რაც შეეხება დატოვებულ კეშს და მის ადგილმდებარეობას. როგორც აღვნიშნე, ფსალმუნი წამოვიღე, დარჩა მონეტა და დავამატე ჭიამაია, რომელსაც სულ თან დავატარებდი...
ადგილმდებარეობა იგივეა, რაც meore monadire-ს ეწერა, სამალავის ადგილი არ შემიცვლია. მაინც ჩამოვწერ:
პუნქტის ადგილმდებარეობა: თბილისი-თეთრიწყაროს მიმართულებით
უახლოესი ცნობილი დასახლება: სოფ. ასურეთი
გადასახვევი საავტომობილო გზიდან: სოფ. ტბისი
ღირსშესანიშნაობა: საქართველოსთვის შედარებით უცხო, კლდოვანი
ლანდშაფტი, ისტორიული ციხე გოდოლებით... შეუპოვარი, ზედა ციხე...
სირთულე: ძალიან რთული არ არის, თუმცა არც მარტივია
სამალავის ადგილმდებარეობა: ზედა ციხის (აქ მოიხსენიებენ, როგორც დედაციხეს) კარიბჭეში შესვლისთანავე მარცხნივ აღმართზე ამოშენებული კედლის ნაშთები კარგად შეიმჩნევა, მის მიღმა გადააბიჯებთ თუ არა, პატარა მდელოა. შესასვლელიდან პირდაპირ დგას ხეები, მათგან ერთ-ერთი მარჯვენა ფუღუროიანია (ვიწროა... ფრთხილად, ხელი არ ჩაგრჩეთ ანდა ჯოხი დაიხმარეთ).
განძის აღწერა: განძი ჩადებულია შავ ამერიკულ ღამის ფარნის ყუთში, დევს ბლოკნოტი და ფანქარი, არაბეთის გაერთიანებული ემირატების (თუ არ ვცდები) მონეტა და ჭიამაია

ნუ დარდობთ, სანამ არ იპოვით, ჭიამაია ფეხს არ მოიცვლის.
ესეც ფოტო იმ ნივთებისა, რაც უნდა იპოვოთ:

წარმატებებს გისურვებთ!