კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
nodari
ბილიკზე მოარული
Posts: 55
Joined: 05 დეკ 2007, 02:04
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by nodari » 22 თებ 2008, 00:22

...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:19, edited 1 time in total.

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by legenda » 22 თებ 2008, 10:57

nodari


გამაჟრჟოლა :( :( :(

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 22 თებ 2008, 11:03

არჩილ მე ისევ სხვის ლექსებს შემოგაწევთ :)


სევდიანი მოლოდინი
და თვალებში ნაღველი.
დავიჯერო? - აღარა ვარ
მაგ ღიმილის მნახველი.
იმ დღეს შენი დამორცხვება
როგორ ჰგავდა ლემადეს
განა ლექსებს დაგიწერდი,
გული რომ არ ღელავდეს.
ნეტავ მურღვას დარდის ციხეს
მალე მომიწვერავდე,
თორემ ვხედავ მიღამდება
ბოლო ბედისწერამდე.
ხონისგონის ცირცელივით
რად იმორცხვებ დილამდე?
ჯერ ხომ შორს ვარ, - არ მოვსულვარ
მკერდის ოქროს ღილამდე.
რად გსურს ამ თეთრ ღამეებში
მთვარის შუქით მტორავდე.
ჩემო სევდის გზა-ბილიკო,
ცრემლო ანატორამდე.
განა მარტო ღიმილი ხარ,
ან ტკივილი სულამდე,
ცის სიმშვიდე რად წამართვი
მთების გაზაფხულამდე.
გირჩევ ცოტა გამიწყერი,
ცოტა შემაგულადე.
მიღმახევში, მთების დელგმავ,
ცოტა გამოიდარე,
თორემ წავალ, მართლა წავალ,
წავალ, როგორც მდინარე.

მურღვა არდოტელი.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 22 თებ 2008, 13:34

ნადირობა

ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...
ფრრი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველა სიკეთეს მგვრის, _
ავფრინდები და...
ვაიმე...
ავფრინდები და ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე, _
ავფრინდები და...
ფრრი...

მორის ფოცხიშვილი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 22 თებ 2008, 13:41

ბულბულის შურსა

ბულბულის შურსა შევსდგომივარ მუდამ მძახველი,
მწყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი,
ვარდის ეკალი გულს დამეცვა პირ-გამახველი!
შენგან დაკოდილს შემიბრალებ ჩემი მნახველი!
დამაშვრალმან სულ მოვირბინე შენგნით ახ ველი!
Last edited by ნინი_85 on 24 თებ 2008, 20:01, edited 3 times in total.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 22 თებ 2008, 13:43

ვარდი ხარ, ჯერეთ არა შლილი, ედემს ნარგები,
შენის ბულბულის შემაშალი, შემაშმაგები!
შენგან ითხოვენ შვენებასა სხვანი კარგები;
ჩემგან რად უნდა გაგიკვირდეს - დავიდაგები!
ყოვლი მიჯნური შენ დაგიწვავს, მიწის მლახველი!
Last edited by ნინი_85 on 24 თებ 2008, 20:02, edited 2 times in total.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 22 თებ 2008, 13:45

თუ სამართალი არის სადმე, - გეზიანების!
ყელი გამომჭერ, პირი დამრჩა შენის დანების!
შენი ბრალები ჩინუ-მაჩინს გაიგზავნების:
შენგანა მკვდარი ბევრი ვინმე გაიმჟღავნების!
კაია და მორჩი, ჩემზედ ნუ ხარ თვალის მფახველი!
Last edited by ნინი_85 on 24 თებ 2008, 20:03, edited 2 times in total.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 22 თებ 2008, 13:47

მე გული სრულად შემოგწირე, - შენ ხმაც არ გამეც!
შენ ჩემი ჭირი გიხარიან, - მე ვსტირ დღე, ღამეც!
მითხარი, სიცოცხლის ნაცვალი ნეტარ რა მომეც?
უბრალო სული მომაკვდინე, ლახვარი დამეც.
ლამის რომ მოვკვდე, ვერ შევიქმნა შენი მზრახველი.
Last edited by ნინი_85 on 24 თებ 2008, 20:03, edited 2 times in total.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 22 თებ 2008, 13:48

