ამ ლაშქრობის შესახებ ნახეთ შემდეგ თემაში http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?p=25689#25689
კეში დადეს კარველებმა: მე (კახა), მჭრელმა თვალმა (თინათინი), ლუკა 95 (ცახდია ლუკა) და არა კარველებმა ელისომ მჭრელი თვალისა და ლუკას დედამ (ჩემი მეუღლე) და ელისოს მამამ.
ფუძნარის სურათი პირველად ვნახე ჩვენთან, განყოფილებაში ”ვინ გამოიცნობს”, სადაც ფუძნარის სურათი ნიკამ შემოგვთავაზა და რათა თქმა უნდა, გიორგი ბაგრატიონმა გამოიცნო. იმ ფოტომ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადავწყვიტე ფუძნარი თავად მენახა. თანაც თბილისიდან შორს არაა.
ფუძნარი თბილისიდან ასე 60-65 კილომეტრშია. ჟინვალთან ხევსურეთის გზაზე უნდა გადაუხვიოთ, როგორც კი გაცდებით სოფელ ჩინთს, არმისული ჟინვალის წყლასაცავამდე გზა იყოფა (ნიშანიც დგას) პირდაპირ მიდის ბარისახო-შატილისკენ, მარჯვნივ კი უხვევს თიანეთისკენ.
ამ გზით დღესაც თიანეთის მარშრუტკები დადაინ თიანეთში. გზაში რამდენიმე ვნახე მიმავალიც და მომავალიც. ასე რომ წასვლა-წამოსვლა წესით არ უნდა გაჭირდეს.
გადასახვევიდან ფუძნარი 9 კილომეტრშია (სპიდომეტრზე დავინიშნე). რომ გადაუხვევთ დაახლოებით შვიდ კილომეტრში არის პატარა სოფელი ბოდავი, იმის შემდეგ ორიოდე კილომეტრში კი, ზედ გზის პირას (ალბათ გზიდან სულ რაღაც 30-50 მეტრშია) დგას ფუძნარის ეკლესია.
ფუძნარი მეთერთმეტე-მეცამეტე საუკუნმეების ძეგლია, გუმბათიანი ტაძარი. დღეს ძლიერ დაზიანებული - ნახევარი გუმბათი ჩამოქცეულია, ასევე დანარჩენი გადახრუვის დიდი ნაწილი. თუმცა ნანგრევებს თავისი ხიბლი აქვს ხოლმე.
უფრო მეტი ფუძნარის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ გიორგი ბაგრატიონის გამოცემულ კომპაქტ დისკზე - ”აღმოსავლეთ საქართველოს ტურისტული რესურსები” და ასევე საქართველოს ძეგლთა ნუსხის მეორე ტომში.
აი ასეთია ფუძნარი გზიდან (ოღონდ ახლა, როცა ტყე გაფოთლილი არაა, ზაფხულიში შეიძლება ვერც კი დაინახოთ, როგორც ვხდები, ყოველ შემთხვევაში ყურადღბით უნდა დააკვირდეთ). ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან

კეში დადებულია სამხრეთ კარში. ეს საკმაოდ დეტალური მინიშნებაა. მეტს არ გეტყვით. კეში გამჭვირვალე პლასტიკის კონტეინერშია და ფანქრისა და ფურცლების გარდა შიგ მცირე სუვენირებიცაა, პატარა კოშკის ჩათვლით. აი კეშის ფოტოც

ბოლოს მინდა გითხრად, რომ ფუძნარში თავისუფლად შეიძლება ნახევარ დღეში ასვლა-ჩამოსვლა. გზის უდიდესი ნაწილი კარგია. დაახლოებით 12 კილომტრი იქნება გრუნტის გზა, რომელზედაც პატარა მანქანებიც თავისუფლად გაივლიან, თუმცა ორხიდიანი ჯობია. ასე რომ გირჩევთ წახვიდეთ, კეში მონახოთ და თან ლამაზი ბუნება და ლამაზი ეკლესიაც ნახოთ.