ინფორმაცია ინდოეთზე

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ინფორმაცია ინდოეთზე

Post by Naia » 02 მაი 2008, 02:31

Mta Mkvarebia
tiko_r
წამოდით. მე იქ ვიქნები (თამარაც :) და ძალიან გაგვიხარდება მეც და მინდიასაც თქვენი იქ ნახვა.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ინფორმაცია ინდოეთზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 მაი 2008, 02:59

გმადლობთ, გმადლობთ.
2ჯერ ჩავედი ინდოეთში.
მკდ რომ გითხრათ, ვიზა 4 დღეში ერევანში კეთდება. 50 $ ღირს.
ფრენა მოსახერხებელია შემდეგი რეისებით:
თბილისი-დუბაი-ინდოეთი (ნებისმიერი დიდი ქალაქი)
თბილისი-მოსკოვი-ინდოეთი, თბილისი-ბაქო-ტაშკენტი-დელი.

სხვა არჩევანიც არის.

ცხოვრება იაფია. განსაკუთრებით ადგილობრივი ტრანსპორტი და კვება (3-4 დოლარი სადილი). რესტორნებში 2ნაირი მენიუა - ვეგეტარიანული და არავეგეტარიანული.
საზღვაო კურორტებიდან გოაში დასვენება საუკეთესო და იაფია. წლის ნებისმიერ დროს მიბრძანით ბატონო.
მაღალი სეზონი დეკემბერი-იანვარია. ამ დროს საშუალო ტემპერატურა 31 გრადუსია.

ქალაქებიდან წარუშლელ შთაბეჭდილებას ბომბეი, იგივე მუმბაი ტოვებს, რომელიც 40 კმითაა დაშორებული
კინოცენტრ "ბოლივუდიდან".
დელიში (იგივე ნიუდელი) 2 დღე გაჩერება საკმარისია. დელიდან მანქანით 4 სთის სავალზეა ქალაქი
აგრა, სადაც ცნობილი ტაჯმაჰალია. კერძო ტაქსით 2ვე გზა 100-120 დოლარი ღირს.
ფულისა და დროის შემთხვევაში, გადაფრენა შეიძლება ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ კოლკატაში
(იმავე კალკუტაში), იქიდან კი მეზობელ ნეპალსა და ბჰუტანში. ვიზები დელიში კეთდება.

და კიდევ, გაითვალისწინე, რომ ძროხა ინდოეთში საკულტო ცხოველია და ქუჩებში მრავლად არიან. მათი შეურაცხყოფა ან ჭამა დაუშვებელია. რესტორნებში ძროხის ნაცვლად კამეჩის ხორცი აქვთ.
კერძები განსაკუთრებულად ცხარე აქვთ.

დაუშვებელია ონკაებიდან წყლის დალევა ან გაურეცხავი საკვების ჭამა.
წყალი დახუფული ბოთლიდან უნდა დალიო.

ბევრი მათხოვარია. თუ ვინმეს ფული გინდა მისცე, ეს სხვებისგან შეუმჩნევლად უნდა მოახერხო,
თორემ დაგესევიან.
ადგილობრივ ტაძრებში უფეხსაცმლოდ უნდა შეხვიდე.
ინდოეთი მრავალეთნიკური ქვეყანა (მოსახლეობამ მილიარდს გადააჭარბა). ამიტომ მრავლად არის
დღესასწაული. ყველაზე სანახაობრივი იანვრის თვეა.

ინდოეთი ის ქვეყანაა, რომელიც დანარჩენ მსოფლიოსთან ნახევარსაათიანი დროით განსხვავდება. მაგალითად, თუ ჩვენთან დღის 12:00 სთია, იქ დღის 13:30აა.

