2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by guruli » 04 აპრ 2008, 18:39

vazano
მე ვფიქრობ თუ საწვავის პრობლემას გადავჭრი, რამოდენიმე 2 დღიანი გასვლა არ დაგვიჯდება ძვირი.
კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ერთკვირიანი ან თუნდაც 5-იანი გასვლა მირჩევნია, მაგრამ თუ ეგ არ მოხერხდა. მაგ 2-იანებშიც მზად ვარ ყველა ხარჯი - ბენზინის ჩათვლით, გადავინაწილოთ. შენი ამბავიც გასაგებია, მაგრამ იქნებ ყოველთვის ვერ მოახერხო და მე მაგისთვისაც მზად ვარ.

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by vazano » 04 აპრ 2008, 18:59

guruli
ზსტად ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ დასალასქრ გზის გეგმებს წარმოვადგენ. და შემდგომ უკვე შეძლებისდაგვარად დავგეგმოთ დღეების ოდენობაც. ის რომ მე ვერ მოვახერხებ არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ სხვებიცარ უნდა წავიდნენ. ასე რომ როგორცკი იმ იმფორმაციას, რომელსაც მეგობრები შემპირდნენ მომაწვდიან. წარმოგიდგენთ გეგმებს, კონკრეტული თარირების გარეშე. ა შემდგომ ვნახოთ...
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by guruli » 04 აპრ 2008, 19:08

vazano - მე ჯვარზეც გითხარი, რომ მარშრუტების დაგეგმვის ორი პროფესიონალი გვყავს კარავზე - გიორგი ბაგრატიონი და ფირუზა. იმედია, არც ერთი გვეტყვის უარს, თუ ვთხოვთ. :wink: ეგება და ამ თემაშიც შემოიხედოს რომელიმემ, მაგრამ ამას უფრო ბაგრატიონი თუ გააკეთებს, თორემ ფირუზა დიდი მოფორუმე არაა. :)
ჰოდა, მანდ წასვლები ივლის-აგვისტოს გარდაც შეიძლება. მაგალითად, შემოდგომაზე ხანძთელის ხსენების დღეა. იგივე ინეგოლისკენ სექტემბერ-ოქტომბერშიც შეიძლება... ივლის-აგვისტოში იმერხევში, იუსუფელში და მასეთ მჭირო ქართულ დასახლებებში ბევრი დღეობებია - მანდაც შეიძლება ჩარბენა. მართლაც რომ ჩარბენა, რადგან, მაგალითად, ფესტივალი "ფესვები" ართვინთან ახლოს - სოფელ უბეში ტარდება; მაგას ერთ კვირაში ბაძგირეთის - ულამაზესი ალპური სოფლის დრეობა მოსდევს, სადაც ბორჩხადან მოხვდები... ივლისის დასაწყისში ართვინობაა თავისი კორიდით, ხალხური ანსამბლების ფესტივალებით და ამბებით, ბორჩხაც და ართვინიც კი სარფიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამას მხოლოდ შენს საყურადღებოდ არ ვწერ - ეგებ სხვა მანქანიანებიც დაინტერესდნენ. :wink:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by Mta Mkvarebia » 04 აპრ 2008, 19:27

მაგარია, მინდა, მოვდივარ :D
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by teo- » 04 აპრ 2008, 19:38

:shock:movdivar

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by გვალდა » 05 აპრ 2008, 00:45

როდისაა წასვლა? 2 დღეში რა უნდა მოესწროს? :oops:

მე მაისის დასაწყისში ვაპირებ, 5 დღით, თანაც აუცილებლად "ტაოლოგ" გიდთან ერთად რომ ვნახო ტბეთი, ხანძთა, დოლისყანა, არტანუჯი, ახალდაბა (ენირაბათი), იშხანი, ოთხთა, პარხალი, ოშკი, ხახული, ოლთისი, ბანა.
სვანეთოლოგი

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by vazano » 07 აპრ 2008, 10:13

გვალდა wrote:როდისაა წასვლა? 2 დღეში რა უნდა მოესწროს? :oops:

მე მაისის დასაწყისში ვაპირებ, 5 დღით, თანაც აუცილებლად "ტაოლოგ" გიდთან ერთად რომ ვნახო ტბეთი, ხანძთა, დოლისყანა, არტანუჯი, ახალდაბა (ენირაბათი), იშხანი, ოთხთა, პარხალი, ოშკი, ხახული, ოლთისი, ბანა.
ჩვენ მაგ გასვლას დავჩეხავთ რამოდენიმე ორდღიანად, ვისაც არ ძალუძს, რომ სამსახურს ტავი დააღწიოს. ხოლო ვისაც ძალუძს, მათთვისაც იქნება შედარებით მრავალდღიანი გეგმა
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by guruli » 07 აპრ 2008, 15:39

გვალდა
ახალდაბა (ენირაბათი),
მგონი, ენირაბათი სხვას ჰქვია...ვითომ შატბერდს? :roll: :roll: :roll:
ჩვენს ზუსტად ეგ მარშრუტი გავიარეთ, ოღონდ ოლთის-ტბეთში არ ვყოფილვართ.
და კიდევ - რაკი არტანუჯში მიდიხართ, ბარემ ჯოჯოხეთის კანიონშიც შედით - იქვეა, კლდის დაბლა. უბრალოდ, სხვა მხრიდან უნდა მოუაროთ. კიდევ - მაქედან შატბერდიც ძაან ახლოსაა. და ხანძთაში ასულებს ოპიზაში შევლაც შეგიძლიათ - გზიდან სულ რაღაც 2 კილომეტრია. თუ კარგად ივლით და დილით ჩვენსავით არ დააგვიანებთ გასვლებს, მოასწრებთ.
და რა ჯდება ეგ გასვლა, თუ საიდუმლო არაა? :wink: :wink: ტურისტული ფირმით მიდიხარ ხო, ალბათ?

