ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by guruli » 18 თებ 2008, 02:37

qvevri
შეპირებული ვარ გურულს და გოგონას.
გაიხარე. :D :D შემოგეხმაინები მერე.
და მაგის დათესვის რამე ტექნოლოგიები იცი? მე რაღაც წამიკითხავს და მაინტერესებს შენი აზრი, მაგრამ ჯერ შენ მითხარი, თუ იცი რამე განსხვავებული. ნუ, მიწაში რომ უნდა ჩარგო და სხვაგან არ უნდა დადო, ეგ ვიცი. :D :D
korti
მართლაც განსხვავებული გემო აქვს... ყურძენსაც კი რომლის გახარებაც იქ დიდი ყინვების გამო ძალიან უჭირთ საოცარად გემრიელია.
მე ძაან მომწონს მესხური ხილი - მართლაც სხვა გემო აქვს და ძაან გემრიელია. რაც მიჭამია - მსხალი, ვაშლი, ყურძენი - ყველაფერი ბევრად გემრიელია. ახალციხეში ნათესავები ცხოვრობენ და ლამისაა, შეკვეთა მივცე ხოლმე, იმდენად მომწონს. :) :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by qvevri » 18 თებ 2008, 09:11

korti wrote:ლ ე ლ ო ვ ა ნ ი
როდის დავლაშქროთ :?:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by qvevri » 18 თებ 2008, 09:12

guruli wrote:qvevri
შეპირებული ვარ გურულს და გოგონას.
გაიხარე. :D :D შემოგეხმაინები მერე.
და მაგის დათესვის რამე ტექნოლოგიები იცი? მე რაღაც წამიკითხავს და მაინტერესებს შენი აზრი, მაგრამ ჯერ შენ მითხარი, თუ იცი რამე განსხვავებული. ნუ, მიწაში რომ უნდა ჩარგო და სხვაგან არ უნდა დადო, ეგ ვიცი. :D :D
korti
მართლაც განსხვავებული გემო აქვს... ყურძენსაც კი რომლის გახარებაც იქ დიდი ყინვების გამო ძალიან უჭირთ საოცარად გემრიელია.
მე ძაან მომწონს მესხური ხილი - მართლაც სხვა გემო აქვს და ძაან გემრიელია. რაც მიჭამია - მსხალი, ვაშლი, ყურძენი - ყველაფერი ბევრად გემრიელია. ახალციხეში ნათესავები ცხოვრობენ და ლამისაა, შეკვეთა მივცე ხოლმე, იმდენად მომწონს. :) :)
სანამ დათესავენ რამოდენიმე დღე წყალში ყრიან და ღივები რომ წამოუვა მერე გადააქვთ გრუნტში

User avatar
korti
ბოდიალა
Posts: 143
Joined: 11 დეკ 2007, 13:06
Location: TBILISI
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by korti » 18 თებ 2008, 09:33

guruli
qvevri- სანამ დათესავენ რამოდენიმე დღე წყალში ყრიან და ღივები რომ წამოუვა მერე გადააქვთ გრუნტში

ჯერ ეგ დათესეთ და შემდგომში, ერთი ლაშქრობა მოვაწყოთ (ზაფხულში, რადგან ახლა ძალიან დიდი თოვლია, და ზაფხულში უფრო ბევრი რამაა სანახავი, მაგალითად თრიალას ტბები, ქაჯეთის ციხე, ზარზმა) და იქიდან ნერგები წამოვიღოთ :wink:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by qvevri » 18 თებ 2008, 09:36

korti wrote:guruli
qvevri- სანამ დათესავენ რამოდენიმე დღე წყალში ყრიან და ღივები რომ წამოუვა მერე გადააქვთ გრუნტში

ჯერ ეგ დათესეთ და შემდგომში, ერთი ლაშქრობა მოვაწყოთ (ზაფხულში, რადგან ახლა ძალიან დიდი თოვლია, და ზაფხულში უფრო ბევრი რამაა სანახავი, მაგალითად თრიალას ტბები, ქაჯეთის ციხე, ზარზმა) და იქიდან ნერგები წამოვიღოთ :wink:
ნერგები? იმ დიდი კაკლების მოთხრას აპირებ? ისე ნერგები გაზაფხულზე უნდა გადაირგოს და ზაფხული ამისათვის ძალიან გვიანია, მაგრამ არა უშავრს, სხვა დროისთვის წამოვიღოთ.

