ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by Varvara » 19 მარ 2008, 12:42

აქ დავწეროთ ვინც რა ვიცით ნაგვის და ნარჩენების უტილიზაციის შესახებ ბუნებაში.

მინდა გთხოვოთ, რომ არასოდეს არ დავწვათ არ ცელოფნის პარკები და არც პლასტმასის ბოთლები ბუნებაში, წვის დროს მავნე ნივთიერებები გამოიყოფა, რომელიც ატმოსფეროში ადის ............

იგივე ეხება შემოდგომის ფოთლებს და საბურავებს ..............

ლეონტი წერდა:

მართალია, რადგან პლასტმასეულობის წვით გადაწყდება ესთეტური მხარე დასუფთავებისა და წარმოიქმნება უხილავი, ქიმიური დაბინძურება.
მაგალითად ზემოთ შეგროვილი მასის წვის შედეგად გარემოში გამოიყოფა ტოქსინების ჯგუFი მათ შორის დიოქსინები, რომლებიც გარემოში 300 წელი არ იშლება და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას აკუმულირდება და გარეთ არ გამოდის, რაც თავის მხრივ გენეტიკურ გადაგვარებას და სხვა სერიოზულ დაავადებებს იწვევს.
ეგ ნაგავიც რომ ჩამოგეთანათ ტბილისში მოხვდებოდა გლდანის ნაგავსაყრელზე სადაც ღია ცის ქვეშ იწვის და გლდანის და მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობას სპობს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
საღამოს მეშვიდე მიკროში ფანჯარას ვერ გააღებ ისეთი სუნი მოდის საწვავიდან.

დრუიდი წერდა:

tumca damarxvac ar aris maincdamainc kargi idea ki sxvadasxva araorganuli sagnebis ganmarxeba magram esec dzalian araestetiuria tundac 50-100 wlis shemdeg rom naxav am ganmarxebul plastikats namdvilad ar mogewonobat shesaxedad )

ლამა წერდა:

მოკლედ ყელის ტბაზე რომ ვიყავით მაშინ ვმარხავდით კონსერვის ქილებს 3200 მეტრზე ვერ დავწვავდით რადგან ხის ნასახი იქ არ არსებობდა და ვერც ვათრევდით ვერანაირად

ვარვარა წერდა:

ცელოფნების და პლასტმასის ბოთლების დამარხვას აზრი არ აქვს - არ იშლება და ნიადაგში ისეთივე სახით რჩება. რაც შეეხება კონსერვის ქილებს - მიღებული პრაქტიკაა (ალბათ დაჟანგვის მერე გარკვეული ქიმიური პროცესები მიდის. ,,თხამ ვენახი შეჭამა''-ს კუპლეტი გავიხსენოთ

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by Wanderer » 19 მარ 2008, 13:05

Varvara
არასოდეს არ დავწვათ არ ცელოფნის პარკები და არც პლასტმასის ბოთლები ბუნებაში, წვის დროს მავნე ნივთიერებები გამოიყოფა, რომელიც ატმოსფეროში ადის
ეგ ნაგავიც რომ ჩამოგეთანათ ტბილისში მოხვდებოდა გლდანის ნაგავსაყრელზე სადაც ღია ცის ქვეშ იწვის და გლდანის და მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობას სპობს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
ცელოფნების და პლასტმასის ბოთლების დამარხვას აზრი არ აქვს - არ იშლება და ნიადაგში ისეთივე სახით რჩება.
ციტირებული ფრაზებიდან გამომდინარე გაუგებარია თუ რა არის სწორი. დამარხვა არ ვარგა. ამაზე შევთანხმდით, მაგრამ თბილისში ჩამოტანასა და აქ დაწვას და ბუნებაში დაწვას შორის რა განსხვავებაა? რა მნიშვნელობა აქვს ბუნებაში დავწვავთ თუ გლდანის ნაგავსაყრელზე დაწვავენ? გარემო ორივე შემთხვევაში დაბინძურდება...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by Varvara » 19 მარ 2008, 15:33

ინფორმაცია სხვადასხვა რუსული საიტებიდან:

Уходя с привала, уничтожьте или возьмите с собой мусор, обрывки бумаги. Консервные банки обожгите на костре, расплющите и вместе с другими несгораемыми отбросами закопайте в укромном месте, или, еще лучше, также возьмите с собой, чтобы выкинуть в урну или другое специально отведенное место.

