ქართულ ხმალზე...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართულ ხმალზე...

Post by qvevri » 21 თებ 2008, 13:38

meore monadire wrote:qvevri
გიო ეს სურატი მგონი გორის მუზეუმშია გადაღებული

ეგეთია იქაც სწორედ

ხოდა შემომწირველად აწერია ბაძია ფიცხელაური ჩემი პაპა :)
ამ აბჯარის დანახვა მე მეამაყება და შენ რაღა მოგივა :roll: :wink: :?:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართულ ხმალზე...

Post by qvevri » 22 თებ 2008, 20:02

ჩივილი ხმლისა
- დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში.
სადა გყავს შენი პატრონი დაგაწყებინოს კაშკაში?
- სადა მყავს, ძმაო, პატრონი: შამქორს გავწირე მკვდარია,
ორმოცგან სჭირდა ნახმლევი, სდიოდა სისხლის ღვარია.
ომში წინ წასვლა უყვარდა, ხელთ დაბღუჯვილი ფარია;
არას დასდევდა სიკვდილსა, ოღომც არ შარცხვეს ჯარია,
მეფის თამარის გვირგვინი, ქართველთ სამეფო გვარია.
ახლა უშნოდ ვარ... დამკიდეს ლაჩართ კედელზე უქმადა;
ვისღა სცალიან ჩემთვისა, ქვეყანა იქცა დუქნადა.
გადამიგდებენ გირაოდ... და გზირ-ნაცვლების ხელითა
ქვეყანა მხედავს მდებარეს "არშინის", "ჩოთქის" გვერდითა.
შვიდასი წელი გამიხდა, არ გავპოხილვარ დუმითა.
არ ვულესივარ ქართველსა დაღიღინებით ჩუმითა.
მისი ხმა აღარ მსმენია: "გასჭერ, გამიშვი წინაო,
თუ სახელს არ მაშოვნინებ, როგორ დავბრუნდე შინაო!"

ვაჟა ფშავლა

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ქართულ ხმალზე...

Post by meore monadire » 23 თებ 2008, 16:26

ხმალო! შე, ვეფხვის მამკლავო,
საით-რა მოხვე ახოსა?
სამზეოს გამაგაბძანეთ,
მთელმა დუნიამ გნახოსა,
ვინაც გაგჭედა, დაგფერა,
კაცმა ის უნდა აქოსა,
შენზე ნათქვამმა სიტყვამა
სამძღვარი გადალახოსა!
მოყმეო, პირშიშველაო
ვეფხვის ტყაოსნის სადარო,
ნადირს ხელ და ხმალ შაები,
სალს კლდეზე უფრო მაგარო,
დაიგდე გმირის სახელი,
ნამდვილ ქართველთა ბადალო,
ხევსურთა კაი ვაჟობის
და მამაცობის სარდალო!
ხევსურნო! გვაქვს საამაყო,
მთელ საქართველოს დარადა,
რადგან მელექსემ აქა თქვა
ვეფხვის და მოყმის ბალადა,
ყურაულაიც აქა გვყავ,
მაკეთის გასახარადა
და თუ საჭირო გახდების,
მტრის და დუშმანის ფარადა!
/გიორგი ჭინჭარაული/
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართულ ხმალზე...

