დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by გვალდა » 19 აპრ 2008, 17:51

შპარგალკა როგორ არის ქართულად? - შემომეშველეთ, ძალიან მჭირდება კარგი ქართული შესატყვისი :roll:
სვანეთოლოგი

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავიცვათ ქართული ენა

Post by qvevri » 19 აპრ 2008, 20:17

გვალდა wrote:შპარგალკა როგორ არის ქართულად? - შემომეშველეთ, ძალიან მჭირდება კარგი ქართული შესატყვისი :roll:
მაგისი შესატყვისი არ არსებობს და შენ შეგიძლია თავად მოიფიქრო რამე, მაგალითად შპორგალი :lol: :lol:

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
დავიცვათ ქართული ენა

Post by GOGONA » 20 აპრ 2008, 00:13

გვალდა

აუჰ, ეს რა თქვი? :P ტვინი მომეღრიჯა :P მარა გავხალისდი :)
Who is John Galt?

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by teo- » 20 აპრ 2008, 01:16

:lol: :lol: :lol:

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by გვალდა » 21 აპრ 2008, 14:28

"ნემეცკი შჩოტი"...
ქართულად "არიფანა" არს და საკამოდ პოპულარულიც ყოფილა ძველ თბილისში "ფსონზე ქეიფი".
სვანეთოლოგი

User avatar
uma
მაწანწალა
Posts: 372
Joined: 12 ივლ 2007, 11:59
Location: Tbilisi
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by uma » 21 აპრ 2008, 16:37

შოპინგი-პაკუპკები-საყიდლებზე წასვლა
ამოპრინტერება-ამობეჭდვა
დამიმეილე-წერილი გამომიგზავნე
დაპოსტე-დაწერე
სუდია-მსაჯი
მოდერატორი-???
:roll:

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
დავიცვათ ქართული ენა

Post by vazano » 22 აპრ 2008, 17:51

ისე და აქ ''ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი'' ხომ არ შემოგვეგდო?
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

irine.i.
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 07 აპრ 2008, 00:29
დავიცვათ ქართული ენა

Post by irine.i. » 22 აპრ 2008, 22:22

არ ვიცი ხალხო, აი ამ წამს "ბირთვისებს" ვკითხულობდი და შოკში ჩავვარდი. დაცვა უნდა ყველაფერს, რასაც ქართული ჰქვია, თორემ, ერთ მშვენიერ დღეს, არც მხოლოდ ბირთვისების ნახვაზე მოგთხოვენ საშვს, არამედ ქართულ ენაზე ლაპარაკის უფლების დამადასტურებელ საბუთსაც მოგვთხოვენ, ისტორიულ ღირებულებად გაგვისაზღვრავენ, კოეფიციენტს დაგვიწესებენ, გაფრთხილების საბაბით აკრძალავენ მის ხმარებას, ვინძლო გაუკვირდეს ვინმეს მომავალში, დამნაშავის ძიებაზე აღარ შეწუხდეთ მემრე :D

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
დავიცვათ ქართული ენა

Post by vazano » 23 აპრ 2008, 10:56

It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 აპრ 2008, 12:12

vazano wrote:
ქებაი და დიდებაის ვკითხულობ და ჟრუანტელი მივლის.
მოდი და არ იმეტყველო ქართულით...

გულით მინდა, ვიცოდე, სირცხვილია, ქართულად საუბარი თუ იმ ადამიანის მაღალინტელექტობაზე მეტყველებს,
ვინც, მაგალითად თქვა: "კონსპირაციული მიტინგის რეზულტატი"?
რამე დაუშავდებოდა, ეთქვა "ფარული შეხვედრის შედეგი".

ან ავიღოთ ერთი დიდმოხელის (ე.წ ჩინოვნიკის) ფრაზა: "ადეკვატური მილიტარიზებული ეკიპირება".
რას ნიშნავს ეს?
_ შესაბამისი სამხედრო (ან გასამხედროებული) აღჭურვილობა.
თქვი, რა ქართულად, წესიერად,
ადამიანურად, გასაგებად, ღვთისგან ბოძებული ენით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by გვალდა » 24 აპრ 2008, 12:21

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
vazano wrote:
ქებაი და დიდებაის ვკითხულობ და ჟრუანტელი მივლის.
მოდი და არ იმეტყველო ქართულით...

გულით მინდა, ვიცოდე, სირცხვილია, ქართულად საუბარი თუ იმ ადამიანის მაღალინტელექტობაზე მეტყველებს,
ვინც, მაგალითად თქვა: "კონსპირაციული მიტინგის რეზულტატი"?
რამე დაუშავდებოდა, ეთქვა "ფარული შეხვედრის შედეგი".