მღიმარის პირით წამიპარე, დამიდგი მახე.
ასე მეგონა, შემრჩებოდა ეგ შენი სახე;
ანთებულს ცეცხლსა შესაწველად ხელი შეგახე.
დამწვარი მაინც შემიბრალე, ბესიკი ნახე!
ვაჲ, შენი ბრალი, ჩემო თავო, ღრუბელს შახველი!

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)
Last edited by ნინი_85 on 24 თებ 2008, 20:07, edited 3 times in total.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by legenda » 22 თებ 2008, 13:50

მარტოობა

(ნოველა)

ღამის წყვდიადში ჩაიძინა მყუდრო ქალაქმა.
და, ამ სიბნელეში უფრო გაფოფინდა ჩემი სიმარტოვე.
ვინ იცის ახლა შენ გძინავს ღრმა და უშფოთველი ძილით.
იქნებ არც გძინავს და მთვარეს იხდი მესაიდუმლედ,
ვინ იცის ვისზე ფიქრობ.
ვისზე უმხელ შენს საიდუმლოს ამ ფარულ წყვდიადს.
ვინ იცის გიყვარს...
სულს გიშფოთებს ვინმეზე დარდი.
ნეტავ იმას, ვისზეც მთვარეს უმხელ გულის კაეშანს.
მე კი მარტო ვარდ და შენზე ვფიქრობ.
შენა ხარ ჩემი სულის ყველაზე დიდი ტკივილი.
მე უშენობა სიკვდილად მიღირს.
კვლავ მახსენდება ჩვენი შეხვედრა.
რა თბილი იყო იმ დილის სიო.
ახლა კი, ახლა ცივი ქარი ქრია ფანჯრების იქით.
და, ქალაქს ფარავს წყვდიადი ჩუმი.
და, რატომ მინდა ამ სიბნელეში ვიფიქრო შენზე.
რად ვერ გივიწყებ მითხარი კარგო.
რატომ არ მინდა დავმორჩილდე ბედის განაჩენს და ახალ გრძნობას დაველოდო მე ისევ მარტო.
ოჰ, ღმერთო ჩემო, რად მარგუნე ასეთი ხვედრი.
ნუთუ გინდა რომ ჩემს ღაწვებზე ცრემლმა იდინოს.
ნუთუ არ გაკრთობს ეს ცივი ღამე.
როდემდე გინდა, რომ ვიყო მარტო.
რა გაეწყობა, ვერსად წაუვალ შენს წმინდა ძალას.
ვიქნები მარტო...
ვიფიქრებ მხოლოდ, ამის უფლებას ვერ წამართმევს მე ვერრა ძალა...
და, კვლავ ოცნებით დაგტრიალებ თავს ჩემო კარგო.
და, შენზე დარდში იფერფლება მორიგი ღამე.
ფანჯრების მიღმა ქრის ქარიშხალი და ქალაქს ფარავს წყვდიადი ჩუმი.


ახლა ღამეა, მე შენზე ფიქრი მათოვს,
ახლა ღამეა, მე შენი მონატრება მახრჩობს,
ახლა ღამეა, მე შენი თვალების ელვარება მათრობს,
ახლა ღამეა, მე შენი სიტყვების სითბო მახსოვს

გავცქერი შორეთს და მახსენდება პირველი წუთი,
პირველი სიტყვა, ასე ტკბილი შენს მიერ თქმული,
რა გამიკეთე, რად ამიძგერე ასე მძაფრად ტანჯული გული
რად შემიშფოთე ასე მაგრად ურყევი სული.

რად მომატყუე, მე ხომ შენი ასე მჯეროდა,
ასე მჯეროდა ჩემი ოცნების ლურჯი ბოლოსი,
ასე მეგონა ავაგებდით სიყვარულის კოშკს,
და ვიცხოვრებდით ბედნიერად ჩვენს ოცნებებში.

