2006 წლის სეზონის იდეები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Mrs. Robinson » 07 იან 2006, 22:57

guruli
ზუსტად წელს ვეძებდით მაგ ჩანჩქერს მე და კიდევ ერთი დიდი კარველი (რომელსაც შემთხვევით შევეფეთე ბათუმში), მაგრამ სულ ტყუილად......
გაგონილი გვქონდა, მაგრამ ვისაც ვკითხეთ, ვერავინ დაგვაკვალიანა....

სამაგიეროდ ჩვენმა დიასახლისმა ისე გულითადად დაგვპატიჟა ბეშუმში, წელს თუ მაქეთ მოვხვდი, აუცილებლად უნდა წავიდე, თორემ ეწყინება... :wink: :oops: :D

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Mao » 08 იან 2006, 02:54

Mrs. Robinson

problema ar aris mag chanchkerze asvla. tsel to ik viknebi tsavidet.
together on the top!!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Mrs. Robinson » 08 იან 2006, 09:52

Mao
OK!!!
ააააააააააააააააუცილებლად!!!!!!!!!!!!!!!!!
:D :D :D :D :D :D :D :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2006 წლის სეზონის იდეები

Post by guruli » 08 იან 2006, 13:27

Mrs. Robinson
გაგონილი გვქონდა, მაგრამ ვისაც ვკითხეთ, ვერავინ დაგვაკვალიანა....
უცნაურია. სადღაც მაგის ახლოს, მთავარ გზასთან რესტორანი *ჩანჩქერიცაა* -მაგის პონტში ჰქვია ეგრე. თავად ჩანჩქერთანაც პატარ-პატარა კაფეებია და ხალხი ბათუმიდან საქეიფოდ დადის. ამდენად, უცნობი ადგილი არაა. ყოველ შემთხვევაში, ზუსტი მდებარეობის დადგენა და იქამდე მისასვლელი მარშრუტი არაა ძნელი დასადგენი. აგერ, მაოსაც სცოდნია და ჩემმა ბათუმელმა ძმაკაცებმა ეგ ყველაფერი ზუსტად იციან.
აქვე ერთი იდეა დამებადა - მაგ ჩანჩქერის შეტანა 2-დღიან გასვლებში უპრობლემოდ შეიძლება. ბათუმში მატარებლით ჩახვალ და იქიდან ასვლა რა პრობლემაა. თან, ზამთარშიც შეიძლება განხორციელდეს.
გამიგონია, რომ ბეშუმიც ძაან კაი ადგილია. თან, იქამდე ასვლაში ზემო აჭარის სილამაზესაც ნახავ და უშუალოდ ბეშუმიც იაფი კურორტი ყოფილა.
P.S. ისე, ერთმა იდეამ კიდევ შემაწუხა, ოღონდ ტილები არ მყავს :lol: ( პარაპლიუსის რეკლამა გაიხსენეთ) - თუ მაგ ჩანჩქერზე ჩავალთ ბათუმში, მთლად ბეშუმში თუ არა, ხულოში ასვლა და იმ გზაზე ბუნების გარდა, რაღაც-რაღაცების ნახვაც შეიძლება. მარშრუტის ვადები არ გაიზრდება - პარასკევს აქედან მატარებლით რომ წავიდეთ, შაბათ დილას იქ ვიქნებით, საუზმის მერე წინასწარ დაბევებულ მარშუტკას (აქედან ამის გაკეთება პრობლემა არაა და შემიძლია, მე მოვაგვარო) დავახტებით და ჰაიდა, ბეშუმისკენ. იმავე საღამოს გინდ იქ დავრჩეთ, გინდ ბათუმში დავბრუნდეთ და კვირას უკვე შეიძლება ეგ ჩანჩქერიც მოვიაროთ და ახლო-მახლო სხვა რამეებიც. მაგალითად, სარფი, გონიო თავისი ციხით, მტირალას მთა და სხვა. კვირა საღამოს მატარებელს გამოვყვებით და ორშაბათს თბილისში ვიქნებით. არც სამსახურები გაგვიცდება და არც - არაფერი. ჰა, რას იტყვით?

David
მაწანწალა
Posts: 382
Joined: 17 ივნ 2005, 19:08
Location: Tbilisi
2006 წლის სეზონის იდეები

Post by David » 08 იან 2006, 15:11

guruli

რომელ პარასკევ-შაბათ-კვირას გულისხმაბ?
"Ã￾‘Ã￾µÑ€Ã￾µÃ￾³Ã￾¸Ñ‚Ã￾µ Ã￾ŸÑ€Ã￾¸Ñ€Ã￾¾Ã￾´Ñƒ - Ã￾Å“Ã￾°Ñ‚ÑŒ Ã￾’Ã￾°ÑˆÑƒ!!!"