ან ავიღოთ ერთი დიდმოხელის (ე.წ ჩინოვნიკის) ფრაზა: "ადეკვატური მილიტარიზებული ეკიპირება".
რას ნიშნავს ეს?
_ შესაბამისი სამხედრო (ან გასამხედროებული) აღჭურვილობა.
თქვი, რა ქართულად, წესიერად,
ადამიანურად, გასაგებად, ღვთისგან ბოძებული ენით
ჰა-ჰაა, ამ ინგლისურიდან გადმოღებული სიტყვების გამოყენებაზე ერთი კურიოზული ამბავი გამახსენდა, მომიტევეთ, უნდა მოვყვე რა... :oops:

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ამზადებდნენ. მოსამზადებელ ანუ სატრენინგო პროცედურებს და სახელმძღვანელოებს ახალი სიტყვა "ფასილიტატორი" დაემატა. გაუჭირდათ რეგიონებში ამ სიტყვის დამახსოვრება ტრენინგის ჩამტარებლებს და რა ქნან, დგანან და იზეპირებენ.
ერთ-ერთ ტრენინგზე, ფასილიტატორად დანიშნულ პირმა, თავისი თავი რომ უნდა წარედგინა მონაწილეებისთვის, ამააყად და ღიმილით გამოაცხადა, "მოგესალმებით, მე ამ ტრენინგის ფალოსიტატორი გახლავართო" :oops: :lol:
სვანეთოლოგი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 აპრ 2008, 13:03

ჰაჰა, აი, კურიოზიც ეგ არის მაკა.
და, მომკალი და ეგ ფასილიტატორი რაღა ჯანდბაა?
"დეველოპელურივით" (მაპატიეთ, მაგრამ უვიცია, ვინც ეს სიტყვა 1ლად იხმარა ქართულ მეტყველებაში და არამარტო ეს სიტყვა)
უნდათ, შემოგვაჭყლიტონ?

ენის თაობაზე კურიოზები მეც ბევრი მაქვს:
ერთხელ ერთ გოგოს ვეუბნები, რა ლამაზი პერანგი გაცვია-მეთქი.
შეცბუნდა, შეხტა
და, უი, მიჩანს, მიჩანსო და პერანგს ქვეშ იხედებოდა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by gobe » 24 აპრ 2008, 14:47

რამოდენიმე დღის წინ, ჩემთან, ბალკონის შკაფზე მტრედებმა დაიწყეს ბუდის გაკეთება. კი ვიფიქრე, პატარა სტოლი ან ტაბურეტკა ხომ არ გავიტანო*, ავძვრე და სანამ ბუდე გაუკეთებიათ, პოლის ჯოხით და ტრიაპკით მოვასუფთავო შკაფის კრიშა მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე - პოლი ცოტა უსწორმასწოროა, მეტლახის პლიტებია ალაგ-ალაგ აყრილი. თან პოლის ჯოხსაც ვერ მივაგენი, არც უბორნიაში იყო და არც ვანაში, ეტყობა ჩემებმა უბორკის შემდეგ სხვაგან დადეს. ისე, შკაფის პოლკაზეც კი შეიძლება ფეხის დადგმა, მაგრამ იმდენად არის გავსებული რკინეულობით - კლუჩებით, კრანებით, ვენტილებით, პაპლავოკებით, შარავოი კრანებით და ჟეშტის ნაჭრებით, რომ ვფიქრობ, მაინც აპასნია. იმის ზედა პოლკაზე კიდევ, დედაჩემმა რაც კი კუხნაში და ჩულანში ცარიელი ბოთლები და ბანკები იპოვა, ყველაფერი იქ დაალაგა. ისე პადიეზდიდანაც კი შემიძლია ბანზე ასვლა**... ეჰ, ჩერდაკი მაინც მქონდეს... ასე კიდე იქ ყველას თვალში გავეჩხირები და ხომ ვიცი მეზობლების ამბავი, დაიწყებენ, "ფრთხილად, მანდ ჩემი გაზის ტრუბა გადის", "რას იყურები, გაიხედე რა იქით (რა ჩემი ბრალია იმათ ზანავესკები თუ აქვთ გასარეცხად ვანაში ჩამბალი), მერე ერთი მეზობელი ბალკონზე პაპიროსის მოწევას მორჩება, ბიჩოკს წკიპურტით გადააგდებს და გამომძახებს "აუ, ძმურად, რას აკეთებ, მანახვე, რა" მეც რა, ჩემი პრობლემის მოყოლას ხომ არ დავიწყებ, გავიწევი და ვეტყვი "აჰა, ნახვე"... აუ, კაროჩე რა...
არადა, ამდენი ღუღუნის მოსმენაც აღარ შემიძლია... გასკდა თავი.



____________________________________________________
* - საკმაოდ მაღალი შკაფია
** - ბოლო სართულზე ვცხოვრობ
Last edited by gobe on 30 იან 2009, 18:14, edited 1 time in total.

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
დავიცვათ ქართული ენა

Post by legenda » 24 აპრ 2008, 14:51

gobe


ძაან ვიცინე

:lol:

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Druides » 24 აპრ 2008, 14:53

gobe


ai mesmis :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]