კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 01 მაი 2008, 21:07

ნინი_85 wrote:


გიგლა ოჩიაური
გელა დაიაური წავიკითხე და "დაჟე" ისაც გამახსენდა როგორ მღეროდა ამ სიმღერას :oops: :oops: :oops:
ვაი ვაი ვაი :roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 01 მაი 2008, 21:12

Mta Mkvarebia

:)

შენზე ვუამბე გაზაფხულს,
გრძნობა ვასინჯე ცის კარს...
ამ ქარსაც გამოვკითხე და
სიტყვა ვაწიე იმ ქარს...
ბოლოს მივაგენ გვირილას-
ათას ფურცელა მთის ქალს...
სულ ფურცელ-ფურცელ ვამისნე:
მიყვარს? არ მიყვარს ? მიყვარს...
არ დამიმალა გვირილამ:
გიყვარს...ძალიან გიყვარს...

ავტორი არ ვიცი, თუ ვინმემ იცით წამომეშველეთ :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 01 მაი 2008, 21:14

ნინი_85 wrote:
ავტორი არ ვიცი, თუ ვინმემ იცით წამომეშველეთ :)
კარგია! :) დიდი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს :D , მაგრამ არა მგონია, კანონიერი ავტორი დამთანხმდეს :roll:
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 01 მაი 2008, 22:45

ნინი_85 wrote:Mta Mkvarebia

:)

შენზე ვუამბე გაზაფხულს,
გრძნობა ვასინჯე ცის კარს...
ამ ქარსაც გამოვკითხე და
სიტყვა ვაწიე იმ ქარს...
ბოლოს მივაგენ გვირილას-
ათას ფურცელა მთის ქალს...
სულ ფურცელ-ფურცელ ვამისნე:
მიყვარს? არ მიყვარს ? მიყვარს...
არ დამიმალა გვირილამ:
გიყვარს...ძალიან გიყვარს...

ავტორი არ ვიცი, თუ ვინმემ იცით წამომეშველეთ :)

ანნა...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 02 მაი 2008, 00:48

გამოღვიძება,
გამოღვიძება,
და არა ძილი.
დღეს ერთმა შეხვედრამ ინათა დილით,
ისეთმა,
როგორიც მართობდა
ბავშვობის დროს გადამეტებით,
ერთი ღრუბელიც ცაზე არ ჩანდა,
მე კი
ლოყებზე მეცემოდა
წვიმის წვეთები გრილი...

გალაკტიონი... :roll:


მე რომ მიყვარდა ის არის,
ოცნება გამიდიადა,
იმისთა თვალთა ისარი
გულზე მაჩნია ტყვიადა...

:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 06 მაი 2008, 00:05

წერილი

ახლა სად არის შენი რვეული -
შიგ რომ გიწერდი ტრფობის ბარათებს?
სად არის შენი ტანი რხეული, -
ჩემი შეთხზული და მოღალატე?!

ნუთუ საწიგნეს ჩვენი სურათი
ისევ უხდება როგორც თავიდან?
ნეტავ ის ფაცხა საკვამურათი
ისევ იქ თუა, - მამადავითთან?...

მე დავწერ ლექსებს, დავწერ ზღაპრებს
და წარსულს კიდევ ერთხელ გავიარ.
მოვა ზაფხული, თავს შეაფარებს
საყდრის ეზოში ჭიამაია.

და ისევ ჩქარა წავა შარიდან
გახსოვს ის ჩემთან რამდენ ხანს დარჩა,
მერე საყდარში როგორ შევიდა
და სამლოცველო როგორ მოფარჩა.

ო, დავწერ, დავწერ,
დავწერ ყველაფერს,
ხოლო ვერაფერს ვერ დაგპირდებით.
და ყოველ ქარის შემოფრენაზე
ჩემს ფანჯარასთან მოვლენ ჩიტები.

მარტი 1997 წელი


გოგიტა არაბული
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 06 მაი 2008, 09:37

მთას მივაღწიე წვალებით
ვკრიფე და ვკრიფე შალშავი
ფერი მაგ შავი თვალების
ეშხიანი და შავშავი.

გზები დავლახე იმდენი,
აღმართ-დაღმართი ცერ-ცერა,
მაგ ტუჩებივით წითელი
ვკრიფე და ვკოცნე კეწერა.

სევდის წიგნს ყდები შევხიე,
ვნახე ყინულნი დნებიან
დეკის ყვავილებს ვემთხვიე
შენსავით ცივს და ვნებიანს.

სული სილაღეს მილანდავს
შორეულსა და უცნობელს,
ქარაფებს მკერდი მივადე
შენი გულივით უგრძნობელს.

გზა ჩანჩქერისკენ გავლიე
მივაბიჯებდი ჩქარ-ჩქარა
და მერე წყაროც დავლიე
შენი სულივით ანკარა.


გელა დაიაური
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 08 მაი 2008, 13:37

"დაიჯერე, თუ არ გჯერა,
რომ ეს გლოვის ზარებია,
არ მინახავს შენი მზერა
და არავინ მყვარებია.
დაიჯერე, თუ არ გჯერა,
მოვიარე მიწის კალთა,
თან დამსდევდა ბედისწერა
ჩემთა უგზო ხეტიალთა..."