Post by qvevri » 27 თებ 2008, 21:57

დაცემული ერის დაჟანგებული ხმალი
იმისთვის, რომ სათქმელი უკეთ გადმოვცე, მინდა ეს პატარა წერილი იოანე ზოსიმეს ცნობილი ლექსის ერთი თვალით დავიწყო:
“დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად
რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”...
მსოფლიოს ყველა ერსა და მათ შორის ქართველობასაც გააჩნიათ თავიანთი როლი ამ ქვეყანაზე. ქართველ ერს თავისი როლი და მისია ყოველთვის ბრწყინვალედ ჰქონდა გაცნობიერებული. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით რა დატვირთვას ატარებდა ჩვენი ერის არსებობა და რა უნდა გვეთქვა მსოფლიოს სხვა ერებისათვის. მართალია, მეთე საუკუნეში დაწერილი
“ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” იოანე ზოსიმეს ეკუთვნის, მაგრამ ამ ლექსში გადმოცემული შინაარსი მხოლოდ და მხოლოდ ავტორის იდეა და აზრი არ არის, არამედ ეს არის ქართული აზრი ქართული ენისა და ქართველი ერის მისიის შესახებ.
“რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”
ჩვენი მისია მისიად რჩება იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი კი არა ჩვენი ვინაობა დავივიწყეთ, სახელმწიფო გავაყვავყორნეთ, ხოლო ერი ბრბოს დავამსგავსეთ და გავათითოკაცეთ. გასაყიდი გავყიდეთ, დასაკარგი დავკარგეთ, და დასავიწყებელი დავივიწყეთ. ჩვენს ისტორიულ მიზანს ავცდით, ჩვენთვის განკუთვნილი ტვირთი თუ სიმძიმე ზურგიდან მოვიხსენით და სადღაც შორს მოვისროლეთ. ჩვენი ადათწესი დრომორჭმულად და ძველმოდურად ვაღიარეთ. ვთქვით, რა საჭიროა ამდენ ხანს მდინარის აღმა სვლა, როდესაც არსებობს ამხელა უკიდეგანო ოკეანეო? ჩვენც ავუშვათ სხვასავით აფრები, ვიცუროთ ლაღად წინ და უკან და დავტკბეთ ტალღების ლივლივითა და მზის ამოსვლა ჩასვლითო. იმაზე კი სულ აღარ გვიფიქრია, რომ ოკეანემ ზოგჯერ ისეთი აბობოქრება იცის, რომ ვერანაირი ხომალდი ვერ გაუძლებს მის ზვირთებს და ვერც გაუძლია. ისე ჩანთქმულა ოკეანის სიღრმეებში, რომ მისგან სახელიც კი არ დარჩენილა. არ დარჩენილა და არც არის საჭირო ისეთი ერის სახელის არსებობა, რომელსაც თავის მიზნად ზურგის ქარს მიყოლა და აქეთ-იქით სეირნობა აურჩევია მხოლოდ.
მაგრამ სხვისას რასა ვჩივით მაშინ, როდესაც ჩვენც ამ გზაზე დვდექით და ერთადერთ საზრუნავად გართობა და კომფორტი ავირჩიეთ? ყველაზე დიდი უბედურება რაც კი შეიძლება ერსა სჭირდეს ის არის, რომ მას აღარ ანაღვლებდეს წართმეული თუ გაყიდულ-გასხვისებული მიწები, დავიწყებული ისტორია და მინავლებული სარწმუნოება. უფრო მეტიც, ლამის არის ამ სამეულს, ენას მამულსა და სარწმუნოებას ბრძოლა გამოვუცხადოთ. ამაზე მეტი უგუნურება რაღა გვინდა, როდესაც იმ მასაზრდოებელ და წინაპრებთან დამაკავშირებლ ძარღვს ჩვენ თვითონვე ვჭრით და ძირს დათხეული ჩვენივე სისხლი არ გვენაღვლება. ოკეანის აბობოქრებული ზვირთები შთანთქმით გვემუქრება, გავთითოკაცდით, გავპარტახდით, დავეცით და ვინც დავრჩით ისინიც მოვდექით და ერთმანეთასა ვჭამთ და ვჩეხავთ. და ეს მაშინ, როდესაც საქმე წლებზე და თვეებზე კი არა საათებზე და წუთებზეა. რომელ სხვა ერების განსწავლაზე და “ამით ენით მხილებაზეა” ლაპარაკი როდესაც თავად დაგვივიწყებია მორალი და მივცემივართ ცოდვის ჭაობს? ანდა ჩვენ თვითონ სამხილებლებმა სხვის მიმართ ხმა როგორ უნდა დავძრათ? რა ხმა ამოგვეღება, მაშინ როდესაც საქართველო ვაზისა და ღვინის ქვეყანაა და კაცი ნამდვილ ღვინოს ვერსად იშოვის? მაშინ როდესაც ქართული ხორბლის