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Nika » 08 იან 2006, 15:31

David
ase 6-7Tvis mere

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2006 წლის სეზონის იდეები

Post by guruli » 08 იან 2006, 15:31

David
რომელ პარასკევ-შაბათ-კვირას გულისხმობ?
ნებისმიერს. ოღონდ ამინდი გავითვალისწინოთ და მაგის გაკეთება ყოველ უქმეებზე შეიძლება.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2006 წლის სეზონის იდეები

Post by guruli » 08 იან 2006, 15:38

Nika
ase 6-7Tvis mere
რატომ მასე შორს? ზამთარშიც შეიძლება და გაზაფხულზეც. მთავარია, კარგი ამინდი გავარტყათ.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Mrs. Robinson » 08 იან 2006, 16:44

guruli
საინტერესოდ დაგეგმე და შეუსრულებელს არ დავტოვებთ...
მთიან აჭარაზე ადრეც გვისაუბრია და კარგია თუ ასე მოკლე დროში ნაწილობრივ მაინც დავიკმაყოფილებთ ინტერესს.............

მაგრამ ჯერ ერთი ამინდის პროგნოზის იმედზე ვერ ვიქნებით, ნამეტანი გამართლებაზეა.
ახლა ბეშუმში თოვლი თუ დაგვხვდა, და ცხადია დაგვხვდება, თოვლში სიარულს ცალკე ეკიპირება სჭირდება და თან ტემპიც ხომ დაბალია.
ზაფხულში კი ბარგიც ნაკლები გვექნება სათრევი.
.......
მგონი მაინც 6-7 თვის შემდეგ ჯობია. :wink: :oops:

იქნებ ზამთარში ვითხილამუროთ, (როგორც იქნა სეზონი მოვიდა) ან ერთ-დღიანებში ვიაროთ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2006 წლის სეზონის იდეები

Post by guruli » 08 იან 2006, 16:59

Mrs. Robinson
არა, გინდათ თუ არა, ახლავე წავიდეთ-მეთქი, ხომ არ მითქვამს. მე, უბრალოდ, იდეა შემოგთავაზეთ.
სიტყვამ ისევ იდეა მოიტანა და ერთი მაგფერი კიდევ გამიჩნდა (ოღონდ პარაპლიუსი არც ახლა მჭირდება:D). როგორც ვიცი, გრძელვადიანი მარშრუტებიდან წლეულს პირველი თუშეთია (რაც ძალიან მიხარია), მერე კი ტაო-კლარჯეთი გვეძახის თავისკენ:cry: - აქაც ვნახე ვიღაცის ნაწერებში და ერთმა სტაჟიანმა კარაველმაც გამანდო სრულიად საიდუმლოდ. :lol: ეგეც სიგიჟემდე მინდა და ყოველ ზაფხულს ვგეგმავ ან მანდ, ან ფერეიდანში წასვლას (ვაი, რომ აქამდე უშედეგოდ). ღმერთმა ქნას, წლეულს მაინც განვახორციელო, მაგრამ ვინძლო, ჩაგვეშალოს (ჯვარი ეწეროს:twisted: -XXX), ალტერნატივად შეგვიძლია ჰერეთზე ვიფიქროთ - ახლოსაცაა და მაქაური ამბების გაგებაც შეიძლება. ბოლო-ბოლო, გიორგი კალანდიას შემიძლია დავეკითხო და მაგან რომ კარგად იცის იქაურობის ავან-ჩავანი, იმ ფილმითაც დაამტკიცა (ვიმედოვნებ, ყველას გაქვთ ნანახი). ერთი ეგაა, ვიზები თუ არ გახდა პრობლემა. როგორც ვიცი, აზერბაიჯანელებს დიდად არ სიამოვნებთ იქ ქართველთა შესვლა. განსაკუთრებით, ასეთი ჯგუფებისა.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2006 წლის სეზონის იდეები

Post by guruli » 08 იან 2006, 17:10

Mrs. Robinson
მთიან აჭარაზე ადრეც გვისაუბრია და კარგია თუ ასე მოკლე დროში ნაწილობრივ მაინც დავიკმაყოფილებთ ინტერესს.............
რამდენადაც ვიცი, ბათუმიდან ერთ დღეში იქ ასვლა არანაირი პრობლემა არაა.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Gvalva » 08 იან 2006, 19:25

guruli

დამავიწყდა ჩაწერა, მე და iwlita ვიცნობთ ერთ კარგ ახალგაზრდას, უფრო სწორედ რამდენიმეს, საინგილოდან, ვისაუბრეთ ამას წინათ და თქვენ მარტო იქამდე ჩამოდით, ოღონდ ზაფხულში რომ იქ დაგხვდეთ, და მერე ყველაფერს დაგათვალიერებინებთო.

