წესები მაინც თუშეთთან და წარმართულ კულტებთან არის დაკავშირებული.
თუმცა დღეს ქრისტიანული დღესასწაულების გვერდით ზემო ალვანში მაინც შევხვდებით წარმართულ დღეობებს , რომელთაც ტრადიციული სახე დაუკარგავთ და რიტუალების გარეშე მიმდინარეობს. ამ დღესსწაულების ძირითადი დანიშნულება მოლხენა და დროსტარებაა.

იახსარი დაახლოებით მე-16-ე საუკუნის ისტორიული ძეგლია. იახსრობის დღეობა იმართება აღდგომის შემდეგ პირველივე ხუთშაბათს და ჩვეულებრივ, ყოველგვარი რიტუალის გარეშე სრულდება.

ალვანის სამხრეთით არის ჯიხოშვილების გვარის სალოცავი, რომელსაც თელათა ჰქვია. ადრე სანამ ზემო ალვანი დაარსდებოდა ამ ტერიტორიაზე უამრავი თელა იდგა მთიდან ჩამოსახლებული ჯიხოშვილებიც ამ დიდი თელების ახლოს დასახლებულან . მათ თავისი სალოცავი ხატის ნიშნად მთიდან ქვა ჩამოუტანიათ და ერთი დიდი თელის ქვეშ დაუბრძანებია. აქ ჯიხოშვილები სალოცავად დადიოდნენ. შემდეგ ის ხე მოულოდნელად წაქცეულა, ამას დამატებია კომუნისტური იდეოლოგიის გავლენა და გვარს ერთი პერიოდი მიუტოვებია საგვარეულო ხატი და მისი სახელიც დავიწყებისთვის მიუცია. არც თუ დიდი ხნის წინ მათ მოიწადინეს ამ ხატის აღდგენა და ძველი ნიშის ადგილას დარგეს თელის ხეები და თელათა დაარქვეს, მოგვიანებით ჟორა ჯიხოშვილმა ააშენა პატარა ხატი, რომელიც აღდგომის დღეს გახსნეს და მას შემდეგ ყოველ აღდგომის დღეს მოდიან აქ სალოცავად, კლავენ საკლავებს და ანთებენ სანთელს.

ჰეღო იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ეზოს გადაღმა ტყის პირას აღმართული ხატია. თქმულების თანახმად, ცხრაკარიდან ადამიანების ქცევით უკმაყოფილო იოანე ნათლისმცემელი თუშეთის სოფელ ჰეღოში გაქცეულა.(ადამიანები მას თურმე ღორსა და ქათამს სწირავდნენ). მე-20-ე საუკუნის ნახევრებამდე ჰეღოში სხვა დღესასწაულების გვერდით აღინიშნებოდა ნათლისმცემლის დღეობაც და მას თუშები, როგორც ერთ-ერთ ძლიერ და მკაცრ ხატს, ისე იცნობდნენ. ამ რმდენიმე ათეული წლის წინ. როცა ჰეღო და საერთოდ თუშეთი დაიცალა მოსახლეობისგან, რამდნიმე ადამიანმა ითავა ჰეღოს ნათლისმცემლის ნიშის ბარად ჩამოტანა და ცრაკარას ტერიტორიაზე მისი აღმართვა რომელსაც დღეს ჰეღოს ნათლისმცემლის სახელით მოიხსენიებენ.

როგორც ჩანს ზემოთ მოყვანილი თქმულება თუშეთში ქრისტიანობის შესვლის პერიოდს უკავშირდება და იმასა მოწმობს რომ ოდითგანვე მჭიდრო კავშირი ჰქონდა თუშებს კახეთთან და კერძოდ ალონის ველზე არსებულ ”ცხრაკარას ” სასახლესთან.

საგულისხმოა ვასილ ბარნოვის ”მიმქრალ შარავანდედში ” მოყვანილი ერთ-ერთ ეპიზოდიც.