User avatar
korti
ბოდიალა
Posts: 143
Joined: 11 დეკ 2007, 13:06
Location: TBILISI
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by korti » 18 თებ 2008, 09:48

რას ამბობ იმ კაკლების ფესვები მეზობელ ეზოებშია გაშლილი, იმას რა მომათხრევინებს :P

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by ლეონტი » 18 თებ 2008, 09:52

korti wrote:რას ამბობ იმ კაკლების ფესვები მეზობელ ეზოებშია გაშლილი, იმას რა მომათხრევინებს :P
რამდენიმე იეტი წაგვიყვანე და წესით უნდა მოვერიოთ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by guruli » 18 თებ 2008, 12:44

qvevri
სანამ დათესავენ რამოდენიმე დღე წყალში ყრიან და ღივები რომ წამოუვა მერე გადააქვთ გრუნტში
ეგეც გამიგონია, მაგრამ მე სხვა რამე მაინტერესებს. ეს მეთოდი მე არ მიცდია და მაინტერესებს, მართალია თუ არა.
კაკლის ყლორტს ფლავენ მიწაში 10-15 სმ-ს სიღრმეზე, ოღონდ ისე, რომ მისე წვერი მიწიდანაა ამოშვერილი - სადრაც 1-2 კვირტი. თან, ორმოში მიწის ჩაყრამდე ყრიან ხორბალს ისე, რომ ეს ყლორტი მთლიანად დაიფაროს, ხოლო რამდენიმე მარცვალს წანაჭერიდან საკუთრივ ტოტშიც შეჩურთავენ და ამის შემდეგ აყრიან მიწას. ეს ყველაფერი ხდება გაზაფხულზე, ვიდრე კაკალი გაიფოთლება.
ეს მეთოდი მე არ გამომიცდია, მაგრამ მაინტერესებს და აი, რატომ. როგორც ამბობენ, თესლიდან აღმოცენებული კაკალი დედის ზუსტი ასლი არასოდესაა - შეიძლება, ცოტა უკეთესიც იყოს, მაგრამ ასევე დიდი შანსია, უარესიც გამოვიდეს, ასე კალმით დაფესვიანებული კი ზუსტად იგივე თვისებების მატარებელიაო. ამიტომ მაინტერესებს, რამდენად მართალია. ძნელი გასაკეთებელი არაა, მაგრამ მაგ დროს არასოდეს ვარ სოფელში.
ისე, ხორბალი და მარცვლეული რომ ახალდარგული ნერგისთვის კარგია, ეგ უფროსებისგანაც გამიგონია - ლპობისას სინესტეს უნარჩუნებს ნერგს და გაღვივებაში ეხმარებაო.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by qvevri » 18 თებ 2008, 22:42

რაც შეეხება ხორბალს... ხორბალს მართლაც იყენებენ ნერგების დარგვისას შემდეგ შემთხვევაში: როდესაც ორმოს ამოიღებენ მანამ სანამ ორმოში ნერგს ჩადებენ ჩაყრიან ერთ სავსე "პეშვ" ხორბალს. ხორბალი იწყებს გაღივებას და ამ დროს წარმოიქმნება გარკვეული სითბო ნერგის ფესვებთან. ამის გარდა იგი მალევე იწყებს ლპობას და ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება ნერგს გახარებაში. რაც შეეხება კაკალს: დათესილი კაკალი მართლაც სხვანაირი გამოდის როგორც წესი. იგი უმეტეს შემთხვევაში განსხვავდება დედისაგან. ამიტომაც შემოითეს კაკლის მყნობა. საერთოდ კაკლის ტოტით გახარებაზე ერთ დროს ნობელის პრემია იყო დაწესებული(დღეს არ ვიცი რა ხდება). ის, რომ ტოტის გადანაჭერში ხორბლის რამოდენიმე მარცვალს დებენ სიმართლეა და ეს მე მომისმენია ერთი მოხუცი ადამიანისაგან. არსებობდა ერთი კაკლის ჯიში "ავენისური" (სოფელი ავენისი ანანურთან არის) ეს ჯიში განსაკუთრებულად ბევრს ისხავდა და ძალიან გემრიელიც ყოფილა, მაგალითად თუ ჩვეულებრივი კაკალი ისხვას დაახლ. 30-40 კგ-ს. ავენისური ისხავდა 100-130 კილოსაც კი... ასე რომ თუ ვინმე ამ ჯიშის კაკალს წააწყდა დაეშუროს... მე პირადად ერთი ცალი ვიშოვე და დავთესე შარშან, რომელმაც გაიხარა. ისე ჩემს ეზოში ერთი კაკალი დავრგე 15 წლის წინათ, რომელიც ჩემმა მოძღვარმა მაჩუქა, ეხლა უკვე ძალიან დიდია და ამ შემოდგომით უკვე ერთი ტომარა დავკრიფე (ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...)

