კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by vazano » 31 მარ 2008, 16:33

დამავიცყდა, ეს ლექსი პერსონალურია, და გულით მინდა პერსონალური მიძღვნილობა განვახორციელო.
ამ ლექსს უსულღრმეულესად, უფსკერებლად, და სიღრმისეულად ვუძღვნი ერთადერთსა და განუმეორებელს, სამყაროს მშვენებას, ამქვეყნიერული სილამაზის განსახიერებას, ვაზანოს გულის მომგებსა და სიყვარულ შეცნობადობის მაცნესსს.....
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 03 აპრ 2008, 00:02

სიყვარულის ახსნა

სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი.


ზაზა ბიბილაშვილი

:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by legenda » 03 აპრ 2008, 14:29

კარვები

გაზაფხულია...
ცად აჭრილა ჩიტი ურიცხვი,
მწვანე ნათელი
სიხარულად გადასდით წიწვებს.
მამადავითზე ერთი ციცქნა ვარდის გულისთვის
ბულბული ბულბულს დუელში იწვევს.

- ვისია, ვისი ეს კარვები რუხ-მწვანე ფერის?
- არც ოსმალ-სპარსთა...
არც არაბთა...
არც თუ მონგოლთა...
დრტვინავს... ჩოჩქოლებს...ამ კარვებთან მგოსანთა ერი...
აქ არი მათი განკითხვის დღე...
ჯვარცმაც...
გოლგოთაც...
არადა, ყოფის სიხარული ფეთქავს გარშემო,
ბალახში, მწერში სიყვარულის დუღან ვნებანი.
მათთვის კი ,ღმერთო, არაფერი აღარ არსებობს,
არც პოეზია...
არც ბუნება...
არც პაემანი...

გამოდის მთავრე პაემანზე,
მთვარე ნამლევა
და ვარსკვლავები მოცოცავენ იის ფარებად.
მოდის მიჯნური ავთანდილი
და ნამალევად
ფატმან-ხათუნის კარვისაკენ მიიპარება...


შოთა ნიშნიანიძე

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 03 აპრ 2008, 17:01

ნამცეცუნა ძალიან ლამაზი ლექსი დადე :)

გული მიგრძნობს მარტო ეს ერთი არ ექნება ბიბილაშვილს :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ketuna4 » 03 აპრ 2008, 19:29

namcecuna

არ ვიცი რა ვთქვა

მაგარია

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 04 აპრ 2008, 01:30

კაფია
ვახტანგ ჭელიძეს
არაფერია, წვიმას აპირებს!
ქარი, ავდარი და მისტერია!...
ფიქრებმა ერთხელ მეც ამატირეს,
შენ კი მითხარი: არაფერია!

ლამაზი იყო, მზე იყო მხოლოდ;
თეთრი სიზმარი, თეთრი ფერია.
მე სიყვარულიც დავკარგე ბოლოს,
შენ კვლავ მითხარი: არაფერია!

ცრემლები დაშრნენ. დღეს დღენი მიყვა...
გზებს ია-ვარდი დაუფენიათ,
არაფერია, მე ბავშვი ვიყავ.
თორემ ცრემლებიც არაფერია...

მოიტათ ღვინო... სულში ფარული
არ დარჩეს კიდევ ჩრდილი პატარაც.
ვხედავ, მეწვია მე სიხარულიც,
მაგრამ ძნელია ამის ატანაც.

მოიტათ ღვინო... ღვინო სისხლს ერთვის,
შეგათრთოლებს და სისხლის ფერია...
ვგიჟდები... ახლაც მაღირსე ერთი,
ძმავ, ეგ ძვირფასო არაფერია!
ალექსანდრე საჯაია 1939
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 04 აპრ 2008, 03:23

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად-ნუშის ბაღნარი, საბნად-თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.
ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს დავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.
გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილს ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი-მზის სხივს,
ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.
მერე ვნახავდი საცოლეს-ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვეტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს,
მოვწყეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად-ნუშის ბაღნარი, საბნად-თიბათვის ნისლი.

