უძირო ტბა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
უძირო ტბა

Post by meore monadire » 23 აპრ 2008, 00:05

ახლა რაც შეეხება მე რა ვიგრძენი ირველად რომ ვნახე:

მოღრუბლული ამინდი იყო და ხანდახან წვიმდებოდა,

რომ ვნახე რაღაცნაირად დავიგრუზე არ ვიცი რატომ

მთაშია ჩაფლული, თითქოს კრატერის პირი იყოს, ზედ გზაც გადის თითქოს, და სულ ხმაურობს ეს ერთი ბეწო ტბა...



სიდიდით არაა უშველებელი, დიამეტრი 30-40 მეტრი ექნება, წყალი საშინელი ფერისაა: მოშავო, ნაპირი მეტრანახევარზე ჩანს, მერე უცბად ქრება ...

შუაში წყალი სულ მოძრაობს გინდ იყოს ქარი გინდა არა...




ახლა რაც შეეხება ლეგენდებს:
Last edited by meore monadire on 23 აპრ 2008, 11:00, edited 1 time in total.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
უძირო ტბა

Post by meore monadire » 23 აპრ 2008, 00:18

ზურაბ ერისთავი მაგ გზით აპირებდა თურმე, ხევსურეთში გადასვლას (გზა ეგრეცაა და ცენტრალურის მოშორებითაა, რაც ხელს შეუწყობდა ჯარის არ შემჩნევას მოსახლეობისაგან)

უკუნი ღამე ყოფილა, სულ შავ ცხენებზე ყოფილა მთელი ლაშქარი ამხედრებული, მხოლოდ ბოლოსწინა ცხენი ყოფილა თეთრი...

ხოდა გზად "გუბე" შემოხვედრიათ, თითო-თითო გადიოდნენ ცხენოსნები...

ცხენების თქარათქური, წყლის ჩქვეფის ხმა ერთმანეთში ირეოდა. ღამე კი ცხენოსნები არ ჩანდნენ

მხოლოდ უკანასკნელი მხედარი დააეჭვა შემდეგმა: მის წინ მიმავალი თეთრი ცხენი წყალში ჩავიდა, მაგრამ იქითა ნაპირზე არავინ გასულა...

გამობრუნდა უკან ეს ბოლო ცხენოსანი...

მეორე დღეს მთელ ლაშქარ დაკარგული ზურაბი უკან დაბრუნებულა და მყვინთავები აუყვანია ამ ტბასთან...

მყვინთავი ტბაში ჩასულა თოკ მობმული...

როცა ამოსულა, შემდეგი რაღაც მოუყოლია:
შუაში, დაბლა ერთი კლდეა, კლდეს გველვეშაპი ყავს შემოხვეული, კლდეზე თეთრი ცხენის ბარკალი კიდიაო...
Last edited by meore monadire on 23 აპრ 2008, 11:05, edited 1 time in total.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
უძირო ტბა

Post by meore monadire » 23 აპრ 2008, 00:18

ისე იმ ტბაში ჩასვლა არ შეიძლება: ხალხს ითრევსო ამბობენ...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
უძირო ტბა

Post by lomikata » 23 აპრ 2008, 00:34

meore monadire


გამაჟრჟოლა, ეს რა მოჰყევი...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
უძირო ტბა

Post by Gvalva » 23 აპრ 2008, 01:11

meore monadire

შენ რომ ლეგენდების მოყოლა იცი!!! წაკითხვისას შენი ხმა მესმის :)

მგონი ერთიდაიმავე ტბაზე ლაპარაკობთ, ზედაპირის ფართობიც ემთხვევა ლეონტის სტატიისას.

