რა მაგარი ვყოფილვარ და არ ვიცოდი

მადლობთ კეთილო ხალხო რომ თვალები ამიხილეთ
ეხლა კი თქვენის ნებართვით გავაგრძელებ წყლის თემას. კიდევ რაღაცეები მოვქექე

ამ ნაშრომში გამოყენებულია აწ გარდაცვლილი ჟურნალ "охота" ს შემთხვევით ნაპოვნი ფურცლებიდან ამონარიდი(ეს იმისთვის რომ საავტორო უფლებები არ დაირღვეს) და რა თქმა უნდა თქვენი მონა მორჩილის მწირი გამოცდილება

(საკანდიდატოს ვწერ თითქოს)
მაშ ასე თუ მას აშე

დავიწყეთ
არსებობს რამდენიმე მეთოდი რომლის გამოყებნებიტაც შეგვიძლია წყლის დეზინფექცია.მაგრამ სანამ მათ განხილვას დავიწყებდეთ გახსოვდეთ!!!!! მოერიდეთ ისეთ წყალსაცავებს რომლის ნაპირას მცენარეულობა არ ხარობს და საერთოდ ცოცხალი არსების კვალი არ ჩანს ისინი აუცილებდლად ინფიცირებულია ანუ დაჭუჭყიანებულია. ყოველ შემთხვევისთვის თუ წყალი აღებულია საეჭვო წყაროდან აუცილებლად აადუღეთ ის საშუალოდ 8-10 წუთი და თუ ნამდვილად დაბინძურებული ადგილიდანაა მაშინ არანაკლებ 30 წუთისა
პირველი და ყველაზე მარტივი მეთოდი დეზინფიცირებისა ჩემი აზრით ეს არის ტაბლეტები რომლების შეძენაც აფთიაქებში შეგიძლიათ. ჩააგდებთ თუნდაც ტბის წყალში და ყველაფერი რიგზეა.ამის ნათელი მაგალითია ის რომ დღეს მე ამ თემას ვწერ

(ანუ იმის რომ ასეთი მეთოდი მუშაობს) ერთ ერთი ასეთი ტაბლეტაა пантоцид -ი 1-2 ტაბლეტი 1 ლიტრ წყალში და გააჩერეთ 30 წუთი თუ წყალი ძლიერ დაბინძურებულია მაშინ ტაბლეტების რაოდენობას ვაორმაგებთ. ამ დროს წყალი იწმინდება და ყველა საზიანო ნივთიერება ილექება (მთლად ძირამდე ნუ ჩაცლით კაი ქართული თასივით )
დეზინფექციისთვის გამოდგება ასევე იოდი. 2-3 წვეთი ერთ ლიტრ წყალში კარგად ავურიოთ და გავაჩეროთ ერთი საათი
კიდევ ერთი მეთოდი: უნდა ავიღოთ ნაძვის, ფიჭვის, სოჭის ან კედარის ახალგაზრდა ტოტები 200-300 გრ ერთ ვედრ წყალზე დავადუღოთ 30-40 წუთი. შემდეგ იქვე ჩავყაროთ მუხის, თხმელის ან ტირიფის ფესვების რამდენიმე ნატეხი ამის შემდეგ ვადუღოტ კიდევ 10 - 15 წუთი და შემდეგ დავაცადოთ გაციება. შემდეგ ვიღებთ ტოტებს ჭურჭლიდან. ყველაფერი ზედმეტი დაილექება ფსკერზე ამიტომ წყალი ფრთხილად უნდა გადმოვიღოთ ვედროდან. ნალექამდე!! არც ცადოთ გემო გაუსინჯოთ ნალექს

(ყავა არ არის)
მოცემული მეთოდიც გამოუყენებია თქვენს მონა მორჩილს და ის მუშაობს(მგონი ჯერ არაფერი მაწუხებს)
ანალოგიურად შეიძლება მაციწვერას, ბურბურას და ველური იის გამოყენება 200-300 გრ ერთ ვედროზე და 20-30 წუთი დუღილი
ეს იყო წყლის დეზინფექციის ჩემთვის ცნობილი რამდენიმე მეთოდი
აი ასეთ ლამაზ წყალსაცავებს მოერიდეთ:)