დასუფთავების აქცია ჯვარზე

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by Naia » 31 მარ 2008, 12:17

დაუვიწყარი დღე იყო გუშინ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საღამო ყველგან ნაგვის სუნი მელანდებოდა, თავს მაინც ვალმოხდილად და რაღაცნაირად სავსედ ვგრძნობდი :) ყველამ დაუღალავად იშრომა და ადგილი არ ჰქონია სიზარმაცეს ან სამუშაოსთვის თავის არიდების მცდელობას. ვამაყობ ჩემი კარაველებით! :)

და კიდევ, მოვიხიბლე ჩვენი ფერეიდნელი მეგობრებით. შეგვპირდნენ უფრო ხშირად მივიღებთ კარვულ გასვლებში მონაწილეობასო...

საღამო კი გამოიცანით სად დასრულდა?

ჯერ რესტორან მცხეთაში წავედით და შემდეგ რა თქმა უნდა საჩილიმეში აღმოვჩნდით:) (ეს უკანასკნელი კი ბუნდოვნად მახსოვს, იმიტომ რომ, როგორც ყოველთვის, აქაც ჩამეძინა :oops: :oops: :wink:
Last edited by Naia on 31 მარ 2008, 12:24, edited 1 time in total.

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by namcecuna » 31 მარ 2008, 12:21

ხალხო, ვამაყობ თქვენით, დედას გეფიცებით ამ რეპორტაჟის დროს ცრემლები მომადგა თვალებზე, საიხარულისგან-რომ გიცნობთ და ჩემები ხართ, და გულდაწყვეტისგან, რომ ვერ მოვახერხე წამოსვლა.
ძალიან მაგრები და კარგები ხართ, ღმერთმა ამრავლოს თქვენნაირი ქართველები !
ძალიან მიყვარხართ და მიხარიხართ!!!!!
ყველაზე მაგრებო!!!!
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by vazano » 31 მარ 2008, 12:26

დამთავრებაც შესაბამისი იყო, დაღლილი და ღონემიხდილის სახეები, მაგრამ ამაღლებული განწყობა :)) იმდენად ამაღლებული განწყობით დავბრუნდი სახლში, რომ არც კი მეგონა თუ ჩემს სახლამდე მანძილის დაფარვა ამდენად მოკლე დროში იყო შესაძლებელი. თან საბედნიოეროდ სიზმარში გამიმართლა და მხოლოდ დასუფთავებლ ადგილებს ვხედავდი მთელი ღამე :)))
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by Gvalva » 31 მარ 2008, 13:10

სიზმარში გამიმართლა და მხოლოდ დასუფთავებლ ადგილებს ვხედავდი მთელი ღამე ))
სიზმრები არ მახსოვს მარა, ორი კადრი ჩამებეჭდება სამუდამოდ მეხსიერებაში:

1. ЗИЛ-ზე ამხედრებულები რომ შევედით ჯვრის მოედანზე და რომელიღაც ჯიპის მძღოლს არ უნდოდა ჩვევების შეცვლა და თითქოს აი ამ ნაგვის მანქანით ვაიძულეთ ეს გაეკეთებინა

და

2. ქვემოთ ჯგუფთან რომ ჩავედით და 30-მდე გავსებული ტომარა ნაგვის გვერდზე რომ ცეკვავენ!! ტომრები აღარც ჩვენ გვაქვსო, რომ დავურეკეთ ქვემოთა ჯგუფმა გვითხრა, სანამ ჩვენ დავტვირთეთ, გზაზე ამოტანილი ტომრები ავიღეთ, ისინი უსაქმოდ იყვნენ, "წესით" დაღლილები უნდა მიყრილიყვნენ და ებუზღუნათ რა უწესობაა ასე ნაგვის გადაყრაო, ესენი იდგნენ და ცეკვავდნენ! ეს არასოდეს დამავიწყდება!! :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 მარ 2008, 13:14

მთაშენკა, რა kg reportaJi gaqvs.
yvelaferi rogor zustad da mSvenivrad agiRweria.
Mta Mkvarebia wrote:პარიზიდან არ ვაცალეთ ჩამოსვლა და ეგრევე ნაგავში ვუკარით თავი :wink:

Image
ვაჰ, გოგრიჩას ხელები როგორ დაუკაპიწებით.
parizi da romi kgia, magram saqarTvelo ukeTesia.
hoda, es Tiko gogriCam kgd icis amitomaC, marjved imuSaka.
yoCaR gogriC.

Popinsiko, sayvareli gogo xar.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by TuTa » 31 მარ 2008, 13:17

დიდი მადლობა ყველას გუშინდელი დღისთვის, ამ აქციისთვის, რომელიც ასეთი კმაყოფილების გრძნობას განიჭებს და იმ ერთიანობისთვის, რომელიც იქ სუფევდა :)

იყო ცოტა სიზარმაცეც, ცოტა დაღლილობაც :oops: მაგრამ თითოეულ თქვენგანს რომ ვუყურებდი ეს ყველაფერი მავიწდებოდა :wink:

ვამაყობ თქვენით და მიხარია რომ თქვენი ნაწილი ვარ!!!

