გურული, მესმი შენი. ის რის გამოც შენ მოგწონს და გული მოგიწევს ამ ფორუმში სწორედ ესაა ჩემი ხედვით ამ ფორუმის სპეციფიკა და განმასხვავებელი თავისებურება. ყველა ნამდვილ კარველს ალბათ შენის მსგავსი დამოკიდებულება აქვს უსაზღვრო ვირტუალის ამ პატარა ნაგლეჯისადმიguruli wrote:masai11 - გარჯა აუცილებლად უნდა შეგიქო - ამდენი გიფიქრია და გიწერია, რაც ნამდვილად არ იქნებოდა 1 წუთის საქმე. თუმცა, რასაც ახლა ვიტყვი, ნაღდად არ გეხება შენ - ზოგადად ვამბობ. არ მესმის, ეს რამკები რატომაა ფორუმზე ასე აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?წაიღეთ ჩემი იეტობა, ვისაც გინდათ - ვინც დაინანოს, იმის...
![]()
![]()
ეს ფორუმი შეიქმნა "ღია ცის ქვეშ სხვადასხვა აქტივობების შესახებ" და სწორედ ეს მომეწონა აქ. ეს კარავი ჩემთვის ქალაქური რუტინიდან გაქცევის, ბუნებაში გასვლისა და საქართველოს გაცნობის ერთგვარ საშუალებად იქცა. ეს მომეწონა აქ იმ საინტერესო დისკუსიებთან და საინტერესო ხალხთან ერთად, რომლებიც აქ დამხვდნენ, თორემ რამკებისთვის ნაღდად არ შემოვსულვარ. არ მინდა, ის სული დაიკარგოს ფორუმზე და ეს ყველაფერი პოსტებსა თუ რამკებზე გამოკიდებამ გადაფაროს. თუ აკვირდებით, თითქმის არასოდეს ვულოცავ არავის იეტობას და თუ მივულოცავ, იქვე სულ ვამატებ, არ ვიცი, ამაში რაა მოსალოცი-მეთქი. უბრალოდ, ვულოცავ იმიტომ, ვინმემ არ იფიქროს, ამას გაუტყდა და იმიტომ არ მილოცავსო.
masai11 - კიდევ ერთხელ გიმეორებ, ეს პირადად შენს საწინააღმდეგო გამოსვლად არ ჩათვალო, მე ზოგადად ვლაპარაკობ. ისე, ცნობისათვის - მე არც ამ ტემაში შემოვდივარ და ვპოსტავ, რადგან ეს თემა ასე აქტუალურად არ მიმაჩნია.

თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი აზრი კირადა განზრახვის მიზანი მთლად გასაგები არ იყო. იმ ჩემს "ტრაქტატს" რამკების შესახებ, შემთხვევით ან სილამაზის გამო არ ახლავს პროლოგი და ეპილოგი _ მათში "რამკებისადმი" ჩემი დამოკიდებულებაა გადმოცემული. მთილანად ის პოსტი კი ჩემი ვირტუალური (და არამხოლოდ) ცხოვრების გამოცდილების, თეორიული ცოდნებისა და "ცხოვრებისეული ფილოსოფიის"

ნუ, ეს მე ვფიქრობ ამგვარად და ამდენად უცილობელ ჭეშმარიტებად არ ვასაღებ ჩემ ფიქრებს