დანარჩენი პირადად.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ინფორმაცია ინდოეთზე

Post by Kakha » 02 მაი 2008, 07:59

სამომავლო გეგმებიდან "რჩევების" განყოფილებაში ეს თემა მე გადმოვიტანე. ალბათ დამეთანხმებით, რომ აქ რჩევას ეკითხებოდნენ გამოცდილ კარველებს და ამიტომაც გადმოვიტანე. გთხოვთ აქ გააგრძელოთ მსჯელობა/რჩევები.

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ინფორმაცია ინდოეთზე

Post by Kavtaradze » 02 მაი 2008, 09:31

აბა ოქტომბრისთვის მინდა წასვლააააა
ვინ მოდის? :D
აუ კაროჩე ერთი 300$ ში ხო ჩავეტევით კაცი? ანუ ავტოსტოპის გარეშეე? :)

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ინფორმაცია ინდოეთზე

Post by Kavtaradze » 02 მაი 2008, 09:36

ან იანვრისთვისაც შეიძლება :) როგორც გოგამ აღნიშნა კაი სანახაობებიაო.
გოგა შენ პირადად მთლიანობაში რა დაგიჯდა თუ საიდუმლო არაა?

დღე-ღამე სასტუმრო რა ჯდება?

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ინფორმაცია ინდოეთზე

Post by Kavtaradze » 02 მაი 2008, 09:37

Kakha
მადლობ :)
მართალია, რჩევა უფრო მჭირდება, მართლაც მაგარი ქვეყანაა რა :)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ინფორმაცია ინდოეთზე

Post by ლეონტი » 02 მაი 2008, 10:21

ყველა კითხვაზე პასუხი აქაა:

http://india.narod.ru/faq.htm


User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ინფორმაცია ინდოეთზე

Post by lama » 02 მაი 2008, 11:07

Naia wrote:tiko_r
16 მაისი :)

მინდიას პიარის მენეჯერი ვარ :)
ძალიან კარგი.

მოვდივარ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ინფორმაცია ინდოეთზე

Post by Kavtaradze » 02 მაი 2008, 15:59

აქ ნუ გააოფებთ რა :D გახსენის ცალკე თემა :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ინფორმაცია ინდოეთზე

Post by guruli » 02 მაი 2008, 17:09

რაც სურათებიდან ვიცი, ინდოეთში აგრაზე არანაკლებ ლამაზი უნდა იყოს უდაიპური, ჯოდრუპი და ჯაიპური. თქვენის ნებართვით, მაგ ქალაქების რამდენიმე ფოტოს შემოგთავაზებთ, მაგრამ ჯერ ტაჯ-მაჰალი.
Image
Image
ჯაიპური
Image
Image
ჯოდრუპი
Image
Image
უდაიპური
Image
Image
Image
გემრიელი ლუკმა ბოლოსთვისო და ესეც უდაიპური - სასახლე ზღვაში. :P :P
Image

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ინფორმაცია ინდოეთზე

Post by Kavtaradze » 02 მაი 2008, 23:50

guruli
მართლაც ულამაზესია!
არ წამოხვალ?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ინფორმაცია ინდოეთზე

Post by guruli » 03 მაი 2008, 14:33

Kavtaradze
არ წამოხვალ?
იცოცხლე, იდეაში ძალიან მინდა წასვლა, მაგრამ ინდოეთში კი არა, გურიაში ვერ მივდივარ ამ სამსახურის გადამკიდე. :lol: :lol:

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ინფორმაცია ინდოეთზე

Post by Kavtaradze » 03 მაი 2008, 23:23

guruli
მე გამოცდებს რო ჩავაბარებ იმაზე მაქ გათვლილი :D მანამდე ფულზეც ვჩალიჩობ :D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ინფორმაცია ინდოეთზე

Post by Naia » 16 მაი 2008, 03:57

ბარემ აქვე დავწერ

ვისაც მინდია მიდელაშვილის ინდოეთის თემაზე მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაინტერესებთ, მობრძანდით სამხატვრო აკადემიაში, ორშაბათს (19 მაისს), საღამოს 6 საათზე. გამოფენა გაგრძელდება 24 მაისამდე.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]