2008 წლის გაზაფხულები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
2008 წლის გაზაფხულები

Post by ZVIOSULI » 29 თებ 2008, 11:48

სანამ ბოლომდე დამთბარა - ანუ მერე სულ სხვაა, შორტებიტ როცა შეგიძლია მტაშიც წახვიდე, ხოდა გაზაფხულს ტავის მურამი აქვს.... ცოტა აფრენს პონტშია და...........


მართლა ლაშრობა, პირველივე შემოთბიანობებს რომ უხდება ისეთი, რაიმე სერიუზული, ერთი ან ორი რამის თევებით... გაზაფხულის მოსხვლა დ ადადგომა კაგრად სად იგრძნობა მაგ პონტში აბა ვარიანტები და იდეები
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის გაზაფხულები

Post by guruli » 29 თებ 2008, 13:51

ZVIOSULI, მე ვაპირებდი კიდობანში ტემის გახსნას, მაგრამ რაღაი ეგ იკითხე, აქვე დავწერ. არ ვიცი, ჩემი სამსახურის გადამკიდე, წასვლას რამდენად მოვახერხებ, მაგრამ ვფქირობ, რომ დათბება და ხეები გაიფოთლება, ერთ-ერთი ლამაზი და საინტერესო მარშრუტი იქნება ახატანიდან დავათში გადასვლა. ერთი მთაა გადასასვლელი, მაგრამ ულამაზესი ტყეა. შეგიძლიათ, ახატანიდან დავათში ახვიოდეთ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიამდე, მერე კი უკან დაბრუნდეთ ახატანში და იქიდან წამოხვიდეთ თბილისში, მაგრამ შეგიძლიათ, მარშუტკა დავათში დაიბაროთ და ისე დაბრუნდეთ. მაგრამ პირველი ვარიანტი უფრო მოკლეა და თანაც - იმ ტყეზე კიდევ ერთხელ ჩამოისეირნებთ და სიამოვნებას გაიგრძლებეთ.
შემიძლია მეორე მარშრუტიც შემოგთავაზოთ ისევ ახატანში - შარაოს წმინდა გიორგის ნიშის მოსაძებნად წახვიდეთ, ოღონდ ახატანში კარგად უნდა იკითხოთ გზა. იქნებ ვერც თქვენ მიაგნოთ, როგორც შარშანწინ შემოდგომაზე ვერ მივაგენით კარაველებმა, მაგრამ ულამაზეს ტყეში სეირნობა მაინც შეგრჩებათ. პლუს - ულამაზესი ხედები.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
2008 წლის გაზაფხულები

Post by Naia » 29 თებ 2008, 15:00

guruli
უკაცრავად გეოგრაფიული უვიცობისთვის, მაგრამ საითაა ეგ ახტანა-დავათი?

ამასწინათ ერთი ნაცნობი მიყვებოდა, კახეთში დაღესტნის საზღვართან ეკლესია ყოფილა, სადაც გადმოცემით წმინდა გიორგის ნაწილებია დაკრძალული. სამწუხაროდ, იმ ეკლესიის სახელი არ მახსოვს.

ბუნებაც თურმე გასაოცარი სილამაზის ყოფილა. ოღონდ მისასვლელი გზის რაღაც მონაკვეთი საკმაოდ რთულია და ჩვენს ოფროუდერებს უფრო მოეწონებათ ალბათ. თუ გაინტერესებთ, კარგად დავაზუსტებ მარშრუტს და იქნებ ერთხელ გასვლაც დავგეგმოთ

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
2008 წლის გაზაფხულები

Post by ZVIOSULI » 29 თებ 2008, 15:09

guruli
"ხატანიდან დავათში გადასვლა"
isa da RamisteviT, mSral SabaT kviras, da marSutkam meoredRes rom mogvakiTxos - Tan tyeSi RamisgaTeneba am gazafxuls nametnavad minda me!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის გაზაფხულები

Post by guruli » 29 თებ 2008, 15:31

Naia
guruli
ამასწინათ ერთი ნაცნობი მიყვებოდა, კახეთში დაღესტნის საზღვართან ეკლესია ყოფილა, სადაც გადმოცემით წმინდა გიორგის ნაწილებია დაკრძალული. სამწუხაროდ, იმ ეკლესიის სახელი არ მახსოვს.

