დასუფთავების აქცია მარტყოფის "ღვთაების" მონასტერში, 4.05.08

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დასუფთავების აქცია მარტყოფის "ღვთაების" მონასტერში, 4.

Post by Archil » 06 მაი 2008, 02:52

თბილისის ზღვის გარშემო შემოვლებულ გზაზე გასვლამ, ხრეშიან სავალიდან ასფალტზე გადასვლამ სისწრაფე მკვეთრად მოუმატა ჩვენს ველოებს. რბოლისას ქარის ყურებში ზუზუნი, წვიმის წვეთების ნიაღვართან შერთვა, აცრემლებამდე მისული თვალებით ორმოებს შორის გაძრომის წადილობა აზარტს გვმატებდა. სურვილი გიჩნდებოდა ასეთი ქროლვა დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრადმ სწორ ასფალტსაც აქვს ბოლო, მით უმეტეს ვარკეთილის მიდამოებში ;)

ზურას ველო ნამდვილად ასფალტისათვისაა შექმნილი. თუ ხრეშიანზე ნიკას "სვანი" აშკარად სჯობდა, ზურასი ასფალტზე ადვილად კრიფავდა ტემპს და სრბოლის სიამოვნებას მანიჭებდა.

სოფელს მივუახლოვდით, შევედით. ადგილობრივი ძაღლებისათვის მშვენიერი გასართობი ვიყავით - ყეფა ყეფით მოგვდევდნენ გვერდით. როცა ვჩერდებოდი, რათა მენახა თუ რას მოიმოქმედებდნენ, ენაგადმოგდებულები, ძაღლური გულუბრიყვო გამომეტყველებით ჩერდებოდნენ და ისე გვიცქერდნენ, რომ დაძახება და მოფერება მოგინდებოდა კაცს... თუმცა სად გვეცალა სამაგისოდ...

ვარკეთილის შესასვლელში ასფალტი გაუმჯობესდა. ველოზე დამაგრებული სპიდო უკვე 40 კმ/სთ აჩვენებდა. მე და ნიკა გვერდიგვერდ მივდიოდით. სად იყო და სად არა ერთი მურა მეცხვარე ძაღლი გამოგვეკიდა ყეფა-ყეფით, ჯერ ნიკას შეუყეფა და შემდეგ ჩემსკენ მოინდომა.... მაგრამ...

მაგრამ ნიკას წინ აღმოჩნდა და დიდი სისწრაფით მიმავალმა მურა გაიტანა. ყველაფერი მინახია, მარა ველოსიპედს ძაღლი გაეტანოს, პირველად ვნახე. "სვანი" ბორბალი პირდაპირ შუა წელში დაეჯახა ძაღლს. ველო ამოტრიალდა, ნიკა მოისროლა გორა-გორებით. ძაღლი წამოდგა. ხბოსხელა ძაღლი რას იზამდა, ერთმა ღმერთმა და იმ ძაღლმა იცოდნენ მარტო. მეშინოდა გამწარებული ძაღლი ნიკას არ მივარდნოდა - დავამუხრუჭე ველო და შორიდანვე დავანამუსე მურია - არ გრცხვენია რას შვებიო - თანაც უკვე დანას ვამზადებდი, ნიკას რომ მივარდნოდა, მომიწევდა მისთვის (იგულისხმება ძაღლი და არა ნიკა) ყელის გამოჭრა. დამუნათებამ გაჭრა, დამორცხვილმა კუდამოძუებულმა დაგვტოვა და თავის პოსტს (იგულისხმება საგუშაგო და არა ნაწერი) მიაშურა.

ნიკასთან მივედი. მოვიკითხე. ჩემდა გასაკვირად და გასახარად ნიკა ტკივილს არ გრძნობდა. წყალზეც კი უარი თქვა ტრადიციულად. ველოც არ ჩანდა დამტვრეულად. ეგაა, რომ "სვანი" კიდევ უფრო "გასვანდა" და რვიანებით დაიწყო სიარული და უფრო ხშირ-ხშირად ითხოვდა ნასოსს.

