Naia
რა კარგი თემის გახსნა გცოდნია ნაია
მოკლედ, ვოიაჟი მართლაც დაუვიწყარი იყო, გზა საკმაოდ აუტანელი... უსასრულო.. დამღლელი....
გავედით 8 მაისს, 21:00-ზე
კარაველებს დიდი მადლობა გაცილებისთვის და ალკოჰოლური სასმელებისთვის, რომელიც მე პირადად სამწუხაროდ ვერ დავლიე.
მივდიოდით და მივდიოდით
სარფში საზღვარი გადავკვეთეთ 4 საათზე.. და გადავედით თუ არა კიდევ 1 სთ მოგვემატა. ისინი 1 სთ-ით წინ არიან
ვიარეთ
ვიარეთ
ვიარეთ
ვიარეთ
ვიარეთ
გზადაგზა ვჩერდებოდით ჩაიზე და ბენზინგასამართ სადგურებში 00-ებზე.
და ისევ
ვიარეთ
ვიარეთ
ვიარეთ
ვიარეთ
ვიარეთ
საბოლოო ჯამში გაჩერებებიანად 24 სთ გამოგვივიდა
მაგრამ იქ ნანახმა ყველაფერი დამავიწყა
კაპადოკიაში წასვლა არც ისე რთულია (თუ ავტობუსს აიტან.. თუ არა და თვითმფრინავით)
ამიტომ ყველას ვინც ნამყოფი არ ხარტ გირჩევთ რომ წახვიდეთ!
თქვენ იხილავთ გასაოგნებელ პეიზაჟEბს
საოცარ მიწისქვეშა ქალაქებს
არაჩვეულებრივ მე-11 საუკუნის ქვაში გამოკვეთილ ეკლესიებს საოცარი და ულამაზესი ფრესკებით
და რათქმა უნდა მოიწყობთ შოპინგებს და შეიძენთ სუვენირებს (ტრულალა გამოდგა ამის დიდი მოყვარული)

ონიქსის ქვებისგან და სხვადასხვა ხარისხიან თუ უხარისხო თიხის ნაკეთობებს
შეგიძლიათ თავადაც სცადოთ თეფშის ან დოქის დამზადება
აი ნაიამ სცადა და უკმაყოფილო არ დარჩენილა
ფასები საოცრად ცვალებადია
შეიძლება სუვენირი ერთგან 1 დოლარად და სხვა ადგილას 21 დოლარად შეიძინო.
რაც შეეხება ღირშესანიშნავობებს - თუ რა ვნახეთ ფოტოების მიხედვით ნელნელა მივუყვებით
ამინდშიც საკმაოდ გაგვიმართლა
ისე... ფოტოები ბევრი გვაქვს, ....

ძალიან ბევრი

ძალიან ძალიან ბევრი