ბუნებაც თურმე გასაოცარი სილამაზის ყოფილა. ოღონდ მისასვლელი გზის რაღაც მონაკვეთი საკმაოდ რთულია და ჩვენს ოფროუდერებს უფრო მოეწონებათ ალბათ. თუ გაინტერესებთ, კარგად დავაზუსტებ მარშრუტს და იქნებ ერთხელ გასვლაც დავგეგმოთ
მგონი, შენ ყვარელზე ლაპარაკობ. ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ თავკვეთილას თუ რაღაც ამგვარს ეძახიან და წმინდა ნაწილებიც მანდაა დაკრძალული. მანდ დიდი დღეობაც იმართება, მაგრამ არ მახსოვს, როდის. გზა კი მართლაც ცუდია - სოფლიდან 3 კილომეტრი ყოფილა მაღალ მთაზე ასასვლელი და როგორც ვიცი, მანდ სამანქანე გზა არც ადის. ლამაზი ბუნებააო, მეც გამიგონია, მაგრამ ყვარელში ცუდი ბუნება სადაა რო?
უკაცრავად გეოგრაფიული უვიცობისთვის, მაგრამ საითაა ეგ ახტანა-დავათი?
ახატანი აქვეა, ჩემო ბატონო - საგურამოსთან. მაგრამ საგურამოს მერე, მგონი, ჯერ კიდე ერთი სოფელია და მერეა ახატანი, თუმცა მთლიანობაში, მაინს აქვეა - ერთი ხელის გაწვდენაზე. დავათი ბულაჩაურის თავზეა და გზაც იქიდან შედია, მაგრამ ახატანსა და მაგას ერთი არც ისე მაღალი მთა ჰყოფთ - აქეთ- იქეტა ფერდობებზეა ეგ სოფლები გაშენებული.
ZVIOSULI
isa da RamisteviT, mSral SabaT kviras, da marSutkam meoredRes rom mogvakiTxos - Tan tyeSi RamisgaTeneba am gazafxuls nametnavad minda me!
ის ტყეები სამაგისოდ ზედგამოჭრილია. ნუ, მგლები კი არიან, :D მაგრამ გაზაფხულზე უკვე ხროვებად არ იქნებიან და არა მგონია, ასე ცალკეულ წყვილებად დაშლილებმა შემოგბედონ. :D
ნუ, ამ რეპორტაჟიდან მაინცდამაინც ბევრს ვერ გაიგებთ ჩვენი მაშინდელი გასვლის შესახებ, მაგრამ მაინც ნახეთ ეს ლინკი. ttp://www.karavi.ge/viewtopic.php?t=997&postd ... sc&start=0
სხვათა შორის, ეგ ლინკი საინტერესო იმითაცაა, რომ დაინახოთ, როგორ არ უნდა კეთდებოდეს რეპორტაჟი, რადგან მანდ წასვლისა და ლაშქრობის დაგეგმვის მსურველები მაქედან ვერანაირ ინფორმაციას ვერ გაიგებენ მად ადგილების შესახებ. ერთადერთი, იმას მიხვდებით, რომ ლამაზი ადგილებია, მაგრამ მარშრუტი, გზა და ამგვარები - ნოუ!!! და ეგ იმის ნათელი მაგალითიცაა, ამასწინანდელ დისკუსიებში რატომ ვითხოვდით ლაშქრობის წესების დაცვას - მთლად მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში თუ არა, მიახლოებით მაინც, რომ მერე იქ წასვლის მსურველებმა მათთვის საჭირო ცნობები მიიღონ და "სიძნელე გზისა" გაუადვილდეთ. და მანდ წყაროს და სასმელი წყალის შესახებ ზუსტად ის გაღადავებული მოთხოვნის დაკონკრეტება გახდება საჭირო, რადგან სასმელი წყალი ცოტა ჭირს და ან თბილისიდან მოგიწევთ მარაგის წაღება, ან - ახატანში უნდა ეძებოთ მოსახლეობაში... თუ ეს არ გეცოდინებათ და თადარიგს არ დაიჭერთ, მაშინ მესამე გზით მოგიწევთ დარწყლულება - მდინარის წყალს უნდა დაეწაფოთ მწყურვალი ირმებივით. :P :P
ხუმრობა იქით იყოს და ჩვენ თოვა დაგვესწრო - შემოდგომის ადრიანი თოვა. ვერ აგიწერთ, რაოდენ ლამაზი იყო ფანტელების ფარდაში გახვეული ფოთლებგაძარცვული და იდუმალად გარინდებული ტყე.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
2008 წლის გაზაფხულები