შენ კი რა ჰქენი, რად გამწირე ასე უღმერთოდ,
რომ ჩამიფერფლე ასე მალე პირველი გრძნობა,
შენ მიმატოვე ისე როგორც ქარმა ტირიფი,
ჩვენს სიყვარულს ხომ, ასე ლურჯი ზმანება ქსოვდა.


.........

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 22 თებ 2008, 14:08

ჩაუმქრალი სანთლები (ოჰოი ნანა)

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ხულო, შუახევ, ქედიდანა,
დედო დვრინით დამემღერა
დიდგოროზი მთები თანა,
მთები! - ვისთვის თვალსეირი,
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა,
თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ,
ლურჯს იცვამდნენ თანდათანა,
კლდის კატარში მზე ყვაოდა,
კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა,
გვანცას ლოცვებს ვაზის სული
გორით გორზე გადეყვანა,
ვარდანისთან, ნაჯვარისთან,
დაჯვარული ქვები წვანან,
ქვებში ჩუმად დაქვითინებს
ჩემი დიდი ნენეს ნანა,
დერდებს გულში ვიბექსნიდი,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ხარიტყავის გუდა თანა,
შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული
ამ სირთების სევდა თანა,
მიმღერია ღვინიანზე,
მიტირია კიდეც განა,
როცა ჩემი ზველთი ზვარე
ზვავის ნაძოვს დაემგვანა,
როს სხალთაში სხალთიხატებს
უსაპნავდნენ ყელში კანაფს,
ჯვარიქედზე ჯამეს დგამდნენ,
ვარდიქედზე ეკლის კარავს,
ეივახ! ამის შემხედვარე,
ნამსხვანიდან გაველ განა,
მთებს ტყეები ბალანივით
აბურძგლოდა უბიდანა,
ღელე-ღურდან დავეძებდი,
კანკალებდა ხელში დანა,
გამჩენელო, სხვა რა მექნა,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
თეთრათები ვთიბე განა,
ხამიყელზე ხაოღერი
ბალახები შემრჩა თანა,
მთAპერანგა გადავმუხლე,
გზაბაწარამ დამახანა,
ხინოს თავში თაფლი ვხილე,
ჩოლოქისპირს ვმარგლე ყანა,
ჩოლოქს გაღმა გოგო იდგა,
გულგუნდა და თვალმაყვალა,
ღმერთმა რაფერ გადმომხედა,
ღმერთმა რაფერ გამახარა,
- გოვ! კისერში ჩეგეფუნჩხე, -
ჩემებურად ვკადრე, მარა,
გოგო რაცხამ დააფეთა,
გოგო ვინცხამ გადამალა,
თოხი ტარზე დაყუდებულს
ცამ სიცილი დამაყარა,
შიგნი-შიგნი ჩევიფუფქე,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა,
ვერ წამიხვალ განდაგანა,
ეგ ლიზღობა, ეგ ლირწობა
კმარა-მეთქი, უკვე კმარა!
ჩემი სისხლი სიყვარულით,
ო, რა ხანი არ დამთვრალა,
მეყო! მტევნის წებო წვენში
ჩემი სულის ორთქლი დგანა,
ყელზე შემომეფართქალა
ვაზის ლერწი ლოფორთქანა,
სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება
შაქტბერდი და შორი ბანა,
იქ სანთლები ჩემისისხო,
ჯერეთ კიდევ არ ჩამქრალან,
მეყო, ჟამმა ჟანგნაფლეთმა
რაც მტანჯა და რაც დამგმანა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
წარბგახსნილი დავალ განა,
საქართველოვ, ჩემო დედავ,
ჩემი სუნთქვა გენაცვალა,
ჩემი ყველა მქუხარება,
მწუხარებაც გენაცვალა,
შენი სიტყვის სიცოცვხლისთვის
ხიხაძირში კიდევ ვდგავარ,
შენი ჭერის სიმაღლისთვის
მარადიდში ვხლიჩავ ყავარს,
შენი რჯულის საჯილდაოდ
სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი,
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც!
იდიდგულე, რომ ამფერი
აჭარელი გყავდი განა!