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by ნინი_85 » 19 თებ 2008, 11:44

qvevri wrote:
legenda wrote:qvevri

მიყვარს გლეხური პურ-მარილი...

გულიდანააა....

და მაინტერესებს ვინმემ თუ დარგო თესლი???
მაგის დათესვის დრო გვიანი გაზაფხულია. ისე შეპირებული ვარ გურულს და გოგონას. კიდევ მრჩება ორი სამი ცალი და ვინმეს თუ უნდა ვუწილადებ.

თუ შემოგრჩა კიდევ, უარს არ ვიტყოდი... :roll:
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by legenda » 19 თებ 2008, 11:51

ვაზის თემაში თუ კაკლებზე საუბრობთ...

მე მინდა ლიმონის ხე, ოღონდ რამე განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი....
გემრიელობა ლიმონებს რომ ისხავდეს :wink:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by guruli » 19 თებ 2008, 14:14

qvevri
როდესაც ორმოს ამოიღებენ მანამ სანამ ორმოში ნერგს ჩადებენ ჩაყრიან ერთ სავსე "პეშვ" ხორბალს.
აი, ზუსტად ეგრე გამიგონია მეც. :D
არსებობდა ერთი კაკლის ჯიში "ავენისური" (სოფელი ავენისი ანანურთან არის) ეს ჯიში განსაკუთრებულად ბევრს ისხავდა და ძალიან გემრიელიც ყოფილა, მაგალითად თუ ჩვეულებრივი კაკალი ისხვას დაახლ. 30-40 კგ-ს. ავენისური ისხავდა 100-130 კილოსაც კი... ასე რომ თუ ვინმე ამ ჯიშის კაკალს წააწყდა დაეშუროს... მე პირადად ერთი ცალი ვიშოვე და დავთესე შარშან, რომელმაც გაიხარა.
უი, ჩვენი ავენისი, კაცო?! :lol: :lol: იყო პერიოდი, მანდ ლამის ყოველ კვირა დადიოდნენ კარაველები. :lol: ეგ რომ მცოდნოდა, სადმე გავიკითხავდი ავენისში იქაურ კაკალს. :D :D
იმედია, ოდესმე იმ ავენისურსაც შემახვედრებ, მესხურისა არ იყოს. :wink:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by qvevri » 19 თებ 2008, 14:26

აგერ ბატონო სოფელი ავენისი და ის კაკლები, რომლების სავარაუდოდ უნდა იყოს ამ ჯიშისა. ეს კაკლები დავთესე და სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ამოვიდა. ისე ქართული კაკლების კატალოგში შევადარე და ავენისური ზუსტად ისეთი იყო როგორიც ამ სურათზე ნაჩვენები კაკლებია ზომითაც და წონითაც.

Image
Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by legenda » 21 თებ 2008, 17:39

Image .........................................................................Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by qvevri » 07 აპრ 2008, 09:28

მოკლედ გასულ შემოდგომით რომ ვაზები მოვნიშნეთ ჯავახეთში ამ გაზაფხულზე წავედით და ავჭერით. საინტერესო გასვლა იყო. რაც მთAვარია რისთვისაც წავედით ის საქმე გავაკეთეთ, თუმცა ჯერ წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
სოფელი აწყური
Image
აჭრილი სანერგე
Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]