”აღდგომის მეორე დღე იყო, ცხრაკარის ეკლესიის დღეობა. თუშთა სამლოცველო იყო ეს ტაძარი.. დიდოეთიც მისდევდა მას. დიდოელნი ჯერ მთლად არ მიქცეულიყვნენ მაჰმადიანობისკენ, არც ქართველობის ნიშან-წყალი აღმოფხვრილიყო მათში. სხვა მთის ხალხნიც ლოცულობდნენ ამ ხატს.”
რამდენად ასახავს ეს სიტყვები ისტორიულ სინამდვილეს ჩვენთვის უცნობია. მაგრამ ერთი რამ ნათელია. ზემო ალვანის ეთე-ერთი ძირითადი დღესასწაული იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში იმართება. დღეობა აღდგომის ღამეს იწყება. ღამის მთევლები საკლავითა და ”ზედაშით” მიდიან სალოცავის კარზე, ღამეს ათევენ და მეორე დღის ლხინის თადარიგს იჭერენ. ნალისმცემლობის დღესასწაულს წესისამებრ ორშაბათს აღნიშნავენ, რომ დაღამდება კი ”სანების”(სამების) ეკლესიაში მიდიან სანთლების ასანთებლად ანუ ”გოგბახულაზე”(წოვათუშურ ენაზე ნიშნავს გარს შემოვლას) ”სანების” დღსასწაული სამშაბათია და რადგან, როგორც სხვა ზემო ალვანის ეკლესიებში აქაც არ მსახურობს მღვდელი, ამ დღეს ძირითადად ქეიფში ატარებენ მლოცველები. მაგრამ არსებობს ერთი მეტად ურყევი ტრადიცია, რომელსაც ლეგენდარული საფუძლები აქვს. ”სანებობის” დღეს აუცილებლდ იმართება ხელჩართული ბრძოლა ქვემო ალვნელებსა და ზემოალვანელებს შორის. როგორც ერთ-ერთი გადმოცემა გვიამბობს, მთიდან შედარებით ადრე ჩამოსახლებული წოვათუშები, თავის აშენებულ ’’სანების” ეკლესიაში ჩაღმათუშებს არ უშვებდნნ და არც მიცვალებულებს აკრძალვინებდნენ ეკლესიის ეზოში. ამიტომ ჩაღმათუშბი იძულებულნი იყვნენ ეკლესიის ღობის გადაღმა ელოცათ და მიცვალებულებიც იქვე დაესამარებინათ.( დღესაც არსებობს ეს სამარხები რომელთაგანაც ყველაზე გვიანდელი საფლავი 1910 წლით თარიღდება.) როგორც ჩანს ამას ვერ შეჰგუებიან ქვემო ალვნელი ჩაღმათუშები და ერთხელაც ”სანებობის” დღსასწაულზე მოხტომიან წოვათუშებს, კბილებამდე შეიარაღბულნი და აუკლიათ ეკლესიის ეზოში მოლხინარნი. ამის შემდეგ დაფიქრებულან წოვათუშბი და დათმობაზეც წასულან.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ზემო ალვანის მოსახლეობა ძირითადად ჩაღმათუშებისა და წოვათუშებისაგან შედგება, რომელთაც მხოლოდ ენა განასხვავებთ ერთმანეთისაგან.(ჩაღმათუშები ლაპარაკობენ თუშურ დიალექტზე ხოლო წოვათუშბი წოურ-ბაცბურ ენაზე) რელიგია, ტრადიციები და კულტურა ერთი აქვთ.

