ამ ჩემს უინტერნეტობაში რამდენი იდეა დასახელებულა!!!
თითქმის ყველგან მინდა წასვლა მაგრამ ალბათ ზოგს მოვახერხებ, ზოგს ვერა

როგორც ხდება ხოლმე.
კარგია რომ ზამთარში გასვლებიც ვახსენეთ, თოვლის ბაბუის გასაკეთებელი თოვლი უნდა ვიპოვოთ სადმე!!
ხო, დასახული და განხორციელებული ლაშქრობების თანაფარდობა ვისაც არ მოწონს იმათ მინდა ვუთხრა რომ მოინდომეთ და განხორციელდება... ეს კარავია, ალადინი კი არ არი თქვენ ჩაიფიქროთ და იმან განახორციელოს

გინდა რამე?? შეეცადე რომ განხორციელდეს, და შენ რატო უნდა იყო ჩვენს იმედად? ეგება ჩვენც გვინდა ვინმეს იმედად ყოფნა?

აქ ყველა ვართ ერთნაირები (კინაღამ ვთქვი თანასწორები მეტქი

) სადმე წასასვლი გზა თუ არ იცის ვინმემ, მარშუტკები სად ჩერდება ხომ იცით?? ან მძღოლს მოელაპარაკეთ ან რამე წვლილი შეიტანეთ საერთო საქმეში, ვერაა კარგი, მე გვერდზე გავდგები, თქვენ ვნახოთ რას იზამთ და მერე გავაკრიტიკებ
გრძელი რეჩი კი დავარტყი, გავაოფტოპიკე მშვენიერი თემა, მარა მინდა რომ ეს ყველამ წაიკითხოს და გაითვალისწინოს. იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა, იტყვის ვინმე მოდი იქ წავიდეთ და წავა, უნდა რომ ვიღაცამ გააკეთოს ორგანიზება და მერე დაურეკოს წამოდიო.
ეხლა არ დაიწყოთ მართალია, მართალია, ეს ერთი ოფტოპიკი ჩუმად შემარჩინეთ
