კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 20 თებ 2008, 23:03

მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს,
გაგისწორებდი მზერას თამამად,
ვით კლავიშებზე თითი აკორდებს,
სიწითლე ღაწვებს დაგიფარავდა.

დავამარცხებდი შენს ამაყ მზერას,
გეტყოდი ამდენი ხანის ნაგოდებს,
გზას უყელავდი ავ ბედისწერას,
ნეტავ, ლამაზი თვალები მქონდეს!

ცეცხლს დაგინთებდი გულში სიმღერით,
მზერაში ცეცხლი მეც რომ მამკობდეს,
ან შენ რომ გიყვარს , სწორედ იმგვარი
და იმნაირი თვალები მქონდეს.

აწ დარდის დარად დავიარები,
და, დანაცრული, დარებზე ვგოდებ,
იქნებ ოდესმე შემიყვარებდი,
მეც რომ ლამაზი თვალები მქონდეს.

გელა დაიაური.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 20 თებ 2008, 23:06

შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია,
სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედვით წუნდა,
შოთას აკვანი მადლიანი ვინაც არწია,
ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა.

შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები,
მუნჯი მოწამე წარსულისა - მდუმარე მტკვარი,
ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები,
კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი.

შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა,
იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული,
ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა,
ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.

ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები,
ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება,
მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები,
და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება.

აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით,
დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები,
მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები
და საფლავებზე გახლართულად უსურვაზები.

თმოგვს მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი,
სეფე გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი,
გასცქერის ზეცას, მარადიულ მზისა თინათინს,
ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური.

ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ,
დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან,
დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ,
ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს.

ევლოგ სალოსი, შავთელი და დიდი რუსთველი,
თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას,
ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის
ქართული მოდგმის საუკუნო არგადაგებას.

ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგანწირული,
დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი,
ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული,
და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი.

გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი,
მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას,
წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი,
ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს.


ზვიად გამსახურდია
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 20 თებ 2008, 23:09

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

გიო საჯაია
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 20 თებ 2008, 23:11

მე როცა ვახელ – შენ ხუჭავ თვალებს. იქნებ,
ხდება პირიქით.
გზას ისევ შენი ბაღისკენ ვიგნებ
მწიფე ბილიკით.

სად შენი ფიქრის განკაცებულ საქმროებს ვებრძვი
გაუთავებლად –
მე შენთვის მხრებით მომქონდა ვერძი
და უკვდავება.

რატი ამაღლობელი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 20 თებ 2008, 23:15

ძახილი


რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, -
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.

მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,
გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ -
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.

მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა,
არ დამიობლა ძმები და დები.
მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.

როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,
მეც გამეხარა ამ სამზეოთი,
მეც დამეძახა შენთვის „დედიკო“
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.

ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,
როგორც პეპელა ყვავილში რგული,
დაბადებამდე რამდენი მიკლდა,
ითვლიდა ჩემი პაწია გული.

ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,
ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს,
მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.

თურმე ტყუილად მომიხაროდა,
შეხვედრა შენთან, ძმებთან და დებთან...
ახლა მოგტირით სხვა სამყაროდან
არარაობის ჩრდილი და სევდა.

რად გააწბილე ღვთის იმედები,
რატომ შეშალე და გაამრუდე,
ანგელოსების და პლანეტების
კეთილი გათვლა და ვარაუდი?

შოთა ნიშნიანიძე
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 20 თებ 2008, 23:16

ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
მე შენგან მოველი შველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,
არაგველების მოზარე ვარ,
სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.
ოღონდ ნუ იქნება:
მთიულეთი _ ნამთიულარი,
ხევსურეთი _ ნახევსურალი,
ფხოვი _ ნაფხოვარი,
ხევი _ ნახევარი...
კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და
ნუ გახდება საქართველო
ნახევრის _ ნახევარი.
და შენ, კუზიანო დედამიწავ,
რამდენიც გენებოს, იტრიალე!

გოდერძი ჩოხელი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 20 თებ 2008, 23:17

იქნებ

გზას იმედში ვეღარ ვიგნებ,
რა იქნება გაის ამ დროს?!
თუმც ვინ იცის, სულმა იქნებ
ერთხელ კიდევ გაიზამთროს.