Ни в коем случае не бейте бутылки или другую стеклянную посуду. Помните, что брошенная бумага не сгнивает два года, осколок бутылки или консервная банка могут поранить ногу и через сорок лет.

ნ--------------------------------------------------------------------------

Утилизация отходов кулинарии
Большая часть отходов растительной пищи может быть утилизирована самой природой, чего не скажешь об отходах животного происхождения. Необходимо избегать попадания жиров и масляной пищи в бессточные водоемы. Поэтому лучше при мытье посуды удалять жир тряпкой или пользоваться масляные фильтры.
Использование компостных ям требует знаний и навыков, так как они часто становятся источником неприятного запаха и газа.

Утилизация изделий из стекла, пластмассы, металла

В некоторых странах до 80% производимого стекла используется для упаковки, особенно для алкогольных напитков. Учитывая популярность последних на отдыхе, легко представить драматизм ситуации. Стекло практически не может быть утилизировано природой (кроме сбрасывания в ледниковые трещины). Как и в случае с пластмассой - это вечные отходы, которые необходимо только эвакуировать Поэтому лучший выход – уменьшить количество используемых стеклянных и пластмассовых изделий и перейти на бумажную, картонную упаковку. Ни в коем случае нельзя сжигать пластмассу, так как при горении выделяются чрезвычайно вредные соединения и вещества.

Металлические емкости из под краски и химикалий необходимо эвакуировать. Следует избегать использования металлических емкостей, особенно с аэрозолями.

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by N67 » 19 მარ 2008, 16:16

და..
ყველა ნაგავსაყრელზე წვავენ?
თუ მარტო ერთი ნაგავსაყრელია(გლდანის)?
:?
არ მეგონა ასე თუ იყო..
არადა მე ყოველთვის უკან მოვათრევ ხოლმე ნაგავს თბილისამდე ან სხვა დასახლებული ადგილის სანაგვემდე..

:?:
Image

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by Toma » 19 მარ 2008, 16:19

ალბათ ისევ ადგილზე დაცვა ჯობია,

დავზოგოთ გლდანის მოსახლეობა :wink: :D
ცხოვრება მშვენიერია :D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by qvevri » 19 მარ 2008, 16:36

მართალია ტომა. გლდანელებს ისიც ეყოფათ გლდანელები რომ არიან. :lol:

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by Linda » 19 მარ 2008, 16:49

გლდანელებს ისიც ეყოფათ გლდანელები რომ არიან.
:lol: :lol:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by ლეონტი » 19 მარ 2008, 16:55

მე ვნახე ფილმი, ბრიტანელების გადაღებული.
იქ ხომ ნაგავს ახარისხებენ და პლასმასა ერთად მიაქვთ 1 ქარხანაში სადაც ადნობენ და მერე დიდ კასრებში ინახავენ, მანამ სანამ არ მოიძებნება მისი გამოყენების მეტოდი, ნაწილი გააქვტ ოკეანეში და ძირავენ ფსკერზე.

მაგრამ ამ ქარხნის 30 კმ რადიუსი იყო მოწამლული დიოქსინებით და სხვა ნივთიერებებით.

ახლა ამაზე დაიწყეს მუშაობა და გამოიყვანეს ბაქტერია, რომელიც უნდა გაამრავლონ ლაბორატორიაში და გადანერგონ დაბინზურებულ ნიადაგში.
აქ ეს ბაქტერია ჭამს შხამებს და ანეიტრალებს.

ამას წლები და მილიარდები დასჭირდა.
ჩენ დანგრეულ ,ოკუპირებულ და მთავრობა გარღვეულ ქვეყანაში ამას არავინ გააკეთებს , ასე რომ გლდანი და მიმდებარე ტერიტორიები ეკოლოგიური კატასტროფის ზონაა.