ვიზა რატომ უნდა დაგვჭირდეს აზერბაიჯანში?? მარა, იქაურ მესაზღვრეებთან ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული ყოფილა, ამ თემაში არაა სალაპარაკო, მარა, რაც ეგ გავიგე უფრო მომინდა წასვლა, ზაფხულისთვის მაგაზე ფიქრიც შეიძლება.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2006 წლის სეზონის იდეები

Post by guruli » 08 იან 2006, 19:45

Gvalva
ხო, ვიზა მაქ მართლა არ გვჭირდება. მე მაქეთ არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ როგორც ნამყოფებისგან ვიცი, მაინც მთელი რიგი უსიამოვნო პროცედურებია გასასვლელი.
იქ თუ ვინმეს ეგრე ახლოს იცნობთ, აბა, აგვწყობია საქმე სომხის გიტარასავით :lol: :lol:

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Nika » 16 იან 2006, 02:00

ბევრი იდეა დაიწერა და შევაჯამებ ამ მომენტისთვის სიტუაციას.
გარდა ამისა დავამატებ ნოკლე აღწერით კიდე 2 მარშუტს
ბოჭორმა-კვეტერა (კვეტარა, არ ვიცი ზოგი ასე ეძახის ზოგი ისე)
დათვიჟვარი–შუაფხო. ეს იდეა კაი ხანია გვაწუხებს რამდენიმე "იდეინის" მარა ტრანსპორტის ამბავში ვიჭედებოდით სულ. ახლა კიდე დავათის უაზი–მარშუტკის დანახვაზე უკვე რეალობად მგონია მაგისი განხორციელება. რელიეფიდან გამომდინარე უნდა იყოს ძაან ადვილი სავალი. ხო ცხადია 1 დღიანია ეგ :).

მოკლე პახოდები ზამთარშიც განხორციელებადი:
1) ავენისი
2) დავათი (შესრულებულია).
3) მარტყოფი
4) დავით გარეჯა - ზამთარში ასევე შეიძლება
5) ბოჭორმა

ცოტა გრძელი 1-2 დღიანი
1) ბირთვისი
2) შიომღვიმე–წეროვანი
3) წიფა–ზვარე–ქვიშხეთი
4) აბუხალო ძამას ხეობა
5) ტყემლოვანას მონასტერი - ასევე ძამას ხეობა - აბუხალოსთან შეიძლება გადაბმა
6) ბუჯაინი მთავართა - არაგვის ხეობა
7) ბირთვისში კანიონებით ჩასვლა (იმედია გვალვა გზას მიგვასწავლის)
Cool ქსნის ხეობა - კაბენი, არმაზი (ქსნის ხეობის), წირქოლი, შეიძლება ლარგვისიც
9) თავკავთა - ქვათახევის ზემოთაა
10) თისელის მონასტერი (აწყურს ზემოთაა)
11) ცხვარიჭამია-სიონი
12) რაფტინგი
13) სარფი–გონიო–მტირალა.
14) ბოჭორმა–კვეტერა
15) დათვიჯვარი–შუაფხო.

2-3 დღე (განსაკუთრებით შეიძლება ისინი დაინტერესდენენ ვინც შაბათ-კვაირას კიდევ ერთი დღე მიაყოლონ და სამსახურში არ მივიდნენ)
1) მანგლისი - წინარეხი ან მანგლისი - რკონი (იკვისა და ერთაწმინდას მონახულებით)
2) კლდეკარი - რკონი (თეძემის ხეობა) ან კლდეკარი - ტანას ხეობა - ირივე ხეობაში შეიძლება მოხვედრა კლდეკარიდან


გრძელი 2 დღეზე მეტი
1) ლომისმთა–აწყური (ან სხვა რამე მაგ მიდამოებში)
2) თუშეთი
3) გოდერძი-აჭარა
4) აბასთუმანი-საირმე (ამის წინასთან გადაბმა შეიძლება)
5) გურია
6) რაჭა–სვანეთი
7) ტაო-კლარჯეთი
8) ჰერეთი (საინგილო)

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Mrs. Robinson » 16 იან 2006, 13:25

Nika
ავენისი არ ჩაგვეთვალა თუ??????????????? :wink:

კიდევ, შევთანხმდით, რომ აბუხალო-ტყემლოვანა აუცილელებლად ერთად....

და კიდევ იმ მოხუცმა, დავათისკენ რომ დაგვემგზავრა, ახატანი-შარაოს წმ.გიორიგი კარგად იცოდა. ჩვენი სალოცავია, იქ დავდივართო. მაგრამ როგორც მანქანით მოარულმა აქტიურმა +მა (გვალვას შერქმეულია) თქვა და მოხუციც დაეთანხმა, ზამთარში ნამეტანი გაგიჭირდებათ, რადგან აღმართია, თოვლია და ასე ახლოს კი არ არისო როგორც დავათის ეკლესიაა-ო.
ასე რომ გავუშვათ შემოდგომის მარშუტების ერთ-დღიან სიაში.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]