დღეებს ვარაუდით მივდევ,
თანაც ვწრუპავ მიჯრით ღვინოს,
რომ მზის სხივმა ერთხელ კიდევ
სულში შემომიჭვრიტინოს.

ვეღარა ხტის გვარზე კვიცი,
უკანასკნელ ძალას ვიკრებ,
ვიცი, ყველაფერი ვიცი,
მაგრამ მაინც, მაინც იქნებ?!.

ვახუშტი კოტეტიშვილი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 20 თებ 2008, 23:19

კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა
ხემ და პოეტმა იციან მარტო
ქალი ქუჩაზე როცა გადარბის,
რატომ იცინის უმისამართოდ.

კაცმა არ იცის, იცის ღრუბელმა,
ცამ და პოეტმა იციან მარტო
ქალი წვიმაში რომ ილუმპება,
რატომ იცინის უმისამართოდ.

მუხრან მაჭავარიანი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 21 თებ 2008, 11:28

ავარახუნოთ ისევ სიტყვები :)


ან ცელქ ამურს დავუდგები შეგირდად,
ან მის ისარს ჩავუდგები კვალში,
ყელსაბამად გამოხედვას შევიბამ
შენ რომ გუშინ დაგივარდა გზაში.

დაფიფქული მონატრების სიშორეს
წყაროსავით ჩავიგუბებ თვალში,
პოეზიას სუნთქვასავით მოგიტან,
როგორც სურნელს ჩემს ჩამოშლილ თმაში.

რაღაც,ფიქრით ამოვსება მომინდა
იმ ბზარების,შენ რომ გიჩანს ხმაში,
ან -გაგიშლი ცის კაბადონს ლოგინად
ან-დაგტოვებ ფოთოლცვენის ქარში.

თეკლე ბატონიშვილი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 21 თებ 2008, 11:34

უაზროდ :)


ვშორდებით
ყოველ წუთას ვშორდებით...
და აკრძალული სევდის ტოტებით
ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს.
თუმცა, არ შერჩა აზრი არაფერს.
არც ერთგულებას და არც მოლოდინს,
რადგან გმირებად დავრჩით ბოლომდის
და ვერც შევიტყვეთ რომ გვექცა მხარი.
რომ სული ვგვემეთ და არა ლეში
და ის სიწმინდე ჩავკალით ჩვენში
რითაც მდიდარი იყო და არის...
ადამიანი....
ო.ჭილაძე
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 21 თებ 2008, 12:12

შევხვდით ერთმანეთს როგორც ქარაგმა
სიონის ზარის ჩამონარეკზე
გზა აგვირია უცხო ალაგმა
გავყვეთ გულიდან გაქცეულ ლექსებს

მომქონდა შენთვის ყაყაჩო ვარდით
უბით სურვილი უპირატესი
მთა იდგა ცაზე როგორც იყალთო
ხმა მაღელვებდა ფერდანათესი

იყო დამწვარი მზისგან აყალო
შენ სიცხადეში არავის ჰგავდი
იყო გაშვლილი კოცონთა კალო
ვით კაბის ქობა შემოსაბლანდი

ათრობდა ხსოვნას სახელი ქუჯი
(ეს მოგონება ხშირად დამზვევრავს)
ვიყავ მოღუნულ ხესავიტ მუნჯი
ვერ გავუძელი გულთა ნამზერალს

დამაქვს დარდები მთების ოდენა
(შენი სიჩუმე მიყვარს ძალიან)
დაუკოცნავი მოკვდა ლოდინი
და სხვა ფიქრისთვის არა მცალია


ავტორი არ მახსოვს
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
chamoxeuli bilbordebi
MoDiGLiaNi
Posts: 868
Joined: 29 ოქტ 2007, 01:14
Location: Jამაიკა
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by chamoxeuli bilbordebi » 21 თებ 2008, 13:02

შენ ხედავდი მაღლობს

და ლოცვა მსურდა.

და ისმოდა ახლო

სიკვდილის სუნთქვა.

და სურვილი თქვენი -

სხვა ხმების თოვა.

