drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 24 თებ 2008, 13:45

აი... სტუმრებიც ისევ გვესტუმრნენ, გაგვიზიარეს... სიტყვადნაფიცობა შეგვიქეს...

მე ქებას ვერ ვიღებ ხოლმე, იმიტომ, რომ არ მეკუთვნის... აქაც, ამ თემაში, ქების გმირი და ქების ღირსიც მხოლოდ ფიცხელაურია...

წუხელ ლამასთან ერთად ფოტოებს ვათვალიერებდი, დრუიდი გვშურობდა, მარტო დრუიდი კი არა, ჩვენვე ვშურობდით საკუთარ თავს...

ისე შემოგვეჭრა ხეტიალის სიყვარული, მთისა და ბარის სუნთქვა, მზისა და მთვარის ტორღიალი... ხევებისა და დევების ღრიალი... ისე... რომ ამ აქაფებული, დორბლიანი კლდეების მოგონებაზე აქაურობა უცხოური პლანეტისავით უცხო და შორი ხდება ხოლმე... და ჩვენც ველით გამოდარებას, გამომზეურებას, რომ ისევე მოვინახულ-მოვილაშქრ-ნადიროთ ჩვენი მასპინძელი საქართველო და ჩვენი მთებ-კლდეები, დავაბიჯოთ იქ, სადაც მიწის თითოეულ ნაგლეჯს თავისი სათქმელი აქვს, თავისი მოსაყოლ-მოსაგონარი...




User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by Archil » 24 თებ 2008, 17:05

ARCHIL_i

ისე შემოგვეჭრა ხეტიალის სიყვარული, მთისა და ბარის სუნთქვა, მზისა და მთვარის ტორღიალი... ხევებისა და დევების ღრიალი...



მაგ დროს იყო რომ მირეკავდით? ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by GOGONA » 24 თებ 2008, 17:31

ARCHIL_i wrote:
...

ისე შემოგვეჭრა ხეტიალის სიყვარული, მთისა და ბარის სუნთქვა, მზისა და მთვარის ტორღიალი... ხევებისა და დევების ღრიალი... ისე... რომ ამ აქაფებული, დორბლიანი კლდეების მოგონებაზე აქაურობა უცხოური პლანეტისავით უცხო და შორი ხდება ხოლმე... და ჩვენც ველით გამოდარებას, გამომზეურებას, რომ ისევე მოვინახულ-მოვილაშქრ-ნადიროთ ჩვენი მასპინძელი საქართველო და ჩვენი მთებ-კლდეები, დავაბიჯოთ იქ, სადაც მიწის თითოეულ ნაგლეჯს თავისი სათქმელი აქვს, თავისი მოსაყოლ-მოსაგონარი...



:cry: :cry: :cry: :cry: :cry:
Who is John Galt?

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 25 თებ 2008, 16:12

ARCHIL_i


მე მომეჩვენა, თუ ისევ ძველი არჩილის სიტყვა პასუხს გადავეყარე ?

ისეთს დამძიმებული რომ არაა მომავალზე ჭმუხვნით

არავისთვის რომ არ წერს, ნალოთავებ სულს სიტყვაში რომ ახარებს ...

წარსულის მოგონებით რომ ხარობს

დღეისობითაც, იმიტომ რომ დღეს აქვს მოსაამაყარი წარსული...

ბრუნდება მგონი ამ თემის თემობა კარავზე...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 10 მარ 2008, 13:41

7 თვე...

შვიდი თვეა რაც სიტყვით ნაკვები თემა კარვის კალთაში ბინადრობს

ბევრი ითქვა ,

უფრო ბევრი ითქმება ...

კარვის ისტორიას ხელმინაყოლებია ლოთების და შფოთისთავების თემა...

ლოთებისო ვამბობ, რარა ლოთების ...

სასმლის სიყვარული ვერაფრით გავიღვიძეთ ...

სიტყვის სიყვარული ლიბრით დაგვებორკა...

აქა იქ ამოხეთქს სათქმელი და...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 10 მარ 2008, 13:48

ციგნის მათხოვარი ბავშვების ხმაური თუ გამოაფხიზლებდა ხანდისხან გონებას ...

ფიქრისგან და მომავალ საათებზე ფიქრისგან დანამთვრალს...

გზა გზად გაიწელა ...

ჩამტვრეულ მინას მოფარებული ტელეფონის იმედად დარჩენილი ელოდებოდა ...

და ნალოდინარიც დადგა...

გამოჩნდა ...

ისეთი როგორც ყოველთვის ...

უბრალო, ძალიან უბრალო...

ისეთი უბრალო, ერთი შემოხედვით რომ სუნთქვას შეგიჩერებს...

მერე სიარული ...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 10 მარ 2008, 14:03

ხეტიალი, ბოდიალი...

მღვდლის თბილი დალოცვა "იხარეთ შვილებო"...

იხარებს ...

როგორ შეიძლება არ იხაროს ასეთი წარსულის მქონემ...

მერე ძველი ქალაქის ხედი, უბრალო სუნთვის სმენა...

უბრალო და მიამიტი ისტორიები, წლების სუნით გაჟენთილი....

ისეთი უბრალოსი,

თუმცა ეგეთი უბრალო ამ ქვეყნად მეტი არაფერია ...

მის გვერდით იდგა, სხივაკიდებულ ეკლესიას უყურებდა და მხოლოდ დროს შეჩერებას ლამობდა...

ხევს კი ჩრდილი ედებოდა, საღამოვდებოდა ...

წყნარ მდინარეს წითელი ნავი ჩაკვროდა ...

წყალი დინებას ისევე მიყვებოდა როგორც მაშინ, როცა მასში 10000 წმინდანს ყრიდნენ,

ის კი ახლა მდინარის ნაპირთან იდგა და მის თვალებში ეძებდა თავის სიტყვებს...