გალაკტიონი :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 09 მაი 2008, 23:32

namcecuna

:)

ძვირფასო, ძვირფასო, ბედი კლავს ჩემს სხეულს,
თვალები, ყორნების მქენჯნიან კლანჭები,
ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს,
ვიღაც ფრთებს მიკეცავს... ეჰა, ვიტანჯები!!!

ამაოდ მომესმის დედოფალთ გროვიდან
ძახილი, უცნობი, მსუბუქი, ცისმარი:
"მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოგიტან,
მე მოვალ,. მე მოვალ, მე მოვალ - სიზმარი!!!"

გალაქტიონი
Last edited by meore monadire on 09 მაი 2008, 23:43, edited 1 time in total.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 09 მაი 2008, 23:36

ნინი_85

:)

როცა შენ ამბობ მიყვარხარ,
მე ფიქრს გვირილას ვანდობ,
გვირილა იმედს მიკარგავს,
არ უყვარხარო ამბობს.

ვის დაუჯერო არ ვიცი:
შენ, ტუ პატარა ყვავილს?
ვიცი, არ ტყუის გვირილა,
და შენ გიჯერებ მაინც.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 10 მაი 2008, 09:39

meore monadire


:)

სიყვარული

შენმა სურვილმა დამლია,

შენზე ფიქრმა და სევდამა,

შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,

გულის თვალებით ხედვამა;

მაოცებს შენი გამზდელი,

ვინც შენ გაგზარდა დედამა...

კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,

მე გულს მაწევხარ ნისლადა,

მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,

გულზე მობმულო ღვიძლადა.

მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:

ვერ ვძლევ შეჩვეულს გრძნობასა.

მთელის ხმელეთის სწორი ხარ,

ვინ მიზამს შენოდნობასა?

ვინა სთქვა: “ტრფობა ბერდება

და სატრფიალო საგანი,

ყინულის ეკალს დაისხამს

წამწმები ცრემლით ნაბანი,

ცრემლითა ნასურვილევით,

დრო რა გაივლის და ხანი?!”

ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,

დამხურეთ მიწის საბანი,

თუ ჩემს შენდამი სიყვარულს

დაეკლოს ერთი ცვარია.

თუმცა რაც პირველად გნახე,

მას შემდეგ კარგა ხანია,

ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს

თუ ავდარი, თუ დარია,

საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,

შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!

ვაჟა ფშაველა
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 10 მაი 2008, 11:41

meore monadire
ნინი_85


;)


"ეს გული შენზე სევდითა
იმგვარად დამისენია,
დღისით ვერ დამიძინია
ღამით ვერ დამისვენია.

დღეზე საყვედურს ვინ იტყვის
როდესაც შანთით მდაღველი
ღამითაც მტანჯავს, ღამითაც
შენზე ფიქრი და ნაღველი"


:)

ნიზამ განჯელი.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 10 მაი 2008, 11:45

წვიმს. წვიმს, წვიმს...
დასველდა გარემო, და გახდა სველი
ლაგოდეხს წასვლა მეზარა,
საქმეც მომრჩენია ძველი....

ფანჯდიდან შევცქერი მზე-ქალას
მზის სხივი ვარჩიე მწველი
ლაშქრობაც არ მქონია კარგა ხანს
და გამოდარებას ველი...

წვიმს, წვიმს, ცის წვეთი არ ცხრება
გარემოს ასველებს კაპ-კუპით
რამდენი ამბავი მოაქვს და
მოგონება წარსულის

ცა დაიბინდა, ჩაბნელდა
ასე სჩვევია წვიმას
ახალ სიტურფეს სძენსო ნაპკური
ტიტას, იას და გვიმრას

წვიმა ახარებს ბუნებას,
კვირტებს იმატებს ნერგი
დიდგორში ჩარგულ ნეკერჩხალს
გაუმაგრდება ფესვი

მზე იჭყიტება ხანდახან
კვლავ ცისარტყელას ველი
იმედი მოაქვსო ცხრაფერას
ლამაზი ქალის ეშხი

წვიმა ასველებს გარემოს,
მიწა ისრუტავს წვიმას
ამის შემხედავ - შემყურეს
რატომღაც ლექსი უნდა

წვიმა ასველებს გარემოს
ფანჯრიდან შევცქერი კუშტად
გულს კი კვლავ ველად გაჭრა და
მთას ბოდიალი უნდა...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 12 მაი 2008, 02:25

...
Last edited by meore monadire on 16 მაი 2008, 02:39, edited 1 time in total.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Kavtaradze » 13 მაი 2008, 18:59

meore monadire
გალა"ქ"ტიონი არა გალაკტიონი :)


სულს მარტოობა უნდა,
მარტო ვიქნები აწი...
სადღაც გაისმის მუდამ
ჩუმი შრიალი ნაძვის
და სანთლებივით დგახართ
თეთრი ჭადრების ბაღში,
ანდა ცუდია განა
დავრჩე ბოლომდე ბავშვი ?
ალექსანდროვის ბაღთან
ეს შორეული ქარი,
ჩემთვის ძვირფასი გახდა
ნელა ჩაივლის ქალი...
ვფიქრობ,სიცოცხლე არ ღირს,
ცისკენ მიფრინავს თვალი,
თეთრი აუზი ბაღის
უკვე აივსო წყალით.
სულს მარტოობა უნდა,
მარტო ვიქნები აწი,
სადღაც გაისმის მუდამ
ცუმი შრიალი ნაძვის.


ტერენტი!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]