6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by kiki » 02 აპრ 2008, 12:56

ძალიან ლამაზიაააააააააააა!!!!!!!!!!!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by guruli » 02 აპრ 2008, 13:36

მგონი, დროა, უფრო დავკონკრეტდეთ წასვლა-წამოსვლის გრაფიკში და სიაც ჩამოვწეროთ. გავალთ დიდუბიდან. შევიკრიბებით სამთო ქიმიასთან დილის 8 საათზე...
1. guruli
2.?


User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by MIRANDA » 03 აპრ 2008, 10:49

ხო - მართლა - რაღაც მაინტერესებს.
მე დიდ დიღომში ვცხოვრობ და სადმე დიდი დიღმის შემოსახვევთან რომ დაგხვდეთ? აუცილებელია სამთო ქიმიასთან გამოვიდე? 9-ის 15 წუთზე უკვე შემოსახვევთან ვიქნები :D და იქიდან ერთად ავალთ ავტობუსით :) :) :)

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by kotetbeli » 03 აპრ 2008, 13:01

ფეხით სასიარულო რამდენი იქნება დაახლოებით?
ჩემი დიშვილ-ძმიშვილის წამოყვანა მინდა და მაგიტომ მაინტერესებს.
თუ სასიარულო ბევრი იქნება, მაშინ შეიძლება ჩემი ნივით წამოვიდე.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by kotetbeli » 03 აპრ 2008, 15:22

სოფელ დიღმიდან ვაპირებთ ასვლას?
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by Mta Mkvarebia » 03 აპრ 2008, 15:24

kotetbeli

არა მუხათგვერდის სასაფლაოდან ახვალთ, 5 კმ-იც არ იქნება ტბამდე. არა მგონია შენს დისშვილ-ძმისშვილებს გაუჭირდეთ. მითუმეტეს ბეთანიის მარშრუტის შემდეგ :D

და სასაფლაომდე ყვითელი ავტობუსები დადის დიდუბის ავტოსადგურიდან. წინა გასვლაზე მაგ ავტობუსით ავედით.
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by kotetbeli » 03 აპრ 2008, 15:47

Mta Mkvarebia
გაიხარე გენაცვალე! :)
უბრალოდ, დღეს მითხრეს, სოფ.დიღმიდან ადის გზაო და ვეღარ გავიგე :)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

tatunia
ბოდიალა
Posts: 174
Joined: 23 მაი 2007, 17:34
Location: Tbilisi
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by tatunia » 03 აპრ 2008, 18:40

1. guruli
2. MIRANDA
3. tatunia?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by guruli » 03 აპრ 2008, 19:01

kotetbeli - სოფელი დიღომი არ ვიცი, მაგრამ თელოვანში კი ადის მანქანა, ხოლო იქიდან ძაან ახლოა. მაგრამ, შენ თუ ნივით გინდა სეირნობა, შარშან გოგონა ზედ ტბაზე ავიდა ნივით. :P მაგრამ არ გინდა მანქანა - წავიდეთ იმ მუხათგვერდის სასაფლაოზე მიმავალი ავტობუსით, იქიდან კი საათზე ოდნავ მეტია სასიარულო. შენები თავისუფლად ივლიან ორივენი.
MIRANDA - ეგეც შეიძლება, მანდ რომ დაგხვდე, ოღონდ ხაზზე იყავი მაშინ. :D
ხალხნო, ფერეიდნელი ქართველის ერთ ძალიან კარგ ლექსს შემოგთავაზებთ მეგობარი ფორუმიდან, რომელიც საინგილოს ეძღვნება. იმედია, იოლად მიხვდებით, ფერეიდნელების სახით რა ხალხთან გვაქვს საქმე. სწორედ ისეთებთან, ვინც საუკუნეთა განმავლობაში უთანასწორო ბრძოლაში შემოგვინახეს ქართველობა.

საქართველო! საინგილო წერილს გიწერს,
მონობისგან დატანჯული თითქმის ტირის,
გალიაში დამწყვდეული ლომივით თვლემს,
სიბრაზისგან ცახცახებს და ამას ყვირის;

საქართველოვ, ჩემო ყველავ, დედავ, ძმაო!
რა გიწოდო, ყველაზე რომ მოგიხდება,
დედა გითხრა? დედობას რომ შენ არ მიწევ?!
შენი შვილი ობლობისგან თითქმის კვდება.

ცუდი გითხრა? ვით გავბედო, ვით იქნება?!
სანამ ვიტყვი, რატომ ენა არ მიხმება?
ვით გაბედე, საქართველოვ, გენაცვალე,
შენი სისხლის, შენი ხორცის გაჩუქება?!

საქართველო საინგილო წერილს გიწერს,
ჩემო ძმაო, ჩემო დედავ გევედრები,
მომეშველე, დაიბრუნე შენი სისხლი,
თორემ ვატყობ, უკვე თანდათანა ვკვდები.

