meore monadire wrote:მე თქვენს გვერდით ვარ, უბრალოდ არ ვიცი ეს ფსალმუნების კითხვა რას ნიშნავს...
მეორე მონადირე, უნდა შეიარო საეკლესიო მაღაზიაში და შეიძინო ფსალმუნნი. (სასურველია დიდი შრიფტით).
ფსალმუნში 20 თავია.
ფსალმუნის მკითხველთა ჯგუფი უნდა შედგეს 20 ადამიანისგან.
და თითოეული წევრი დაინაწილებს თავებს და დღეში წაიკითხავს 1 თავს, რასაც აგრეთვე კნონს უწოდებენ.მეორე დღეს თითოეული მათგანი კითხულობს შემდეგ თავს და ასე შემდეგ.
კითხვისას ,შუალედებში ითქმება მცირე ლოცვა ავადმყოფისთვის.
ჯამში გამოვა , რომ დღეში ჯგუფის მიერ ფსალმუნნი სრულად ანუ 20 თავი იკითხება, მიზანმიმართულად 1 პიროვნების დასახმარებლად.
აქ გასათვალისწინებელია 1 რამ.
თავის კითხვას სჭირდება 20 იოდე , მაქსიმუმ წუთი.
არ უნდა გამოტოვო , დაგავიწყდეს, დაგრჩეს და ა. შ. დღის საკითხავი კანონი, თორემ მთელი ჯგუფის ძალისხმევას აფუჭებ.
ამიტომ საქმე საპასუხისგებოა და სერიოზული.
ვინც შეუდგება არ უნდა მიატოვოს სანამ საქმე ამას მოითხოვს, ან თავისი შემცვლელი უნდა იპოვნოს.