Post by Naia » 29 თებ 2008, 15:48

guruli

მგონი, შენ ყვარელზე ლაპარაკობ. ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ თავკვეთილას თუ რაღაც ამგვარს ეძახიან და წმინდა ნაწილებიც მანდაა დაკრძალული. მანდ დიდი დღეობაც იმართება, მაგრამ არ მახსოვს, როდის. გზა კი მართლაც ცუდია - სოფლიდან 3 კილომეტრი ყოფილა მაღალ მთაზე ასასვლელი და როგორც ვიცი, მანდ სამანქანე გზა არც ადის. ლამაზი ბუნებააო, მეც გამიგონია, მაგრამ ყვარელში ცუდი ბუნება სადაა რო?
ჰო, ეგაა :) ადრე დროებაშიც იყო მგონი მაგაზე სიუჟეტი. ნამდვილად ღირს წასვლა...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის გაზაფხულები

Post by guruli » 29 თებ 2008, 16:01

Naia
ადრე დროებაშიც იყო მგონი მაგაზე სიუჟეტი. ნამდვილად ღირს წასვლა...
მგონი, კი იყო - რაღაც ბუნდოვნად მახსოვს...
წასვლა კი მართლა ცღირს. და საერთოდ, კახეთში იმდენია სანახავი, მანდ -2-3-დღიანიც რომ მოვარტყათ, კარგი იქნება. 3-იანში პარასკევ საღამოს გასვლას ვგულისხმობ - ღამე ჩახვალ იქ და მგზავრობაზე დროს არ დაკარგავ. მაგ დროს სალაშქროდ გამოიყენებ.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
2008 წლის გაზაფხულები

Post by Mrs. Robinson » 29 თებ 2008, 17:13

guruli wrote: ჩვენ თოვა დაგვესწრო - შემოდგომის ადრიანი თოვა. ვერ აგიწერთ, რაოდენ ლამაზი იყო ფანტელების ფარდაში გახვეული ფოთლებგაძარცვული და იდუმალად გარინდებული ტყე.
თოვა და ბარდნა გაიხარე ზღაპრული იყო მარა...... გაზაფხული იყო..... :lol:
ილიას ბიჭი რომ შეეძინა მერე გიორგი ბაგრატიონის მანქანით ბიჭები რომ დაგვადგნენ გუდაურიდან, ხო მაგას ყვები???? :lol: :lol: :lol:

ჩვენ მერე შემოდგომაზე კიდევ გვქონდა მცდელობა ახატანის ნახვის, იდეის ავტორის მანქანით წავედით, მაგრამ დაღამებამდე ვერ ვასწრებდით ასვლა ჩამოსვლას, თან უფანრებოდ ვიყავით........ და ისევ ვერ ვნახე.........
ფოტოზე კი .......... ლ ა მ ა ზ ი ა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის გაზაფხულები

Post by guruli » 29 თებ 2008, 17:56

Mrs. Robinson
თოვა და ბარდნა გაიხარე ზღაპრული იყო მარა...... გაზაფხული იყო.....
ილიას ბიჭი რომ შეეძინა მერე გიორგი ბაგრატიონის მანქანით ბიჭები რომ დაგვადგნენ გუდაურიდან, ხო მაგას ყვები????
კი, კი, მისის რობინსონ, ეგ გასვლა იყო - მე შემეშალა, გაიხარე... :D :D ვარვარას ფურისულები რომ მოვუთხარეთ ბიჭებმა და მერე თავისი სამსახურის ეზოში რომ დარგო... :lol: :lol: ასაკის ბრალია - მე მაპატიეთ, მაგრამ მთავარია, გამახსენდა. :lol:
ილიას ცოტნეც მაგ დღეს დაიბადა - მაგ ეპიზოდმა კიდევ უფრო გაგვილამაზა ის გასვლა. რაც მაშინ ილიამ ინერვიულააა!!! :lol: :lol: :lol:

