ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 22 აპრ 2008, 15:19
anano
ჩემი თხოვნა იქნება ნუ გეწყინებთ ნურავის, მაგრამ რომ არ დამეპოსტა არ შემძელო...თუ ვინმეს ეწყინა მაპატიეთ, მაგრამ ასეა....
არა მგონია, ვინმეს ეწყინოს - აქ ყველას თამუნას კარგად ყოფნა გვინდა. დარწმუნებული ვარ, იმ ღამესაც რომ არ შეეშვათ ჩვენი მეგობრები, არც მაშინ ეწყინებოდა ვინმეს. უბრალოდ, მაშინ მათ ასე კარგად არავინ აუხსნა, რომ ეს
საშიშია ავადმყოფისთვის.
მოკლედ, მაგ თემაზე საბოდიშო არაფერი გაქვს. პირიქით, მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის. ექიმი არა ვარ, მაგრამ მესმის, რომ მდგომარეობა ყველა მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს, თუმცა რასაც წერ, დამაიმედებელია. მდგომარეობა რომ არ უარესდება, ამ ეტაპზე ესეც დიდი იმედია, სხვაში კი ღმერთია მოწყალე და კიდევ ერთხელ შევთხოვ თამუნასა თუ სხვების ჯანმრთელობას.
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 22 აპრ 2008, 15:49
მოუთმენლად ველი ანანოს გამოჩენას...
-
vazano
- მაწანწალა
- Posts: 634
- Joined: 19 მარ 2008, 11:18
- Location: iq sadac ocneba ercymis realobas
Post
by vazano » 22 აპრ 2008, 16:39
ხალხნო რამე სიახლე არაა? როგორ რის შატილის ასული?
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 22 აპრ 2008, 16:46
ბოლოს კარვის დაბადების დღეზე ვნახე..
მეტრო დელისთან რო ვიკრიბებოდით ვსპიშკა არ აინთო თუ რაა და მოკლედ იმ დღეს არის გადაღებული რა:(
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 22 აპრ 2008, 17:27
რაც მოვიპოვე ინფორმაცია:
თამუნას კომპიუტერული ტომოგრაფია გაუკეთდა და კონტუზიის კერებში შეშუპება არისო, მანიტოლი ისევ ეძლევა (შეშუპების საწინააღმდეგოა).
24 საათი გავიდა დასაძინებელი წამლების შეწყვეტიდან და ნევროლოგიური სტატუსი უკეთესიაო, გამღიზიანებლებზე გარკვეული პასუხი არისო.
რამდენიმე დღე ისე კრიტიკულია, შემდეგ იმედია გაუმჯობესება უფრო გამოიკვეთებაო.
მარიამიც ვერც ისე კარგადაა, მარა თამუნას ფონზე უკეთესად არისო, შეშუპება ტვინის იმასაც ქონია, ოღონდ გემატომები არ აქვსო.
-
vazano
- მაწანწალა
- Posts: 634
- Joined: 19 მარ 2008, 11:18
- Location: iq sadac ocneba ercymis realobas
Post
by vazano » 22 აპრ 2008, 17:37
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 აპრ 2008, 17:43
შეუშუპებლობა დამაიმედებელია.
ჩვენ ჩვენი ლოცვით შეგვიძლია დავეხმაროთ მეგობარს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
vazano
- მაწანწალა
- Posts: 634
- Joined: 19 მარ 2008, 11:18
- Location: iq sadac ocneba ercymis realobas
Post
by vazano » 22 აპრ 2008, 18:22
დღეს საღამოს რამე ღონისძიებას გეგმავთ?
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
-
kolxi gogo
- მაწანწალა
- Posts: 362
- Joined: 18 იან 2008, 18:06
- Location: Kolxeti
-
Contact:
Post
by kolxi gogo » 22 აპრ 2008, 18:44
პარასკევის მერე შეძრული ვარ ამ ავარიის შედეგებით! როგორც თანდათან გავარკვიე, მანქანაში მსხდომი შვიდივე ადამიანი ჩემი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ნაცნობი აღმოჩნდა. როგორც გამოცდილმა ადამიანებმა მითხრეს, ამდენი ადამიანი ერთად ჯდომამ გადაარჩინაო დანარჩენები ცოცხლად!
