კურიოზები თევზაობის დროს

ნადირობის და თევზაობის მოყვარულთათვის

Moderators: Druides, Druides, Druides, Druides

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
კურიოზები თევზაობის დროს

Post by ilia » 05 იან 2006, 23:29

LOKI
კიდე კაი ძროხები არ დაფრინავენ :D

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
კურიოზები თევზაობის დროს

Post by LOKI » 06 იან 2006, 02:55

ilia
:lol: :lol:
აბააა
ზამთარში ზროხების "პერელიოტს" რომ დაუყარაულდები ბუჩქებში
მაგარი იქნებაა (კასკით რა თქმა უნდა) :lol: :lol: :lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კურიოზები თევზაობის დროს

Post by guruli » 11 იან 2006, 14:12

მოგესალმებით და ამ სახალისო თემაზე რამდენიმე ამბავს შემოგაშველებთ.
ჩემი სოფელი მთიან გურიაში, ხევისწყალას სათავეშია. ერთხელ წავედით სათევზაოდ მე, ჩემო უფროსი ძმა და ერთიც მისი თანატოლი თბილისელი ბიჭი. სადაც ვთევზაობთ, ულამაზესი ადგილია - დაახლოებით 1 კილომეტრი მდინარე სულ კლდეებში მიედინება. წარმოიდგინეთ, აქეთ-იქით 8-10-მეტრიანი კლდეები, ზემოდან ხეების ტოტებით გადახურული, რაც გვირაბის იმიტაციას ქმნის. იქ ჩანჩქერიცაა და ერთი უცნაური ფორმის კლდეც - შუაში მთელ სიგრძეზე შიგნითაა შეწეული, თითქოს განგებ გამოუთხრიათო დასაჯდომად, ზევიდან კი ქუდივითაა გადმოხურული კლდე. ეგრეც ვეძახით - ქუდიან კლდეს. გადმოვჯდებოდით ხოლმე იქ და ვთევზაობდით ანკესებით. ერთგან მდინარეში ხიდან სუროს ტოტები ეშვებოდა და შიგ ყოველ ზაფხულს ბოლოქანქარა ჩიტი ბუდეს იკეთებდა. მოკლედ, წყალზე დაშვებული ხის ტოტებით, ჩანჩქერით, ველური გვიმრებით და ასეთებით იქაურობა ტროპიკებს წააგავს. ხშირად ერთი ადგილიდან მეორეზე იმ კლდეებზე უნდა გადახვიდე. მახსოვს,ბავშვობაში მათზე რა სიამოვნებით დავფორთხავდი, თავი დიდი ალპინისტი მეგონა.
მოკლედ, ვთევზაობთ, რა იმ ადგილას ჯერ ანკესით, მაგრამ ბადეც გვაქვს წაღებული. ძალიან დიდი თევზებიც არაა, მაგრამ ჩემმა ძმამ ანკესით იმხელა წვერა დაიჭირა, 2-ლიტრიან ქილაში არ ჩაეტია. ამით შეგულიანებულებმა გადაწყვიტეს ბადით ეთევზავათ. მდინარე დიდი არაა, მაგრამ ალაგ-ალაგ ზალიან დიდ გუბეებს აკეთებს და ერთ ასეთში დაიწყეს თევზაობა. ჯერ გუბურის უფრო გაშლილ ადგილას მოითავეს თევზაობა და მიადგნენ ზედა ნაწილსმ სადაც დიდი ქვებია და მათ ქვეშ მუდამაა თევზი. ჩადგეს ბადე ყველაზე დიდ ქვასთან, რომელიც იმ თბილისელს უჭირავს (მე როგორც პატარას, ნაპირზე დგომა და დაჭერილი თევზების პატრონობა მევალება) და ჩემმა ძმამ დაიწყო თევზის დაფრთხობა - ზევიდან ქვევით მოჰყვება, ადგაფუნებს წყალს, ატრიალებს ქვებს და არის ერთ ამბავში. უცებ ეტაკა იმ ბიჭს ბადეზე, არიქა, რაღაც დიდია გაბმული და ამოსწი ჩქარა, არ გადახტესო. რაღაც დიდი რომ ფართხალებდა, თავთხელში ჩვენც შევნიშნეთ, მაგრამ თქვენს მტერს, რაც შიგ გაბმულიყო - დიდი, დაახლოებით მეტრიანი შავი გველი! ამოსწიეს ბადე და ტყვისავით ისროლეს მეორე ნაპირზე, თვითონ კი ასევე დამდუღრულივით მაოწყდნენ აქეთა ნაპირს :lol: . გველს რა უჭირდა - სრაზუ ამოძვრა ბადიდან და გაიქცა, ესენი კი რამდენჯერაც წყალიდან ამოხტნენ, სველ სიპებზე იმდენი მოცურდნენ და მოადინეს ისევ ტყაპანი წყალში. ვინ იცისმ რამდენჯერ მითევზავია, მაგრამ ბავშვობიდან ყველაზე მეტად ის დამამახსოვრდა. ალბათ, ყველაზე მეტად რომ შემეშინდა, იმიტომ :lol:
მოგვიანებით, უკვე სკოლის დამთავრების შემდეგ თევზაობისას ერთხელაც შედგა ჩემი კონტაქტი გველთან. მეზობლის ბიჭებთან ერთად (ისინი ხელით თევზაობენ მაგრა) წავედით ბადით. ერთგან, ხმელი ფიჩხით სავსე მორევში ქვასთან ჩადგეს ბადე, რომლის დაჭერაც მე დამევალა, ერთი კი ხელით ქვის ქვეშ თევზაობს. უცებ ხელზე რაღაც მომედო. ვიფიქრე, ფიჩხია-მეთქი და სასხვათაშორისოდ გავხედე. ზედ ჩემი ხელის გვერდით პატარა ანკარას ამოუყვია წყლიდან თავი და გვიყურებს. იმხელა ვიყვირე, აქეთ გველი გავარდა გულგახეთქილი, იქით კი ის ბიჭი ახტა ნაპირზე :lol: მაგრამ მისთვის ეგ რა იყო, რაც იმ დღეს შეემთხვა - ერთგან. ყელამდე წყალში ჩამდგარი ბადეს ხის ძირებში აფათურებს. ეტყობა, იქ გველიც იყო, რომელმაც ამას ზედ კისერთან გაუცურ-გამოუცურა. :? ეს ერთი კი გამოვარდა აქეთ და მერე ისევ შევიდა სათევზაოდ. ნუ, შეჩვეულია ეგეთებს, თორემ ჩემთვის ოქრო რომ დაგეყარა, იქ მეორედ არ შევიდოდი.