თბილისში ველოს ტარება კიდევ ცალკე თემაა. შტატებში ყოფნისას გამაცნეს ველოებით მოძრაობის წესები, მძღოლებიც როგორ უნდა რეაგირებდნენ ველოსიპედისტის გზაზე მოძრაობისას, რა მანძილით და სისწრაფით უნდა ჩაუარონ გვერდით, მოძრაობის ცვლილებისას ველოსიპედისტმა როგორ უნდა ამცნოს სხვებს... საქართველოში ნაკლებად ამ წესების დაცვა ორივე მხრიდან. ველოების დანახვაზე გაკვირვება, დაინტერესება და უცხოობით გამოწვეული მოწიწება უფროა, ვიდრე რაიმე წეს-რიგი.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დასუფთავების აქცია მარტყოფის "ღვთაების" მონასტერში, 4.

Post by Archil » 06 მაი 2008, 03:15

"სვანი" თავისას შვებოდა, სისწრაფეს აშკარად ვკარგავდით წინა საბურავის ხშირ-ხშირად დაბერვის გამო.

ვარკეთილ-სამგორ, ისან-ჰავლაბარ, ბარათაშვილის ძეგლისა და ხიდის გავლით სანაპიროს გავედით, თამარ მეფის ჯვრისწერის ალაგს - ანჩისხატს ჩავუარეთ, ისანს მივაშურეთ და წმინდა ტაძართან ჩამოვქვეითდით. პირჯვარი გადავიწერეთ, ველოები მხარზე შემოვიგდეთ და ქარვასლისკენ ამავალ კიბეს ავუყევით.

კიბეზე ასული კინაღამ დავეცი...

იმისთანა დაცემა დევოჩკები დამხვდნენ 8)

Image

კიდევ კაი ველო იყო იქვე და დაცემას გადამარჩინა. ტრადიციული ტექსტი "დევოჩკი მოჟნო ს ვამი პოზნაკომიტსია" თავისით მოდიოდა, როცა ჭუნამ დამასტოპა და საყვარელო როგორ ხარო მითხრა... აწეწილი თმები გამისწორა - ბიჭო რას დამსგავსებიხარო - კახურად მითხრა და... ჩევნ წავედითო ...

დანარჩენი უკვე თქვენც იცით. საღამოს 12-ზე დავბრუნდი საჩილიმოდან სახლში...

ჰოდა კიდო ერთი ფოტო

ქოლგა წვიმაში...

რაბიტი ქოლგაში :)

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დასუფთავების აქცია მარტყოფის "ღვთაების" მონასტერში, 4.

Post by Archil » 06 მაი 2008, 03:23

ქატო იქა, ფქვილი აქა
ჭუჭყი იქა, წმინდა აქა,
გვიანია აწი და
ჩემი საწოლიც აქა...

და კახური სუფრის ტრადიციით გავიხსენოთ რის გარშემო შევიკრიბეთ

ჩემი უსაყვარლესი ხედი

Image

გაკოცეეეეეეთთთთთთთთთ

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :oops:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დასუფთავების აქცია მარტყოფის "ღვთაების" მონასტერში, 4.

Post by Naia » 06 მაი 2008, 16:11

Archil
ესეც ჩემი ლამაზი ტრეიკმეიტი (მოიფიქრეთ ქართული შესატყვისი )
'ტრეიკმეიტი' კი არადა 'ტრეკინგმეიტი'.

მოკლედ, ვერ გასწავლე რა ეს ინგლისური :)

ამ სიტყვის ქართული შესატყვისია 'თანამოლაშქრე'.

პს. გამომიგზავნე რა მაგ ფოტოს ორიგინალი :)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დასუფთავების აქცია მარტყოფის "ღვთაების" მონასტერში, 4.

Post by Naia » 06 მაი 2008, 16:14

Archil
უკვე დანას ვამზადებდი, ნიკას რომ მივარდნოდა, მომიწევდა მისთვის (იგულისხმება ძაღლი და არა ნიკა) ყელის გამოჭრა
:shock: :shock: :shock:

ჩაგრავ არა ცხოველებს :twisted:

მოიცა, დავურეკო ცხოველთა დაცვის სამსახურს...