აქ ძალიან დეტალურად იყო წარმოდგენილი შატილიონკას კომატოზური მდგომარეობა. მე ბევრს ვერაფერს დავამატებდი, გარდა ერთი ჩემი კოლეგის კომენტარისა: ამ მდგომარეობიდან ნამდვილად არის შანსი გამოძრომისა! როგორც მაცნობეს, კომის სიმძიმე შეფასდა 5 ქულით. ვინც საქმეში ჩახედულია, დამეთანხმება, რომ ეს საკმაოდ კეთილსაიმედო პროგნოზია!
მე ჩემი მაგალითით მინდა გითხრათ, რომ ვისაც მიგიწვდებათ ხმა სასულიერო პირებთან და შეგიძლიათ თხოვოთ დედაოებს ან ბერებს, ოლოცონ თამარისთვის, ძალიან დიდი მადლი იქნება და აუცილებლად შეეწევა მათი ლოცვა. და კიდევ: აღდგომის დღესასწაული ახლოვდება, საქართველოდან, საბედნიეროდ ძალიან ბევრი ადამიანი მიემგზავრება იერუსალიმში სააღდგომო ცეცხლის გადმოსვლაზე. თუ თქვენი ნაცნობები მიემგზავრებიან, დააბარეთ თამარის სახელი, რათა ქრისტეს საფლავზე და არა მარტო იქ, სხვაგანაც, წმინდა მიწაზე, მოიხსენიონ იგი ლოცვებში.
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 22 აპრ 2008, 20:05
მეც მქონდა დღეს საუბარი ჩემს ნაცნობ ნევროლოგთან რომელიც რესპუბიკურში მუშაობს და მინდა გითხრათ რომ ისიც ოპტიმისტურად თუმცა მძიმედ აფასებს თამუნას მდგომარეობას, და მიიჩნევს რომ ჯერ ძალიან ნაადრევია სერიოზული პროგნოზების გაკეთება რადგან მდგომარეობა ჯერ კიდევ მეტად მძიმეა და უამრავი გართულების ალბათობა არსებობს. (რაც იმედია რომ არ მოხდება!)
რა თქმაუნდა მანაც იგივე მითხრა რომ უნდა მოვერიდოთ რეანიმაციაში შესვლას

-
Gio-horus
- იეტი
- Posts: 1360
- Joined: 18 დეკ 2006, 17:44
- Location: El Amarna
-
Contact:
Post
by Gio-horus » 22 აპრ 2008, 20:41
ხალხნო ეხლა შემოვედი ფორუმზე.. მართლაც არ ვიცოდი ეს სამწუხარო ამბავი.. თუ კიდევ დააპირებთ ფულის შეგროვებას გთხოვთ აუცილებლად მომწერეთ სად და როდის უნდა მოვიდე..
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 22 აპრ 2008, 20:46
Gio-horus
ხუთშაბათს ვაპირებთ საღამოს რესპუბლიკურში მისვლას, შადრევნის მხრიდან, ერთმა ადამიანმაც მომაწოდა ფული და თუ სხვებიც სურვილს გამოთქვამთ, ერთად ავკრიფოთ და მივაწოდოთ ახლობლებს.
-
NINUCA
- მაწანწალა
- Posts: 718
- Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
- Location: q. Tbilisi
Post
by NINUCA » 22 აპრ 2008, 22:08
Mta Mkvarebia wrote:Gio-horus
ხუთშაბათს ვაპირებთ საღამოს რესპუბლიკურში მისვლას, შადრევნის მხრიდან, ერთმა ადამიანმაც მომაწოდა ფული და თუ სხვებიც სურვილს გამოთქვამთ, ერთად ავკრიფოთ და მივაწოდოთ ახლობლებს.
მეც მინდა ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო დახმარებაში, რომელ საათზე უნდა მოვიდეთ მთაო?
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 22 აპრ 2008, 22:12
NINUCA
არ ვიცი დროზე ჯერ არ შევთანხმებულვართ, ალბათ 7-ის მერე. სავარაუდოდ ხვალ დაიდება ზუსტი დრო, თუ მანამდე ვერ შემოხვალ ქსელში, პმ-ში მომწერე შენი მობილური და შეგატყობინებ.