I ნაწილი
ბოდორნა
დაახ. 15 კმ.
ალბათ გახსოვთ, შაბათს, პირველი მარტის დილას, სამთო ქიმიასთან ვიკრიბებოდით.
სურსათ-სანოვაგე ვიყიდეთ და დუშეთისკენ მიმავალ სამარშრუტოს გავყევით - Ninukala, nusa, legenda, მე და ჩემი და, VooDoo, ანუ თეო, და პლიუსები - სანდრო და ზურა.
სანამ მიკროავტობუსი ტრასიდან დუშეთისკენ აუხვევდა და ჯერ კიდევ არაგვს მიუყვებოდა, სოფელ ბოდორნასთან უნდა გაევლო. ჩვენ იქ ჩამოვედით.
(იფ, რა ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ ყველანი იქაურობას... : ) )
დიდუბეში რაღაც ქუშად იყო ცა მოღრუბლული, ახლა კი მადლიანად აცხუნებდა პირველი მარტის მზე....
დავადექით სოფლიდან ეკლესიისკენ ამავალ აღმართს. გზა მთის ტყიან ფერდობზე ადიოდა. თოვლი ალაგ-ალაგ იდო, თუმცა გუნდაობის რამდენიმე გემრიელი სეანსი მაინც გამოგვივიდა. უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ ნელა დავდიოდით. ეს, როგორც ჩანს, რამდენიმე გვარს რომ არ დავასახელებ იმ ადამიანების გარდა საკმარისზე მეტი დროის ქონის ბრალიც იყო, რის გამოც ძალიან პასიურად მივმართავდი დაჩქარების მეთოდებს.

სოფლიდან დაახლოებით 2 კილომეტრის გავლის მერე მივედით ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან. როგორც ჩანს, საკმაოდ ძველი ეკლესიაა (ჯერ ვერ გავარკვიე რომელი საუკუნის), განახლებული და შეკეთებული მეოცე საუკუნის დასაწყისში.
შევისვენეთ და წავიხემსეთ. თან კეშის დატოვებაც გადავწყვიტეთ ერთ-ერთ გამოქვაბულში. საბოლოოდ ორი რამე შეირჩა - ჩვენი სახელებით და რამე-რუმეებით გაფორმებული არყის ბოთლი, არყის ცოტაოდენი მარაგით და ნუსას წამოღებული ქვევრის მოთხრობის - ''სატევრისელი მშვილდოსნის'' ამონაბეჭდი. დამალვამდე მოთხრობა იქვე წავიკითხეთ, რასაც დიდი მოწონება და ქვევრის სადღეგრძელოც მოჰყვა, გიოსთან დიალოგითურთ : )
ახლა კეშზე - გამოქვაბულში რომაა დამალული უკვე გითხარით და ფოტოებითაც მიხვდებით. ხოდა გამოქვაბულის მოსაძებნად კი გზის დასაწყისიდანვე უნდა იყოთ ყურადღებით.. მერე გაძნელდება

ამ შესვენების მერე დიდი აღმართები აღარ გვქონდა სავალი - ძირითადად სწორი გზა, რომელიც ტყე-მინდვრების მონაცვლეობით რადიოსადგურთან მიგვიყვანდა. გზად მიწიდან თამამად ამოწვერილი გაზაფხულის მახარობლები - ენძელები და ყოჩივარდები გვხვდებოდნენ.
რადიოსადგურიდან ბაზალეთის ტბა უკვე ახლოს იყო. გზად რამდენჯერმე კიდევ ვიგუნდავეთ, თოვლშიც ვიხტუნავეთ (მგონი მარტო ბიჭებმა), მერე ერთ პატარა საყდართანაც გავჩერდით ცოტა ხნით და თუ არ ვცდები 4 საათისთვის ტბასთან მივედით.
ტბა ჯერ კიდევ გაყინული იყო, თუმცა უმეტეს ადგილებში დარბილებული, ფაფასავით ყინულით. წინა კვირას ბევრი ცელქობისგან ლისის ტბაში ჩამიტყდა ყინული, მთლად არ მიყურყუმალავია, თუმცა გვარიანად კი დავსველდი, მაგრამ როგორც ჩანს, ამას ხელი არ შეუშლია ახლა ცუდი მაგალითი მიმეცა სხვებისთვის. საბოლოოდ ბიჭებს ფეხები ყველას სველი გვქონდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მთავარი ამბები მტვრევად ყინულზე ჯერ კიდევ წინ იყო.