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
დასუფთავების აქცია მარტყოფის "ღვთაების" მონასტერში, 4.

Post by N67 » 06 მაი 2008, 16:45

Naia wrote: მოიცა, დავურეკო ცხოველთა დაცვის სამსახურს...

მოიცათ ე ნიკათა დაცვის სამსახურს არაფრად აღარ აგდებთ, 2 მეტრი რომ ვიფრინე და ერთი მაგდენი კიდევ ასვალტზე :twisted:


:)

არჩილ, გინდა რეპორტაჟი დაარქვი გინდა ამბიყოლა :)
მთავარია, ხოშიანად რომ გააკეთე :D
Image

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
დასუფთავების აქცია მარტყოფის "ღვთაების" მონასტერში, 4.

Post by Katy » 06 მაი 2008, 20:40

ra tavgadasavlebi gqoniat tbilisshi velosipedebit dabrunebulebs.. :)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
დასუფთავების აქცია მარტყოფის "ღვთაების" მონასტერში, 4.

Post by Wanderer » 06 მაი 2008, 21:10

N67
მოიცათ ე ნიკათა დაცვის სამსახურს არაფრად აღარ აგდებთ
მე ვარ მაგ სამსახურიდან. :D რაო რამე პრეტენზიები აქვთ ძაღლებს? იმისთანა ყეფა ვიცი რომააა. სუ კუდამოუებულები გაიქცევიან ბუნაგებში. :D :lol:

Katy
ra tavgadasavlebi gqoniat tbilisshi velosipedebit dabrunebulebs..
განსაკუთრებით მესიამოვნა ველოს გაქროლება ქარვასლიდან ვაჟას ბოლომდე. წვიმაში. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

ninia-gogo
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 01 აპრ 2008, 22:39
Location: Tbilisi
დასუფთავების აქცია მარტყოფის "ღვთაების" მონასტერში, 4.

Post by ninia-gogo » 06 მაი 2008, 22:55

ანტონ მარტყოფელის ტაძარი

Image


ninia-gogo
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 01 აპრ 2008, 22:39
Location: Tbilisi
დასუფთავების აქცია მარტყოფის "ღვთაების" მონასტერში, 4.

Post by ninia-gogo » 06 მაი 2008, 23:02

დასუფთავებისა და სადილობის მერე, ჩვენი ბიჭები ამღერდნენ

Image



GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დასუფთავების აქცია მარტყოფის "ღვთაების" მონასტერში, 4.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 მაი 2008, 00:33

Archil
N67
ყოჩაღ პატიოსანი შრომისთვის!
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დასუფთავების აქცია მარტყოფის "ღვთაების" მონასტერში, 4.

Post by Mta Mkvarebia » 07 მაი 2008, 23:42

ჰოო, დასუფთავების აქციის მონაწილეებმა კეში დავმალეთ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. კონტეინერში მოთავსებულია: გამარჯობა საქართველოს მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი ნაკურთხი ჯვარი, თმის სამაგრები, ერთჯერადი ხელსახოცი, რეზინის ხელთათმანი (ალბათ, დამეთანხმებით, ძალიან სიმბოლური დატვირთვის მქონე ნივთი) და სხვა წვრილმანი. ასევე ჩავდეთ წერილი, სადაც აქციის მონაწილეებია ჩამოთვლილი და მითითებულია კარვის მისამართი, იმ შემთხვევაში თუ კეშს არაკარველი, მაგრამ იმედია, მომავალი კარველი იპოვნის :wink: სხვათაშორის მაგ სიაში არცერთი კარველი არ გამომრჩენია, რეპორტაჟისგან განსხვავებით :wink: . სამწუხაროდ, კეშის ფოტოები არ მაქვს. იმ დღეს თითქმის არ გადამიღია არაფერი. კეში დავმალეთ მე და ბარბარემ, ლეონტის გოგონამ აი დაახლოებით ამ ტერიტორიაზე:

Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]