ხოდააა... რატო ვიყავი დაკარგული...

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ხოდააა... რატო ვიყავი დაკარგული...

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 აპრ 2008, 00:58

Kavtaradze wrote:გამარჯობათ ხალხო
არაადამიანურად მომენატრეთ და ეხლა ვიგრძენი ეს რომ შემოვედი
საქმე იმაშია რომ ვაბარებ წელს და ჯანდაბა გადარბენაზე ვარ :(
ფორუმი დაჩქარებულა რამაც მაგრა გამახარა!
ყოჩაღ ქალბატონ გვალვას :)
იმედია შემოვალ ხოლმე...
დიდი სიყვარულით გიორგი :)
ჩაბარებასაც გისურვებ, "კარავთან" 1ადაც ყოფნას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხოდააა... რატო ვიყავი დაკარგული...

Post by gobe » 13 აპრ 2008, 20:53

კარ(ა)ველებეო,
ძალიან მენატრებით! მართლაც რომ ძალიან...*
____________________________________________________________

* - [ორიოდე კვირის წინ ვიღაც ორმა ტიპმა მომაკითხა ოფისში, ვერაზე. ჩემი კომპიუტერის ალაგება მიბრძანეს. როდესაც ყველაფერი უსიტყვოდ შევასრულე, თვალები ამიხვიეს შავი ფერის ნაჭრით და ჩემი კომპიუტერიანად გარეთ გამიყვანეს. სხვათაშორის, მე თვითონ აღვფრთოვანდი საკუთარი დედუქციის უნარით, რადგანაც ოფისიდან გარეთ გასვლისთანავე მივხვდი, რომ ის დღე იყო ხუთშაბათი, რადგან სულ რაღაც სამიოდე დღის წინ აკუვეზერში გავეცანი თბილისის 1 კვირიან პროგნოზს და მახსოვდა, რომ ხუთშაბათს +23.4 გრადუსი და მზიანი დღე იყო ნავარაუდევი. მართალია მზეს თვალახვეული ვერ ვხედავდი, მაგრამ რაღაც სხვანაირი სინათლე ვიგრძენი გულში, მზის შესაგრძნობად ხომ მხოლოდ თვალები არ არის საჭირო, გული, გულიც უნდა გიცემდეს, სხვანაირად, ქართულად... ჰო, გასვლისთანავე მანქანაში რომ ჩამსვეს, მაგას იქიდან მივხვდი, რომ აშკარად მახსოვდა, რომ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი თბილისში და არა ფოთში ან ხაშურში. დავიძარით... მართალია მთლად კარგი ორიენტაციით ვერ დავიკვეხნი (არა, არა, გეოგრაფიულ ორიენტაციას ვგულისხმობ), მაგრამ ჯერ წავედით პირდაპირ (~0.5 წთ), შემდეგ გავუხვიეთ მარჯვნივ (0.5 წთ), შემდეგ მარცხნივ (~1.5 წთ) შემდეგ ისევ მარცხნივ (~3.5 წთ), შემდეგ მარჯვნივ და დავიწყეთ ჯაყჯაყი. დაახლოებით 3 წუთიანი ჯაყჯაყის შემდეგ გავჩერდით. შევედით რაღაც შენობაში, სადაც პურზე და წყალზე საუბრობდნენ ვიღაცეები. უცბად კი გავიფიქრე, ციხეში ხომ არ ვარ მეთქი, მაგრამ რომ გამახსენდა, რომ კომპიუტერიანად ვიყავი, დავმშვიდდი (შინაგან საქმეთა სამინისტრო და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები გამოირიცხა). შემდეგ გავიფიქრე, ააააა, ალბათ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვართ მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მაგათ არც წყალი ადარდებთ და არც ქართული პური... საფეხურებზე რომ ავედით და გავსწორდით, ჩემი შესანიშნავი არითმეტიკული მომზადებიდან გამომდინარე, დავადგინე, რომ მესამე სართულზე ვიმყოფებოდით. კარი გამიღეს, შემიყვანეს ოთახში და თვალებიდან სახვევი მომხსნეს. გამომიცხადეს, ~4 თვე აქ იმუშავებ და კრინტი არ დაძრა შაბათ-კვირაზე და მასთან დაკავშირებულ თავისუფლებაზეო.
რამოდენიმე წუთის შემდეგ გავარკვიე, რომ თურმე გეოლოგიის ინსტიტუტის შენობაში ვიყავი. ჰოდა გამახსენდა... წყალზე რომ საუბრობდნენ, კიდევ ჰო, გასაგებია, მაგრამ პურზე... თუმცა რა, დღევანდელ პერიოდში ხომ პური უფრო ძნელად მოსაპოვებელია, ვიდრე ოქრო და ნავთობი...]**



____________________________________________________________
** - ჩემი გასაჭირი დღემდე მხოლოდ ტომასთვის და გურულისთვის მქონდა გაზიარებული და აქედან გამომინარე, მხოლოდ მათ იცოდნენ ჩემი გაუჩინარების მიზეზი

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ხოდააა... რატო ვიყავი დაკარგული...

Post by popins » 13 აპრ 2008, 21:33

gobe
:D :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
აღარც ვიცი რა Vთქვა :lol:

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ხოდააა... რატო ვიყავი დაკარგული...

Post by Toma » 13 აპრ 2008, 21:56

gobe
გეფიცები შენს შეფებს დავხოცავ :twisted: და ახალ სამსახურს გიშოვი, ადამიანურს ოღონდ...... :evil: :D :D :D
ცხოვრება მშვენიერია :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ხოდააა... რატო ვიყავი დაკარგული...

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 აპრ 2008, 04:07

gobe wrote:კარ(ა)ველებეო,
ძალიან მენატრებით! მართლაც რომ ძალიან...*
კგ რა, gobe ბიძია, ნუ დაგვეკარგები და უწინდელივით შემოკარვდი რა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ხოდააა... რატო ვიყავი დაკარგული...

Post by ele » 23 ივნ 2008, 11:26

ხოდააა სად ვიყავი დაკარგულიიიი :)

ან ვინ შეამჩნია რო ჩემი დაკარგვაა? :D

მონადირე როგორც შეგპირდიი მეც მოვედიიი

ხოდა პიონერული კი არა და. . .

კარვული სალამი ყველას :)

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ხოდააა... რატო ვიყავი დაკარგული...

Post by Jnosy » 23 ივნ 2008, 11:30

gobe
იმ დღეს ხევსურული საღამოს ვიდეოებს ვუყურებდი. ხშირად ჩანხარ ვიდეოებში და გული მწყდება რომ რეალში აღარ...
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]