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
კურიოზები თევზაობის დროს

Post by LOKI » 11 იან 2006, 14:32

guruli
:D :D :D მაგარი იყო


და ჩემი ისტორიაც გამახსენდა გველთან დაკავშირებით


პირველად სერიოზულად სათევზაოდ მამაჩემმა წამიყვანა თბილისის ზღვაზე იმ პირობით რომ არ შევაწუხებდი და ზურგჩანთას მე ვატარებდი (ორივესას რა თქმა უნდა) ზურგჩანთის ხელა სულ არ ვიყავი მაგრამ რას იზამ. მიდიოდა მამაჩემი ჯიბეში ხელჩაწყობილი და გვერდით მიყვებოდა ფეხებიანი ზურგჩანთა :D :D :D ცოტა თემას გადავუხვიე. ხო მოკლედ პირველი დაჭერილი თევზი პირველი სიყვარულივითაა მეთევზესთვის არ ავიწყდება არასდროს :D :D და სწორედ ზღვაზე დავიჭირე პატარა თევზი (ჩემთვის მაშინ დიდი იყო :D ) მოკლედ ჩავდე "სადოკში" და თავზე ისე ვევლები როგორც უძვირფასეს საგანს და ჩემი მეთევზის სახელის დამადასტურებელ ფაქტს :D მოკლედ ცოტა ხნით მზერა მოვაშორე და როცა ისევ შევხედე სადღაა ჩემი თევზი. გავიხედე და გველი არ მიათრევს.
ჩემი მთელი მხნეობა მოვიკრიბე გავიხსენე თუ რამდენი ვიშრომე ამ თევზისთვის ის რომ მთელი ღამე არ მეძინა რომ დილით მამაჩემი არ გამპარვოდა ის რომ ეს ჩემი პირველი თევზი იყო ის რომ ჩემზე დიდი ზურგჩანთა ვათრიე ზღვაზე და ....
მივვარდი გველს და თევზი პირიდან გამოვაძრე. ალბათ გველი შოკში იყო და არაფერი უთქვავს :D :D მე კი საკუთარ თვალში ორჯერ ავმაღლდი :D :D :D :D :D :D :D :D