გადიოდნენ დღენი

და იყო გლოვა.

ღამე - ღამის მიმართ

და წამი ჩქარი.

მოდიოდა წვიმა

და ქროდა ქარი.





TERENTI GRANELI
წითელი, ყვითელი, მწვანეImage

User avatar
chamoxeuli bilbordebi
MoDiGLiaNi
Posts: 868
Joined: 29 ოქტ 2007, 01:14
Location: Jამაიკა
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by chamoxeuli bilbordebi » 21 თებ 2008, 13:07

უზომოდ მთვრალი

მივდივარ მარტო.

ვის მიაქვს თვალი, -

ვდარდობ და ვდარდობ.

უზომოდ მთვრალი

მივდივარ ერთი.

ვის მიაქვს თვალი,-


სად არის ღმერთი.

უზომოდ მთვრალი

მივდივარ კენტი.

ვის მიაქვს თვალი,-

მივდივარ ერთი.

მივდივარ ერთი

უზომოდ მთვრალი.

სად არის ღმერთი,

ვის მიაქვს თვალი.

TERENTI GRANELI
წითელი, ყვითელი, მწვანეImage

User avatar
chamoxeuli bilbordebi
MoDiGLiaNi
Posts: 868
Joined: 29 ოქტ 2007, 01:14
Location: Jამაიკა
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by chamoxeuli bilbordebi » 21 თებ 2008, 13:08

პოეტი პატიმარი

შავი ფიქრები გროვდება ისევ,

დგება წამების თეთრი საათი.

მიწა არ მინდა და როგორც ქრისტე,

მეც ვემზადები გაფრენისათვის.

ეს გული მხოლოდ შენ გესალმება,

შენ, ანგელოზო მძიმე წარსულის.

რა იქნებოდა, რომ ჩემს წამებას

ჰქონოდა სახე ან დასასრული.

სხვა მეგობარი მე არ მყოლია,

მხოლოდ ქარია ჩემი მხლებელი,

უფრო ხშირია მელანქოლია

და გაფიქრება შეუძლებელის.

იყო სიჩუმე, სამი წერტილი,

მას შემდეგ ბევრი ხანი გავიდა.

ახლა შორს ელავს ცა მოწმენდილი

და მიხმობს ქრისტე მე ვარსკვლავიდან.

ალბათ ივნისი დადგება მალე,

დღეს ხომ მაისის ოცდაშვიდია.

და მენატრება ისეთი მხარე,

სადაც დუმილი და სიმშვიდეა.

ისმის ხმაური, არის ცხელება

და ჟონავს წვიმა, ოდნავ ხმოვანი.

ციხე დგას, როგორც საშინელება,

დამძიმებული და კეთროვანი.

გულისტკივილი უფრო ღრმავდება,

როდესაც ვუმზერ ჯიბგირს და ბანდიტს.

ალბათ ეს ღამე არ გათავდება,

ძნელია მისვლა გათენებამდის.

და იმედები ისევ ტირიან

და მწუხარეა ჩემი მეობა,

კარები ირგვლივ დაკეტილია

და ვურიგდები მდგომარეობას.

აღარც თენდება, უფრო ვღონდები,

ღამეა ჩუმი და ნაწვიმარი.

ალბათ ვიღაცას იქ ვაგონდები,

როგორც პოეტი და პატიმარი.



TERENTI GRANELI
წითელი, ყვითელი, მწვანეImage

User avatar
chamoxeuli bilbordebi
MoDiGLiaNi
Posts: 868
Joined: 29 ოქტ 2007, 01:14
Location: Jამაიკა
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by chamoxeuli bilbordebi » 21 თებ 2008, 13:10

ვფიქრობ და ფიქრში შუადღე გახდა

და თოვლის ფიფქი ეცემა საყდარს.

სადღაც ქალს თეთრი ოცნება ღალავს,

გავყურებ თოვლით შემოსილ ქალაქს.

ღელავს ეს ფიქრი და გული წმინდა,

თენდება, მიწა სხივს ელის ციდან.

ვფიქრობ და ფიქრში შუადღე გახდა

და თოვლის ფიფქი ეცემა საყდარს.



TERENti graneli
წითელი, ყვითელი, მწვანეImage

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]