ქორწილი
ასაკში ჩამდგარი ქალის მშობლებს ვაჟის დედ-მამა მაჭანკლად ძმას ან ბიძაშვილსუგზავნის. მაჭანკალი ქალიანთ რამდენჯერმე მიუვა, მაგრამ მას გარკვეულ პასუხს არ აძლევენ და საქმეს განგებ აჭიანურებენ, სანამ ნათესავ-მოკეთეებისაგან ამის დასტურს არ მიიღებენ. შეთანხმებისას მაჭანკალი სიმტკიცის ნიშნად ოჯახის წევრებს ხელს ჩამოართმევს, ”ხელმისამცემლოს” შემოიტანს და დაილოცებიან ახლად დანიშნულთა ბედნიერებაზე. შუამავალი სასიძოსკენ გაემართება, შესვლისას გამარჯვების ნიშნად თოფს გაისვრის. სახლში შესულ მაჭანკალს სუფრას უშლიან. ამას ჩქარა მოჰყვება “ნიშნობისათვის” მზადება. ერთი კვირა რომ ჩაივლის, გაიმართება “ნიშნობა” ქალის ოჯახში მათ სადილს უმართავენ. აქვე წყდება ქორწილის გადახდის დრო და რიცხვი. ჯვარსაწერად ნეფე მაყრებით და ეჯიფით პატარძლისას მიდის. მაყრები სიმღერით და მუსიკის თანხლებით პატარძლის ოჯახში შედიან. ეჯიფი პატარძლის მოსაყვანად გადის, მორთული პატარძალი და მისი “მომრთავნი” ეჯიფს უცდიან. ეეჯიფსა და დადს (გოგოს მეჯვარე,) შორის იმართება სიმბოლური ვაჭრობა, დადი ცდილობს, რაც შეიძლება დიდ თანხად გაყიდოს პატარძალი და, როცა სასურველ თანხას მიიღებს, პირაფარებულ დედოფალს გამოიყვანს და ნეფეს მეჯვარეს “ჩააბარებს,” რომელიც იქვე გაშლილ სუფრასთან მიიყვანს ნეფე-დედოფალს და დალოცავს. ამის შემდეგ ნეფე-დედოფალი მიდის ეკლესიაში და ჯვარს იწერს. ეკლესიიდან ისევ “ქალიანთას” ბრუნდება სადაც მცირე ქორწილი იმართება და ერთ ღამეს რჩებიან. მეორე დღეს დედოფალი ნეფისას მიჰყავთ. სადაც მათ დედემთილი მიეგებება, თაფლს შეაჭმევს და თეფშს გაატეხვინებს. ნეფე-პატარძალს ვაჟის დედისძმები “სადედისძმო ჯვარს” მიართმევენ. რის შემდეგაც თამადა უკვე იწყებს ზრუნვას ქორწილის დასასრულებლად.

“დედისძმათ ჯვარი”
ხის ჯვარი მრგვალ ქადაშია ჩასმული, რომლის წვერებზე ვაშლებია წამოცმული და ერთი წყვილი წინდაა გადაკიდებული. ჯვარი ლანგარეა დადგმული, მის გარშმო კი ალაგია: ცივად მოხარშული ქათამი, თეფშით ხინკალი, ტკბილეული და “დედისძმათ გადასალოცი” ძირითადად ფულადი თანხა. ამ მთავარ ლანგარს მოჰყვება სხვა ლანგრები, რომელიც უხვადაა დატვირთული ტკბილეულით და სუფრასთან ნაწილდება.
ლანგარი რომელზეც ჯვარია დედისძმამ უნდა შემოიტანოს ნეფიონის სუფრასთან მუსიკისა და თოფის ხმის თანხლებით.
ქურწილის მეორე დღეს იმართება ჯვრის დაშლის რიტუალი, რომელიც ფაქტიურად ქორწილის გაგრძელებაა, მაგრამ ძირითადად ძალიან ახლო ნათესავები იკრიბებიან.
ანალოგიურია წოური ქორწილიც თუმცა გარკვეული განსხვავება არსებობს მათს შორის. წოური ქორწილი ერთ დღიანია, აუცილებლად ღამით იმართება და გვიანობამდე, თითქმის გათენებამდე გრძელდება, სანამ ვაჟი წავა გოგონას ოჯახში, მანამდე მის ნათესავებს მოაქვთ პატარძლისათვის საჩუქრები, რომლებსაც აწყობე ჩემოდნებში და ნეფის ახლო ნათესავს მიაქვთ ქალის ოჯახში, დედოფალი და მისი ახლო ნათესავები იკეტებიან ოთახში, სადაც მიმტანი ეუბნება თუ ვისგან არის ესა თუ ის საჩუქარი, ამის შემდეგ კეტავენ ჩემოდნებს და აბარებენ პატარძლის დედას ან დეიდას. ამ საჩუქრებს წოვათუშები ეძახიან “ხინკალს.” ქორწილი თავდაპირველად იმართება დედოფლის ოჯახში, შემდეგ ვაჟის ოჯახში გადაინაცვლებენ. იქ მისულმა მაყრებმა სუფრასთან დასხდომის უფლება რომ მოიპოვონ, პატარძალმა უნდა იცეკვოს მაღალ ხეზე აღმართული მაშხალის ქვეშ, ამის შემდგომ პატარძლის ძმამ ან უახლოესმა ბიძაშვილმა თოფის სროლით უნდა ჩააქროს მაშხალა, მხოლოდ მერე შეუძლია მაყრიონს სუფრასთან დასხდომა. პატარძალს ხელის მოიმკიდესთან ერთად გვერდით უზის გათხოვილი, პატიოსანი ქალი, რომელსაც ”ფეხლათთარ” (გვერდზე მდგომი) ჰქვია, რომელიც რჩევა-დარიგებებს აძლევს მომავალი ოჯახური ცხოვრებისათვის. ქორწილის მსვლელობის დროს პატარძლის ოჯახში გოგონას დედისძმებს მოაქვთ ე.წ. ჯვარი.

მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები
დიდი მარხვიდან ორი კვირის შემდეგ შაბათი მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეა, რომელსაც “სულთკრეფა” ჰქვია. ამ დღისათვის ვამზადებთ სუფრას ვაცხობთ “ბაცუკებს” (ცომის კაცუნებს) და კვერებს, ვატყრობთ ბიჭონს, (ვაკეთებთ ბატიბუტს) ვხარშავთ სიმინდს, წანდილს, ვაცხობთ კოტრებს, (ხაჭაპურებს) პატარა ბიჭები აკეთებენ მშვილდ-ისრებს. შემდეგ იმ ოჯახში ვიკრიბებით, რომელიც ახალი სულის პატრონია (იმ ოჯახში, რომელის წევრიც იმ წელს გარდაიცვალა) და სუფრასაც იქ ვშლით, ვამბობთ შესანდობარს. ბავშვები ამ დღისთვის სპეციალურად გმომცხვარ “ბაცუკაებს” დააყენებენ და მშვილდ-ისარს ესვრიან, თუ რომელიმე მოარტყამს ჯილდოს სახით მას გადაეცემა ეს ბაცუკა.
ერთი კვირით ადრე იმართება წოვების სულთ კრეფა, ანუ როგორც თვითონ ეძახიან “სამოთხობა.” რიტუალი თითქმის ანალოგიურია, თუმცა გარკვეული ნიუანსებით მაინც განსხვავდება.
წოვათუშები სამოთხებს აღნიშნავენ მიცვალებულის სულების მოსახსენიებლად, თუმცა რიტუალს მაინც დღესასწაულის სახე აქვს. ყველა ოჯახი ამზადებს სუფრას, აცხობენ კვერებს, ატყრობენ ყაშანს (აკეთებენ ბატიბუტს) და საღამო ხანზე მიდიან იმ ოჯახში, რომელიც ახალი სულის პატრონია. თუ ახლომახლო ასეთი ოჯახი არ არის, მაშინ სუფრას ქუჩაში შლიან..

დედისძმათ სუფრა
თუ ავადმყოფს მიცვლა უჭირს, დედისძმის ოჯახიდან მიაქვთ სუფრა მომაკვდავის ოჯახში. სუფრას გაშლიან, სანთელს დაანთებენ და უფალს შესთხოვენ მიიბაროს მისი სული.

დაღუპვის შემდეგ ყოველ საღამოს, დაკრძალვამდე ახლობლებს მიაქვთ სუფრა თავისი გარდაცვლილების სახელზე, რათა მოიხსენიონ ”შავშუღამოზე” მათი მიცვალებულების სულები.

სახალხო ზეიმი “ზეზვაობა” 1959 წლიდან დაარსდა სოფ. ქ. ალვანში ზეზვა გაფრინდაულის სახელის სადიდებლად. 2003 წლის დაიწყო “დალაობის” რიტუალის შესრულება. რადგან ერთ-ერთი თქმულების თანახმად ზეზვა გაფრინდაულის დედა, ამჟამად ზემო ალვანში მცხოვრები წოვათუშების გვარის, ფუნჩიშვილების ქალი ყოფილა (ახლა ამ გვარს მოიხსენიებენ აბაშიძედ). ამიტომ ქვემო ალვანიდან ცხენებს გზავნიან ზემო ალვანში, “დედისძმათას”, აქ მასპიძლობას უწევენ წესისამებრ, ხოლო “დალაობის” რიტუალის დასრულების შემდეგ იმართებ დოღი, სადაც თუშების ცხენების გარდა, მონაწილეობას იღებენ პანკისის ხეობის ქისტები და ფშავლებიც. მოჯირითეები ცხენით სწორედ იმ მარშუტს გადიან რომელიც ლეგენდის თანახმად გაფრინდაულმა გაირბინა თავის ლურჯათი.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by Mta Mkvarebia » 19 მაი 2008, 16:48