იპოვა ...

ძალიან იპოვა,
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 10 მარ 2008, 14:05

წარმართ ფხიას გულს უბორგებდა გვერდით მომყოლის სილამაზე ...

და უბორგებს...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 15 მარ 2008, 23:51

აატალახა სიტყვამ სააზრეთი...

ვერრაით მიუდგა მთავარს...

და თუ არავინ დაეხმარება ისე გალევს წუთისოფელს ბოდიალში, იმასაც ვერ გაიგებს დანამდვილებით, იყო თუ არა საერთოდ მთავარი...

მაგრამ, მთავარი იქნება,

აბა თუ ყველაფერი შეცვლადია მაშინ რაღა აზრი ქონია ყოფას
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by Toma » 15 მარ 2008, 23:58

meore monadire wrote:აატალახა სიტყვამ სააზრეთი...

ვერრაით მიუდგა მთავარს...

და თუ არავინ დაეხმარება ისე გალევს წუთისოფელს ბოდიალში, იმასაც ვერ გაიგებს დანამდვილებით, იყო თუ არა საერთოდ მთავარი...

მაგრამ, მთავარი იქნება,

აბა თუ ყველაფერი შეცვლადია მაშინ რაღა აზრი ქონია ყოფას
ძალიან კარგად ნათქვამი ფიქრია
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 17 მარ 2008, 17:55


სიტყვა დამვიწყებია.
სიტყვაც დამვიწყებია და სათქმელიც.
მაინცდამაინც ახლა მომინდომეს ქარებმაც აზრების აშლა.
მერე... დასასტუკებლად გამოქცეული დამალული ამხანაგივით გამოვედევნე საკუთარ თავს და სათქმელის კორიანტელი აშლილ-წაშლილი შემრჩა...

მერე მითხრეს, მოიწყინეს უსიტყვოდ სასიტყვეთშიო და მეც გამოვდე ფეხი ჩემსავე ნათქვამ-გამონათქვამებს... გამოვდე და გონმოუსვლელივით დავეხეთქე დაიატაკებულ სათქმელს...

დავრჩი, ასე... უთქმელად წაქცეული... სიტყვა რომ ვერ მერჩის ენამოჩლექილი მთვრალივით...

ახლა, ალბათ, სკამსაც მომიტანენ და დავბრტყელდები, მერე ადამიანთა პულტებს დავიჭერ და საკუთარ უთქმელობას სხვის ნათქვამებზე გადავრთავ... არ მომეწონება და...



გადავრთავ...
მეტი რა...

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 26 მარ 2008, 01:13

არჩილუისობამ გააშავთეთრა ისედაც ლოთის სიზმარივით უფერო თემა...

უხდება სვდიანობას მიწიერობა...

სკამზე ჩამომჯდარა სიტყვამრავალი და სხვისი სიჩლექესთვის მიუყურადებია პულტიანს...

გადართვა არ გადართვის ჭოჭმანით...

მე კი...

მხოლოდ ჩასუნთქვისას მახსენდება ოდესღაც სიტყვით ნაცადი უბრალოება...

ჯერ კიდევ მაშინ...

ართქმისგან რომ იღლებოდა სული...

და მერე შფოთობდა...

ახეთქებდა სიტყვიანობას სხვათა ნაკედლარობას...

და სიტყვათა ბურუსში გახვეულს ცოტა ხნით მაინც სწამდა მომავლის არსებობის...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 26 მარ 2008, 01:18

ახლა კი...

ახლა, როცა ბირთვისში გადანახადი წარსულად ექცა...

ისევ სიტყვათა ჭიდილი მოენატრა...

ისევ ძალუძს ალბათ...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 26 მარ 2008, 01:46

ფოტოაპარატი არ მქონდა და

წარსული ლაშქრობა ნაწყვეტ კადრებად მახსენდებიან...

მახსოვს: ერთოდროულად ყველას შუბლზე ასული თვალები და მხოლოდ სკვასკვას წყნარი გამოხედვა (ჭიამაიას შემოჭყლეტის ჟამს) :)


კიდევ კლდეზე აცოცებულს პირით რომ ყვავილები და მიწა ერთად მომქონდა დაბლა(ხელებით ქარაფს ვეკიდე) ერთ ერთ კარველის გაკვირვებული კითხვა: "აგერ არ არის იგივე ყვავილებიო?" :)

პოპინსიკოს მიერ დალეული ყველა კაცური კაცის სადღეგრძელო :)

სიხარულით აღტკინებული ფოტოაპარატის წინ მოტრიალე ლამას დამწუხრება. როცა გაიგო რომ თურმე ვიდეოსაც უღებდნენ :)

და კიდევ...

ჩემსა და უსასროლობას შორის აღმოჩენილი ოცნება, რომელსაც თურმე თვალებში ვერეკლები, თუნდაც არ მხედავდეს...

ხო კიდევ ერთი ლამაზი კადრი:

ტყეში დაკარგულს, უარსაითობისკენ მიმავალს წინ კლდეზე რომ თეთრი საღებავით დაწერილი karavi.ge ამომეშალა :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by KINALOKO » 31 მარ 2008, 16:27

ANIKOKOL wrote:ჩემს თითებისაც აღარ შემოვდგამ ამ თემაში :!:
ძმებო :roll:
:!:
ვეცადე რა, არ დამერღვია ჩენს მიერ დადებული პირობა და თან ფრიად საპივცემულო ადამიანის "ნათქვამი" აღმესრულებინა, ვპოსტავ :D:D:D:D
მერე რა რომ ცხვირი მეტკინა :mrgreen:
მომენატრეთ :D :roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]