ჯიშების პატრონები თურქულ, ნიტრატებით გატენილ სახამებელს შევექცევით? მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ზეთის უძველესი წნეხები (ერთ დროს ჩვენი ქვეყნიდან ჩვენს წინაპრებს ზეთი გაჰქონდათ კიდეც), ჩვენ კი თურქულ ზეთებს ვიყენებთ, რომელთა უმეტესობა ვადაგასული და ხშირ შემთხვევაში ადამიანის საკვებად უვარგისია. მაშინ როდესაც სიტყვა “მედიცინა” ქართული სიტყვაა და მსოფლიოშიც სწორედ აქედან გავრცელდა, თავად ჩვენში კი ლამის არის მთლიანად ჩავკლათ ეს დარგი და სხვას შევყურებთ პირღიები?
დამწერლობიდან დაწყებული, მიწაწყალით, იარაღითა და საჭმელ- სასმელით დამთავრებული ჩვენ ქართული ყველაფერი გაგვაჩნდა და სხვისკენ საცქერი და დღევანდელივით სამათხოვრო არაფერი გვჭირდა. თუ რამე გვაკლდა ვქმნიდით, თუ რამეს ითხოვდა ჟამთასვლა ვიგონებდით, მაგრამ ეს ყოველივე ქართული იყო, ქართველების მიერ შექმნილი. ხმლის ჭერა იყო საჭირო? ქართველი ოსტატის მიერ ნაჭედი ფოლადი გვეჭირა; სტუმართმოყვარეობა და ლხინი იყო? ქართული პურღვინო გვქონდა ბეღელსა და მარანში; ასაშენებელი იყო? სვეტიცხოველსა და ბაგრატს ვაშენებდით; სიმღერა და საგალობელი იყო? მრავალჟამიერსა ვმღეროდით; დასაწერი იყო? ვეფხისტყაოსანსა ვწერდით; მოსახატი და მოსავარაყებელი იყო? ყინწვისის მთავარანგელოზსა ვხატავდით და ხახულის კარედსა ვჭედავდით; სულიერი სიმაღლე და ძლევამოსილება იყო საჭირო? იერუსალიმის გასაღები გვებარა და დიდგორის სიმაღლეებზე ვიდექით ამაყად...
ჟამი და წამი არ გაგვიცდენია და ნიადაგ იმაზე ვფიქრობდით რა შეგვექმნა, ვისთვის რა სიკეთე გვექნა, ვის დავხმარებოდით ბრძოლასა და თავის გადარჩენში, სწორ გზაზე დაყენებაში. მას მერე კი...
იყო ბაზალეთი, კრწანისი, წიწამური, აფხაზეთი...
ჩამავალი მზესავით მინავლდა ჩვენი დიდება, ჩვენი რწმენა, ჩვენი ძლევამოსილება. დაიფერფლა, დანაცრდა, გაქრა.
რასაც ჩვენით ვერ მოვერიეთ იმის მოსასპობად სხვებს მოვუხმეთ, ისე როგორც ერთ დროს დასახმარებლად ვუხმობდით, თუმცაკი არსადა სჩანდნენ. ხოლო, როდესაც ჩვენსავე დასამხობად მოვიწვიეთ, მაშინვე გაივსო ქვეყანა მტრებით. მტრებით ჩვენი ქვეყანა დღესაც სავსეა და ისინი სხვადასხვა სტრუქტურებს ამოფარებულნი აკეთებენ თავიანთ ბნელ საქმებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თითქმის ყოველ დარგს მოსდებიან. ეს ხალხი აქ ჩვენი მოწვევით მოსულა და მათგან თავის დაღწევას სწორედ ჩვენივე ძალისხმევა ესაჭიროება, მაგრამ ჩვენი სენიც ხომ ეს არის? ოღონდ საკუთარ კეთილდღეობას თუნდაც ერთი მისხალი არ მოვაკლოთ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფერს გავწირავთ. შეგვინდე უფალო, რომ გავეცით და გავასხვისეთ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი, შენი დედულეთი... შეგვინდე. მოგვიტევე, რომ საზეპურო ერი ტურების სათრევად ვაქციეთ. ენა შევბღალეთ, რწმენა შევაგინეთ, მიწა გავასხვისეთ... მოგვიტევე ჩვენ, გზასა და მიზანს აცდენილებს.
რა პირით შევეყაროთ ჩვენს წინაპრებს?
რას ვეუბნებით დავითს, თამარს, ილიას?
რას ვუტოვებთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს?
ამგვარი ყოფა სწორედაც, რომ ჩვენ თვითონვე დავიმსახურეთ და ტყუილუბრალოდ ვიშვერთ თითებს შადიმანებისკენ, ბერბიჭაშვილებისკენ, ორჯონიკიძეებისკენ, თათქარიძეებისკენ...
ნათქვამია, რამდენი რწმენაცა გაქვს იმდენივე მადლი გერგოსო. მაშინ ვაი ჩვენ ურწმუნოთა და უმადლოთა. ამ რწმენით ვაპირებთ იბერიის გაბრწყინებას?
მცხეთა 2008 წ.