სხვათა შორის, როგორც მაკენამ გვითხრა, ზეზვაობა ალვანში გაიმართება 31მაისს-1ივნისს. ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაესწროთ და რეპორტაჟიც შემოგვთავაზოთ :)
Image

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by Linda » 19 მაი 2008, 16:56

meore monadire
დამახასიათებელი იქნება

მაინტერესებს შენთვის როგორი მნიშვნელობა აქვს ამ დღესასწაულს
CemTvis aranairi mniSvneloba ar aqvs, es dResaswauli maRalmTian aWaraSia (xulo) me erTxelac ar var namyofi SuamTobaze :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by Mta Mkvarebia » 20 მაი 2008, 15:14

ახლა რაჭაში, კერძოდ, ონის რ-ნის სოფელ წედისში გავრცელებულ დღესასწაულებს და ადათ-წესებს შემოგთავაზებთ:

"რელიგიური დღესასწაულები სოფელ წედისში იცოდნენ «გიორგონთობა, ეს დღესასწაული ყოველთვის იყო აღდგომის მეორე დღეს.აღდგომისათვის სამზადისი ასეთი უყო: აღდგომა დილით წირვიდან რომ მოვიდოდით გავაკეთებდით პურის ფაფას. შევღებავდით კვერცხებს და დააცხობდნენ თონეში ლავაშებს და პურებს. წირვის შემდეგ მღვდელი ჩამოუვლიდა თითოეულ ოჯახს. აკურთხებდა (ილოცებდა საცეცხლურით საკმეველ ჩაყრილი) აქნევდა დაგვლოცავდა აიღებდა სამ კვერცხს «სტაროსტა» ე.ი. ვინც მღვდელს ახლდა და შემდეგ სხვა ოჯახში გადაინაცვლებდა.თუ ოჯახს ახალი მიცვალებული ჰყავდა, ის ცხვარს დაკლავდა. მღვდელი ცხვარს აკურთხევდა, ცხრილზე დაულაგებდნენ პურს, ლავაშს, შეკეცილს, ცხვრის თავ-ფეხს, ბარკალს და მიართმევდნენ მღვდელს სახლში.აღდგომას მეზობლები გადაიწვევდნენ ერთმანეთს და იყო ქეიფი.მეორე დრე ორშაბათი იყო «გიორგონთობა».აცხობდნენ შეკეცილებს, ლობიანებს, ბოხჩუანებს. იხარშებოდა ხორცი და იყო მხიარული სამზადისი. შემდეგ ავირჩევდით სანახშოს. Gამოიტანდენენ პურ-მარილს, თავ-თავის მაგიდებს გაშლიდნენ, დავდებდით ღვინით სავეს ჭიქაზე თითო ბოღჩუანს ( ბოღჩუანი იმოდენა უნდა ყოფილიყო, რომ ჭიქის თავის ოდენი ყოფილიყო, ისე პატარა) და მიუკითხავდნენ ერთმანეთს, გაიმართებოდა სმა-ქეიფი და იყო შემთხვევა ჩხუბიც მოუვიდოდათ მთვრალ კაცებს. ის კვირა იყო აღდგომის კვირა მთელი კვირა უქმე იყო, გარდა ოთხშაბათისა. სამშაბათი «სამებობა» იყო. ხუთშაბათი «ელიობა». საყოველთაოდ პარასკევ დღეს მიწის განძრევა არ შეიძლებოდა. ე.ი. მიწას არ ვამუშავებდით. სხვას კი. Kკვირა კი იყო ახალი კვირა იყო აღდგომის სწორი დღე. ზოგი კვერცხსაც ღებავდა.ღოლის გაჭრა აღდგომამდის არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ აღდგომამდი სამი კვირა იყო დიდი მარხვა და მარხვაში ცხიმიანის, ყველის, ხორცის ჭამა არ შეიძლებოდა. უნდა ეჭამოთ სამარხვო საჭმელი.«სამებობა» იცოდნენ საბანაძეებში და გოცირიძეებში.«ელიობა»-იცოდნენ ირში. Aმ დღეებში ხშირად იცოდა წვიმის მოსვლა.«ახალი კვირა»-იცოდნენ ქვედში, გომში, უწერაში.წედისში იცოდნენ «სული წმინდის მოფენა»-აღდგომის შემდეგ უნდა გავიდეს 7 კვირა.სამოფენოდაც დიდი სამზადისი იცოდნენ.პურმარილით ხალხი მიდიოდა «გორზე»-სასფლაოზე და გაიმართებოდა ქეიფი. ხშირი იყო შემთხვევა მთვრალი მამკაცები დანებითაც დარეოდნენ ერთმანეთს.
გორიდან ჩამოსული ხალხი სანახშოზე აგრძელებდნენ ქეიფს.