უბრალო ხალხს რომ აუხსნა რას უშობა ეგ კვამლი ვერც გაიგებენ, ერთ ვკითხე სუნი არ გაწუხებთ ქარს რო აქეთ მოაქვს მეთქი, ამ დროს ვიხჩობოდი, ისეთი საზიზღარი სუნი იდგა.
მან მიპასუხა რომ ვერაფერ სუნს ვერ გრძნობდა.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by Gvalva » 19 მარ 2008, 17:24

ხომ არ შეგვიძლია ეს საკითხი უფრო ზუსტად გავარკვიოთ?

მე მზად ვარ წავიდეთ შესაბამის ინსტანციაში და გავარკვიოთ ჩვენს პირობებში რა არის საუკეთისო გამოსავალი.

მე რაც წვერის წმინდა გიორგის ირგვლივ შეგროვილი ნაგავი ვნახე, ყოველგვარი ხელთათმანების და ინსტრუმენტების გარეშე, ამდენი ნაგავის აკრეფის და დაწკრიალების შემდეგ იმის თქმა რომ ეს ასე არ უნდა გაკეთებულიყო ძალიან ძნელია, მოდით გავიგოთ რა უნდა გაკეთდეს საქართველოს პირობებში და თანაც ახლა, 10 წლი ეყაროს ნაგავი და მერე ტქენოლოგია დაინერგება და მერე ავკრიფოთო ამას ვერ ვიტყვით.

მე რამდენადაც ადრე ამავე საკითხზე (თანაც მგონი ისევ კარავზე) მსჯელობისას გავარკვიე იყო ის რომ, მიიტან ნაგვის ბუნკერში ჩაყრი და ისინი დაწვავენ. ესაა დღეს საქართველოში დამუშავების ტექნოლოგია.

მარა კიდევ გავარკვიოთ, შეიძლება მას შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by Archil » 20 მარ 2008, 03:07

ვფიქრობ საუკეთესო გამოსავალი უნდა იყოს სალაშქროდ ცელოფანის დიდი ტომრებით წასვლა. შეგროვდეს ნაგავი ამ ცელოფანებში და ასე შეგროვილი ნაგავი ჩვენს შთამომავლობას დავუტოვოთ იმ დრომდე, სანამ მეცნიერულად არ გამოიძებნება მათი ლიკვიდაციის საუკეთესო მეთოდი. სჯობია ხსვადასხვა სახის ნაგავი სხვადასხვა ცელოფანებში ჩავდოთ და ზედ დიდი ფლომასტერით დავაწეროთ რა სახის ნაგავია. ათწლეულების შემდეგ კი, როცა ჩვენი შთამომავლები გაივლიან ჩვენს გავლილ ბილიკებზე, ამაყნი გახდებიან თავიანთი წინაპრების (ანუ ჩვენი) ნაღვაწით. იტყვიან, ხომ ხედავთ როგორ ზრუნავდნენ საქართველოში ჩვენს დედაბუნებაზე, რა დაგვიტოვეს შთამომავლობასო !!!

ამაზე უფრო საამური რა უნდა იყოს? მითხარით აბა....

გლდანელებიც მადლობელი იქნებიან ჩვენი...


ინსტანციებში სიარულს მივესალმები
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by Wanderer » 20 მარ 2008, 10:38

Archil
ერთი იდეა დამებადა: გავაკეთოთ ნაგავსაყრელი :D სადაც შევაგროვებთ ამ ჩვენს პლასტმასებს, მაგრამ არ დავწვავთ! ასე და ამგვარად ეს ნაგავი შეგროვდება და დაელოდება იმ დროს(შორს არ არის ჩემი აზრით) როცა ამ პლასტმასებს გადაამუშავებენ. ჩემი აზრით ასეთნაირად ჩვენი პლასტმასებით გარემოს დაბინძურების პრობლემას მოვხსნით. :) სხვების პლასტმასებზე მგონი არც არის ეს თემა...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by mika » 20 მარ 2008, 15:29