საქართველოვ, საინგილოს ხალხსა ღვიძავს,
აღარ არის ის სიზმარის ტყვეობაში
მხოლოდ ბიძგი, ბიძგი უნდა მხოლოდ ბიძგი
და გჯეროდეს რომ ატყდება კვლავ განგაში!

საქართველოვ, საინგილოს ყველა შვილი
მზად არის რომ მიიზიდოს თუნდაც მთები
მზად არის რომ მსხვერპლად თავიც კი შეგწიროს,
ოღონდ მარტო შენ ასწავლე გზები, გზები...

ჩემს მიერ გაწითლებული ადგილები არა მხოლოდ ჰერების, ფერეიდნელთა ტკივილსაც გამოხატავს. მაგათ მართლა სულზე მოუსწროთ პოლიტიკური ვითარებების ცვლამ, უპირველესად კი სსრკ-ს დაშლამ, თორემ ბოლო ხანებში ფერეიდნელთა ასიმილაცია უსწრაფესი ტემპებით ხდებოდა. 4-5 წლის წინ თავად პროვინციაში ქართულ წარწერებს ვერ ნახავდით, ეკრძალებოდათ ქართული გვარ-სახელების ტარება, დღეს კი, სანიტარულ აქციაზე მყოფებმა ფერეიდანში დამზადებული ტკბილეული გვისახსოვრეს, რომელსაც ირანულთან ერთად ქართული წარწერებიც ამშვენებდა. უკვე იქაურ სოფელ-ქალაქებში ყველგან ქართული წარწერებია. ირანში ინტერნეტის ქსელი ჯერ კიდევ ძალზე სუსტადაა განვითარებული, მაგრამ ამათ მაინც ჰყოფნით საიმისოდ, რომ ასე ინტერნეტით ქართული ანბანი ისწავლონ. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ იქაურებს ასიმილაციის საფრთხე აღარ ემუქრებათ. სავარაუდოდ, ხვალ ცოტა რამეს დავწერ ფერეიდნელებზე, მანამ კი განსასჯელად ეს ორი ფაქტი:
1). მათ დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდნენ ქართული ანბანის არსებობა. არადა, იმდენად უნდოდათ ირანელთაგან განსხვავება სწორედ ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, რომ... თავად შექმნეს საკუთარი ანბანი. ქართული დამწერლობის შესახებ მათ ფერეიდანში ჩასული პირველი ქართველის - ლადო აღნიაშვილისგან შეიტყვეს, რომელმაც იქ 1894 წელს იმოგზაურა.
2). ფერეიდანში 20-ე საუკუნის დასაწყისში ჩასულ ამბაკო ჭელიძეს იქაური გავლენიანი კაცები საგანგებოდ შეხვედრიან და... რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებაზე ბჭობა გაუმართავთ, ხალხით ჩვენ დაგეხმარებით და საქართველო დავიხსნათ, რუსეთმა რად უნდა დაიპყროსო...

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by ketuna4 » 03 აპრ 2008, 20:10

guruli

ამეტირა

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 აპრ 2008, 00:04

რა კგია, წინა დღეს ბეთანიაში ფეხით, კვირას ჭილის ტბაზე, თანაც, უკვე მერამდენედ...

1. guruli
2. MIRANDA
3. tatunia?
4. GAMARJOBA SAKARTVELO
5. ... ამ და შემდეგ ნომრებზე ნაღდი კარავლების შემო1ებას ველი


კვირას, დილის 8ზე ვარ სქიმიასთან.
ადრე უნდა გავიდეთ, რომ ოფროუდერთა კონკურსს ჩავასწროთ. 11ზე იწყება.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ninia-gogo
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 01 აპრ 2008, 22:39
Location: Tbilisi
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by ninia-gogo » 04 აპრ 2008, 02:31

6-ში ჭილის ტბიდან დაახლოებით რა დროს დავბრუნდებით თბილისში?
დაახლოებით 7საათამდე?

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 აპრ 2008, 09:52

ninia-gogo wrote:6-ში ჭილის ტბიდან დაახლოებით რა დროს დავბრუნდებით თბილისში?
დაახლოებით 7საათამდე?
ცოტა ადრეც შეგვიძლია დაბრუნება.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by MIRANDA » 04 აპრ 2008, 10:47

guruli wrote: MIRANDA - ეგეც შეიძლება, მანდ რომ დაგვხვდე, ოღონდ ხაზზე იყავი მაშინ. :D
ძალიან კარგი :D ჩემი ნომერია 899 934090... თქვენი ნომერიც დამიწერეთ აქ ან PM-ში მომწერეთ, რომ დაკავშირება შევძლო .

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]