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კურიოზები თევზაობის დროს

Post by Gvalva » 11 იან 2006, 15:04

guruli

აუუუ, თევზაობის ამბავი ვეღარ მოვისმინე ისე აღვფრთოვანდი იმ ადგილის აღწერით სადაც თქვენ თევზაობდით (პოსტის I აბზაცი) ზღაპრული ადგილი ჩანს, სანამ წაგვიყვან ;) ფოტო არ გაქვს, გვანახე რა, რომ ვკითხულობდი, თან ვხედავდი და მინდა შევადარო :D

LOKI

მაგარი ისტორია იყო!!! ბავშვის რეალური განცდებით, გულიანად ვიცინე. სხვათა შორის, ეგ ზურგჩანთა ატარე, ანუ, ფეხებიანი ზურგჩანთა :) ეტყობა აღმზრდელობითი მომენტია, ძალიან ბევრი იყენებს, არ ვიცი მობეზრდათ ზურგჩანთის ტარება არ ვიცი მართლა რამე ეფექტი აქვს.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კურიოზები თევზაობის დროს

Post by Nika » 11 იან 2006, 15:56

guruli
ანკარა როდიდანაა საშიში? :lol: :lol: :lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კურიოზები თევზაობის დროს

Post by guruli » 11 იან 2006, 16:28

LOKI
შენ გმირობა ჩაგიდენია! ყოჩაღ! :wink:
Gvalva
ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ მაგ ადგილის სურათი არა მაქვს. საერთოდ, ძალიან მინდა, სოფელში საგანგებოდ სურათების გადასაღებად ჩავიდე, მაგრამ... არადა, მართლა ლამაზი სოფელი მაქვს, თუმცა სურათებს უშუალოდ ნახვა აჯობებს :D
მაგ ადგილის არა, მაგრამ თქვენთვის სოფლის სხვა ადგილების სურათები კი მაქვს. თან, ბევრი ჩანჩქერებისაა, რაც, თუ ადრინდელი წერილებიდან კარგად მახსოვს, შენ მოგწონს განსაკუთრებით. იქ ერთ ადგილას, დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში, 7-8 ჩანჩქერია. მართალია, ძაან დიდები არაა, მაგრამ მაინც ლამაზი ადგილია. ოღონდ მოვაღწიო თქვენს შეკრებებზე... თქვენთვის ვენეციის, ალპების და პარიზის სურათებიც მაქვს, ოღონდ ვენეცია-ალპები სადღაც გამებნა. იმედია, ვიპოვი, თუ არადა, ლენტა ხომ მაქვს.
Nika
ანკარა როდიდანაა საშიში?
როცა გიკბენს, მაშინ :lol: :lol: :lol: გამომდინარე იქიდან, რომ ეგ არაა შხამიანი, არც საშიშია. თუმცა, ცხადია, ხელის პირში ჩადება მაინც არაა სასურველი.
P.S. მოგვიანებით ნადირობაზეც დავწერ, უფრო სახალისო ისტორიებია.
ჰო. მართლა, კინაღამ დამავიწყდა, ამ განყოფილებას რატომაც მივაქციე ყურადღება. რიოგორც ვიცი, კარაველთა უმრავლესობა წლეულს თუშეთში აპირებს წასვლას. იქ თევზაობაც შეიძლება და გაითვალისწინეთ... იქ მხოლოდ კალმახია. ჩაღმა თუშეთში ანუ მისასვლელში უკვე წითელ წიგნში შეიტანეს - იოლი მისადგომია და ყველა მანდ თევზაობს, რამაც იშვიათობა გახადა, მაგრამ გომეწარში და პირიქეთში ჯერაც ჯოგებად დაცურავენ :lol: ხუმრობა იქით იყოს და მართლა ბევრი ყოფილა.