ზურაბ გორგილაძე
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 22 თებ 2008, 14:24

თემას რომ არ გავცდე ამიტომ :)

"დავუკრათ, ჩავიღიღინათ,
გადავაყოლათ ნაღველი.

გულზე მალამოდ მაგვეცხას,
ჩვენ ხევსურული ნამღერი,

ბანი მამეცით ისეთა:
ჩამაილეწას თაღები,

სულ თითის წვერზე ვაცეკვათ,
ქალშავანი და ბალღები

უფროს კაცს ფეხზე აუდგეთ,
წინ-წინ დაუთმათ სკამები,

წმინდა გიორგი დაგლოცავს,
ობოლს თუ დაეხმარები.

"

ნაწყვეტი გოგოჭურის ლექსიდან
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 22 თებ 2008, 14:32

ლექსებით აგიხსნიო სიყვარულს
იცოდე, მე ჩემსას გავიტან!
ჩამოოლ, ქალაქში დაგიძევ,
მაგჴელავ, ჴევსურეთს წაგიყვან!

ჴევსურნი აჴალზალს გეძაჴდნან,
მაყრეებ წამოვას რამთვენი!
ჴევსრულ ღრეობას გავმართავ,
თაოდაც ჯიჴვის რქით დათვრები!

ევსურულ სიმღერას გიმღერებ,
თაოდაც ჴევსური გაჴდები!
იცოდე ვერარას დამაკლებს,
ქალბნელო, შენი ეგ მაყრები!

ეს გელას ძმამ, ზვიად დაიაურმა იმღერა ბარისახოში
Last edited by meore monadire on 22 თებ 2008, 15:22, edited 1 time in total.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 22 თებ 2008, 14:40

ოხ ნეტავი სხვისი ნათქვამები მომწყინდებოდეს...


შეაფრინდება განთიადს მოლა,
მინარეთიდან გაკვესავს ღამეს,
თოვლიან ხევში ზამთარი ბოლავს,
ჩათლილი ვერცხლი უპყრიათ ჯამებს.
ქისტების ფიცზე წამოხტა ცეცხლი,
და ქისტის გოგოც პშავის სტუმარი,
მტევნების ბუდეს ერთ ღილზე
შეხსნის,
დაავიწყდება თავსასთუმალი.
ქისტური ჩახრით აცეკვდა ცეცხლი,
კუნაპეტს კორტნის ფიცის პატრუქი,
გველივით გასხლტა სარტყელი
ვერცხლის
და დაიხარა წყალზე ჭაბუკი.
ცხვრის სუნით მაძღარ მწყემსის
ბინაში
კუთხეში გდია ჯამის ნამტვრევი,
მართალნი ღვთის და კაცის წინაშე
სხედან ქისტები ღამენათევი.
მერე ხირიმით შენდობას კლავენ
თოვლის ზეწარზე ადათი წვეთავს,
დაეფინება ძარღვიან მკლავებს
თეთრ ყორანივით ასული ძეთა.
წვიმა და ტენი წაშლის ნაკვალევს,
ახალ სიყვარულს ელის ტაფობი,
ჩავლილი ნავლი. . . ცივი საკვამლე. . .
და გაჟღენთილი შეშის ნაპობი.
მთაში ნათქვამი და ნაამბობი. . .
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 24 თებ 2008, 10:41

ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა კანჭებზე გაკოცებს, ღმერთმანი,
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ.
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ, მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს, თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები, ძვირფასო, რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი-
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი, მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე,
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ, წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა-
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო!"

გიორგი ზანგური
Last edited by ნინი_85 on 17 მარ 2008, 21:30, edited 1 time in total.
მეაც გავთუშდ მეაც!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]