უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
tiko_r
- იეტი
- Posts: 3498
- Joined: 04 სექ 2007, 21:35
- Location: სოფ. ძუყნური
Post
by tiko_r » 16 მაი 2008, 21:28
მთელი გზა მარშრუტკამდე სულ ლამაზე ვფიქრობდი ცა რომ მსეტყვავდა --- მეთქი რა ნახა ამ კაცმა....

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 21:34
მერე დაიწყო ისევ გრძელი და დამღლელი მგზავრობა, ჩვენი საყვარელი თიკო-რ-ის გამწვანებული სახე და იძულებითი გაჩერებები ყოველ საათში, ისევ "ნამიოკობანა" და ფეხების შეწყობა მხრებზე და თავზე, ისევ "გაწიე ფეხი", "სუფთა მაქვს, ბატონო", "მაშინ მეორე დამადგი"
* და რა თქმა უნდა ისევ ჯოტია ცაავა
ნ------------------------------------
*ეს დიალოგი რა თქმა უნდა არ გამართულა, მაგ კი არა იქით ვეხვეწებოდით ერთმანეთს ფეხები შემოალაგე საზურგეზეთქო, რომ ეს გაუსაძლისი მგზავრობა როგორმე შეგვემსუბუქებინა ერთმანეთისათვის

.
-
tiko_r
- იეტი
- Posts: 3498
- Joined: 04 სექ 2007, 21:35
- Location: სოფ. ძუყნური
Post
by tiko_r » 16 მაი 2008, 22:04
Mta Mkvarebia
ამ ფოტოს უყურე ერთი
ფლიკრ-ზე ვნახე
love valley-ო აწერია
ავტორი samolo_99
ნუ ი ნუ
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 22:11
მერე მოვედით თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, გავიარეთ აუცილებელი პროცედურა და საქართველოს მხარეს გადმოვაბიჯეთ თუ არა უცებ სულ სხვა მზემ გაგვათბო, სულ სხვა ზღვამ გვითხრა ტალღების შრიალით: "გამარჯობა, საქართველოს შვილებოო" და ძალიან ცუდი შედარებაა მაიაკოვსკის "ია გრაჟდანინ სოვეტსკოგო სოიუზა" მაგრამ უცებ ვიგრძენით, მართლა რა საამაყოა იყო საქართველოს მოქალაქე

ამის შესაფერისი ფოტო საქართველოს პასპორტთან ერთად გოგამ გადაიღო და დადებს ალბათ
ეტყობა რომ მზიანი ქვეყნის ნაპირია
ერთი ამ მაჩოს უყურეთ

ამასაც უგრძვნია ქართული მზის სხივები და ზღვის შრიალი

-
tiko_r
- იეტი
- Posts: 3498
- Joined: 04 სექ 2007, 21:35
- Location: სოფ. ძუყნური
Post
by tiko_r » 16 მაი 2008, 22:21
არჩილ ... სკამს ვინც ვერ შეელია - ყველამ სავალალოდ დაასრულა და არ გინდა რა... ნუ ებღაუჭები...
დასთმე!!!

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 22:31
შემდეგი გაჩერება ბათუმი და აჭარული ხაჭაპურები. ამდენდღიანი თურქული კერძების შემდეგ მივხვდით, როგორ მოგვნატრებია ქართული სამზარეულო
მერე გზა თბილისამდე.... ქვევრის მოპატიჟებაზე ფიქრი, "გვიან თუ არ ჩამოხვალთ, შემომიარეთო", მის მასპინძლობას რა სჯობდა მაგრამ მალე დაგვაღამდა. (ისე რა სიმბოლური იქნებოდა ისევ მისი საფერავით ჩვენი მშვიდობიანი გზის სადღეგრძელოს შესმა?

) და ისე, გიო, ჩვენი ჩამოსვლის 4 დღის იუბილე რომ ავღნიშნოთ, ვერა?

...
ღამის სამ საათზე უკვე თბილისში ვიყავით...
ასე დასრულდა ეს მართლაც არაჩვეულებრივი მოგზაურობა. იმდენად მოხიბლული ვარ, მინდა რაც შეიძლება მალე გავიმეოროთ მსგავსი გასვლა, თუნდაც ტაო-კლარჯეთში, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა

.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 16 მაი 2008, 22:40
Mta Mkvarebia
უცებ ვიგრძენით, მართლა რა საამაყოა იყო საქართველოს მოქალაქე

სამშობლოში დაბრუნება მართლაც სხვანაირი გრძნობაა.

