შაბათ-კვირა, გაგიმართლათ

1 ივნისს, ნინოობას, გთავაზობთ შეხვდეთ ფოკაში, ჯავახეთში, ფარავნის ტბის პირას არსებულ მამათა მონასტერში.
მე სხვანაირად მივდივარ და გაცილებით დიდი ხნით, მაგრამ, მინდა რომ თქვენც დაესწროთ ამ ზღაპრულ დღეებს მართლა ულამაზეს და ზღაპრულ ჯავახეთში, ადგილას, სადაც წმ. ნინომ საქართველოს მიწას პირველად დაადგა ფეხი, ნახოთ მსოფლიოში ერთადერთი ტრაპეზი-ღია ცის ქვეშ, ტბის ნაპირას-იმ ადგილას აშენებული, სადაც წმ. ნინომ დაისვენა. მოუსმინოთ ფარავნის დუდუნს და ზაფხულის პირველი დღის და დათოვლილი მთების ლამაზი შეხამებით იგრძნოთ ის, რასაც ქართული მიწის მადლი ჰქვია.
აიტაცეთ ეს თემა და კომპეტენტური პირები იქნებ ჩაუდგნენ სათავეში, მე სამწუხაროდ საშინლად დაკავებული ვარ და ვერ შევძლებ ორგანიზატორობას. სხვა მხრივ, რითაც შემიძლია, თქვენს გვერდით მიგულეთ.
აუცილებლად 2 დღიანი უნდა იყოს ლაშქრობა, რადგან, გზა საკმაოდ ცუდი და დამღლელია, ღამით აღევლინება წირვა -ლოცვა, ტაძარში, მსურველებს შეეძლებათ დაესწრონ, დილით კი-წირვა ტბის ნაპირას, ღია ტრაპეზთან. რომელსაც სავარაუდოდ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლი ნიკოლოზი ჩაატარებს(თუ საქართველოში იქნება ). უახლოეს მომავალში გავიგებ ყველაფერს დაწვრილებით და თუ დაინტერესდებით-გაგიზიარებთ.