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
ქართულ ხმალზე...

Post by Mariam » 05 მარ 2008, 22:38

qvevri
:( :( :(
ვაი, რომ სიმართლეა... გული ყელში მომებჯინა :cry:

nodari
ბილიკზე მოარული
Posts: 55
Joined: 05 დეკ 2007, 02:04
ქართულ ხმალზე...

Post by nodari » 06 მარ 2008, 02:10

...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:25, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართულ ხმალზე...

Post by qvevri » 06 მარ 2008, 21:57

nodari wrote:qvevri

ტკივილიანი პუბლიცისტიკაა.
გრძნობით დაწერილი. დამაფიქრებელი.
მაგრამ: "ამას სულ სიტყვაზე ვლაპარაკობ, საქმე კი – საქმეშია..."
ჰოდა – ესმის ვინმეს?..

P.S. ისე, სულ ასეთი "უკან ცქერა" და "რანი ვიყავით გუშინ" რამდენად გამართლებულია?
პოლ ვალერის ნათქვამი მახსენდება ხოლმე: "ისტორია ინტელექტის ქიმიის მიერ გამომუშავებული ყველაზე სახიფათო პროდუქტია..."
მხოლოდ უკან ცქერა და რანი ვყოფილვართ-ის ძახილი ყოვლად გაუმართლებულია. ამას ყველაზე კარგად დიდი ილია გვახსენებდა, მაგრამ ისვე ამბობდა, რომ: ერის დაცემა მაშინ იწყება როცა იგი თAვის ისტორიას ივიწყებსო. ჩვენი წარსული ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავალია. ჩვენ, როგორც ნაწერიდან ვამბობ აუარება საქმე გვაქვს გასაკეთებელი სიტყვით და საქმით. არც მარტო ლაპარაკი ვარგა და არც საქმის ისე კეთება, რომ არავის ნათქვამი არ გაითვალისწინო და მოისმინო. რაც შეეხება პოლ ვალერის: ვეთანხმები რომ მაგათი ისტორია მართლაც სახიფათო რამეა და თAვის ისტორიაზე რაც უნდა ისა თქვას, აი ჩვენსას რაც შეეხება შესაძლოა ესეც სახიფათო იყოს, მაგრამ არა ჩვენთვის არამედ... და ასეც არის. ისე ერთ კაცურ რამეს ვიტყვი: ყველამ თავის.......... (ისტორიას) მიხედოს. :D
Last edited by qvevri on 07 მარ 2008, 09:13, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართულ ხმალზე...

Post by qvevri » 06 მარ 2008, 22:03

Mariam wrote:qvevri
:( :( :(
ვაი, რომ სიმართლეა... გული ყელში მომებჯინა :cry:
8) :!:

nodari
ბილიკზე მოარული
Posts: 55
Joined: 05 დეკ 2007, 02:04
ქართულ ხმალზე...

Post by nodari » 06 მარ 2008, 22:44

...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:26, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართულ ხმალზე...

Post by qvevri » 07 მარ 2008, 09:09

რას ქვია"მაპატიე", აქ იმიტომ ვართ რომ ერთმანეთს ვესაუბროთ და ჩვენ ჩვენი აზრები გავუზიაროთ.
საეჭვო გმირებს რაც შეეხებათ მაგათ რა დალევს :?: :?:
ისე მაგათ ისტორიის კი არა ყველა ორღობისა და პავაროტის ღმერთები და მუზები ჰყავდათ და ჰყავთ ეხლაც :D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართულ ხმალზე...