ჩირდილელიაანთ კარში ჩემს სახლამდე 4 კილომეტრი იყო დარჩენილი. ორ ჯგუფად გაყოფა არ აგვცდა - ვინც მოსეირნობდა და ვისაც სახლში მისვლისთანავე შეშაზე და წყალზე უნდა ეზრუნა. თქვენი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ამ მეორე ჯგუფში მარტო ბიჭები არ ვყოფილვართ. ლეგენდაც ჩვენ შემოგვიერთდა და კაი მარათონული სიარული გამოგვივიდა სახლამდე.
ხოოდა გვშიოოოდააააააა....................
აუფ.........
მაგრამ ჯერ წყალზე გვიკრეს ბიჭებს თავი, მერე საშეშისკენ.
ბოლოს როგორც იქნა მივუსხედით მაგიდას, რომლიდანაც მგონი მარტო ღუმლისთვის შესაგრძნებად თუ ვდგებოდით კანტი-კუნტად.
ცოტა ხასიათზე მოვედით, ნაირ-ნაირი საუბრებით ვიხალისეთ, "პარალელური" ლაშქრობაც გაგვახსენდა და ზვიოსაც ველაპარაკეთ, მერე ცოტაც ვიფილოსოფოსეთ უკვე ნაარყალზე...
და ღამის 3-4 საათისკენ ნელ-ნელა გადავიხარეთ ჰორიზონტალური მდგომარეობისკენ.
დამავიწყვა მეთქვა, საღამოს ჩემი კიდევ ერთი პლიუსი, გიაც მოგვადგა, თუ არ მეშლება პირდეპირ ბაკურიანიდან..
მეორე დილაც გათენდა.
მშვენიერი, როგორიც გაზაფხულს და ბაზალეთს შეშვენის...
არ ვიცი რატო უკვირდათ, როცა სარწეველა სავარძელი და არყის ბოთლი ეზოში გავიტანე და ხედებით ტკბობას მივეცი მთელი არსებით.
ბავშვებს თოვლიან ეზოში ბადმინტონის თამაშის სურვილი გაუჩნდათ, ცოტა ხანში კი ეს ყველაფერი ერთ გაცხარებულ გუნდაობაში გადაიზარდა, რომელსიც ძალაუნებურად ყველანი აღმოვჩნდით ჩათრეულები..
ბოლოს და ბოლოს ავიკარით გუდა-ნაბადი, გამოვემშვიდობეთ სახლს და გავწიეთ.
ჯერ სოფელ გრიგოლაანთ კარის პატარა, გუმბათიანი საყდარი მოვინახულეთ, მერე კი ისევ ტბას მივადექით.
ნუ როგორც ჩანს, სხვანაირად უბრალოდ ვერ მოხდებოდა.
შევხტი ყინულზე და ცოტა ხანში ფეხები მთლიანად დავისველე..
ჩემი ბრალი იყო რომ ტყდებოდა??
მე სველი ვიყავი და დასაკარგი არც არაფერი მქონდა, მით უმეტეს ღრმა წყალში ყინულის ჩატყდომის მშვენიერი პრაქტიკები მქონდა გავლილი.
ბიჭებიც ადვილად ავიყოლიე და წყლიანი ბოთლით 2-3 ტაიმი "ყინულ-ბურთი" ვითამაშეთ, რაც საბოლოოდ რაგბში გადაიზარდა, სისველის, წუწაობის და გახშირებული ჩამტვრევების თანხლებით..
ბოლოს მე კიდევ ერთი იაღლიში დამემართა - ტბასთან როცა წავიხემსეთ და ავტობუსის დასალოდებლად გავწიეთ, რო არ ითქმის ისეთნაირი "სუფთა" წყლის არხში ჩავვარდი რატომღაც..
მერე კი თბილისში უნდა წავსულიყავით..
ბოლოს და ბოლოს ტრანსპორტიც მოვიდა.
ჩავსხედით და რაღაც არ მომეწონა ეს ყველაფერი..
გაგრძელება იქნება...