ბაბუამაც უკანდახუ ახსენა მარა მგონი ტანიეს გამო. კიდევ დავაზუსტებ ბაბუასთან ამ ამბებს

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
უძირო ტბა

Post by ლეონტი » 23 აპრ 2008, 09:58

ზემოთ მოყვანილი ლეგენდიდან 1 ფაქტი დღესაც დასტურდება,
ესაა ოთხრქა ცხვარი.
და მე მჯერა რომ დანარჩენიც სინამდვილეა და არა ზღაპრები , გრძელი ზამთრის ღამეების დასამოკლებლად.

Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
უძირო ტბა

Post by გვალდა » 23 აპრ 2008, 10:04

აუ, ეს რეები მოჰყევი ბექა :shock: მჯერავს!

meore monadire

შენ რომ ლეგენდების მოყოლა იცი!!! წაკითხვისას შენი ხმა მესმის
აი ზუსტად რა!
სვანეთოლოგი

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
უძირო ტბა

Post by meore monadire » 23 აპრ 2008, 11:05

ვინმემ მითხარით რა იმ სტატიის შინაარსი :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image


User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
უძირო ტბა

Post by meore monadire » 23 აპრ 2008, 11:17

ლეონტი wrote:ზემოთ მოყვანილი ლეგენდიდან 1 ფაქტი დღესაც დასტურდება,
ესაა ოთხრქა ცხვარი.
და მე მჯერა რომ დანარჩენიც სინამდვილეა და არა ზღაპრები , გრძელი ზამთრის ღამეების დასამოკლებლად.
ასეთი ცხვარი ადრე ზოოპარკშიც ყავდათ მე მახსოვს კარგად

ოღონდ ოთხრქა არ ქვია ლეგენდებში,

ოთხრქაორყურა ცხვარიო ასეა მოხსენიებული სულ
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
უძირო ტბა

Post by Naia » 23 აპრ 2008, 13:54

ლეონტის დადებულ სტატიას რომ ვკითხულობდი, რატომღაც აბუდელაურის ტბები და ბექას მიერ მოთხრობილი კოპალასა და დევების ისტორიები მახსენდებოდა

დამაინტრიგებელი სტატიაა... ბექას მონათხრობმა უფრო გამიძლიერა ინტერესი. იქნებ წავსულიყავით ამ ტბის მოსანახულებლად? დარწმუნებული ვარ, ადგილობრივებისგან ბევრ საინტერესო ისტორიას მოვისმენთ მის შესახებ

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
უძირო ტბა

Post by GOGONA » 23 აპრ 2008, 14:38

რუსული ტექსტიდან შევეცდები ტბის აღწერილობის გადმოტანას:

"ღრმა, არათანაბარი კიდეების მქონე ქვაბულში, რომელიც დიდი ხნის წინ ჩამქრალი ვულკანის ყელს ჩამოჰგავდა, თითქოს მინისგან ჩამოსხმული, ლურჯი ტბა იყო, გაშეშებულივით. ნპირთან, ტბის კიდეებზე წყალი უძრავად იდგა, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ქარი იმ შემაღლებაზე, სადაც ჩვენ ვიდექით ქურთუკებს გვახევდა.
მარჯვენა, ბალახით შემოსილი დამრეცი ფერდიდან ტბისკენ რამოდენიმე წყარო ჩაედინებოდა, მთის წიაღი რკინის შენაერთს შეიცავს, რის გამოც წყაროების კალაპოტი ფერადი არშიებივით იყო შეღებილი.
მოპირისპირე მხარეს ტბისკენ, გაუმდნარი, ნაცრისფერი თოვლის ფართო ენა მოემართებოდა. თოვლის ქვემოდან წყალი ხმაურით გამოდიოდა და ტბაში ჩაედინებოდა.
მარცხნივ, კლდოვანი ქვაბულის მთლიანობა ირღვეოდა, ქვაბულის კიდე ნაპირს უთანაბრდებიდა, იქიდა ხმაურით გადაედინიბოდა წყლის მოზრდილი ნაკადი და მწვანეში იკარგებოდა.
..."

