საუბარი ასეთი იყო: რეინჯერი მოვიდა, საბუთი თუ გაქვთო, ტურისტული ბიუროდანო, ეს ამბავი მალე დავავიწყეთ. კიდევ რას აკეთებთ მეთქი, და მასვე ვუთხარი რომ ერთი ბუნკერი რომ აგატანინათ ბირთვისებში, ეს ნაგავი რომ ყრია, ბუნკერი თუ იქნებოდა, აღარ დაყრიდნენ მეთქი. მაგან მეეჭვება განახორციელოს და აბა თქვენ გკითხავთ:
გაიხსენეთ ბირთვისებში მიმავალი გზა, რომელიმე მხრიდან შესაძლებელია რომ ვერცხლისფერი ბუნკერები რომაა, ბორბლებიანი, ის მივათრიოთ და დავდოთ პანტიან ჭალაში? შუაში, გზის გასაყარზე, რომ ყველამ დაინახოს რომ იქ ბუნკერია.
ზედ დავაწეროთ: "წარმოიდგინე რა რთული იყო ამ ბუნკერის აქ ამოტანა! დაგვიფასე შრომა და ჩაყარე ნაგავი შიგ" ან რომელიმე რითმის ოსტატმა ა-ლა-ყუბანეიშვილი იგივე აზრი გაალამაზოს

იქ ვინც დგას და ამას კითხულობს, უკვე გავლილი აქვს იმ გზის სირთულე და მე მგონი ეს წარწერა იმუშავებს.
ეს ბუნკერი მძიმეა? ეხლა ისე კარგად აღვწერე რომ უკვე ატანა მინდა

იმ რეინჯერის ტელეფონი მაქვს, თუ ბუნკერს ვიშოვით, (და მე მგონი, რომ მივიდეთ და დაველაპარაკოთ, მოგვცემენ), წინასწარ დავურეკავ რეინჯერს, ვთხოვ რომ ადგილობრივ სოფლელებიც დაგვახმაროს და ავიტანოთ.
ეხლა მოდი ის ვთქვათ, ტბისიდან რომ ავიტანოთ ყველგან გაეტევა ეს ბუნკერი? ადგილობრივებმა იქნებ რამე უფრო მოსახერხებელი გზა იციან?
მე რამდენადაც ვიცი, მაგ ბუნკერში წყალი არ ჩადის (გზაში თუ არ დაგეჭეჭყა

ბოლო-ბოლო, ჩვენი ვინმე კი მოხვდება იქ თვეში ერთხელ და "ჩვენი" ბუნკერი რომ იქნება სიყვარულით გააგორებს და დაწვავს