დახასიათება: მსოფლიოს მაშტაბით უნიკალური ძეგლია, 18 მეტრის სიღრმის, კასტრული სიღრუე.
მისი შესასვლელს წარმოადგენს დიდი წიფლის ფუღურო... ჭა, წიფლის ღეროს გაგრძელებაა ქვემოთკენ, ხოლო წიფლის ფესვები ჭის კედლებშია გადგმული.
ჭის ფსკერზე გამდინარე ცივ ანკარა წყალს ადგილობრივი მოსახლეობა (ხის მჭრელები, მწყემსები) იყენებენ სასმელად... ამას მოწმობს მის ფსკერზე ჩაძირული მრავალი სათლები და თუნგები.
ჭის ფსკერზე მყოფ ადამიანს, მისი ჰორიზონტალური გაგრძელებიდან (ტალანიდან) ჩანჩქრის გრიალი ესმის. წყლის სიღრმე ჭაში 2 მეტრია...
მისასვლელი: თეკენთერის ჭასთან მისვლა შეიძლება ლეშხუმის სოფ. ნაკურალაშიდან... 4 კმ. ფეხით ან ცხენით, დასახლებულ სოფლამდე მიდის სავტომობილო გზა სოფელ ალპანიდან....
მანძილი: თბილისი-ცაგერი 311 კმ.
უახლოესი რკინიგზის სადგური-ქუთაისი
ქუთაისი-ცაგერი 90 კმ.
P.S იმედია წავალთ ჭის სანახავად!!!!!