გიორგი შალამბერიძე
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 04 აპრ 2008, 12:04

ნინი_85

:)

ერთი ლექსი გამახსენდა, ქალის დანატრულები, ოღონდ ვისია არ მახსოვს :(

ქალი ვარ და წეროების გადაფრენას
რამდენ ნატვრას მივაყოლებ თან,
რადარ მაშინ,აი, მაშინ არ ვქალობდი
ცხენ-მხედართ რო უხაროდათ მთა.
მეცა მცმოდა ქოქობო და თათ-ბაჭიჭი
ბანზე წამდგარს დამენახა ცა
სწორფრისათვის მეჟღრიალა ყელსაბამი
დილა წყხრით დამეყვიტლნეს თმა.
კა ვაჟისთვის, კა ნაჭრელა რადარ ვკერე
მოლოდინით რადარ ვხედნე გზათ
გაზაფხულზე რამდენ იათ მომიტანდა
ზამთარში კი გაჰკვალავდა მთათ.
ლაშქართ წასულთ რადარ გზები არ ვულოცე
რკინისფერებს მამათა და ძმათ,
სახელიან მკვდარი რადარ ხმით ვიტირე ,
დედათ რადარ ვუგრძელებდი ჯართ.
ქალი ვარ და წეროების გადაფრენას
ბევრა ნატვრას მივაყოლებ თან.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 04 აპრ 2008, 12:07

საგზლად სიყვარული გამატანე,
აიმ მთვარის თავს გაფიცებ.
საგზლად მონატრება გამატანე,
აიმ შენ ვარსკვლავს გაფიცებ.
ჭირია ქალავ სიყვარული
და ეს ჭირი ჩემთვის გაიმეტე.
დარდია ქალავ მონატრება
და მიდი, დარდისთვისაც გამიმეტე.
გულო ოხერო, გულო ტიალო,
ნეტავი რამდენს გავუძლებთ ეგება?
ცხოვრებავ, კლდესავით ფრიალოვ.
ეს სული, ეხ ხორცი, ფეხებქვეშ გეგება.
მაგრამ გეგება კი? ეგაც საკითხია,
საგზლად სიჯიუტე თანამდევს.
მე ხომ მეძახიან წარმართ ფხიას;
მაგრამ სიყვარულიც თან დამდევს.
არა მჭირდება ქაჩალი გრძნობები,
რაღაც რომანტიზმს რომ ეძახიან.
გონებას მაწვება აწ ურჩი ცნობები,
_ ქალშავავ მთები გვეძახიან!
საგზლადაც შენ თავს წავიყოლებ!
სულაც არ მჭირდება სხვა რაღაც ჭირია.
შენც მთების სიყვარულში აგიყოლებ.
ეს თუ კი ჭირია? სხვა არც რა მჭირია!
იდუკა ჭინჭარაული
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 04 აპრ 2008, 19:40

meore monadire

მაგარია, გულს მოხვდა :wink:
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 05 აპრ 2008, 01:17

meore monadire
;)




უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით
სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,
სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.

უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და
სანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი;
ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა;
ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.

უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებით,
ისევ ჩაქნეული ხელის ალიყურის შემოკვრამდე;
სადღაც ცხრა მთას იქით ციხე მიუვალი აგიშენო,
მერე მოგძებნო და სისხლისმძებნელივით შემოგადგე.

უნდა გადმომძახო - ისევ უიღბლოო მოალყე ხარ,
გამოეკიდეო ქარებს ოცნებათა ამირბარო!
ყველაგზამოჭრილმა მეტი ვერაფერი მოვახერხო -
შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო.

ლექსი - უშენობის თეთრი ღამეებით ნაწამები,
ლექსიც არ მიუშვა შენი სიმხურვალის სამოთხემდე;
ჩემგნით დაზიდული ძირში მოიკვეცო ნაწნავები,
მერე წახვიდე და სადმე ცხრა მთას იქით გამითხოვდე!

უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით
სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,
სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.


ზაზა ბიბილაშვილი
:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by გვალდა » 05 აპრ 2008, 01:31

მოვითხოვ, ნებისმიერ ბუნწიაღში გასვლისას მოხდეს ლექსთა ზეპირსიტყვიერება. საკმარისია წერა!

დიახაც! :lol:
სვანეთოლოგი

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 05 აპრ 2008, 10:28

გვალდა wrote:მოვითხოვ, ნებისმიერ ბუნწიაღში გასვლისას მოხდეს ლექსთა ზეპირსიტყვიერება. საკმარისია წერა!

დიახაც! :lol:
რამდენიმე წლის წინ რომ გეთქვა ზეპირად არ დაგზარდებოდი, მაგრა, ახლა ბებრი ნამცეცუნას თავში ამდენი ლექსის დაზეპირება შეუძლებელია :D

(თუ მაინცდამაინც-წაკითხვაზე უარს ხარ? ;) )
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by გვალდა » 05 აპრ 2008, 14:39

namcecuna
წაკითხვაზე უარს ხარ?
როგორ გეკადრებათ :D მაგრამ ვიგულისხმე ის, რომ მიყვარს ლექსის კაი მთქმელის მოსმენა წკითხვაზედ უფრო მეტად. :)
სვანეთოლოგი

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 06 აპრ 2008, 00:48

namcecuna


დიდი მადლობა :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]