ერთხელ ესპანელმა მზარეულმა მანუელმა თქვა რომელიღაც ინტერვიუში, ჩემი ძმა ამბობს, ყველაზე სასიამოვნო აეროპორტიდან სახლამდე მისასვლელი გზააო და, მგონი, მართლა ეგრეა.

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 16 მაი 2008, 22:47
Mta Mkvarebia
მინდა რაც შეიძლება მალე გავიმეოროთ მსგავსი გასვლა, თუნდაც ტაო-კლარჯეთში,
ძაან მაგარი იქნება. მინდა!!! თან, ტაო ბევრად ახლოსაა და მაგდენად არ გავწვალდებით.

-
tiko_r
- იეტი
- Posts: 3498
- Joined: 04 სექ 2007, 21:35
- Location: სოფ. ძუყნური
Post
by tiko_r » 16 მაი 2008, 22:51
guruli
ჰოო... მე სარფში ეგ არ მიგრძვნია იმდენად.. რამდენადაც თბილისის აეროპორტში შემოსვლა... მერე აეროპორტიდან ლამაზი გზა... (ევროპის მერე დიახაც!!! ლამაზია!!!!!!!!) და მერე თბილისში ყველაფერი ისეთი ლამაზია.... ჰაერიც ისეთი სასიამოვნო..ღრუბლებიც სხვანაირია...
გეგონება... 2 წლით ვიყავი წასული

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 16 მაი 2008, 22:58
guruli wrote:
ძაან მაგარი იქნება. მინდა!!! თან, ტაო ბევრად ახლოსაა და მაგდენად არ გავწვალდებით.

მაშ, რაღას ველოდებით?

-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 17 მაი 2008, 02:34
ხალხო, თქვენ გაიხარეთ!!!
ბოლო ორი საათია კაპადოკიაში ვარ და ასეთი ექსპრეს მოგზაურობა ინატროს ყველამ!!
სადაც არ ხარ ნამყოფი, იმის რეპორტაჟს რომ კითხულობ უფრო ხვდები რომ მაგრები ხართ!! მთაშენკა ხო ცნობილი მთხრობელია და თიკო შენც ძაან!!
ვერც ერთი ტურისტული კომპანია ასე ვერ მომანდომებდა კაპადოკიაში წასვლას!! ულამაზეს/უსაინტერესოესია!!
აი, ასეთ სუვენირჩიკებზე ვამბობდი, მეცოს კოშკების ასეთი პატარა ასლები რომ გაკეთდეს, იქაურებს შემოსავალი ექნებათ მეთქი. აივანზე მაქვს უჩენიებისთვის ჩამოტანილი ერთი ტომარა ნაშალი, ვისაც გინდათ გაგატანთ და სცადეთ, ერევნის ემულსიით უნდა მიწებდეს წესით
კიდე, ეს ფოტო რომ დავინახე საერთოდ დავშტერდი, ვიღაც კლასიკოსის რაღაც კლასიკურ ნახატს მაგონებს და არ ვიცი რომელს, ჭუნას ეცოდინება რას მაგონებს ეს მე

,
და ეს ქალი მაღლა რომ იყურება საერთოდ ჰგლეჯს!!

-
ნიმფა
- იეტი
- Posts: 1352
- Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
- Location: სამშობლო
-
Contact:
Post
by ნიმფა » 17 მაი 2008, 09:10
ესეც სუმელა სეტყცის შემდეგ
-
ilia
- Indoors Manager
- Posts: 4263
- Joined: 28 მაი 2005, 23:42
- Location: tbilisi
Post
by ilia » 17 მაი 2008, 11:18
ვაუუუ, დიდი მადლობა მთხრობელებს, ძალიან საინტერესო რეპორტაჟია.
Gvalva
მეც მომინდა მანდ წასვლა, ასე რომ გამითვალისწინე.
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 17 მაი 2008, 15:02
Gvalva
გაიხარე, დიდი მადლობა
მუცოსთან დაკავშირებით, მაგარი იდეაა. მაგრამ ყალიბს ვინ დაამზადებს?
