იდეას მივესალმები და გთავაოზბთ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
1)ადგილზე(ჩემი მარანი) მიტანილი ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო ინვენტარისა და ჭურჭლის უზრუნველყოფა.
2) დაწურული ყურძნის ალკოჰოლური დუღილის შიგადაშიგ გაკონტროლება.
3)დადუღებული ღვინის გადაღებ-გადმოღება.
4)ღვინის შენახვა.
5)ღვინის ჩამოსხმისათვის საჭირო დანადგარების ორგანიზება.
6)ღვინის ჩამოსხმისათვის საჭირო დამხმარე მასალების(ბოთლი, საცობი და. ა. შ.) შოვნისათვის ინფორმაციის მოძიება.
7)ღვინის ჩამოსხმა ბოთლებში.

ჩამოსხმული ღვინის გარკვეული მარაგის ჩემსავე მარანში შენახვა გარკვეულივე დროით და უსაფრთხოების მიზნით მისი პერიოდული დეგუსტაცია.(დეგუსტაციის დროს: დამკრეფს, დამწურავს, დამლევს და ა. შ.

)
9)ღვინის ბოთლის ეტიკეტის დიზაინის შემუშავებაში მონაწილეობა მაინც თუ დამზადება არა.
აღნიშნული ღვინის გამოყენება შეგვეძლება სხვადასხვა მონასტრებში და ეკლესიებში მისვლის დროს საბარძიმედ შესაწირად, ასევე შესაძლო იქნება ამ ღვინის პრიზად დაწესებაც სხვადასხვა კარვულ შეჯიმრებებში გამარჯვებულთათვის. და ბოლოს ღვინის გარკვეული მარაგი საფუძვლიანად შეინახება ჩებს მარანში რათა დიდი ხნის შემდეგ გავხსნათ და დავაჭაშნიკოთ ხოლმე ჩვენი დაყენებული ღვინო კაი-კაი კარვული მოგონებებითურთ
