პრაქტიკულად, ყვარლისა და დაღესტნის მთების შესაყარზე ვიყავი... მთაზე რომ ავედი, მარცხნივ ისეთი ულამაზესი მინდვრები ჩანდა, გასეირნება მომინდა, მაგრამ დაბლა, აქ არაერთხელ ნახსენებ უძიროს ანუ ორეთის ტბასთან მელოდებოდნენ - მთელი ორი საათი ვიყავი წასული იმ მთაზე და ამიტომ გადავიფიქრე... სოფელში დაბრუნებულმა რომ ვთქვი, იქით ვერ წავედი, მაგრამ ერთხელ საგანგებოდ წავალ იმ მხარეში-მეთქი, თუშებმა შეიცხადეს - კიდევ კარგი, არ წასულხარ, თორემ ეგ უკვე ლეკების ტერიტორიააო.ყვარლის მთებს ტუშეთიდან როგორ შემოუარე, ჩვენს იქით დაღესტანია, მონადირეებისგან ვიცი ზღაპრული ბუნება და სანადირო ადგილებიაო, მარა ეხლა რუსები აღარ გვიშვებენ ისე შენადა ნადირობასთან როგორ ხარ


მთა "შავი კლდე" გეცოდინება, სადაც სახელმწიფო საზღვარი უხვევს, აი, მაგ მთას უკანა მხრიდან მივადექი, ყვარელი კი მაგის გადმოღმა იყო.
ჰოდა, მე ჩაღმა თუშებთან ვახლობლობ, თუმცა რამდენიმე წოვაც ვიცი. მაგალითად, გია და თამუნა წოტოიძეებს ვიცნობ, ლაგაზიძე კი კურსელი მყავდა ერთი, ახლა ქართულს ასწავლის ზემო ალვნის სკოლაში.