Post by qvevri » 07 მარ 2008, 20:18

თათქარიძის მოხსენიება იმ ვაჟბატონების გვერდით გამართლებულია და რატომ: საქმეს ზოგჯერ უდროო მოქმედება ან უმოქმედება აფუჭებს. თუ ვსაუბრობთ არასწორ მოქმედებაზე მაშინ "ის" ვაჟბატონები სწორედ ამას აკეთებდნენ, ხოლო თუ ვისაუბრებთ უმოქმედებაზე მაშინ თათქარიძეც (მართალია ვირტუალური პიროვნება იყო მაგრამ მაინც) ხომ ამის პროფესიონალი იყო? ერთი სიტყვით ადამიანი თAვის სამშობლოს უნდა გამოადგეს და არა ავნოს. მნიშვნელობა არა აქვს როგორ ავნებ და გააფუჭებ საქმეს მოქმედებით თუ უმოქმედობით... ასე რომ მაგათი ადგილი ერთ ქვაბშია.
ალბათ გვახსოვს მაცხოვრის იგავი სახარებიდან, როდესაც ბატონი სადღაც მიემგზავრება და თავის ყმებს ტალანტებს უტოვებს გასამრავლებლად. ზოგი გაამრავლებს ზოგი კი დამალვას ტალანტს... მერე რაც მოხდება იმედია ვიცით.
Last edited by qvevri on 08 მარ 2008, 22:52, edited 1 time in total.

nodari
ბილიკზე მოარული
Posts: 55
Joined: 05 დეკ 2007, 02:04
ქართულ ხმალზე...

Post by nodari » 07 მარ 2008, 20:38

...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:27, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართულ ხმალზე...

Post by qvevri » 07 მარ 2008, 20:55

nodari wrote:ღმერთები – რომალებს ჰყავდათ მართლა ყველაფრის, როგორც მახსოვს.
მუზა კი – ცხრა და თითო ხელოვნების თითო დარგს მფარველობდა.
მათ შორის – კლიო, ისტორიის მუზა.

თათქარიძე რაც შეეხება:
დანარჩენი სამი შენს ჩამონათვალში ბოროტებას ჩადიოდა, ლუარსაბის უმოქმედობა კი ბოროტება არ არის. შეიძლება იყოს ზარმაცი, სულელი, მაგრამ ბოროტი – არა.
მე მაინც ვფიქრობ – ლუარსაბი ილიას პაროდიაა საკუთარ თავზე.

ისე, თუ უფრო ჩავუღრმავდებით – იქნებ არც ის არის შემთხვევითი, აკა მორჩილაძემ ომში რომ წაიყვანა მგლოვიარე ლუარსაბი.

:)
ახვლედიანს დიდ პატივს ვცემ. ძალიან კარგად წერს. ისე ლუარსაბის სიზმარი გახსოვს ? უძლიერესი რამე ალბათ დამეთანხმები. მოკლედ სკოლაში რატომღაც არასწორედ გვასწავლიდნენ "ლუარსაბს". მე ჩემმა ოროსნობამ გადამარჩინა და სკოლა რომ დავამთავრე მერე გადავიკითხე მთელი სასკოლო ლიტერატურა და მერეღა გავიგე რა ხდებოდა.
დიდათ საინტერესო რომანია ასევე ჭაბუას გიორგი ბრწყინვალე, წაკითხული გექნება. თუ არა, მაშინ მე გათხოვებ. ჭაბუამ გიორგი ბრწყინვალეში ილია და ერეკლე გამიყვანა პერსონაჟებად. თAვიდან ვერ გავიგე რა ხდებოდა მარა მერე... მოკლედ თუ გინდა გათხოვებ.

nodari
ბილიკზე მოარული
Posts: 55
Joined: 05 დეკ 2007, 02:04
ქართულ ხმალზე...

Post by nodari » 07 მარ 2008, 21:12

...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:28, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართულ ხმალზე...

Post by qvevri » 07 მარ 2008, 21:21

nodari wrote:qvevri

ის გამახსენდა – ხოტივარების "დემეტრე მეორეში" (ზუსტად არ მახსოვს ფილმის სახელი) დავით აღმაშენებელი რომ არის გამოყვანილი – თეთრ ცხენზე, თეთრი სამოსით.

ჭაბუას "გიორგი ბრწყინვალე" არ წამიკითხავს. ვითხოვებ :)
ფილმს დემეტრე თავდადებული უნდა ერქვას :roll: ისე ძალიან მაგარია დავითის როლი ამ ფილმში. წიგნს სიამოვნებით გათხოვებ თუ გინდა :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]