თარგმანიზა ბოდიში :oops:
მარა თუ სწორად გავიგე, ამ აღწერილობით ეს უძირო ტბა გამდინარეა :roll:
Who is John Galt?

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
უძირო ტბა

Post by Toma » 23 აპრ 2008, 14:42

GOGONA
თარგმანი სწორედაც რომ საუკეთესოა.
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
უძირო ტბა

Post by GOGONA » 23 აპრ 2008, 15:16

აუ ამდენს რა გადათარგმნის :roll:

მოკლედ, ტბაში უამრავი წყალმცენარე იყოო, ეს წყალმცენარეები უცნაურად მოძრაობდნენ, თრთოდნენ, თოკებივით ეხვეოდნენ და მერე თითქოს ერთბაშად ეშვებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ წყალში არანაირი დინება არ შეიმჩნეოდაო. მცენარეთა ამდაგვარი "ლივლივი" წყალს ხან მწვანე, ხან ლურჯ ელფერს აძლევდაო.
პროფესორმა ბუაჩიძემ ეს მონათხრობი რომ მოისმინა თქვა - ხუთი წლის წინ მე ვიყავი მანდ და არანაირი წყალმცენარე არ შემინიშნავს და ტბაც ანტრაციტივით შავი იყოო.

ერთი სიტყვით,
გადაწყვიტეს სიღრმე გაეზომათ და გასაბერი ტივით (ალბათ ლეიბით) შეცურდნენ, თან წაიღეს ქვამიბმული, ყოველ მეტრზე განასკვული 20მ-იანი თოკი
რომ ჩაუშვეს 5-6მ-ს აჩვენებდა, მაგრამ ტბის ცენტრთან წყალმცენარეები უცებ გაქრა და რაღაც სიშავე გაიჩითა (ვყვები რა :wink: )
ტიპი წერს სავშინდიო, ჩემს ქვემოთ წყალში რუხი რაღაც იწვაო, მორის მაგვარიო, ამ "მორის" ერთ-ერთ მომრგვალებოლ თათზე შუაზე გახლეჩილი ბაყაყი იყო მიწებებულიო. კარგად რომ დავაკვირდი, ეს რაღაც წყლისგან ზედაპირდამუშავებულ კლდოვან წარმონაქმნი იყო, რომელიც უზარმაზარ თევზივით რაღაცას გავდაო, მარა იმ ბაყაყს იქ რა იჭერდა, რატომ ზევით არ ტივტივდებოდაო?
ამ დროს სიღრმის მზომავი გამახსენდა და თოკი ჩავუშვიო, კვანძების დათვლა სულ გადამავიწყდაო და...
თოკი რომ ხელიდან გამისრიალდა, კი მივხვდი რომ ქვამ ფსკერამდე ვერ მიაღწიაოოოო. უფფფ :roll:

ე.ი. თოკი 20მ-იანი იყო, ტბა 20მ-ზე ღრმაა, :roll: დავიღალე
Who is John Galt?

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
უძირო ტბა

Post by GOGONA » 23 აპრ 2008, 15:28

უჰ, ბარემ იმასაც ვიტყვი რატომ წავიდნენ ეს მეცნიერები უძირო ტბის გამოსაკვლევად.

ადგილობრივები ამ ტბას სათოფეზე არ ეკარებიან, შეგ ურჩხული ცხოვრობსო.

და კიდევ...
აბუდელაურის ტბაზე ვიღაცას რაღცის ჩარჩო აუტანია გასარეცხად და წყალს ეს ჩარჩო შეუთრევია, მერე ეს ჩარჩო უძირო ტბაში უპოვნიათ.

აბუდელაურის რომელი ტბა? ალბათ თეთრი :roll:

და კიდევ... რა უნდა ალპურის ლამის ყინულოვან ტბაში ტროპიკულ წყალმცენარეებს?
და კიდევ... ეს ტბა არ იყინება
უჰ, რამდენი ვილაქლაქე :wink:
Who is John Galt?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]