ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 20 იან 2006, 16:16
-
mika
- იეტი
- Posts: 1449
- Joined: 26 მაი 2005, 20:50
Post
by mika » 20 იან 2006, 16:43
Nika
მერე საბალეშიკოდ არ მოვიდეთ "გრუპა პატერშკი"????????????????
medical student
-
ira
- ბოდიალა
- Posts: 267
- Joined: 18 იან 2006, 11:05
Post
by ira » 21 იან 2006, 14:53
ხალხო, მე მაქვს ერთი იდეა, ოღონდ ცოტა შორეული, რადგან აუცილებლად კარგი ამინდია საჭირო:
მარნეულის რაიონში, ზუსტად სომხეთის საზღვარზე არის სოფელი აღქერფი, სადაც არის ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი. ულამაზესი ადგილია, ქართველებისგან მიტოვებული და სომხების მიერ მითვისებული. თვითონ სოფელი ისეთ მიყრუებულ ადგილშია,საერთოდ არ აქვთ საქართველოსთან კონტაქტი. თუ მასწავლით, როგორ დავდო ფოტოები, დავასკანერებ და გაჩვენებთ

-
ilia
- Indoors Manager
- Posts: 4263
- Joined: 28 მაი 2005, 23:42
- Location: tbilisi
Post
by ilia » 21 იან 2006, 19:33
ნიკას ოფროუდებზე სიარული ჩვან არ გვეთვლება, ეს ვიკენდიც მიილია, ეჰ!
-
Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by Giorgi Bagrationi » 22 იან 2006, 00:55
[b]ira[/b]
დაახლოებით ერთი თვის წინ მომიწია ახქერპში ჩასვლა და მონასტრის მონახულება. თუმცა იქაურების დამოკიდებულება ოდნავ შერბილებული მეჩვენა, რადგან გზაც მიგვასწავლეს და არც აგრესიულობა გამოუჩენიათ როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე, მაგრამ კარგი იქნება თუ ქართველი მოგზაურები იქაურობას "აატალახებენ". თან საინტერესო მარშრუტიც მაქვს ჩაფიქრებული. ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურიდან შედის ფოლადაურის ხეობა სადაც სხვა უამრავი საინტერესო ძეგლია (თუნდაც ე.წ. "ძაღლის ხიდი") და რომელსაც ახქერფის ხეობა უერთდება.
ყველგან კარგი საბანაკე ადგილებია.
ესეც ხუჯაბი.

-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 23 იან 2006, 10:02
რამდენადაც ვიცი, ხუჯაბი ტერიტორიული დაყოფით მოხვდა სომხეთის საზღვრებში. მანდ არა ერთხელ შედგა ქართველი და სომეხი მეცნიერებისა და ოფიციალური პირების შეხვედრა, რომლებიც ცდილობდენენ ზუსტად საზღვრის დადგენას. ჰოდა, რუკების შესწავლის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ხუჯაბის ტაძარი სულ რამდენიმე ათეული თუ ასეული მეტრით არის დაშორებული საქართველოს საზღვარს არის სომხეთის ტერიტორიაზე.
მეტს პირადი შეხვედრების დროს გეტყვით...
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 23 იან 2006, 10:03
Giorgi Bagrationi
როგორც ვხდები, მზად ხარ მარშრუტიც მიგვასწავლო ფოლადაურის ხეობაში და შეიძლება გამოგვყვე კიდეც, არა?
-
ira
- ბოდიალა
- Posts: 267
- Joined: 18 იან 2006, 11:05
Post
by ira » 23 იან 2006, 11:32
Giorgi bagrationi
გიორგი გეთანხმები, რომ მაგ ტერიტორიებზე ღია აგრესიას არავინ გამოხატავს სამცხე-ჯავახეთისგან განსხვავებით. მაგრამ ძალიან მძიმე სანახავია, როცა ასეთი ტაძრის კედლებზე საშინელი წარწერები გხვდება. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ რომ მეტ პატივს ვცემდეთ ჩვენივე ხელოვნების ნიმუშებს, სხვა ეროვნების მხრიდან მეტი დაფასება ექნებოდა მათ...
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 23 იან 2006, 15:32
Giorgi Bagrationi
აუუუუუუუ რა მაგარი ძეგლი ყოფილა ხუჯაბი უძლიერესია
ეს ძეგლი მსგავსია ფიტარეთისა და ბეთანიისა ასევე ბარაკონისა ანუ ერთი სკოლა და ერთი პერიოდია არაააა???????
-
pauna
- მაწანწალა
- Posts: 1991
- Joined: 29 მარ 2005, 10:49
- Location: ვარკეთილი
Post
by pauna » 23 იან 2006, 15:42
ძალიან საინტერესოა რომელი საუკუნის ძეგლია?
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 23 იან 2006, 15:52
pauna
ეს ძეგლი XI-XII საუკუნებისაა თავისი სტილიდან გამომდინარე
-
Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by Giorgi Bagrationi » 24 იან 2006, 10:58
უფრო XIII საუკუნის I ნახევრისაა (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი და ა.შ). ბარაკონი ბევრად გვიანდელია.