ერთი ჩინელი მანდილოსანი (სკოლაც არ დაუმთავრებია) მილიარდელი გახდა ნაგავსაყრელების ხარჯზე .........იმნო მილიარდელი
medical student

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by Varvara » 20 მარ 2008, 17:32

იდეაში ნაგავსაყრელი სპეციალურ ტერიტორიაზე უნდა კეთდებოდეს - რომლის კონსერვაცია უნდა ხდებოდეს თავისი თავის ამოწურვის (ანუ გავსების) შემდეგ.

უცხოეთში მაგალითად შიდა წვის ბუნკერები აქვთ - ნაგავი იყრება შიგნით და დახურულ სისტემაში იწვება ისე, რომ ატმოსფეროში არაფერი არ გადის, თუ არ ვცდები წვის შემდეგ გამოყოფილი ენერგიის გამოყენებაც უნდა ხდებოდეს სხვა მიზნებისთვის.

მე მაინც მომხრე ვარ რომ ბუნებაში ნაგავი არ დავტოვოთ, პირიქით - შესაძლებლობის ფარგლებში - სხვების დაყრილიც გავასუფთაოთ და გადავყაროთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

ნაგავსაყრელებზე ნაგვის დაწვა არა მგონია ამ ტერიტორიების მესვეურების ინიციატივა იყოს, მე ეს უფრო იმ ხალხის გაკეთებული მგონია, ვინც ნაგავში სხვადასხვა საგნებს ეძებს. თეორიულადაც კი შეუძლებელია იგივე გლდანის მთელი ნაგავსაყრელის ,,გადაწვა'' (უხეშ გამოთქმას ვხმარობ ამ შემთხვევაში).
Archil wrote:ვფიქრობ საუკეთესო გამოსავალი უნდა იყოს სალაშქროდ ცელოფანის დიდი ტომრებით წასვლა. შეგროვდეს ნაგავი ამ ცელოფანებში და ასე შეგროვილი ნაგავი ჩვენს შთამომავლობას დავუტოვოთ იმ დრომდე, სანამ მეცნიერულად არ გამოიძებნება მათი ლიკვიდაციის საუკეთესო მეთოდი. სჯობია ხსვადასხვა სახის ნაგავი სხვადასხვა ცელოფანებში ჩავდოთ და ზედ დიდი ფლომასტერით დავაწეროთ რა სახის ნაგავია. ათწლეულების შემდეგ კი, როცა ჩვენი შთამომავლები გაივლიან ჩვენს გავლილ ბილიკებზე, ამაყნი გახდებიან თავიანთი წინაპრების (ანუ ჩვენი) ნაღვაწით. იტყვიან, ხომ ხედავთ როგორ ზრუნავდნენ საქართველოში ჩვენს დედაბუნებაზე, რა დაგვიტოვეს შთამომავლობასო !!!
არჩილ, იმედია ხუმრობ.

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by Druides » 20 მარ 2008, 18:17

Wanderer
am plastmasebs mere vigaca usaxlkaro ipovis da chaaabarebs " koka-kolashi" da isev dagvibrundeba :D


ise ramdenadac maxsovs chveni qalaqis mtavrobas undoda aseti nagavsayrelis mshenebloba jer kidev shevardnazis dros da wvis energia quchebis ganatebashi unda gamoeyenebinat magram rom gadatvales 100 milioni dolari girs eg proeqtio mashin ki tqves agar gvindao.....da dgesac ar undat.....
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ნაგვის და ნარჩენების უტილიზაცია ბუნებაში ყოფნის დროს

Post by Wanderer » 20 მარ 2008, 18:20

Druides
am plastmasebs mere vigaca usaxlkaro ipovis da chaaabarebs " koka-kolashi" da isev dagvibrundeba
არანაირად. სანამ გადააგდებ დანას გადაუსმევ იმ ბოთლს და ვსიო. :wink:

(PM ნახე შენ ნუ ლაპარაკობ ბევრს)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]