»ბოსლობა» (წარმართული) საქონლის ბედობაზე იცოდნენ «ბოსლობა». იცოდნენ ზამთრის პერიოდში-მთელი კვირის განმავლობაში უქმე იყო გამოცხადებული საქმეს არ აკეთებდნენ.«ბოსლობისთვის»-აცხობდნენ ლობიანებს. ერთ განატეხს გამოვაცხობდით, ჩავურთავდით ქადას კაკალს. წავიღებდით: თეფშით განატეხს, ლორის ნაჭერს, კვერცხს.მივიდოდოთ ბოსელში, საქონელს მოუსობდი ქონის ნაჭერს და კვერცხს და ვეტყოდით-»ასე გასუქდი, ასე გამრგვალდითქო!»-შემდეგ კვერცხს დამალავდნენ, სანამ საქონელს გაუშვებდნენ, ე.ი. გაზაფხულამდე. Mმობრუნდებოდნენ იქედან, ზურგზე ბავშვი Hჰყავდათ მოკიდებული, რომელიც იძახდა: «ბოსელ, ბოსელ, ბუუუუ!» სახლის კარებთან რომ მოვიდოდნენ კარები მოხურული დახვდებოდათ, შიგ რომელი ქალიც იყო ის ქატოს გათქვეფდა ტეფშზე და ქათმის ნაფტკენით იყო მომზადებული. გარედან მოსულს არ გაუღებდა კარებს. გარედან დაუძახებდნენ «კარ-რკინისაო» სამჯერ. შიგნიდან გასძახებდა-»კარა მეუფისაო»-ხარებმა რა შემოთვალესო?-სახველ-უღელი დაამზადეთ-ჩვენ მზად ვართო.-ძროხებმა რა შემოთვალესო?-სახბორები დაამზადეთ, ჩვენ მზად ვართო.-ღორებმა რა შემოთვალესო?-საღორეები დაამზადეთო.-კაცებმა რა შემოთვალესო?-თოფ-რეკული (თოფ-ხმალი) დაამზადეთ, ჩვენ მზად ვართო.-ქალებმა რა შემოთვალესო?-აკვნები დაამზადეთ და ჩვენ მზად ვართო.კიდევ სამჯერ დაიძახებდა «კარ-რკინისაო!» ბოლოს გააღებდა კარებს და ხელში მომარჯვებული ნაპტკენით ქატოში ამოვლებულს მიაშხეფებდა მომსვლელს.
ამით სწამდა ხალხს, რომ საქონელი გამრავლდებოდა- ოჯახიც გამრავლდებოდა და გაძლიერდებოდა.

«ჩიტფაფაობა» ეს დღესასწაულიც ზამთარში იცოდა წედისის ხალხმა. მათ სჯეროდათ, რომ თუკი ისინი ამ დღეს ჩიტებს ფაფას გაუმზადებდნენ, ჩიტები მათ მოსავალს არარ შეუჭამდნენ.ყველა ოჯახში ადუღებდნენ ფაფას და ყველა ხეს მოაცხებდნენ, რომ ჩიტს ეჭამა
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]