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
2008 წლის გაზაფხულები

Post by masai11 » 13 მაი 2008, 16:29

"მამენტ" საგაზაფხულო კი არის ეს იდეა .
ჰოდა, სადმე ბუნებაში ან ვინმესთან ბუნებაში კაცებს ჩაქაფული ხომ არ შაგვექმნა და გაგვეფორმებინა მთელი თავისი მოწყობილობებით. მერე ჩვენს "შემოქმედებაზე" ფორუმის (და არამხოლოდ) მანდილოსნებს მოვიპატიჟებდით (მაინც გაზაფხულია, ბუნების მშვენება და რამე) .

ისე ვინმემ იცის კი ვინმემ კარავზე კარგი ჩაქაფულის გაკეთება?... ვიდრე ტყემალი ტყემლობს :roll:

მანდილოსნების დაპატიჟების კეთილშობილი განზრახვა რომ არა ისე ძაან "გავძეხი" იდეა იქნებოდა არა? :D

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
2008 წლის გაზაფხულები

Post by chuna » 14 მაი 2008, 07:28

Image

ჩაქაფულის გაკეთება კი არა და ერბოკვერცხის შეწვაც არ ვიცი. :oops:

ვაღიარებ, ძალიან მრცხვენია! :oops: :oops: :oops:

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
2008 წლის გაზაფხულები

Post by masai11 » 14 მაი 2008, 10:42

chuna wrote:Image

ჩაქაფულის გაკეთება კი არა და ერბოკვერცხის შეწვაც არ ვიცი. :oops:

ვაღიარებ, ძალიან მრცხვენია! :oops: :oops: :oops:
Image


აღიარების სანაცვლოდ ა! შორიდან მაინც შეავლე თვალი :roll:
ერბოკვერცხი (სურათზე რათქმაუნდა) შენზე იყოს :D

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
2008 წლის გაზაფხულები

Post by legenda » 14 მაი 2008, 11:26

MASAI11

:shock: ..რაღა დღეს :wink:
უფ, რა მადის აღმძვრელად გამოიყურება :P


ხო და

კვერცხის შეწვა მე ვიცი.....(სურათზე რათქმაუნდა) :lol:


Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
2008 წლის გაზაფხულები

Post by GOGONA » 14 მაი 2008, 13:03

masai11

ჩაქაპული უმარტივესი გასაკეთებელია :)

ხორცი უნდა იყოს კარგი, ცხვრის, ციკნის ან ხბოსი,
დაჭრილი მომცრო ნაჭრებად, რომ მოიხარშება ყველანაირი მწვანილი, ბლომად ტარხუნა და მწვანე ტყემალი ერთად უნდა დურთო ქვაბში და კიდევ ადუღო, ისე, რომ ტყემალი არ ჩაიშალოს, ბოლოს თეთრი ღვინო უნდა ჩაასხა და გადმოდგა ცეცხლიდან, ჰო, კიდო მარილი უნდა, ვსიო! :lol:
მიირთვით ბატონო :lol:
Who is John Galt?

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
2008 წლის გაზაფხულები

Post by masai11 » 14 მაი 2008, 13:48

GOGONA wrote:masai11

ჩაქაპული უმარტივესი გასაკეთებელია :)

ხორცი უნდა იყოს კარგი, ცხვრის, ციკნის ან ხბოსი,
დაჭრილი მომცრო ნაჭრებად, რომ მოიხარშება ყველანაირი მწვანილი, ბლომად ტარხუნა და მწვანე ტყემალი ერთად უნდა დურთო ქვაბში და კიდევ ადუღო, ისე, რომ ტყემალი არ ჩაიშალოს, ბოლოს თეთრი ღვინო უნდა ჩაასხა და გადმოდგა ცეცხლიდან, ჰო, კიდო მარილი უნდა, ვსიო! :lol:
მიირთვით ბატონო :lol:
"ბოჟე მოი" რაა! :roll: :lol:
სადამდე დავეცით, ჩაქაფულის მომზადებას ქალები გვასწავლიან :D
ასე ჩვენ აფხაზეთს (და კიდევ სხვა რაღაცეებს ) ვერ დავიბრუნებთ.
დაასხი დაასხი ერთი და კარგად გამივსე :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]