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by vazano » 31 მარ 2008, 13:25

TuTa wrote:
იყო ცოტა სიზარმაცეც, ცოტა დაღლილობაც :oops:
ხოო სიზარმაცეს რაცშეეხება ეგ ჩემზეა ზედგამოჭრილი :))
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by guruli » 31 მარ 2008, 13:57

მე სულ ვამბობდი, რომ ერთად ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია. ყოჩაღ ყველას!!! ცხადია, დიდი მადლობა ფერეიდნელებს, რომლებსაც იქნებ ცოტა არასტუმართმოყვრულად კი მოვექეწცით, მაგრამ თორნიკე ჯერ კიდევ როდის მეუბნებოდა - მოდი, შევიკრიბოთ ახალგაზრდები და ერთობლივად რაღაც სასიკეთო საქმე გავაკეთოთ, მაგალითად ქუჩები დავასუფთაოთო... მაგათთან მიმართებაში მოგვიანებით თემასაც გავხსნი. იმედია, კარაველები გულისხმიერად მოეკიდებით. :wink:

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by legenda » 31 მარ 2008, 14:04

guruli

ძალიან სასიამოვნო ხალხია....
თორნიკეს სიტყვები "ეს ხომ ჩემი სამშობლოა" ეხლაც ყურებში მესმის....
ნეტა როგორი ქალები ყავთ, ფერეიდნელი ქალები....
ნეტა ყველანი ჩამოვიდნენ... :roll:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by guruli » 31 მარ 2008, 14:19

legenda
ნეტა როგორი ქალები ყავთ, ფერეიდნელი ქალები...
თუ ახლა შაბათს წამოხვალ ჭილის ტბაზე, ერთს გაგაცნობ - ჩემი მოგვარეა. :wink: იქ ფერეიდნელები უფრო მეტნი წამოვლენ და იქნებ სხვა გოგოებიც იყვნენ.
ოფტოპიკისთვის -სორი.

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by Varvara » 31 მარ 2008, 15:52

მცხვენია, რომ ვერ შემოგიერთდით :oops:

მაგრამ მიხარია, რომ ასეთი კარგი საქმე გააკეთეთ. შემდეგი აქციისთვის უფრო მეტი ხალხის მობილიზება მოვახდინოთ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 მარ 2008, 16:21

დასუფთავებაში მონაწილეობის მიღებისთვის ყველას დიდი მადლობა.
თანაკარაველებისა და გურულის მეგობარი ფერეიდნელი ძმების სიყოჩაღით სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.
გულის სიღრმეში ვფიქრობდი, ნეტავ არავინ იწუწუნოს, არავინ იზარმაცოს-მეთქი და მსგავსს ვერაფერს ვიხსენებ.

ერთად-ერთი, გული ტომრების ნალებობაზე მწყდება. 16:30ისთვის ფქვილის 100 ტომარა უკვე გავსებული გვქონდა. ნეტავ-მეტი წამომეღო-მეთქი, ვამბობდი.

მართლა მადლობა თითოეულ მონაწილეს.
ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენთვის სამშობლო ძვირფასია.


ჰო,მკდ, დასუფთავების შემდეგ რესტორანში გდახდილი ფულიდან
5-5 ლარი უკან უბრუნდებათ პოპინსიკოს, ერი-ერი თიკო-გოგრიჩას, ვანდერერს და კიკის.
5ში თუ ბეთანიაში წამობრძანდებით, ციმ-ციმ მოგართმევთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by vazano » 31 მარ 2008, 16:26

vazano wrote:
TuTa wrote:
იყო ცოტა სიზარმაცეც, ცოტა დაღლილობაც :oops:
ხოო სიზარმაცეს რაცშეეხება ეგ ჩემზეა ზედგამოჭრილი :))
ზოგმა უკვე აღიარა დანაშაული,
მიყვარს როდესაც ვაზანოს წამოსცდება ხოლმე სიმართლე :)
ამიტომ მადლობავ ვიღებ, ყველასაც ვუხდი, და შენც გიხდი :)
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by ლეონტი » 31 მარ 2008, 16:31

კარგია კი არა საუკეთესოა.
ამ აქციის მიზანი ჩემი აზრით არა გარემოს დასუფთავებაა არამედ შინაგანი აქტია, და საზოგადოების გამოღვიძების მცდელობაა.
არ შეიძლება საზოგადოებამ იარსემოს მხოლოდ მომხმარებლური მენტალიტეტით.
მაიტა აქეთ.
არამედ საჭიროა: აჰა აიღე.
ეს სულიერი გამოღვიძებაცაა ამავე დროს.
1 ბერძენი წმინდანი გამახსენდა, რომელიც მარტო ცხოვრობდა გზის უდაბურ მონაკვეთში. აქ ქვები ცვიოდა და გზას ხერგავდა.
ეს კაცი ღამით გამოდიოდა , როცა არავინ იყო გზაზე და მთელი ღამე მუშაობდა, გზას წმინდავდა, ისე რო ვერც ვერავინ გებულობდა ამ ამბავს და ესე წლების მანძილზე ემსახურებოდა ღმერთს და ადამიანებს.
დასავლეთი სწორედ მომხმარებლობას და მომხმარებლობით სიამაყეს გვასწავლის.
თუ როგორ გამდიდრდე მოხერხებულობით, და იშრომო რომ დააგროვო, დააგროვო და იყო ძუნწი.
გაცემის ფსიქოლოგია კი უცხოა დღევანდელი სამყაროსთვის.
ის გიჟის საქციელს ჰგავს.
შეგეწიოთ სალოცავი, რომელსაც მოუარეთ.
გმადლობთ.

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
დასუფთავების აქცია ჯვარზე

Post by shatilis asuli » 31 მარ 2008, 16:34

ძალიან მაგარი დღე იყო! ისედაც ვცდილობდი, მაგრამ ეხლა ხომ საერთოდ! მირჩევნია ხელი მომტყდეს, ვიდრე რამე ძირს დავაგდო. ძალიან გამიჭირდა ვაღიარებ! მაგრამ უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ ეს გავაკეთეთ :D

Gvalva

ალბათ ნაგბის ტომრების გვერდით მოცეკვავე თავისუფალ გიჟებს ვგავდით, არ ვიცი ასეთ დაღლილზე საიდან მოვიდა ხალისიანი მუხტი. მუსიკის ბრალი იყო :D
Just Do It!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]