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by გვალდა » 07 აპრ 2008, 20:52

guruli
ხო, ეხლა ვნახე, თურმე შატბერდს ენირაბათად იხსენიებენ თურქები...
თანხა ზუსტი არ ვიცი, როცა ზუსტად დავიანგარიშებ, სუფთა თვითღირებულებას, დავწერ.
ტურისტული ფირმით მიდიხარ ხო, ალბათ?
არა. ჩვენით ვაკეთებთ, სამსახური, ადგილი თუ მორჩა ნაცნობ-მეგობრები...შეიძლება ითქვას რომ ეს სასწავლო ტური იქნება თემურ ხუციშვილის ხელმძღვანელობით.
სვანეთოლოგი

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by guruli » 07 აპრ 2008, 21:28

გვალდა
თურმე შატბერდს ენირაბათად იხსენიებენ თურქები...
ადით მანდაც - კარგი ადგილია. ეგ თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა და ცუდი ადგილი რომ არ იქნება, თავადც მიხვდები. ოღონდ მანდ ასვლა მძღოლებს ცოტა ეზარებათ - მაშინ ასფალტი არ იყო და ნაწვიმარზე ჭირდა კიდეც. ამიტომ დაბლა, მთავარ ტრასასთან ჩამოსვამენ მგზაცრებს და მერე ბილიკებით უნდა ახვიდეთ, მაგრამ თუ სოფლიდან წახვალთ, შიგ ტაძრის ეზოში მიდის მანქანა. მანდ მისულებს აუცილებლად გამოგეგებებათ ერთი მაღალი, ხმელ-ხმელი მოხუცი კაცი... წარმოშობით ქართველია, მაგრამ ქართული არ იცის. მისი წინაპრები ძაან ადრე მესხეთიდან გაუსახლებიათ შუა აზიაში. საქართველოში დაბრუნება ბევრი კი უცდიათ, მაგრამ ამაოდ და მერე, როცა თურქებმა სომხები გამოყარეს და მათ შორის - მაგ მხარეებიდანაც (ბოლო ხანებში შატბერდშიც სომხები ცხოვრობდნენ და მაგიტომ იჩემებენ მაგ ტაძარსაც) მანდ ჩასახლებულან იმ იმედით, რომ მაქედან საქართველო ახლოა და უფრო მოახერხებდნენ გადმოსვლას... ბედის უკუღმართობით ვერც ეს შეძლეს და შერჩნენ იქაურობას. მაგან ქართული არ იცის, მაგრამ ქართველობს და მანდ მისულებს ყველას ხვდება. ცოლიც თურქი ჰყავს, მეზობლებიც სულ თურქები, მაგრამ არ მალავს თავის ქართულ წარმომავლობას.
ალბათ, იუსუფელშიც გაჩერდებით და თუ გინდათ, ერთი იქაური ბიჭის ტელეფონს ან მეილს მოგცემთ. ძალიან კარგი ბიჭია - იობი ყანთარაშვილი, ნავიგატორიც იცნობს მაგას, და ისიც ეგრე მასპინძლად ევლინება აქედან ჩასულებს. სასტუმროს დაჯავშნაში შეუძლია დახმარება. წარმოიდგინე - ეგეც ისეთი ქართველია, აქედან ჩასული ტურისტებისგან დედა ენა უშოვია და ქართულად წერა-კითხვა თვითონ უსწავლია. :)

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by გვალდა » 07 აპრ 2008, 21:47

guruli
აუცილებლად ავალთ. ბატონი თემურის განსაკუთრებული დამოკიდებულება რომ ვიცი ტაო-კლარჯეთის მიმართ, მაგიტომაც უფრო მიხარია წასვლა, განსაკუთრებულად საინტერესო იქნება ვიზიტი ტაოში.

წასვლის წინ აუცილებლად შეგეხმიანები. შენი საინტერესო დაკვალიანებაც თან უნდა გავიყოლო.
სვანეთოლოგი

asusena
ბილიკზე მოარული
Posts: 52
Joined: 26 მარ 2008, 02:49
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by asusena » 08 აპრ 2008, 13:37

როდის არის დაგეგმილი გასვლა.რა რიცხვში?სიამოვნებით შემოგიერთებით :)
hello

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by vazano » 08 აპრ 2008, 13:38

asusena
რიცხვები დაზუსტდება მოგვიანებით. ეს ერთი გასვლა არ იქნება, იქნება რამოდენიმე გასვლა. სხვადასხვა დროის ხანგრძლივობით
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by guruli » 09 აპრ 2008, 17:50

გვალდა wrote:guruli
წასვლის წინ აუცილებლად შეგეხმიანები. შენი საინტერესო დაკვალიანებაც თან უნდა გავიყოლო.
დიდი სიამოვნებით. ტაოზე ლაპარაკი არასოდეს მბეზრდება, ეგ ისეთი თემაა.

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by kiki » 12 აპრ 2008, 13:36

მოვდივარ............

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]