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
კურიოზები თევზაობის დროს

Post by LOKI » 12 იან 2006, 01:42

guruli
ნადირობაზე ისტორიებისთვის ცალკე თემა ხომ არ გავხსნათ?? თუ არა და აქაც შიძლება. :D :D
კიდევ კარგი მარტო მე არ მიწევს ამ თემისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება გაიხარე კეთილო ადამიანო რომ შემეშველე :D :D :D :D

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კურიოზები თევზაობის დროს

Post by Gvalva » 12 იან 2006, 08:43

ნადირობაზე მოდი "სხვადასხვა"ში გახსენით თემა, ნადირობის თემები თუ ბევრი დაგროვდება განყოფილებას ვხსნით ხოლმე

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კურიოზები თევზაობის დროს

Post by Nika » 12 იან 2006, 10:46

გამახსენდა ასეთი ისტორია შორი წარსულიდან. მოკლედ მე და ჩემი ძმაკაცი (სომეხია და არმენა ჰქვია მარა დედა რუსი ყავს და ნუ რუსია ვიდზე დაჯე მეტსახესი აქ Вася) წასულები ვართ სათევზაოდ ბაშკოვოზე. შუადღეს გამოვედით ნაპოირზე და ვჭამთ. ჭამას რო მოვრჩით დაგვეზარა ეგრევე თევზაობის გაგრძელება და ვისვენებთ, ამ დროს დაგვადგა ვიღაც ადგილობრივი ბერძენი და გვესაუბრება რა. ხოდა რაღაც მომენტში სომხებს მაგრა აგინებს. ნუ მე მამენტ მკიდია, არმენაც არ ვიცი ხმას არ იღებს. ნუ ამ გინების შუაშია სადღაც ტიპი მისული და გვეკითხება რა გქვიათო. მეთქი მე ნიკა, იმან მე არმენა. ტიპს სახე შეეცვალა მოშნად. ასე 1 წუთი ჩუმად იყო და მერე კითხულობს. Ты что армянин? (ძლივს შევიკავე სიცილი არმენა რო ერქვას ვინმე არასომეხს ნეტა სად უნახია ვინმეს). ნუ ამან უთხრა რო დედა რუსი მყავსო. ტიპმა ამოისუნთქა. ხოდა აბა რუსი ყოფილხარო. :lol: :lol: :lol: ისე მაშინ ძაან ბევრი თევზი დავიჭირეთ. ახლა ეგ ტბა აღარაა მგონი ეგრე გავიგე.

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
კურიოზები თევზაობის დროს

Post by LOKI » 12 იან 2006, 11:18

Nika
:D
ბაშკოვო მაგარი ტბაა მანდ მეც მითევზავია როცა წალკაში ვიყავი.
და რატომ აღარ არის ეგ ტბაა?? რა მოუვიდა?

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კურიოზები თევზაობის დროს

Post by Nika » 12 იან 2006, 11:29

LOKI
წყალმცენარეებმა ჭაობად აქცია. მე არ მინახავს მარა ეგრე მითხრეს.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კურიოზები თევზაობის დროს

Post by guruli » 12 იან 2006, 12:30

LOKI
ნადირობაზე ისტორიებისთვის ცალკე თემა ხომ არ გავხსნათ?? /quote]
ჩემთვის სულ ერთია, აქ იქნება თუ ცალკე, მაგრამ, ალბათ, ცალკე მაინც აჯობებს.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
კურიოზები თევზაობის დროს

Post by Jnosy » 16 იან 2006, 15:35

ვაააახ :D
ერთხელ ტაბაწყურის ტბაზე (სადღაც ახალქალაქის თავზე, ალპური ზონა და რამე) ვართ სათევზაოდ, (თან დასაზვერად, მეორე დღეს მამაჩემი შველზე მოდიოდა, მოკლედ თოფიც გვაქვს ყოველი შემთხვევისათვის) 06-ით ვართ და უკანა გზაზე წყალმა აგვიდუღა. რა ვქნათ, რა ვქნათ და გავიხედეთ, ვიღაც ადგილობრივი მობოდიალდა.
- აბა წყალი სად არის? აბა 4კგ (თევზი გვაქვს)
- წყალი სოფლამდე არ არისო
- მამაჩემმა ძლივს დაკერა ტიპი, უთხრა: ცოტა თევზს მოგცემთ, ცოტა ტყვიებსო (ჟაკანს) და მიდი 10ლ-იანით წყალი მოგვიტანეოოო...
წავიდა. გავიდა ერთი საათი და გავიხედეთ მოდის.
მოვიდა და გვეუბნება:
- სოფელში დამწყდარა და წამოდით ტბაზე გადავირბინოთ მანქანითო :D :D :D
რაც იმას აგინეს მამაჩემმა და მაგის ძმაკაცმა... :D

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კურიოზები თევზაობის დროს

Post by lama » 16 იან 2006, 18:24

:lol: :lol: :lol: მე უდაბნოში ვთევზაობდი :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]